topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

სიონი - ჟალეთი

<უკან დაბრუნება

ჟალეთი - სიონი

ჟალეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - ტ.VIII, თბ., 1984, გვ.239.

ჯალეთი, ძველი ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით. ადრინდ. შუა საუკუნეების კახეთის პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცენტრი. მდებარეობდა მდ. ივრის შუაწელზე. ამჟამად სოფ. სიონის წყლით დატბორილ მიდამოებში. იმავე წყაროების მიხედვით, ჯალეთი ეწოდებოდა ისტორიული კახეთის შემადგენლობაში შემავალ მთელ მხარესაც, „ქვეყანას“, რომელიც მოიცავდა ივრის ხეობის მნიშვნელოვან მონაკვეთს სოფ. ბოჭორმასა და თიანეთს (სოფ. ალოტს) შორის. უკანასკნელ დრომდე ეს სახელწოდება შემორჩა ყოფილ სოფ. ჭიოტაანთკარის აღმ-ით, მდ. ივრის მარცხ. სანაპიროზე აღმართულ მთას მასზე განლაგებული მცირე ეკლესიითა და ციხე-სიმაგრით („ჯალეთი“). გათხარეს 1963-64 (დ. მუსხელიშვილი). ძეგლი, რ-ის ქვედა ქრონოლ. ზღვარია XI–XII სს., არსებობას განაგრძობდა გვიანდ. შუა საუკუნეებშიც. კონტროლს უწევდა ახმეტის „ქვეყნისაკენ" (ალაზნის აუზისაკენ) მიმავალ ერთ-ერთ გზას. ჯ. პირველად იხსენიება X–XI სს. ისტ. წყაროებში („მოქცევაჲ ქართლისაჲ“, ლეონტი მროველი) IV ს. ამბების თხრობასთან დაკავშირებით. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით, ჯალეთი იგივე ბერ ანუ ჩელეთია, სადაც, "ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ვახტანგ გორგასალმა (V ს.) ააგო საეპისკოპოსო კათედრალური ტაძარი [იდენტიფიცირებულია (ი. ციციშვილი, რ. რამიშვილი) სოფ. სიონის ტერიტორიაზე გათხრილ (1950, 1962) ბაზილიკასთან].

ამჟამად სიონის ბაზილიკა გადატანილია (ლ. ხიმშიაშვილი) საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის (ღია ცის ქვეშ) მუზეუმში. სხვა მკვლევართა აზრით (გ. ჩუბინაშვილი, რ. შმერლინგი), სიონის ბაზილიკა VIII–IX საუკუნეებისაა. თბილისში გადატანილია აგრეთვე სიონის ბაზილიკის აღმოსავლეთ ფასადის წინ აღმოჩენილი შირიმის თლილი კვადრებით ნაგები V–VI სს. მიწისქვეშა აკლდამა (რ. რამიშვილი, 1962). იგი სიონის ბაზილიკასთან ერთად მიჩნეულია ადგილობრივი მმართველის სამარხად. სიონის აკლდამის ხუროთმოძღვრებაში შეიმჩნევა გვიანდ. ანტიკური ხანის სამშენებლო ხელოვნების გავლენა. აკლდამასთან ახლოს აღმოჩენილია ქვიშაქვის უზარმაზარი და მთლიანი ლოდებით ნაგები, შიგნიდან ჩუქურთმით შემკული ორგანყოფილებიანი სარკოფაგი, რომელშიც, შესაძლოა, აკლდამის სინქრონული იყოს.

სიონის ბაზილიკის გარშემო შესწავლილია განვითარებული შუა საუკ. მრავალიარუსიანი ვრცელი სამაროვანი. განვითარებულ შუა საუკუნეებში, როგორც არქეოლოგიურმა ძიებამ გვიჩვენა, სოფ. სიონის ადგილას მდებარე პუნქტი (ჟალეთი) მსხვილ, შესაძლოა, ქალაქური ტიპის დასახლებას წარმოადგენდა. კახეთის პოლიტ. ცენტრის ჯერ თიანეთში, ხოლო შემდეგ თელავში (X–XI სს.) გადანაცვლების შემდეგ სოფ. სიონის ადგილას არსებული დასახლება ალბათ მხოლოდ „ჟალეთის ქვეყნის“ პოლიტ. ცენტრს წარმოადგენდა, თუმცა, დ. მუსხელიშვილის ვარაუდით, აღნიშნული ქვეყნის პოლიტ. ცენტრი, შესაძლოა, გადანაცვლებულიყო „ჟალეთის" მთაზე მდებარე ციხესიმაგრეში. იმავე "ჟალეთის ქვეყანაში“, ამჟამად წყლით დატბორილ სოფ. საყარაულოსთან ახლოს, ივრის მარჯვ. შემაღლებულ ნაპირზე, მდებარეობს კიდევ ერთი სამნავიანი ბაზილიკა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა წმ. გიორგის ხატს უწოდებს (გათხარეს 1958–60, რესტავრირებულია 1961–62 (ნ. ქადეიშვილი)]. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ბაზილიკას შეცდომით ეწოდა ჟალეთის ეკლესია. აღნიშნული ბაზილიკა თარიღდება IX–X სს-ით. იქვე აღმოჩენილია რელიეფური სახეებით შემკული სანათლავი, რომელიც თარიღდება ადრინდ. შუა საუკუნეებით (ნ. ქადეიშვილი). წყლით დაფარულ სოფ. სიონის ტერიტორიაზე, სადაც, ისტორიული წყაროებით ჟალეთის სავარაუდო, თანამედროვე ჰიდროკომპლექსის მშენებლობის დაწყებამდე სიონის ბაზილიკასთან არსებობდა სასახლისა და 2 ციხის ნანგრევები, რომელთაგან ამჟამად ერთიღაა გადარჩენილი და არქეოლოგიურად შესასწავლი.

ლიტ.: მუსხელიშვილი დ., ციხე-ქალაქი უჯარმა, თბ., 1966; რამიშვილი რ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, [ტ.] 1 - სიონი, თბ., 1970; ქადეიშვილი ნ., ჟალეთის ხუროთმოძღვრული ძეგლი, თბ., 1964. რ. რამიშვილი.

**************************************************************

სიონი - „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“ - ტომი 2, 2008 წელი, გვ.407- 415

228. ბაზილიკა და სამაროვანი, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთ - აღმოსავლეთით, მდ. ივრის მარცხ. ნაპირზე. 1951 წ. წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, არქეოლოგიური ექსპედიციის ერთმა რაზმმა (ხელმძღ. ი. ციციშვილი) შეისწავლა ბაზილიკის არქიტექტურა. 1961 წ. ძეგლთა დაცვის სარესტავრაციო სახელოსნომ (ხელმძღ. ლ. ხიმშიაშვილი) გააშიშვლა ნაგებობის შემორჩენილი კედლები; დეტალურად აიზომა, დაინომრა მათი საპირე ქვები და ყველა დეტალი...<<ტექსტი სრულად აქ...<<