|
<უკან დაბრუნება...<< დაბრუნება მთავარ გვერდზე

სიონი - ჟალეთი
228. - 244. სიონი - „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“ - ტომი 2, 2008 წელი, გვ.407-415
სიონი (სადაბო საკრებულოს ცენტრი)
228. ბაზილიკა და სამაროვანი, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთ - აღმოსავლეთით, მდ. ივრის მარცხ. ნაპირზე. 1951 წ. წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, არქეოლოგიური ექსპედიციის ერთმა რაზმმა (ხელმძღ. ი. ციციშვილი) შეისწავლა ბაზილიკის არქიტექტურა. 1961 წ. ძეგლთა დაცვის სარესტავრაციო სახელოსნომ (ხელმძღ. ლ. ხიმშიაშვილი) გააშიშვლა ნაგებობის შემორჩენილი კედლები; დეტალურად აიზომა, დაინომრა მათი საპირე ქვები და ყველა დეტალი. 1962 წ. ისტორიის ინსტიტუტის სიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი) გათხარა ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორია და გამოავლინა ასზე მეტი სამარხი, რომელთა შორის აღმოჩნდა მიწისქვეშა კამაროვანი აკლდამა. ამავე წელს ბაზილიკა და აკლდამა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისში, საქართველოს ხალხურის ხუროთმოძღერებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში.

სამეცნიერო ლიტერატურაში ტაძრის აგების თარიღის შესახებ არსებობს ორის თვალსაზრისი: ერთის მიხედეით, ძეგლი VIII-IX სს განეკუთვნება (გ. ჩუბინაშვილი, ვ. ბერიძე, რ. შმერლინგი, რ. მეფისაშყილი, ვ. ცინცაძე); მეორე თვალსაზრისით (ი. ციციშვილი, რ. რამიშეილი) - V ს. II ნახევარს.

ბაზილიკა გეგმით სწორკუთხაა (11,5X10 მ). იგი მონოლითური სვეტების ორი წყვილით დანაწევრებულია სამ ნავად. შუა ნავი, გვერდის ნავებთან შედარებით, ორნახევარჯერ უფრო განიერია და აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი მოხაზულობის ღრმა შვერილი აფსიდით, რომელიც გარედან ხუთწახნაგოვანია. ეკლესიის ნავების ერთმანეთთან დაკავშირებული ყოფილა ნალისებრი თაღებით, შენობა გადახურული ყოფილა საერთო ორკალთიანი სახურავით. დამოუკიდებელი სახურავი აქვს აფსიდის წახნაგოვან შვერილს და სამხრეთ და ჩრდილოეთ გვიანდელ მინაშენებს, რომლებიც ეკლესიის შესაბამის ფასადებს მთელ სიგრძეზე ეკვრიან. ეკლესიას ეტყობა მრავალგზის საფუძვლიანი შეკეთების კვალი. მისი კედლების გარეპირი ჩაწყობილია შირიმის კარგად გათლილი კვადრებით. ყველა სვეტი, კონსტრუქციული და არქიტექტურული დეტალი ქვიშაქვისაა. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამოქცეულია მთავარი და გვერდის ნავების კამაროვანი გადახურვები, დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ ეკლესიის ზედა ნაწილები და მინაშენები, ჩამოშლილია საპირე წყობის უმეტესი ნაწილი. შესასვლელები სამხრეთისა და დასავლეთ კედლების შუა ნაწილშია. სამხრეთის შესასვლელი გარედან ნოზრდილი ზომის ატქიტრავითაა გადახურული, შიგნით კი თაღოვანია. დასავლეთის შესასვლელის გადახურვა ჩამოშლილი აქვს. ერთი მცირე ზომის სწორკუთხა კარია ჩრდილოეთ კედლისაღმოსავლეთ კიდესთან, რომლითაც ეკლესია ჩრდილოეთ მინაშენთან ყოფილა დაკავშირებული. აფსიდის ღერძზე გაჭრილია ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელი, რომელიც გარეთკენ ოდნავ ვიწროვდება. აფსიდის ჩრდილოეთის გვერდში კი მცირე ზომის თაღოვანი ნიშია.

აფსიდს მთელ სიგრძეზე გასდევს ეკლესიის მსახურთა ჩამოსაჯდომი საფეხური. საკურთხევლის ბაქანი ეკლესიის იატაკის მიმართ ორი საფეხურითაა შემაღლებული, იგი დაახლ. 1 მ-ით დარბაზის სივრცეშია შეჭრილი და გვერდით კედლებამდე გრძელდება. ბაქნის ზედა საფეხურზე გამოყოფილია დაბალი თაღი, რომელიც გეომეტრიული ორნამენტითაა დამუშავებული. მსგავსი მოტივითაა გაფორმებული ბაქნის ქვედა საფეხურზე საკურთხევლის სიგრძე დარბაზისაგან გამოკვეთილი ყოფილა შირიმის კ ა ნკ ე ლ ი თ. მისი ქვედა ნაწილი ყრუა, ხოლო ზედა რვაწახნაგოვან ბოძებზე დაყრდნობილი თაღედია. კანკელს ორი შესასვლელი აქვს. მათგან ერთი ("აღსავლის კარი“) მის შუა ჩაწილშია, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ კიდეში "აღსავლის კარის“ წინ, სამიოდე მეტრის მაჩძილზე, დგას საკურთხევლისწინა ჯვრის საყრდენი კუბური ფორმის კვარცხლბეკი, რომელსაც დასავლეთიდან ქვის რამდენიმე საფეხური აქვს მიშენებული. ეკლესიის სვეტისთავები და კონქის თაღის ორივე იმპოსტი მორთულია როგორც ცხოველური და მცენარეული, ისე გეომეტრიული ფიგურებით. ზოომორფული მოტივითაა გაფორმებული კონქის თაღის ჩრდილოეთ იმპოსტის სამხრეთის გვერდი. რელიეფი საკმაოდ დაზიანებულია. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ტოტებდაშვებული ხე, რომელსაც აქეთ- იქიდან ორი ცხოველი უდგას: მარცხნივ ჯიხვი (ან არჩვი), მარჯვნივ – შველი. ორივე ცხოველი ტოტებს კვნეტს, კომპოზიციის ზედა მარცხენა კუთხეში გამოსახულია თითქოს ხისკენ მიმართული მოზრდილი ფრინეელი (ფარშევანგი ?). მის ქვემოთ, შვლის ზურგსა და ფეხებთან დარჩენილი თავისუფალი არე შევსებულია ფოთლოვანი მცენარეების გამოსახულებით. იმპოსტის თარო გეომეტრიული ორნამენტითაა მორთული. იმპოსტის დასავლეთ გვერდზე დაბალი რელიეფით გამოყვანილია ორი კონცენტრული წრე. ორივეში ნახევარწრეების კომბინაციით ბოლოებგაფართოებული თითო ექვსმკლავა ელემენტია გამოყვანილი. მსგავსი წრეებითაა მორთული თაღის სამხრეთ იმპოსტიც, ბაზილიკის ერთ-ერთ სვეტზე გამოსასულია ბრტყელფოთლებიანი ხე რაღაც ნაყოფის მსგავსი ფიგურებით. ხის ქვემოთ მდინარისმაგვარი ორი კლაკნილია. დასავლეთის შესასვლელის საპირეზე და ერთ-ერთ სვეტისთავზე ვაზის სტილიზებული გამოსახულებაა. გარედან სამხრეთის შესასვლელის ღიობს გარს ევლება გეომეტრიული მოტივით გაფორმებული ვიწრო არშია, რომლის ზედა ნაწილის ორივე მხარეს (არქიტრავზე) გეომეტრიული ელემენტებით გაფორმებული თითო კონცენტრული წრეა გამოსახული. ტაძრის გეომეტრიული ორნამენტები შედგება წრეხაზებისა და ვარდელებისგან, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ხეზე ჭრის ხალხურ მოტივებთან.

