topmenu

 

კუმურდო - შ.ამირანაშვილი, ი.ციციშვილი

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971. - გვ.238-239.

საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნის შედეგად, რაც განხორციელებული იყო, როგორც ბაგრატ III - (978-1014) წინდახედული მოქმედების წყალობით, ქართული მხატვრული ლუ;ტურა ვითარდება ახალი შემოქმედებითი  ძალით. ქართული ხელოვნების განვითარების ახალ ეტაპზე წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება არქიტექტურას, რომელიც თითქმის ერთდროულად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქმნის მონუმენტურ კათედრალებს, რომელთა შესწავლა მხატვრულ-ისტორიული თვალსაწზრისით საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული სამეფო-სამთავროს მხატვრული მიღწევა არქიტექტურის დარგში, გადამუშავებული სახით მოცემულია განუყოფელ მთლიანობაში... ამ ხანის ქართული არქიტექტურის ისტორიაში განსაკუთრებულ იადგილი უჭირავს კუმურდოს და ნიკორწმინდის ტაძრებს. კუმურდოს ტაძარი, რომელიც მდებარეობს ჯავახეთში, მეტად დაზაინებულია: გუმბათი და ნაწილობრივ თღი (ტაძრის დასავლეთ ნაწილში) არ შენახულა. ტაძღის გეგმას აქვს ჯვრის მოხაზულობა, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავს პარალელურად განლაგებული ორმაგი აფსიდების ფორმა აქვს. საკურთევლის აფსიდს ერთვის სამკვეთლო და სალარო, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავის ორმაგი აფსიდები დაფარულია სწორი კედლის წყობით. გუმბათს რვაწანაგოვანი ყელი ჰქონდა, რომლისაგან შერჩენილია ფუძე, ამოყვანილი ექვს საყრდენ კამარაზე. სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული ჰქონია კარიბჭე, რომელიც ძლიერ დაზიანებულია ჟამთა ვითარებისაგან, თუ მტრის ხელით. პანდანტივებში მოთავსებულია ორი რელიეფური ქანდაკება, რომელიც გამოსახავს ტაძრის აღმშენებელებს 0 აფხაზთა მეფეს ლეონ II და მის დას გურნადუხტს, ბაგრატ III (980-1014) დედას. თანახმად წარწერისა, ტაძრი აუშენებია აფხაზთა მეფეს - ლეონ II 964 წეკს, ცნობილია, რომ ლეონ II აფხაზთა მეფე იყო აფხაზთა მეფის გიორგი II ძე და მემკვიდრე, მარტვილის ტაძრის აღმშენებლისა. XI საუკუნეში მარიამ დედოფალმა, ბაგრატ IV (1027-1072) დედამ ტაძრის დასავლეთის მკლავს სამივე მხრიდან მიაშენა ნატრექსი, რომლის კედლები შემკულია დეკორაციული კამარებით. ტაძრის მხატვრულ ფორმებს ახასიათებს გასაოცარი დახვეწილობა, ორნამენტაციის სიმცირე და ერთგვარი სიმკაცრე. არსებითად ტაძარი წარმოადგენს ექვსფასადიან ცენტრალურ გუმბათოვან ნაგებობას, რომლის შინაგანი სივრცე, თანახმად არქიტექტორის გააზრებისა, ერთიან შთაბეჭდილებას ახდენს. დასავლეთის და აღმოსავლეთის მკლავი შენობისა დაცილებით უფრო გრძელია, ვიდრე ჩრდილოეთისა და სამხრეთის. აღმოსავლეთ ფასადს ამკობს ორი ნიში, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე დატანებული ყოფილა თითო ნიში, მოთავსებული ორმაგ აფსიდებს შორის. გუმბათის ექვსი საყრდენი კამარა დაფუძნებული ყოფილა ექვს რვაწახნაგოვან სვეტზე, რომელთა მაღალი ბაზები დეკორირებულია ლამაზად. ტაძრის ორნამენტულ შემკულობაში აღსანიშნავია  სარკმელთა ზევით მოთავსებული წარბები, რომელთაც ჰორიზონტალური ქუსლები აქვთ; აღნიშნული მოტივი მომდინარეობს VI საუკუნის დამლევიდან (მცხეთის ჯვარი), განვითარებული სახით კი მოცემულია ტაო-კლარჯეთის ძეგლებში; ორნამენტაციას აქვს წმინდა გრაფიკული ხასიათი.

განვითარებული ფეოდალიზმი: კუმურდოს ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.83.

ცენტრალურ -გუმბათოვანი კომპოზიციიდან წაგრძელებული სწორკუთხოვანი მოხაზულობის ტაძარზე გადასვლის საყურადღებო ეტაპს წარმოადგენს კუმურდოს ტაძარი აგებული 964 წელს ხუროთმოძღვარ საკოცარის მიერ. გუმბათქვეშა წრიდან გამოდის ექვსი მკლავი, რომელთაგან ხუთი მთავრდება ნახევარწრიული აფსიდით: ორი მათგანი შეწყვილებულად განლაგებულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეებზე, ერთი აღმოსავლეთით. საკურთხევლის ორივე მხარეს მოთავსებულია ორსართულიანი ვიწრო სადგომები. დასავლეთის სწორკუთხა და წაგრძელებულ მკლავში ბოძების ორ-ორი წყვილით გამოყოფილია გარშემოსავლელი და პატრონიკე მის ზემოთ. ცენტრალურ ნაწილში აფსიდების კედლების დამთავრების მიჯნაზე, მოთავსებულია ექვსი წახნაგოვანი ბურჯი, რომლებსაც ეყრდნობა ოდნავ შეისრული გამბჯენი თაღები. ბურჯებს ზემოთ გამოიყოფა ბრტყელი აფრები, რომელთაგან აღმოსავლეთის ორი აფრა შემკულია ბაგრატ III დედის გურანდუხტისა და მისი ძმის აფხაზთა მეფის ლეონის რელიეფებით. გარეგანი მასების კომპოზიცია გვირგვინდება გუმბათით. აღმოსავლეთის ფასადზე ორი, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე კი თითო სამკუთხოვანი ღრმა ნიშები აღნიშნავენ აფსიდების საზღვარს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შენობის ბრწყინვალე შესრულება. ტაძარი აგებულია ვარდისფერი ქვით, რომელიც არაჩვეულებრივად ზუსტადაა გათლილი. ტაძრის ფორმათა სიმკაცრეს უპასუხებს თავშეკავებული მორთულობაც. სარკმლების ჩუქურთმოვანი საპირეები და ლავგარდნის სახეები შესრულებულია დაბალი რელიეფით და ფაქიზი გრაფიკული ნახატით. XI ს. შუა წლებში დასავლეთის მკლავს სამი მხრიდან მიუშენეს თაღებით შემკული და მდიდრულად მოჩუქურთმებული გალერეა.