topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

კვეტერა - საქართველოს სულიერი საგანძური

< უკან დაბრუნება...<< დაბრუნება მთავარ გვერდზე

კვეტერა //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ. 136-137.

ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერა კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. იგი მდინარე ილტოს ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მდებარეობს. კვეტერა წყაროებში პირველად XI საუკუნის შუა წლებიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტის (XVIII  ს.) მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო, რასაც ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა ძიებაც ადასტურებს. ციხესიმაგრის  ჩრდილო აღმოსავლეთით, ყველაზე მაღალ ადგილზე აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესიაა განლაგებული. გეგმით ჯვრისებრი ეკლესია X საუკუნის  პირველ ნახევარს მიეკუთვნება. მისი ყოველი მკლავი დასრულებულია აფსიდით, რომელთა შორის ნიშებია მოთავსებული. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია მრგვალ ყელზე დაყრდნობილი გუმბათი. შირიმით ნაგები შენობა, როგორც ჩანს, მეფის კარის ეკლესიად იყო გათვალისწინებული. ხუროთმოძღვარს, ყოველგვარი მორთულობისა და ჩუქურთმების გარეშე, შეუქმნია კომპოზიციურად მომხიბლავი ნაგებობა.