სამხრეთ და ჩრდილოეთ გეიანდელი მინაშენები აღმოსავლეთით აფსიდებითაა დასრულებული. მათგან სამხრეთისას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, ხოლო ჩრდილოეთისას – დასავლეთიდან. ჩრდ. მინაშენი მოგვიანებით ჩაშენებული განივი კელლით ორ თითქმის თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ორივე მინაშენის კამაროვანი გადახურვის დასაყრდნობად ბაზილიკის სიგრძივ კედლებზე თაღედი ყოფილა მიშენებული (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ მინაშენის ორი თაღი). ბაზილიკის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. საფასადო სიბრტყეები სხეადასხვა ზომის შირიმის სწორკუთხოვანი ქვებითაა შემოსილი წყობის სწორხაზოვნად გამავალი რიგების ნაწილობრივი გამოყვანით. კედლები დასრულებული ყოფილა შირიმის დაბალი ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგეჩს თარო და ლილვი. ლავგარდნის რამდენიმე ქვა მხოლოდ აფსიდის შვერილსა და ჩრდ.-აღმ. კუთხეს ჰქონდა შემორჩენილი. შენობა გადახურული იყო ღარიანი კრამიტით. იგი ლავგარდანთან ერთად, როგორც ჩანს, გვიანდელი შეკეთების შედეგია.

სამაროვანი განლაგებული იყო ბაზილიკის გარშემო ორ-სამ სართულად. განეკუთვნება V-XVIII სს. სამარხები განსაკუთრებით მრავლად აღმოჩნდა ეკლესიის აღმოსავლეთის და სამხრეთის ფასადების გასწვრივ, სადაც ჭარბობდა სოციალურად დაწინაურებულ პირთა ქვისსამარხები. ეკლესიის დასავლეთის ფასადის გასწვრივ თავმოყრილი იყო შედარებით ღარიბული სამარხები. ქვისსამარსებში აღმოჩენილი ინეენტარის (თიხისა და მინის ჭურჭელი, მინის, ბრინჯაოს, რკინისა და ვერცხლის სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები, მინის სხვადასხვანაირი მძივი და სხვ.) მიხედვით, სამაროვანი განეკუთვნება XI-XIV სს. სამარხებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს შირიმის კარგად დამუშავებული კვადრებით ნაგები მიწისქვეშა კამაროვანი აკლდამა (დრომოსითა და ტახტებით), რომელიც ნაგებია გვიანდელი ანტიკური ტრადიციების გავლენით. იგი ბაზილიკის თანადროული უნდა იყოს. აღსანიშნავია აგრეთვე ქვიშაქვის დიდი ფილებით ნაგები სარკოფაგი (V–VI სს.), რომელიც შედგებოდა ორი განყოფილებისგან. სამარხის ორივე განყოფილების კედლებს ზედა ნაწილში შემოუყვება 15 სმ სიგანის ჩუქურთმიანი არშია (სამარხის ქვები ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არმაზის ბაზაში). სამაროვნის ზედა ფენაში დადასტურდა ძალზე ღარიბული და მცირე ინვენტარის შემცველი, XV–XVIII სს. ქვის სამარხები და მოზრდილი ძმათა სასაფლაო, სადაც მიწის ზედაპირიდან 0,5–0.7 მ სიღრმეზე დაფიქსირდა უწესრიგოდ დაკრძალული მიცვალებულების რამდენიმე ათეული ჩონჩხი, რომლებიც აქ უნდა დაემარხათ, ალბათ, XVIII ს-ში. არქეოლ. მასალა დაცულია აკმ-ის დუშეთის არქეოლ. ბაზაში.
ნ. ანდღულაძე, თ. წულაძე, რ. რამიშვილი
ბიბლ: 45. 187; 27I. 276, 300: 30I: 302; 447ა.

229. ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის, ჩასოფლარ კუპრიანთკარის აღმოსავლეთით, მთის კალთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,3x4,6 მ). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად ჩამონგრეულია კამარა და კონქი, ჩამოშლილია კედლების ზედა ნახევარი და პერანგის უმეტესი ნაწილი. შესასვლელი, რომლის გადახურვა ჩამონგრეულია, სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შირიმისწირთხლებიანი სარკმლის ქვედა ნაწილია შემორჩენილი. სარკმლის სამხრეთით შემორჩენილია პატარა ნიში.
ზ. ბაქრაძე.

230. ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის, ნასოფლარ კუპრიანთკარის სამხრეთ აღმოსავლეთ განაპირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. დარბაზულია (9.9X6.9 მ). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, წყობაში ზოგან ჩართულია შირიმი, შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების ნაწილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის გადახურვა და ჩრდილოეთ წირთხლი ჩამონგრეულია. სარკმლის სამხრეთით პატარა სწორკუთხა ნიშია, შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ყოფილა. ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენისგან მხოლოდ ჩრდილო - აღმოსავლეთის კუთხეა დარჩენილი.
ზ. ბაქრაძე.
231. ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას მდინარეების ივრისა და ლალაანთხევის შესართავს ზემოთ, მდ. ივრის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ უკუღმართის ტერიტორიაზე, ტყეში. განეკუთყნება გეიანდ. შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,55 X 4,7 მ). ნაგებია ნატეხი ქვით. ქვები მეტ - ნაკლებად დამუშავებულია და დაწყობილია სწორხაზოვან რიგებად. ძლიერ დაზიანებულია; მთლიანადაა ჩამოშლილი კამარა და კონქი, მონგრეულია გრძივი კედლების ზედა ნაწილები, ჩამოცვენილია საპირე ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადი თითქმის მთლიანად მიწითაა დაფარული, სამხრეთ კედელში თაღოვანი შესასვლელია, რომლის გადახურვის ნაწილი ჩამონგრეულია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად, თითო კვადრატული ნიშია. აფსიდი დარბაზისგაჩ ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი, რომელთაგან მთელ სიმაღლეზე სამხრეთისღა შემორჩა. გადარჩენილია აგრეთვე დასავლეთ კედლის მიმდებარე თაღის სამხრეთ - დასავლეთის კუთხის პილასტრის ქვედა ნახევარი. ინტერიერი დაახლოებით 1-1,5 მ სიმაღლეზე ნამტრევებითაა ამოვსებული.
ეკლესიის დასავლეთ ფასადს მთელ სიგანეზე სწორკუთხა (4.7X2.7 მ) მინაშენი ეკვრის, რომელიც დასავლეთით სწორკუთხა ბოძზე დაყრდნობილი ორის ფართო თაღითაა გახსნილი. მინაშენის ჩრდილოეთ კედელი ყრუა, ხოლო სამხრეთისა მთლიანად დანგრეულია და მისი კვალი არ ჩანს. მინაშენი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, რომელიც აღმოსავლეთით ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიშენებულ თაღედს ეყრდნობოდა. მეორე მინაშენი ეკლესიას სამხრეთიდან, შესასვლელის წინ ჰქონია. იგი ამჟამად ისეა დანგრეული, რომ მისი ფორმისა და 'სომის დადგენა არ ხერხდება.
ზ. ბაქრაძე.
232. კოპალას ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობდა ძველ სოფელ სიონში (ამჟამად დაფარულია წყლით. განეკუთვნებოდა გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია (5,3X3,7 მ), ნაგები იყო საშუალო ზომის ნატეხი ქვით". გარეთა კუთხეებისა და ზოგი არქიტექტურული ელემენტის წყობაში გამოყენებული იყო ტლანქად დამუშავებული შირიმი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა. ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილი ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელის ქვემოთ, კედელზე, მართკუთხა ტრაპეზი იყო მიდგმული, აფსიდის ორივე გვერდში მოწყობილი იყო თითო პატარა კვადრატული ნიში. მსგავსი ერთი ნიში იყო დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში. კედლები დასრულებული იყო შირიმის თაროსებრი ლავგარდანით.
ბ. ჯორბენაძე.
233. კუპრიანთკარის სამაროვანი, არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დაბის ჩრდილოეთით, მდ. ივრის მარჯვენა ჩაპირზე, ნასოფლარ კუპრიანთკარის აღმოსავლეთ განაპირას. განეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოს ხანის დასასრულს. 1964 წ. მცირე გათხრები ჩაატარა იაე ინსტიტუტის ჟალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. დ. მუსხელიშვილი). ორმოსამარხები, რომელშიც გამონჩდა ლეგაკეციანი თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს სამაჯურები, ჩაშვებულია ადრინდელი ბრინჯაოს ხანით დათარიღებულ კულტურულ ფენაში, სადაც ყურადღებას იქცევს ვარდისფერსარჩულიანი კერამიკა. სიონის წყალსაცავის მაქსიმალური შევსებისას სამაროვაჩი წყლით იფარება. არქეოლოგიური მასალა ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
რ. რამიშვილი, ბ. ჯორბენაძე. ბიბლ. 192. I68-109.
234. ლოდების წმ. გიოოგის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას დაბის ჩრდ-ის, 2 კმ-ზე, ტყის პირას. გაჩეკუთყნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6X4,5 მ), სწორკუთხა საკურთხევლიანი. ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვითა და შირიმით. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლების ზედა ნაწილი მოგვიანებით წვრილი ჩატეხი ქვით აღუდგენიათ. ეკლესიის გადახურეა და სამხრეთ კედელი თითქმის მთლიანად დანგგრეულია. ჩრდილოეთ კედელი 1 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია შესასელელის დასავლეთ წირთხლი. აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომელსაც გარედან შირიმის თაღი და მარტიეი თავსართი აქვს. ეკლესიის გარშემო შემორჩეჩილია წრიული გალავნის ფრაგმენტები.
ზ. ბაქრაძე.
235. ნამოსახლარი, არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს კაშხალთან, წყალგადამყყანის სათავესთან. განეკუთენება ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაჰს. გამოავლინა ისტორიის ინსტიტუტის სიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღყ. რ. რამიშვილი) 1962 წელს. სადაზვერვო თხრილში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის, კერისა და ხელსაფქვავის ჩატეხები. ნამოსახლარი დაფარულია ბეტონის სქვლი ფეჩით. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება აკც-ის სიღნაღის არქეოლოგიურ ბაზაში.
ბ. ჯორბენაძე.
236. ნასახლარი, არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დაბის განაპირას, ჩრდილოეთით, ორმოებისგორასთან. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. შემორჩეჩილია რიყისა და ნატეხი ქვით ჩაგები კედლების წყობის ქვედა 2-4 რიგი. ჩამოსახლარის მიდამოებში ჩაჰოვნია გყიანდ. შ'ეა საუკუნეების აგურისფრად გამომწყარი უხეშკეციანი თიხის ჭურჯლის ნატეხები.
ა. ჩუცუბიძე.
237. ჟალეთის ბაზილიკა - „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“ - ტომი 2, 2008 წელი, გვ. 411- 415
არქიტექტურული ძეგლი დგას ნასოფლარ საყარაულოს ჩრდილო - აღმოსავლეთით, 2 კმ-ზე, ხშირი ტყით დაფარულ პატარა მთის ფერდობზე. განეკუთვნება IX საუკუნის დასასრულსა და X საუკუნის დასაწყისს. ძეგლი სამნავიანი ბაზილიკაა, რომელსაც სამხრეთით და დასავლეთით, ფასადების მთელ სიგრძეზე, ერთიანი ვიწრო გარშემოსასვლელი აქვს მიშენებული. შენობა ნაგებია საგანგებოდ შერჩეული თანაბარი ზომის რიყისა და ნატეხი ქვის სწორხაზოვანი რიგებით. გარეთა კუთხეები, კარ-სარკმლების ღიობები და ცალკეული კონსტრუქციული ელემენტები (ბურჯები, საბჯენი თაღები, იმპოსტები) სუფთად დამუშავებული შირიმითაა ნაწყობი. კედლებში მათი აგების დროს სიმაგრისათვის მთელ სიგრძეზე დაუტანებიათ ხის ძელები.

