topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ასურელი მამების კვადაკვალ

< უკან დაბრუნება

 

 

ბელა ჩეკურიშვილი

პილიგრიმობა ქართულად

 

 

პილიგრიმობა, ანუ წმინდა ადგილების მოსალოცად სიარული დღეს რელიგიური ტურიზმით შეიცვალა და თანდათან საქართველოშიც პუპულარული ხდება. ეს ეხება როგორ შიდა ტურიზმს, ასევე ქართველების რელიგიურ ტურებს წმინდა მიწაზე, ტეოკლარჯეთსა თუ კაპადოკიაში. როგორც ტურისტული სააგენტოები ამბობენ, ასევე დაიწყო უცხოელი ტურისტების დაინტერესება ქართული წმინდა ადგილებით.

დღეს ჩვენთან ერთ-ერთი პოპულარული რელიგიური ტურია ასურელ მამათა საფლევების მონახულება. რასაც, მაგალითად, მოგზაურთა ინტერნეტფორუმი `კარავი~ ყოველწლიურად ახორციელებს, და როგორც კარაველები გვირჩევენ, ამ საქმისთვის საუკეთესო დრო შემოდგომაა.

საქართველოს გაქრისტიანებაში წმიდა ნინოს შემდეგ დიდი წვლილი 13 ასურელ მამას მიუძღვის, რომლებიც წმიდანებად არიან შერაცხულნი. მათი საფლავები საქართველოს  სხვადასხვა კუთხეშია. 13 ასურელი მამის სახელთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული, როგორც მათი მოღვაწეობის დროინდელი, ისე თანამედროვე, რაც წმიდა მამების საფლავზე ხდება.

ასურელი მამები, საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, VI საუკუნეში მოსულა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი". სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის აღებული.

ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება დადასტურებულია, რომ ამავე პერიოდში და ამავე მიზნით ალბანეთსა და სომხეთშიც წავიდნენ სირიელი მოღვაწენი. საქართველოში ასურელი მამების წამოსვლის მოთავე და ხელმძღვანელი იოანე ზედაზნელი ყოფილა. პირველად VI საუკუნის I ნახევარში ქ. ანტიოქიიდან დავით გარეჯელი მოსულა, შემდეგ, VI საუკუნის შუა ხანებში, იოანე ზედაზნელი მოწაფეების თანხლებით, და ბოლოს, 70-იან წლებში კი - აბიბოს ნეკრესელი.

ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. გარდა ზემოთ დასახელებულებისა, ესენი არიან შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი ანუ ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე.

აღმოსავლეთ საქართველოში ასურელი მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს, ქართველ წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქრისტიანობა გაავრცელეს და ჩრდილოეთი მხარეები ეკლესიურად საქართველოს დაუქვემდებარეს.

დიდი იყო ასურელი მამების მოღვაწეობა სოციალურ-ეკონომიური შედეგიც. მათ მიერ დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყვეს უდაბურ-უკაცრიელი ადგილების სამეურნეო ათვისებას. ამავე დროს ეს სავანეები ქართული მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად იქცნენ. ასურელი მამების მრწამსი კი, რომელსაც უკიდურესად ასკეტიზმი ახასიათებდა, საქართველოში გავრცელდა და ასურელი მამებთა ინდივიდუალურ თვისებად დარჩა. ქართული ასკეტიზმი შედარებით ზომიერი იყო და უფრო ბერძნულს წააგავდა. მათ შესახებ ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა შეიქმნა - ასურელ მამათა ცხოვრებანი.

როგორც პილიგრიმები გვირჩვენ, ასურელი მამების ნაკვალევის მოსანახულებლად 4 დღე მაინცაა საჭირო. შეგიძლიათ, ეს შაბათ-კვირის ტურად აქციოთ, როგორც წესი, უმრავლესობა ასეც აკეთებს ხოლმე.

ერთი დღე დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის სანახავადაა საჭირო, აქ დავით გარეჯელისა და დოდოს საფლავებია. დოდო ასურელი მამა არ არის, იგი კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი იყო, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ გარეჯელ მამებს შეუერთდა. მან კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება - დოდოს რქა.

