<უკან დაბრუნება
თოდუა ს. - სოფ.ოცინდალეს წმ. გიორგის ეკლესია და მისი ისტორიული ნაშთები
ჟურნ.”მწყემსი”, 1887, N20, გვ. 7-8.

ზუგდიდის მაზრიდგან სამხრეთისკენ, ერთ მაღალ გორაზედ მდებარეობს სოფელი ოცინდალი, რომელიც შემკობილია მშვენიერი ჰავით, ტყეებით და საზოგადოდ ყოველ გვარი მცენარეულობით. ამ სოფელში მარილის და ქვა-გუნდის მადნებიც აღმოჩნდა ამ ბოლო დროს. აქ სცხოვრობს ოცი კომლი გლეხი. სოფლის ერთ ტყიან გორაკზე არის აღშენებული ერთი მშვენიერი ტაძარი, გასაკვირია, რომ ამისთან მშვენიერი გეგმის ეკკლესია აღუშენებიათ ამისთანა მიუვალ ადგილს. ტაძარი უნდა იყოს აღშენებული იმ დროს, როცა საქართველოს მოსვენებას არ აძლევდენ თათრები და სხვა მტერნი, რომელნიც მეცადინობდენ საქართველოში ქრიტიანობის მოსპობას. ამ შიშიანობის დროს ჩეენი წინაპარნი ეკლესიებს უმეტესად მიუვალ ტყეებშიდ აღშენებდნენ. ამ ეკკლესიის ეზოში მე ვნახე ერთი ქვა, რომელზედაც შემდეგი წარწერა არის; ეკკლესია ესე განვაახლე მე ღვთისმოსავმა თამარ დედოფალმა. სხვა წარწერა წაშლილია. ამ წარწერისაგან სჩანს, რომ ეს ეკკლესია განუახლებია თამარ-დედოფალს. ეკკლესიის გეგმა მეტად დიდი ყოფილა: ბალავერი თითქმის ერთი ქცევის ოდენ ადგილზე იქმნება ჩაყრილი, მაგრამ შემდეგ გეგმა შეუცვლიათ და ხსენებული ტაძარი აუშენებიათ უწინდელ გაკეთებულ ბალავრის შუა. ეკკლესია არის ნაშენი წმინდა თლილი ქვითა, სიგრძე აქვს 24 ადლი, სიგანე 15 და სიმაღლე 18 ადლი. ტაძრის თაღი ქვით არის შეკრული. შიგნით ეკლესიის კედლები მთლად დახატულნი არიან. ტაძარს დასავლეთის მხრით მიშენებული აქვს საქალებო, რომელიც იყოფება ტაძრისაგან ქვითკირის კედლით. საქალებო ცემენტით არის მთლად ნაშენი; საქალებოს ქვეშ გაკეთებულია სასაფლაო (აკალდამა).
ამ ტაძარში ბევრი შესანიშნავი ნივთები ყოფილა უწინ და ზოგნი დღესაც არიან. აქ ყოფილა უწინ, სხვათა შორის, ერთი დიდი სპილენძის სასანთლე. ეს სასანთლე უნახავს თუ არა მეგრელიის უწინდელს ეპისკოპოსს, განსვენებულს ანტონის, მაშინვე უბრძანებია ამ სასანთლის დაშლა, რადგან ეს სასანთლე ყოვლად სამღვდელოს სიტყვით კერპთთაყვანის მცემლობის დროისა ყოფილა, ტაძარში არის წმ. გიორგის ერთი ხატი, სრულის ტანისა; ხატი არის გაკეთებული ვერცხლისაგან და მოოქვრილია, ხატში ჩაჯენილია თორმეტი სხვა-და-სხვა ძვირფასი თვლები; ტაძარში არის ვერცხლის ერთი დიდი ჯვარი, რომელსაც წინა პირი ოქროსი აქვს და შემკობილია ძვირფასი ალმასის თვლებითა. ეკკლესიაში არის თვრამეტი ოქრო, ზოგი თეთრი აბაზიანის ოდენა და ზოგი მეტი; აქვე ჰყრია ურიცხვი მშვილდ-ისრები.
ამ ეკკლესიაზედ დიდ ძალი ხალხი დადის სხვა-და-სხვა სოფლებიდამ სალოცავად და თან ბევრი შესაწირავსაც სწირავენ ეკკლესიას. რადგან ეს ტაძარი აღშენებულია, ძალიან მაღალ სერზე რომელზე ასვლა ძალიან უძნელდებათ მლოცველებს, ამიტომ ადგილობითმა ბლაღოჩინმა ანჯაფარიძემ, თანახმად უწმიდესი სინოდის განჩინებისა, ამ ეკკლესიის წმ. გიორგის ხატი ჩამოასვენა ს. თაიას ორ შტატოვან წმ. გიორგის ეკლესიაში, სადაც დღეს ხალხი ბლომად დაიარება ამ ხატის თაყვანის საცემლად.
ოცინდალის ეკკლესიის ეზოში არის აღშენებული ერთი დიდი კოშკი, რომელშიაც ბლომად ჰყრია კაცის ძვლები. კოშკის თავზე დღესაც ხარობს ერთი დიდი ხე, რომელიც ალბად კოშკის აღშენების შემდეგ ამოსულა მასზე. ამ ტაძარს ბევრი ადგილ-მამულები ჰქონდა უწინდელ დროში, მაგრამ დღეს ზოგიერთი თავადების და აზნაურების მძლავრობით ეკკლესიას მხოლოდ ათი ქცევა ადგილი თუ ექნება, თორემ დანაშთენი მამულები ეკკლესიისათეის სრულებით ჩამოურთმევიათ. დღეს ეს ეკკლესია, რომელიც ძველ დროში ნავთ-საყუდელი იყო სამეგრელოის ეკლესიების ძვირფასი ნივთებისა (1856 წელში სამეგრელოის ყველა ეკკლესიების ძვირფასი ხატები ამ ეკკლესიაში იყო. შენახული) მიყრუებული და მოკლებულია ჯეროვან ყურადღების მიქცევას.
სასურველია, რომ ამ ადგილს აშენდეს უდაბნო, სადაც რამდენიმე ძმათა შეეძლოთ ცხოვრება ბერებს, ჩემის აზრით, დიდი ზედ გავლენა ექნებათ ახლომახლო მცხოვრებლების სარწმუნოებაზე და ზნე-ჩვეულებაზე.
სამსონ თოდუა.
............. .

|