ეკლესია ძლიერაა დაზიანებული (ამჟამად კონსერვირებულია): მისგან მთელ სიმაღლეზე მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი შემორჩა. ჩამოშლილია მთავარი და გვერდითი ნავების კამაროვანი გადახურვა, საბჯენი და ნავების გამყოფი თაღები, გრძივი კედლებისა და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილები; თითქმის მთლიანადაა დანგრეული გარშემოსავლელის ორივე ნაწილი. 1961-62 წლებში ძეგლის შესწავლისა და აღდგენა - გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით გაიწმინდა ტაძრის მთელი ტერიტორია (სამუშაოების ხელმძღვანელი და კონსერვაციის პროექტის ავტორი ნ.ქადეიშვილი) და გამოვლინდა მრავალი არქიტექტურული და კონსტრუქციული დეტალი. თვით ტაძარში, აღმოსავლეთის ბურჯებს შორის, აღმოჩნდა შირიმითა და რიყის ნაგები ექვსწახნაგა ფორმის (2X2 მ; სიმაღლე 1,1 მ) ნაგებობა რომელიც საკურთხევლისწინა ჯვრის პოსტამენტს წარმოადგენდა.

იგი მთლიანად შელესილია და ექვსივე წბოს, მთელ სიმაღლეზე, შირიმით ნაწყობი ნახევარსვეტი ასდევს აღმოსავლეთ და დასავლეთ წახნაგებზე კი ქვის საფეხურებია მიშენებული. შენობის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედია (17,1X10,5 მ), რომელიც ორი წყვილი სწორკუთხა ბურჯითა და მათზე გრძივი მიმართულებით გადაყვანილი სამ-სამი თაღით გაყოფილია სამ ნავად. თითო, გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნით თაღოვანი შესასვლელი მოწყობილია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ბაზილიკის შუა ნავი, რომლის სიმაღლე სამჯერ მეტია სიგანეზე, გვერდის ნავებთან შედარებით ორჯერ უფრო განიერია და აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდის ღერძზე ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის წინ საკმაოდ ღრმა ბემაა. ბემის ორივე კედლის სიბრტყე სიმაღლეში ორ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან ზედა ნაწილის სიბრტყე, რომლის სიმაღლე კედლის მთელი სიმაღლის მესამედის ტოლია, ქვედას მიმართ რამდენადმე წინაა წამოწეული და მარტივი პროფილის დაბალ იმპოსტს ეყრდნობა, იმპოსტი ბემის კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს.

აფსიდს ირგვლივ დაბალი საფეხური შემოუყვება. ბემის ჩრდილოეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი ტაძრის იატაკზე 0,85 მ-ით მაღალია, იგი ბაზილიკის დანარჩენი სივრციდან გამოყოფილი ყოფილა ქვის კანკელით, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა. აფსიდი წესიერი ფორმის კონქითა გადახურული, ხოლო ბემა - ნახევარცილინდრული კამარით. აფსიდისა და ბემის თაღის ქუსლებთან გამოყოფილია შირიმის იმპოსტები, რომელთა პროფილს შეადგენს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. საკურთხევლის ორივე მხარეს, გვერდითი ნავების აღმოსავლეთ კიდეში, გამოყოფილია განცალკევებული სწოკუთხა სადგომები - სამკვეთლო და სადიაკვნე. ორივე სადგომი შესაბამის ნავთან დაკავშირებულია თითო ვიწრო და მაღალი სწორკუთხა კარით. სადგომები ცილინდრული კამარითაა გადახურული და აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი თითო თაღოვანი სარკმლით ნათდება.
(+)
ბაზილიკის თაღებს შორისი ბურჯები გეგმით თითქმის კვადრატულია, მთავარი ნავის მხრიდან მათ თითო მარტივი პილასტრი ჰქონიათ, რომლებსაც მთავარი ნავის კამაროვანი გადახურვის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. ნაწილობრივ შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთის ბურჯების წყვილი, ჩრდილოეთის ბურჯებიდან კი - მხოლოდ ბაზები. ბურჯებზე შირიმით ნაწყობი ნახევარწრიული თაღები ყოფილა გადაყვანილი, რომლითაც მხოლოდ აღმოსავლეთ წყვილის მცირე ნაწილი და მათი საყრდენი თითო იმპოსტიღა შემორჩათ. ბაზილიკის გვერდის ნავებიც, მთავარი ნავის მსგავსად, ნახევარცილინდრული ფორმის კამარებით ყოფილა გადახურული. ყოველი მათგანი ორ-ორ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. ინტერიერი შელესილი ყოფილა და საღებავით დეკორატიულად გაფორმებული: ბემის კამარაზე შემორჩენილია წითელი საღებავით შესრულებული სწორკუთხა ქვების წყობის იმიტაცია, ხოლო აფსიდში (სარკმლის გვერდით) - მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტი. ბაზილიკას, სამხრეთისა და დასავლეთის ფასადების მთელ სიგრძეზე, ეკვრის ვიწრო (სიგ. 2,4 მ) გარშემოსავლელი, რომელსაც დასავლეთით და სამხრეთით, ბაზილიკის შესასვლელების პირდაპირ, თითო კარი აქვს.
გარშემოსასვლელის სამხრეთ ნაწილის აღმოსავლეთ ბოლოში გამოყოფილია აფსიდიანი პატარა სამლოცველო. გარშემოსასვლელის სამხრეთ ნაწილის შუაში, ბაზილიკის შესასვლელის წინ, პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი თაღებით გამოყოფილი ყოფილა გუმბათოვანი კამარით გადახურული პატარა კვადრატული სივრცე, რომელიც ბაზილიკის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია მხოლოდ სამი პილასტრის კვალი). გარშემოსასვლელის დასავლეთ ნაწილი ერთ მთლიან სივრცეს წარმოადგენდა და გადახურული იყო სამ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი ნახევარცილინდრული კამარით. ბაზილიკის ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადზე სიმეტრიულად განლაგებული სამი თაღოვანი სარკმელია. სამივე სარკმელი მარტივი რელიეფური თავსართითაა მორთული. მათგან საკურთხევლის სარკმლის თავსართი ნახევარწრიული ფორმისაა და ბოლოებში პატარა ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. სადიაკვნის სარკმლის თავსართი სამკუთხა თაღის ფორმისაა. სამკვეთლოს სარკმლის თავსართიც ნახევარწრიული ფორმისაა, თაღის ბოლოებში პატარა ჰორიზონტალური გადანაკეცებია, რომლებსაც ბოლოები (სარკმლის გადამხურავი ქვის კიდეებთან) აშვერილი აქვს.
ამ ნაწილის განაპირა გვერდები ვერტიკალურია, ხოლო შიდა - სარკმლის ღერძისკენაა დახრილი და სარკმლის თავსართის თავზე თითქმის სამკუთხა ფორმის არეს სააღვრავს. სამხრეთის ფასადზე შესასვლელი გადახურულია მთლიანი ქვით, რომელზეც ამოკვეთილია ოდნავ შეღრმავებული ნახევარწრიული თაღი. იგი შესასვლელის თავზე ტიმპანისმაგვარ არეს ქმნის. შესასვლელის აღმოსავლეთით ნიშია, რომელიც გამოყვანილია შირიმის ქვით და დასრულებულია ერთმანეთზე კუთხით მიყრდნობილი ორი ქვის ფილით. დასავლეთის ფასადს, აღმოსავლეთის ფასადის მსგავსად, ბაზილიკური მოხაზულობა აქვს. ამჟამად ფასადიდან მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. შესასვლელი აქ მორთულია უბრალო საპირით, მის პროფილს ქმნის ორ ლილვს შორის მოქცეული, ოდნავ ამოზნექილი გლუვი ზედაპირი. კარის არქიტრავზე შექმნილი თაღოვანი არის შუაში გამოსახულია თანაბარმკლავებიანი რელიეფური ჯვარი. ბაზილიკის კედლები დასრულებული ყოფილა შირიმის ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს თარო, შეზნექილი ზედაპირი და ლილვი. ბაზილიკის გაწმენდისას აღმოჩნდა კირქვისგან გამოთლილი, დამტვრეული ჯვრის ორი მკლავი. მათი ორივე მხარე მორთულია რელიეფით.