რასაკვირველია, გარეჯში ჩასულებს მთელი კომპლექსის მონახულების სურვილი გაგიჩნდებათ. აქ სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილებია გარეჯის ლავრა, პირველი მონასტერი, რომელიც წმინდა დავით გარეჯელმა. დაარსა. ასევე უდაბნოს კომპლექსი, ჩიჩხიტური, დოდოს რქა. თუ დრო გექნებათ შეგიძლიათ ნათლისმცემელი, თეთრი სენაკები და წამებულიც ნახოთ. რაც შეეხება ბერთუბანს, სადაც თამარის ფრესკაა შემორჩენილი, იგი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და გარდა იმისა, რომ ერთ დღეში მის ნახვას ვერ მოასწრებთ, არც აზრბაიჯანელი მესაზღვრეები გადაგიშვებენ იქით. ისე კი, დადგენილი საზღვარი არ არსებობს, პირობითი საზღვარი კი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩიჩხიტურზე გადის, დიდი შანსია, რომ მათ თქვენი მისვლა არც ჩიჩხიტურთან მოინდომონ, რომელიც ძველისძველი კომპლექსიდან დარჩენილი ლამაზი კოშკია და მეტი არაფერი.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

პილიგრიმები გირჩევენ, რომ უდაბნოში სახეტილაოდ ქუდი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წაიღეთ, და არაა სასურველი შორტებში და ღია ფეხსაცმლით სიარული გვალვაში ქვეწარმავლებიაო, ამბობენ. წყალიც ბევრი დაგჭირდებათ

როგორც ბერებმა გვითხრეს - დოდოს რქაზე ასვლისას მგლების და ძაღლების საშიშროება არისო, თიმცა კი, ჩვენ არაფერი შეგხვედრია.

დოდოს რქაზე ასვლისას თუ ყურადრებასა და მოთმინებას მოიკრებთ, კლდის ქვეშ პატარა შესასვლელით შეძვრებით და უზარმაზარ ეკლესიაში აღმოჩნდებით, რომელიც მიწისაგან დღემდე არ გაუსუფთავებიათ და მიწის ფენა ნახევრადაა საკუთხევლამდე ასული.

იმისათვის რომ ბრეთა და ულუმბო ნახოთ, ამისათვის ქართლში მოგიწევთ წასვლა. ერთ დღეში ორივე კომპლექსის ნახვას მოასწრებთ. ბრეთა სოფელ დირბთან ახლოს მდებარეობს, სწორედ, იქ, ომის ქარცეცხლი რომ ტრიალებდა   და იქ მისვლას ახლა როგორ მოახერხებთ არ ვიცი, ულუმბოში გომიდან უნდა გადაუხვიოთ, და დაახლოებით 5 კმ-ის გავლა ფეხით მოგიწევთ. იმედია, ეს რეგიონი მალე დამშვიდდება და ამ მარშრუტს კიდევ ბევრი მომლოცველი  გაიმეორებს.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

შიომღვიმეს, ზედაზნის, წილკნის, სამთავროსა და სამთავისის სანახავად ერთი დღე გეყოფათ, თუმცა კი, ცოტა დაიღლებით, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთი მადლით ივლით, დაღლას არაფრად მიიჩნევთ, დამერწმუნეთ.

