topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

კაცხი - სვეტი და ეკლესია

<უკან დაბრუნება


კაცხი - სოფელი ჭიათურის მუნიცპალიტეტში, მდებარეობს მდინარე კაცხურის ნაპირას. ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:დიდი კაცხი, ეწერი, მორძღვეთი, ნავარძეთი, სალიეთი, ჯოყოეთი). ზღვის დონიდან 610 მეტრი. ჭიათურიდან 11 კილომეტრი.სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება "კაცხის ციხე". ციხე თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კვლავ სამეფო ხელისუფლების განმგებლობაშია. ციხის ნანგრევები შემორჩენილია მდინარე კაცხურის მარჯვენა ნაპირზე. სოფლის ცენტრში აღმართულია X-XI სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კაცხის ტაძარი.

კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური "მოწმე" - შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები

კაცხის ეკლესია - მაცხოვრის სახელობის ეკლესია, მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომრლიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია. ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი „რესტავრაცია“ ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპირკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული. კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირშესანიშნაობას ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა წარმოადგენს, ის გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს მდებარეობს. სამწუხაროდ, ამ ხელოვნების ნიმუშსაც არ აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერი, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო თეთრი საღებავი აქვს გადასმული. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის „რესტავრაციის“ შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია (ამოგდებულია ხმოვანი). კაცხის ტაძარს უდიდესი ისტორია აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ის აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში. ის ბაგრატ IV-ის დროს მოღვაწეობდა (გარდაიცვალა 1064 წელს). დავით აღმაშენებლის მიერ, ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII-XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო.

კაცხის ციხე - ფეოდალური ხანის ციხე სოფ.კაცხში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაცხურას მარჯვენა ნაპირზე. სახელწოდება – „კაცხის ციხე“ გვხვდება გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში. ციხე, თავდაპირველად, სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კვლავ სამეფო ხელისუფლების განმგებლობაშია. შემორჩენილია ციხის ნანგრევები.

http://ka.wikipedia.org/wiki/კაცხის_ციხე

 

 

 

  • დოკუმენტური ფილმი კაცხი სვეტის შესახებ

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=cSbJWXaHvHQ

 

 

************************************************************************************

კაცხის სვეტი (V და VI სს.) ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 98.

კლდოვანი სვეტი კაცხურის ხეობაშია, ჭიათურის რაიონში. მისი სიმაღლე 40 მეტრს აღწევს, ზედა ბაქნის ფართობია 10X17 მ., აქ ორი ერთნავიანი მცირე ზომის ეკლესიაა. ერთი მათგანი იქვე მოპოვებული და უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაშენი მშრალად, ხოლო აფსიდი კლდეში აქვს გამოკვეთილი....<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

განვითარებული ფეოდალიზმი: კაცხის ეკლესია - ციციშვილი ირ.// ქართული ხელოვნების ისტორია. - თბილისი, 1995. -გვ .81 - 83

განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში სამნავიან და საეკლესიან ბაზილიკებს ჯერ კიდევ აშენებენ, მაგრამ მათი ფორმები მოწმობენ ამ თემის უარყოფას. X - XI სს. გვხვდება ჯვარული ტიპის გეგმები (ტბეთი), ტრიკონქები (დორთქილისა), ტეტრაკონქები (კვეტერა), მრავალაფსიდიანი, ვარსკვლავისებური კომპოზიციები (ბოჭორმა) და სხვ. მრავალაფსიდიანი ტაძრები გვხვდება სხვადასხვა პროვინციებში....<<ტექსტი სრულად აქ<<