ერთი მხრიდან ირიბი ჩაჭრით გამოყვანილია მკლავის შუა ნაწილი, მეორე მხარეს წრიულ ჩარჩოში ჩასმულია წმინდანის გამოსახულება (თავზე შარავანდით). აღმოჩნდა ასევე რამდენიმე ნაწილად დატეხილი, IV-VII სს. ქვის სანათლავი (ამჟამად ინახება დაბა თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში), შემორჩენილი ნაწილებიდან აღდგა სანათლავის სამი გვერდი და ფსკერი. მეოთხე გვერდის შემადგენელი ნაწილები უკვალოდაა დაკარგული. სანათლავი გამოთლილია ერთი მთლიანი, მაგარი ქვიშაქვისგან (85X60X45 სმ). ორი გვერდი გარედან მორთულია რელიეფებით, ხოლო მესამე სრულიად გლუვია. როგორც ჩანს, ამ გვერდით იგი მიდგმული ყოფილა კედელზე. სანათლავის ერთ კედელზე წარმოდგენილია ნათლისღების სცენა, რომელიც ორივე გვერდიდან და ზემოდან შემოფარგლულია ორნამენტული არშიით. კომპოზიციის შუაში მოთავსებულია წელამდე წყლით დაფარული ქრისტეს შიშველი ფიგურა, მარცხნივ გამოსახულია იოანე ნათლისმცემელი, მარჯვნივ - ორი ანგელოზი. ქრისტეს თავს ზემოთ სწორკუთხა ჩარჩოში მტრედის გამოსახულებაა, რომელსაც ნისკარტით გვირგვინი უკაკია. ქრისტეს ფიგურა ფრონტალურადაა მოცემული, ქვემოთ დაშვებული ხელებით. წყალი გამოსახულია სწორკუთხა, ოდნავ ამოწეული სიბრტყის სახით, რომელიც დასერილია ტალღისებრი ხაზებით.
იოანე ნათლისმცემელი წარმოდგენილია მთელი ტანით. მას ცალი ფეხი ქვაზე აქვს შედგმული, მარჯვენა ხელით კი ქრისტეს თავს ეხება. ქრისტეს მარჯვნივ გამოსახულ ანგელოზთაგან წინა მიწაზე დგას და ორივე ხელით ეხება ქრისტეს ფიგურას. უკანა ანგელოზიც ანალოგიურ მოძრაობაშია წარმოდგენილი და პირველი ანგელოზის მიმართ ოდნავ ზემოთაა. სცენა შესრულებულია დაბალი რელიეფით, ფიგურები კი მხოლოდ ზოგადი ფორმებით, ცალკეული დეტალების დამუშავების გარეშე. პლასტიკური გამომსახველობა სიბრტყობრივ - გრაფიკულია. სანათლავის მეორე, შედარებით მოგრძო კედლის მხოლოდ სამი მეოთხედი ნაწილია დაფარული რელიეფებით, დანარჩენი არე სრულიად დაუმუშავებელია. კედლის მარცხენა და ზედა კიდეს ნათლისღების კომპოზიციის ანალოგიური ორნამენტული არშია გასდევს. მორთულობა ორი კომპოზიციისგან შედგება. მარცხენა ნაწილში, თითქმის კვადრატულ არეზე, გამოსახულია ფრონტალურად მდგომი სამი ფიგურა. მარჯვნივ კი ასევე სწორკუთხა ჩარჩოში მოქცეული ტოლმკლავა, ბოლოებგაფართოებული ჯვარი, რომელიც ქვედა ბოლოთი პატარა პოსტამენტს ეყრდნობა. კედლის მარცხენა ნაწილში გამოსახული ფიგურები შემოსილია გრძელი ტანსაცმლით, ზემოდან წამოსხმული ჰიმატიონებით.
ფიგურების თავებს შორის და მარცხენა ფიგურის თავთან გამოსახულია დეკორატიული ვარდულები. ფიგურები წარმოდგენილია ბრტყელი და დაბალი რელიეფით. მათი ტანსაცმელი დამუშავებულია ხშირი, პარალელური, ალაგ-ალაგ ტეხილი ხაზებიც. სამივე ფიგურა ერთი და იმავე მოხაზულობისაა - წელში ოდნავ შევიწროებული. ჯვარი შედგენილია წრის სეგმენტების გადაკვეთით. მისი მკლავები შემკულია თითო ბურთულით, ხოლო მკლავებს შორის დარჩენილი არეები - ვარდულებით. ასეთივე მაგრამ ოდნავ მოზრდილი ვარდულები გამოსახულია პოსტამენტის ორივე მხარესაც. სანათლავის მეორე გრძივი კედელი თითქმის მთლიანად დაკარგული, გარდა ქვედა მარჯვენა კუთხისა, შემორჩენილია მხოლოდ ორი ფიგურის ქვედა ნაწილი. ბაზილიკის შესასვლელთან ნაპოვნია ქვასვეტი. იგი ოთხივე მხრიდან შემკულია რელიეფით. ქვასვეტის წინა კედელზე სწორკუთხა მოჩარჩოებაში გამოსახულია წმ.სტეფანეს ფრონტალურად მდგომი ფიგურა. კომპოზიციის ზედა ორივე კუთხეში თითო ვარდულია, ხოლო მათ ქვემოთ ამოკაწრულია ასომთავრული წარწერა -წმიდა სტეფანე. მარცხენა ხელში წმინდანს წიგნი უჭირავს, მარჯვენაში - საცეცხლური. წმინდანის თავი შემკულია შარავანდით. ფიგურის რელიეფი დაბალია და ბრტყელი. მისი ზედაპირი დამუშავებულია ვერტიკალურად განლაგებული, თითქმის პარალელური ხაზებით. ქვასვეტის გვერდითი სიბრტყეები დამუშავებულია გრაფიკული ხასიათის გეომეტრიული სახეებით. ერთ-ერთი გვერდის ზედა ნაწილში გამოსახულია წაგრძელებულყელიანი ფრინველი, რომელიც ტრაპეციული ფორმის პოსტამენტზე დგას. მეორე გვერდზე კი დიდი ზომის ვარდულია. ქვასვეტის მეოთხე გვერდი ხსნარითაა დაფარული. აღმოჩენილი რელიეფები მხატვრულ - სტილისტური გადაწყვეტით „გარდამავალ ხანას“ განეკუთვნება.
თ. დვალი
238. ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი - „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“