წილკანი მცხეთასთან ახლოს მდებარეობს, იქვე მეუფის რეზიდენციაცაა, ზედაზენზე ასასვლელად კი სჯობს ჯიპი აირჩიოთ, ერთხიდიან მანქანებს აშკარად უჭირთ, არც ფეხით ასვლაა ძნელი, საგურამოდან დაახლოებით 8 კილომეტრია სავალი, რაც, უბრალოდ, დროის ამბავია. ზედაზენზე მოქმედი მონასტერი დაგხვდებათ და კიდევ ხედი, ცნობილი ხედი, საიდანაც მცხეთაც მოჩანს და თბილისიც. თქვენ ხომ ზღვის დონიდან 1350 კილომეტრზე ხართ! აბა ტყულიად ხომ არ იდგა აქ ცნობილი ზადენის კერპი –ზედა ზადენი, რომელიც მთელ ქართლს გადმოჰყურებდა. ზედაზენის მონასტერი რამდენჯერმეა გადაკეთებული, და ასეა ბევრ ადგილას, ასურელი მამების აგებულ ეკლესიების საძირკველზე ახალ-ახალი ტაძრები შენდებოდა, ამის მაგალითია ქაშვეთი, თბილისში.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის აქ შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათალიკოსმა VIII საუკუნის დასასრულს, ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო , რომლიც  XVII საუკუნეში უნდა იყოს გაკეთებული, "პატიოსანი ლუსკუმა", ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი. აქ დაგხვდებათ წყაროც, რომელიც იოანე ზედაზნელის ლოცვით აღმოცენდა.

სამთავისი კი, სადაც ისიდორე სამთავნელის საფლავია, იმიტომაც უნდა ნახოთ, რომ ქართული ჩუქურთმის საიდუმლოს ეზიაროთ. დადგეთ და იტიროთ. აქ აღმოსავლეთის კედელთან უცხოელებიც ტრიან ხოლმე.

ტაძრის აღმშენებელი ყოფილა ილარიონ ძე ვაჩე ყანჩაელისა, სამთავნელი ეპისკოპოსი, რომელიც მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში. ის ძეგლის აშენების თარიღია 1030 წელი. თუმცა დროთა განმავლობაში ძეგლი ძლიერ დაზიანდა და მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი გადარჩა. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებს კარიბჭეები აკლია, დასავლეთის ფასადი XV საუკუნეში აღადგინეს, მას შემდეგ გუმბათის ყელი ჩამოიქცა და შენობის დასავლეთი მხარე გადაანგრია. ახლანდელი გუმბათის ყელიც იმდროინდელია. შენობას, კერძოდ დასავლეთის ფასადსაც, ატყვია XIX საუკუნის შეკეთების კვალი. სამთავისი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება კი, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში. ძეგლს გარს ერტყმის გალავანი, რომლის შიგნით ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევებია. სამრეკლო, როგორც ჩანს, XVII საუკუნეშია აგებული.

შიომღვიმემდეც მანქანა მიგიყვანთ, აქ შიოს საფლავსაც ნახავთ, მის მიერ აგებულ ნათლისმცემლის ეკლესიასაც, წყაროსაც, რომლიც უფლის ნებით აღმოცენდა, და რა თქმა უნდა, ჭასაც, სადაც წმინდა შიომ 15 წელი გაატარა. წმინდანმა იგი საკუთარი ხელით ამოთხარა და ყოველგვარ სინათლეს მოკლებული იყო, საკვები კი მისთვის მტრედს მიჰქონდა. ასეთივე მობილიზებით ერთ დღეში კახეთსაც მოინახულებთ, თბილისიდან ჯერ მარტყოფში ახვალთ, აქვეა და სამანქანე გზა ადის, მერე კი ოყალთოს, ალავერდს, ნეკრესსა და ხირსას ეწვევით.

როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა, მას თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც იესო ქრისტეს ხელთუქმნელი სახე იყო გამოხატული და ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.

ალავერდის ტაძარს კი პოეტები გედს ადარებენ, რომელსაც გუმბათის ყელი გამორჩეულად მართლაც ყველაზე მაღალი აქვს და კახეთის დაცემულ ველზე თეთრად ქათქათებს. დამოუკიდებლად მოგხიბლავთ მისი გალავანი და დიდხანს, დიდხანს იდგებით იოსებ ალავერდელის საფლავის წინ.

ეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, სადაც სამონასტრო კომპლექსი და ალავერდის ეპარქიის ცენტრია. მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კი კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.

ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას, ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში, აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები.

