topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

აკურა - ქართული წარწერების კორპუსი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<საქართველოს ეკლესია მონასტრები>>>


აკურა. მამადავითის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.  I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.312-313.

სოფ. აკურა (თელავის რ-ნი). სოფლიდან 1,5 კმ. მანძილზე, ტყეში, ვანთის-ხევის წყლის ნაპირზე, მდებარეობს მამადავითის (დავით გრეჯელის) მონასტერი, რომლის მთავარი ეკლესია წარმოადგენს IX ს-ის ბაზილიკას. მასზე შემორჩენილია X –XI სს-ის  4 ასომთავრული წარწერა, რომელთაგან ერთი საღებავითაა შესრულებული, ორი შელესილობაზეა ამოღადრული და ერთიც - ლაპიდარულია.

მოსახსენებელი გიორგისძეთა

აკურის მამადავითის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ქვემოთ, ამოღადრულია სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს, სიტყვები ერთმანეთისაგან არაა დაცილებული, ქარაგმის ნიშანი მოკლე, სწორი, განივი ხაზი.

დაზიანება: ფილა შუაზეა გახეთქილი, რის გამოც, წარწერის შუა ნაწილი დაზიანებულია. წარწერის დათარიღება წინა გამოცემებში: IX ს. (ბ, ჩ)

წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: პალეოგრაფიული ნიშნები - გრაფემების მიდრეკილება განუსხურება-გაკუთხოვნებისაკენ.

გამოცემები: 1) Г. Н. Чубинашвили, Архитектура Кахетии. 1959. 117, (რუს.; გრაფიკ. მონახ.; ფოტო) (ჩ)

2)  თ. ბარნაველი. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. 1962 წ., 3,  №3, სურ 3 (დედნ. შრიფ.; მხედრ. ტრანსკრ.; გრაფ. მონახ.) (ბ)