არქიტექტურული არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დაბის ჩრდილოეთით, 6,5 კმ-ზე. ჩასოფლარ ჭიოტაანთკარის ზემოთ, ჟალეთის მთის თხემზე. კომპლექსში შედის წმ. გიორგის ეკლესია, კოშკი, სწორკუთხა ნაგებობის ჩაშთი, გალავანი, ნამოსახლარი და სამაროვანი. I963-64 წლეებში ძეგლი გათხარა იამ ინსტიტუტის ჟალეთის არქეოლოგიურმა უქსპედიციამ (ხელმძღე. დ. მუსხელიშყილი).

ეკლესია დარბაზულია, განეკუთვნება VIII–IX სს. სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე თანადროული მინაშენი ეკვრის (6,6X5,9 მ). შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა - მინაშენიდან. ღრმა ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი მხრებით, რომლებზე ჩახევარწრიული ფორმის ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღია გადაყვანილი. აფსიდის სარკმლის ქვეშ, კედელთან, შემორჩენილია ტრაპეზის ნაშთი. აფსიდი დარბაზისგან გვიანდელი კანკელითაა (სიმაღლე 0,9 მ) გამიჯნული. წინიდან მის ჩრდილოეთ ნაწილზე მიდგმულია კუბური ფორმის ნაგებობა, რომელშიც ჯვრის ჩასადგმელი ბუდეა ამოკვეთილი. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ რამდენადმე (დაახლოებით 0,4 მ-ით) შემაღლებულია. აფსიდს ირგვლივ საფეხური შემოუყვება. დარბაზის სამხრეთ კედელში შიგნით თაღოვანი და გარედან სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. დასავლეთ კედელზე, შემორჩენილია მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტი. სამხრეთ მინაშენი განივი კედლით ორ, თითქმის თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან აღმოსავლეთისა ეკვდერია, ხოლო დასავლეთისა - ეკლესიის კარიბჭე. მათ შორის ვიწრო გასასვლელია. რომელიც კარიბჭის მხრიდან თაღოვანია, ეკვდერის მხრიდან - სწორკუთხა. ეკვდერის აღმოსავლეთ კედლის შუაში ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია. მინაშენი გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით, რომლის დასავლეთ ნაწილი ჩამოშლილია. ეკლესიის სამხრეთის და ჩრდილოეთის ფასადებზე შემორჩენილია შირიმის პროფილირებული (თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე) ლავგარდანია, რომელიც დაშენებულია თავდაპირველ, ნატეხი ქვის თაროსებრ ლავგარდანზე. სახურავს ეტყობა რამდენიმე შეკეთების კვალი. მასზე შემორჩენილია ბრტყელი, გვერდებაკეცილი და ღარიანი კრამიტი. ბრტყელი კრამიტი ძირითადად სადაზედაპირიანია. ორ ნატეხზე შემორჩენილია ნუსხური რელიეფური წარწერა (ასომთავრული ინიციალით). ერთზე იკითხება „სტეფა“, მეორეზე – „სტ“. ორივე წარწერა ერთ ყალიბშია შესრულებული და შესაძლოა ხელოსნის სახელი იყოს. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერები X-XI სს. განეკუთვნება. ღარიანი კრამიტის დიდი ნაწილი შემკულია გეომეტრიული და მცენარეული რელიეფური სახეებით.