Free Image Hosting at www.ImageShack.us1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა 1750 წელს და ერეკლე II-მ დაამთავრა. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ კი გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები. ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-VII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობეიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი _  ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე მდებარეობს, იგი ზენონმა დააარსა VI საუკუნეში. იყალთო აგრეთვე, ქართული კულტურისა და განათლების მძლავრ კერადაა ცნობილი. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს XI საუკუნეში აქ აკადემია დაუარსებია. აქ მამა ზენონის საფლავთაან ერათად არსენ იყალთოელის საფლავის ნახვაც გელით.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

სამონასტრო კომპლექსიდან შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მათ შორის აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" , რომელიც აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მამა ზენონი. სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება.

აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს. აქაურები სიამაყით გეტყვიან, რომ იყალთოს აკადემიასი შოთა რუსთაველი სწავლობდა.

მართალია, აბიბოს ნეკრესელის საფლავი ნეკრესში არ არის, მაგრამ მომლოცველები აქ მისი ღვაწლის სანახავად მაინც ადიან ხოლმე. ეს ისტორიული ქალაქი ახლანდელ ყვარლის რაიონში მდებარეობს, სოფ. შილდის მახლობლად, მთის ფერდობზენეკრესში ასავლელად ჯიპი აიყვანეთ, ან რომელიმე ორხიდიანი მანქანა, ეს როცა დროის პრობლემა გაქვთ, თორემ ფეხით იმ გზის ავლას ერთი საატი თავისუფლად ჰყოფნის. და მერე, როცა ალაზნის ველი ხელისგულზე გადაგეშლებათ, მიხვდებით, რატომ დაარსა აქ ქალაქი მეფე ფარნაჯომმა ძვ. წ. II-I სს-ებში, ხოლო IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ეკლესია ააგო.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

VI საუკუნეში ნეკრესში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო, რომელმაც XIX საუკუნამდე იარსება. ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც _ დიდოეთი.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. აქ ნახავთ VIII-IX საუკუნების გუმბათოვან ეკლესიასაც  და ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლის ნანგრევებს, რომლისთვისაც XIV საუკუნეში კოშკი მიუშენებით. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

კახეტში ჩასულები ხისრასაც ეწვევით, ეს ქიზიყშია, წნორთან, და მამა სტეფანე ხირსელის საფლავსაც ნახავთ. აქ გუმბათოვანი ტაზარი დაგხვდებათ, რომელიც VI საუკუნის ბაზილიკის ადგილზეა აგებული და მრავალჯერაა გადაკეტებული, VIII-IX სს., XI ს., XVI ს.-ებში. ეს ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული. გაიწმინდა და რესტავრაცია გაუკეთდა. ტაძარში შემორჩენილია სტეფანოზ ხირსელის ფრესკა, რომელიც ხატის სახით გავრცელდა.

ჯერჯერობით დაუდგენელია სად არის თადეოზ სტეფანწმინდელის საფლავი, გვითხრეს, რომ კასპში, მამა იოანე კალატოზიშვილმა სავარაუდოდ მიაგნო ამ საფლავს, თუმცა კი, ჯერ ოფიციალურად დადგენილი არ არის. ასევე არ ვიცით ზუსტად აბიბოს ნეკრესელის ნეშტის ადგილსამყოფელი, როგორც ამბობენ, იგი მცხეთაში, სამთავროს მონატერშია დაკრძალული. ასევე არაა  დადგენილიო ზუსტად მიქაელ ულუმბოელის საფლავის მდებარეობაც, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ იგი ულუმბოს მონასტრის ტერიტორიაზეა დაკრძალული.

იმ ადგილებში, სადაც ასურელი მამები მოღვაწეობდნენ, დღეს თითქმის ყველგან მონასტერია და წმინდანთა საფლავებსაც მზრუნველი ხელი ეტყობა.

თქვენს პილიგრიმულ მოგზაურობას რაც შეეხება, ნათქვამია, გარეჯში სამჯერ წასვლა იერუსალიმის მოლოცვის ტოლფასიაო. წარმოიდგინეთ, თქვენ 13 ასურელი მამის საფლავი მოილოცეთ და რისი ტოლფასი იქნება, ეს მადლი, თავად განსაზღვრეთ.