topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გურჯაანის ყველაწმინდა

ვ.დოლიძე - გურჯაანის ყველაწმინდა//ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.III. - თბ., 1978.- გვ.318.

გურჯაანის ყველაწმინდა, VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („გარდამავალი ხანის“) უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ე. წ. "ყველაწმინდა". ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე. გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. აგებულია რიყის ქვის სწორი რიგებით, კუთხეები და დეკორატიული ნაწილები - შირიმის თლილი კვადრებით. თაღები, კამარები, და საყრდენი ბოძები ამოყვანილია კვადრატული აგურით. რთული გეგმის ნაგებობის ზოგი ნაწილი ორ სართულადაა განლაგებული. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. ორფერდა სახურავით გადახურული შუა მაღალი ნავი, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით ბოლოვდება, დაყოფილია სამ კვადრატად; განაპირა კვადრატებზე შეკრული კამარებით დაგვირგვინებული დაბალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელებია აღმართული. მთავარ ნავს სამხრეთ და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული გვერდის ნავები, მათ თავზე მოთავსებული ფართო გარსშემოსავლელი სამი მხრიდან ერტყმის ცენტრალურ ნავს. თუმცა გარედან შენობა მარტივადაა დამუშავებული, წინა ხანის ძეგლებთან შედარებით მაინც იგრძნობა დეკორატიული ტენდენციების გაძლიერება, სხვაგვარია (უფრო აზიდულია) შენობის პროპორციებიც.

http://ka.wikipedia.org/wiki/გურჯაანის_ყველაწმინდა

 

 

 

 

 

 

 

************************************************************************************

გურჯაანის ორგუმბათიანი - ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 65.

VIII საუკუნეშია აგებული გურჯაანის მახლობლად ორგუმბათიანი ბაზილიკა. ეკლესიის შიგა სივრცე გაყოფილია ნავებად ბოძების ორი წყვილით. შუა მაღალი ნავი მთავრდება ნალისებრივი აფსიდითა და სამი მალისაგან შედგება. აქედან პირველსა და მესამეზე ტრომპების მეშვეობით ამოყვანილთა რვაწახნაგა გუმბათები....<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

საქართველოს სულიერი საგანძური, წიგნი  I, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი, 2005 წ., გვ.76
გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია „ყველაწმინდა“ VIII – IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალ ხანის უმნიშვნელოვანესი ტაძარია. იგი ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე მდებარეობს. „ყველაწმინდა“  ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში, რომელიც აგებულია რიყის ქვის სწორი რიგებით, ხოლო კუთხეები და დეკორატიული ნაწილები შირიმის თლილი კვადრებით.....<< ტექსტი სრულად აქ <<.
************************************************************************************
გურჯაანის ყველაწმინდა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.-გვ.42; გვ.120.
ორივე ძეგლი კახეთშია. პირველი მათგანი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა, რაიონის ცენტრ გურჯაანიდან 1,5-2 კილომეტრის მანძილზეა, კახთუბნის ანუ გურჯაანის ხეობაში. იგი განმარტოებით დგას, მთის კალთაზე. ეკლესია შედარებია კარგადაა შენახული, მნიშვნელოვან დაზიანებათა და გადაკეთებათა გარეშე...<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
გურჯაანის ყველაწმინდა - ამირანაშვილი შ. // ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971.- გვ.165-169.
კახეთის ხუროთმოძღვრების ორიგინალობა უფრო მკვეთრად მოცემულია გურჯაანის ტაძარში, რომელიც, უდავოდ, ძველი ხანიდან მომწიფებულ შუა საუკუნეებზე ე.წ. გარდამავალი ტიპის ნაწარმოებს წარმოადგენს. იგი წარმოადგენს მეტად რთულ შერწყმას გრანდიოზული ორგუმბათოვანი სამნავიანი ეკლესიისა ბაზილიკური არქიტექტურის ელემენტებთან....<<ტექსტი სრულად აქ...<<