ეკლესიის ეზოს სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში დგას გეგმით თითქმის კვადრატული (4,4x4,9 მ) სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით ნაგები კოშკი, რომლის სამხრეთ - დასავლეთ კედელი გალავანშია ჩართული. კოშკის კედლების ზედა ნაწილები და ხის სართული შუა გადასახურავი ჩამონგრეულია. კოშკი ოთხსართულიანი ყოფილა, შემორჩენილია სამი სართული და IV სართულის სამხრეთ-დასავლეთ კედლის ნაწილი თავდაპირველი თაღოვანი შესასვლელი კოშკს ჩრდილო - აღმოსავლეთ კედლის შუაში ჰქონია - I სართულის დონეზე. მოგვიანებით შესასვლელზე გარედან ნახევარწრიული კონტრფორსი მიუშენებიათ და იგი გაუუქმებიათ. ახალი კარი გაჭრილია II სართულის დონეზე. სამხრეთ - აღმოსავლეთ კედელში ამ კედლის გასამაგრებლად გარედან მიშენებულია ნახევარწრიული კონტრფორსი, რომელშიც თაღოვანი გასასვლელია მოწყობილი. სამხრეთ - დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია, მის ქვეშ - მცირე სამეურნეო ნიში, მოპირდაპირე კედელში კი დიდი თაღოვანი ნიშია. კოშკის შიგნით გამოვლენილი კერამიკული მასალის მიხედვით, იგი აგებული უნდა იყოს XI-XIII სს-ში.
გალავანი ოვალური ფორმისაა, ნაგებია ნატეხი ქვით. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. გალავანს ორი კარიბჭე ჰქონია, სამხრეთით და ჩრდილო - დასავლეთით გალავანი დაზიანებულია; მისი ამჟამინდელი სიმაღლე 2,5 მეტრს არ აღემატება.
გალავნის სამხრეთის კარიბჭესთან ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლინდა ნატეხი ქვით ნაშენი პატარა სწორკუთხა სათავსი (4x2,9 მ), რომელიც გალავანზე შიგნიდანაა მიდგმული. სათავსი გადახურული ყოფილა კრამიტით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კომპლექსის ტერიტორიაზე გათხრილია XI-XIV სს. 14 სამარხი, მის გარეთ, გალავნის ჩრდილო - დასავლეთ კედელთან - 1 სამარხი. სამარხები ოთხი ტიპისაა. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია.
ეკლესიის დასავლეთით გალავნის საძირკველთან გათხრისას ნაპოვნია ქილა, რომელშიც აღმოჩნდა XVI-XIX სს. I ნახ. ვერცხლის ბეჭდები, საყურეები, გულსაკიდი ჯვრები და სხვ., ქართული და თურქული მონეტები. ჯალეთის მთის თხემსა და ფერდობებზე გაიჭრა რამდენიმე საძიებო თხრილი. სამხრეთ - დასავლეთით ფერდობზე, პატარა ტერასაზე, გაიწმინდა ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა საცხოვრებელი ნაგებობა, რომლის ეზოშიც აღმოჩნდა კერის ნაშთი. იქვე გამოვლინდა სამეურნეო დანიშნულების ნახევრად მიწური, წრიული ფორმის ნაგებობა. სათავსებთან გამოვლენილი მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი XI-XIII სს. განეკუთვნება.

