topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ხობის მონასტერი - ი. ციციშვილი

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<ეკლესია-მონასტრები>>>


ი. ციციშვილი - ხობის ტაძარი: გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება // ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995 წ., გვ. 132 -133

XIII საუკუნის დამლევიდან ქართულ კედლის მხატვრობაში თავს იჩენს ბიზანტიური პალეოლოგთა სტილისათვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული და სტილისტიკური რიგის ნიშნები. ყველაზე ადრეული ძეგლი, სადაც შეიმჩნევა ეს მიმართულება არის გელათის ტაძრის სამხრეთის ეკვდერის ფერწერა, რომელიც მიეკუთვნება XIII ს. 90-იან წლებს. აქ ქტიტორების პორტრეტები შესრულებულია პირვანდელ (XII ს.) ფერწერაზე და იმეორებს ძველ კომპოზიციურ სქემას, მაგრამ ძველი ფერწერის სადა, ფრონტალური ნაკვთები შეიცვალა უკვე გაცილებით დინამიკური ნაკვთებით. მათი პროპორციები წაგრძელებულია, ნახატი უფრო მოძრავი, ხოლო ფორმათა ცხოველსახული. ძველი ფერწერის რბილი კოლორიტიც შეიცვალა რთული, კონტრასტული ფერებით. ამავე ხასიათშია შესრულებული იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების ამსახველი ციკლი და შერგილ დადიანის ოჯახის ქტიტორული პორტრეტები ხობის ტაძარში (XIII და XIV სს. მიჯნა). აქ ნაკვთები მოთავსებულია პერსპექტიული შემცირებებით გადმოცემულ არქიტექტურულ ფონზე, რაც ქმნის სიღრმისა და სივრცის შთაბეჭდილებას. პალეოლოგთა სტილი ვლინდება აგრეთვე ლიხნისა და მარტვილის XIV ს. შუა წლების კედლის მხატვრობაში.