topmenu

 

პატარა ონი - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

პატარა ონის ეკლესიები (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები.- თბ., 1994.- გვ.66-69. - პატარა ონის "რაკეთის" წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების წარწერების ანალიზი. ტექსტს ერთვის ფოტოები (სურ.6–17).

2. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. პატარა ონი //საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.V.- ტფ., 1930.- გვ.164-169.  - პატარა ონში მდებარე ეკლესიების ("რაკეთის" წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგის სახელობის) არქიტექტურული დახასიათება, წარწერების ანალიზი. ძეგლის აგების თარიღი წარწერების პალეოგრაფიული მიმოხილვის მიხედვით. მოხსენიებულნი არიან:ე. თაყაიშვილი, ფოტოგრაფი კიუნე.

3. დვალი მ. პატარა ონის ხუროთმოძღვრული ძეგლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები //ძეგლის მეგობარი.- 1969.- N18.- გვ.18-21. - რაკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რესტავრაციის, ხუროთმოძღვრებისა და მხატვრული გაფორმების შესახებ.

4. დვალი მ. პატარა ონის "რაკეთის" წმ. გიორგის ეკლესია // საქართველოს მეცნიერებათა კადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XVIII სამეცნიერო სესია 1962 წლის 7-8 დეკემბერი. მოხსენებათა თეზისები და მუშაობის გეგმა.- თბ., 1962.- გვ.11-12. - სოფ.პატარა ონის რაკეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დარბაზული ეკლესიის არქიტექტურის, წარწერების ა და ორნამენტული მორთულობის მოკლე აღწერილობა.

5. პატარა ონი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.VII.- თბ., 1984.- გვ.709. - შუა საუკუნეების ძეგლის-რაკეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

6. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XII ს.). - თბ., 1980.- გვ.104-107. - პატარა ონის წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიებზე შემორჩენილი წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.85-88).

7. ჭელიძე რ. ჭელიძე შ. რაჭა.- თბ., 1971.- გვ.27-28. - პატარა ონის XI საუკუნის ნანგრევებად ქცეული ეკლესიის მოკლე აღწერილობა.