topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სუჯუნა

<უკან დაბრუნება

სუჯუნა -  სოფელი აბაშის რაიონში, ოდიშის დაბლობზე, მდინარე აბაშის ნაპირას...  ზღვის დონიდან 15 მ., აბაშიდან 6 კმ. სოფელი სუჯუნა მდებარეობს ოდიშის დაბლობზე ქ. აბაშის ცენტრიდან დაშორებულია 7კმ-ით. იგი მეტად საინტერესო ისტორიული წარსულის სოფელია. ეს სოფელი ოდესღაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო "ფაზის კოტაის" სამდინარო და სახმელეთო გზაზე. გვიან ალბათ ჭილაიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოფელიც იყო. გვიან შუა საუკუნეებში, ჭყონდიდელთა საზამთრო რეზიდენციაც კი გამხდარა. სუჯუნა ადგილობრივთა რწმენით წყალდამდგარს ნიშნავს: სუ-ცყალი, ჯუნა-დამდგარი. ისტორიულ ძეგლთაგან სუჯუნაში შემორჩენილია: მე-19 საუკუნეში აგებული სინაგოგა. 1915 წ აგებული სასახლე, რომელიც ეკუთვნოდა ცნობილ კომერსანტს და მეცენატს სოფ. სუჯუნის მკვიდრს აკაკი ხოშტარიას.

უდიდეს სიწმინდეს და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის ცენტრში მდგარი მე-18 საუკუნის მიწურულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმ.გიორგის ტაძარი.

იგი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, სუფთად და თანაბრად გადანაწილებული ქვათა წყობით, ორიგინალური ჩუქურთმებით, მისი მსგავსი მე–18, მე–19 საუკუნის ძეგლებში იშვიათად მოიძებნება.

"სუჯუნის წმ.გიორგი“ ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა.

სუჯუნა ოთხი კილომეტრით არის დაშორებული სადგურ აბაშიდან. სუჯუნა ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა. სუჯუნის ეკლესია მდიდარი იყო, ჰყავდა მრავალი ყმა და შემოსავალიც დიდი ჰქონდა. სუჯუნის ეკლესიაში დაცული ყოფილა ძვირფასი ხატ-ჯვრები.

აქ ესვენა „სასწაულმოქმედი“ სუჯუნის წმ.გიორგის ხატი, რომლის ხატობა იმართებოდა 23 აპრილს. ამ დღეს იქ დიდძალი მლოცველი მოდიოდა.

ვისაც შეპირებული ჰქონდა, ისინი ღამეს ათევდნენ, საკლავს ხოცავდნენ, მუხლის მოყრით ეკლესიას გარშემო უვლიდნენ და სხვა.

სუჯუნის წმ.გიორგი ითვლებოდა სულით ავადმყოფების მკურნალად. ისინი ხატობა დღეს იქ მიჰყავდათ და ალოცებდნენ.

სუჯუნაში იცოდნენ ხატზე გადაცემაც. მაწყევარი დადგებოდა სუჯუნის წმ.გიორგის ხატის წინ, სანთლებს აანთებდა და შესთხოვდა მას გამოეჩინა ძალა და გაენადგურებინა მტერი და მავნებელი.

ძველად სუჯუნა იყო სასულიერო პირთა აღმზრდელი. სუჯუნის მრევლთაგანნი იყვნენ ამჟამინდელი მოძღვრები, რომლებიც დღეს სხვადასხვა მხარეს მოგღვაწეობენ, სუჯუნის წმიდა გიორგის ეკლესიაში საკმაოდ მოიპოვებოდა ქართული ხელობის ხატები, წარწერებით, რომელნიც ლიტერატურეში ცნობილნი არ არიან.

1989 წლიდან სუჯუნაში მღვდელი აკურთხეს შეიძინეს საღვთისმსახურო ნივთები, წიგნები, ხატები, ჯვრები, შანდლები, მოაწყეს საკურთხეველი, აკურთხეს ტრაპეზი, პირველი პარაკლისი 20 წლის წინ გიორგობა დღეს 6 მაისს ჩაატარეს.

სუჯუნაში დაბრძანებულია, ტიხვინის ღვთისმშობელი", სავარაუდოდ მე–18–19 საუკუნის ჭედური ხელობა.

მრევლი დღემდე მორიგეობს. მოქმედია დედათა მონასტერი.

სუჯუნის ეკლესიის აღორძინებიდან ოცი წლისთავს, მეუფის ლოცვა–კურთხევით დააბრძანებენ ვერცხლისაგან დამზადებულ ზუსტ ასლს, სუჯუნის წმ.გიორგის მთავარი ხატისას.

ამავე დროს სუჯუნის ეკლესიაში მობრძანებულია წმ.გიორგის ნაწილები.

 

 

 

სუჯუნის ეკლესია (აბაშის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება. - თბ., 1994.- გვ.204-205. - სოფ.სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრების, ფასადთა გაფორმების შესახებ.

2. სუჯუნა //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წიგნი 2.-ტფ., 1914.- გვ.22-31. - ანტონ ჭყონდიდელის მიერ (XVIII ს.) აგებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და სამრეკლოს მოკლე დახასიათება. სიძველეთა (ხატების) აღწერილობა და წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი, ძეგლის მდებარეობა.

3. ისტორიული ძეგლები და ადგილები: სუჯუნა//ელიავა გ. აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი. - თბ., 1971. - გვ.13-14. - ექვ. თაყაიშვილისა და ს.მაკალათიას ცნობები სუჯუნის ტაძრის შესახებ.

4. დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა სუჯუნის წმ.გიორგის ეკლესიის ისტორია: ისტორიული ალმანახი. - თბ., 2009. - მონოგრაფია. ტექსტს დართული აქვს მდიდარი საილუსტრაციო მასალა.

5. ლეილა ნოდია, "სუჯუნა", - გამ. "უნივერსალი", თბილისი, 2010 წ. რედ. ლამარა თელია, რეცენზენტი:პროფ. ზურაბ ჭუმბურიძე - //სუჯუნა ე.თაყაიშვილის მიხედვით // სუჯუნას ისტორიულ გეოგრაფიული ფრაგმენტები

6. სუჯუნა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.9, თბილისი 1985 წ., გვ.617

 

გამოყენებული ბმული:

http://lemill.net/content/webpages/kulturuli-dzeglebi-3/view

დ.ბისკაიას ფოტო