კომპლექსის გათხრების დროს გამოვლინდა გვიანდელი და გვიანდელი შუა საუკუნეების მოუჭიქავი, მოჭიქული და ფაიანსის ჭურჭლის ნატეხები (სამზარეულო, სასუფრე და სამეურნეო დანიშნულებისა). მინის მძივები, სამაჯურის ნატეხები, რკინის დანები, აბზინდა, სპილენძის ზარი, ეჟვანი, ძვლის კვირისტავი და სხვ. არქეოლოგიური მასალა ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ზ. ბაქრაძე, ბ. ჯორბენაძე. ბიბლ.: 319. 139-153; 422; 447ა.
239. ჟალეთის (ჯალეთის) ეკლესია, არქეოლოგიური ძეგლი დგას დაბის ჩრდილოეთით 6.5 კმ-ზე. ნასოფლარ ჯოტაანთკარის ზემოთ (აღმოსავლეთით). ჟალეთის მთის თხემზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5.4x3.9 მ). ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩამოშლილი გადახურვა, დანგრეულია სამხრ. კედელი, მონგრეულია განივი კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის გადახურვა და წირთხლების უმეტესი ნაწილი მონგრეულია. სარკმლის მარჯვნივ შეისრულთაღიანი ნიშია. აფსიდი გადახურული იყო კონქით, რისგანაც ჩრდილოეთის მცირე ნაწილიღა შემორჩა.
ზ. ბაქრაძე.
240. სამაროვანი, არქეოლ. ა. მდებარეობდა სიონის ბაზილიკის სამხრეთ - აღმოსავლეთით, წყალსადენის სათავესთან. ამჟამად დაფარულია კაშხლის მიწაყრილით. განეკუთვნებოდა IV–V სს. 1963 წ. მცირე გათხრები ჩაატარა ივ. ინსტიტუტის სიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ.: რ. რამიშვილი). სამაროვანზე გაითხარა შირიმის ქვით ნაგები რამდენიმე სამარხი, მ.შ. ერთი სამარხი, რ-იც ნაგები იყო ერთიმეორესთან ნარიმანდებით გადაბმული შირიმის ფილებით. სამარხში გამოვლინდა სხვადასხვა დროს დამარხული ორი მიცვალებულის ჩონჩხი. ადრე დაკრძალული მიცვალებულის ძვლები მიყრილი იყო გვერდით. მეორე - ქრისტ. წესით იყო დაკრძალული. მის თავის ქალასთან აღმოჩნდა სარდიონისა და მარჯნისთავებიანი ბრინჯაოსღეროიანი 3 საკინძი. სამარხეული მასალა იჩახება აკმ-ის დუშეთის არქეოლ. ბაზაში. რ. რამიშვილი, ბ. ჯორბენაძე. ბიბლ.: 187; 190.
241. საყარაულოს სამაროვანი, არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დაბა სიონის ჩრდილოეთით, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ საყარაულის დასავლეთით. განეკუთვნება ძვ.წ. X–VI სს. 1963 წ. გათხრები ჩაატარა იამ ისტიტუტის ჟალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი დ. მუსხელიშვილი). გათხრილია 10 ქვისყრილიანი ორმოსამარხი, რომლებიც სტრატიგრაფიულ ჭრილში ორ იარუსადაა განლაგებული. სამარხებსა და კულტურულ ფენაში მოპოვებული ნივთების მიხედვით ირკვევა, რომ სამაროვანი ფარავს ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარს, რომელიც მიწის ზედაპირიდან 2-2.5 მ სიღრმეზეა. სამარხეული მასალის (ბრინჯაოს სამაჯურები, საყურე რგოლები, რკინის შუბისპირი, ლეგა ჭურჭელი და სხვ.) მიხედვით, სამაროვნის ქვედა იარუსი განეკუთვნება ძვ.წ. X–VIII სს. ზედა იარუსის სამარხები კი – ძვ.წ. VII–VI სს. სიონის წყალსაცავის მაქსიმალური შევსებისას სამაროვანი წყლით იფარება. არქეოლოგიური მასალა ინახება აკმ-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
რ. რამიშვილი, ბ. ჯორბენაძე. ბიბლ.: 192.
242. უკუღმართის ეკლესია არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობდა დაბა სიონის ჩრდილოეთით, ნასოფლარ უკუღმართის აღმოსავლეთით, 0,5 კმ-ზე. განეკუთვნებოდა გვიანდელ შუა საუკუნეებს. ამჟამად დაფარულია წყლით. დარბაზული ეკლესია (6,4X4,3 მ) ნაგები იყო შირიმის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით (კედლები შემორჩენილი იყო 1,2-1,5 მ სიმაღლეზე). ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთ კედელში ჰქონდა მოწყობილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შემორჩენილი იყო სარკმლის კვალი.
1964 წ. იაე ინსტიტუტის ჟალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი დ. მუსხელიშვილი) ნასოფლარზე ჩაატარა მცირე გათხრები. ნანგრევთა შორის საყურადღებო იყო საცხოვრებელი კომპლექსი მოზრდილი ოთხკუთხიანი დარბაზით, რომელსაც შემოვლებელი ჰქონია გ ა ლ ა ვ ა ნ ი.
რ. რამიშვილი, ბ. ჯორბენაძე. ბიბლ.: 192.
243. ციხე, არქიტ. ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, 1 კმ-ზე. ნაცისკარის ხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია წრიული გ ა ლ ა ვ ნ ი ს (დიამეგტი დაახლ. 25 მ) კედლის წყობის 4-10 რიგი. კედლის სისქეა 1 მ. გალავნის შიგნით რამდენიმე სწორკუთხა შენობის (6x4 მ. 5x3 მ და ა.შ.) ნაშთი ჩანს. მათგან სამი გალავანზეა მიშენებული. ერთ-ერთ შენობაში ჩადგმულია რამდენიმე ქვევრი. შენობები ღარიანი კრამიტით ყოფილა გადახურული. ნანგრევებში მრავლად ჩნდება გვიანდელი შუა საუკუნეების, აგურისფრად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ა. ნუცუბიძე.
244. ჭიანაჭველთგორის კვირიკეს საყდარი, არქიტ. ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, 9-10 კმ-ზე, ტყეში. განეკუთვნება VIII-IX სს. ეკლესია დარბაზულია (8X6 მ). ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით, შენობა დაზიანებულია: სამხრეთის ფასადის შუა მონაკვეთის პერანგი ჩამოთლილია, მორღვეულია ჩრდ.-აღმ. და სამხრ-აღმ. კუთხეების ქვედა ნაწილები, კედლებზე გაჩენილია ბზარები. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი გარედან თაღოვანია, შიგნით კი სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. ჩრდილოეთის სწორკუთხა კარი ამჟამად ამოქოლილია. სწორკუთხა დარბაზს ერთი წყვილი ძლიერ შვერილი ერთსაფეხურიანი პილასტრით გაყოფილია ორ ტოლ ნაწილად. მათგან ამოსავლეთისა საკურთხეველია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომელიც ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. მის ქვემოთ ოთხკუთხა ტრაპეზია. დასავლეთ სარკმელი ოდნავ დაბალია და ფორმით აღმოსავლეთ სარკმლის მსგავსია, საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოთ კედლებსა და ჩრდილოეთ კარის ამოშენებულ ჩაწილში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ერთი ნიში დასავლეთ კედელშია. ტრაპეზთან ახლოს (დასავლეთით) ქვით ნაშენი და შელესილი 20 სმ სიმაღლის ორსაფეხურიანი მართკუთხა ნაგებობაა, რომელსაც ცენტრში ღრმა ფოსო აქვს (შესაძლებელია შიგ ხის ჯვარი იყო ჩადგმული). ნაგებობას ჩრდილოეთიდან ეკვრის ასეთივე ფორმის ნაგებობა, რომლის ერთი გვერდი პილასტრზეა მიბჯენილი.

ინტერიერში, ისევე როგორც ფასადებზე, შელესილობის კვალია შემორჩენილი. დასავლეთის ფასადის სარკმლის თავზე, ნალესობაზე, ხელის სამი მტევანია აღბეჭდილი. ერთი ასეთივე ანაბეჭდი ინტერიერშია, ამავე სარკმლის თავზე. შენობის ერთსაფეხურიანი ლავგარდანი თხელი და მოგრძო ქვებითაა ნაწყობი. ლავგარდანის განივ ფასადებზე ჰორიზონტალური შემონაკეცები ჰქონია (ლავგარდანი სრული სახით მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადზეა შემორჩენილი). ამავე ფასადის ფრონტონი დასრულებულია დუღაბით გამოყვანილი კეხით, რომელიც სახურავს თავდაპირველად მთელ სიგრძეზე გასდევდა. ეკლესია გადახურული იყო დარიანი და ბრტყელი კრამიტით. ზოგ ბრტყელ კრამიტს ტოლმკლავა ჯვარი ამშვენებს.

ეკლესითდან ჩრდილო - დასავლეთით, ოთხიოდე მეტრის მაჩძილზე, დგას სანახევროდ შემორჩენლი დარბაზული (4X3 მ) ეკლესია, რომელიც, სავარაუდოდ, X-ით თარიღდება. ეკლესია ნაშენია ნატეხი ქვით სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. სწორკუთხა, სამხრეთ - ჩრდილოეთ მიმართულებით რამდენადმე წაგრძელებელი დარბაზი, ამით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით, რომლის კედელში ორი მცირე სწორკუთხა ნიშია.
ნ. ყაჩეიშყილი, მ. ჩხაიძე
|