topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

კუმურდო - კ.ხარაძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ., 2003. - გვ.20-22.

ახალქალაქის ვულკანური პლატოს დასავლეთ კიდესთან, მტკვრის ხეობის გადასახედთან მდებარეობს კუმურდოს ტაძარი. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ვახიშტი ბაგრატიონი წერს: "არს კუმურდოს ეკლესია, გუნბათიანი, ფრიად დიდშენი, შვენიერად ნაშენი, რომელი აღაშენს კონსტანტინე მოგზავნილთა ჟამსა მირიანისასა. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი სრულიად ჯავახეთისა, ხერთვისს ზეითისა". როგორც ჩანს, დღევანდელი ეკლესიის ადგილზე ყოფილა მეფე მირიანის ეპოქაში აგებულია ეკლესია; ამას მოწმობს სამხრეთ შესასვლელთან აღმართული სვეტი ქვაჯვარებიც. კუმურდოს ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებით ვგებულობთ, რომ მისი მშენებლობა იოანე ეპისკოპოსის - კუმურდოელის თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარ საკოცარს 964 წელს დაუწყია. აღმოსავლეთის კედელზე ვკითხულობთ ამობურცული და ლამაზი ასოებით შესრულებულ წარწერას: "ქრისტე შეიწყალე იოვანე ეპისკოპოზი ამისი მაშენებელი დღესა მას". სამხრეთის მხრიდან ბალავერზე იგივე სახის წარწერაა: "შეწევნითა ღმრთისაითა იოვანე ეპისკოპოსმან  დადვა საძირკველი ამის ეკლესიისაი, ხელითა ჩემ ცოდვილისა საკოცარისათა ლეონ მეფისა ზეი, ადიდეს ღმერთმან, ქრონიკონსა რპდ თვესა მაისსა, დღესა შაფათსა, ა მთოარისსა, ერისთავობასა ზვასსა, ესე ბალავარი მან დაიდვა. ქრისტე შეეწიე მონასა, შენსა. ამინ". ასომთავრული ამობურცული წარწერაა აქვე მარჯვნივაც, ასომთავრულით, ოღოდ ამოკვეთილი ტექსტია სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებზე. ტაძრის პანტიკებში ანუ აფრებში მოთავსებულია ორი რელიეფური ქანდაკება. ბაგრატ IV-ის დროს მიუშენებიათ სამხრეთის სტოა - გალერეა. დასავლეთის კედლის წარწერა გვამცნობს, რომ ტაძარი XVI საუკუნეშიც შეუკეთებიათ და გადაუკეთებიათ. კუმურდოს ტაძარი კარგად გათლილი ბაზალტის ქვის კვადრებითაა მოპირეკეთებული. ტაძრის გეგმა გარედან ჯვრისებური მოხაზულობისაა, შიგნით ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და, დასავლეთით, სწორკუთხა მკლავი აქვს. ტაძრის მხატვრულ ფორმებს ახასიათებს გასაოცარი დახვეწილობა. ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები. აღმსოავლეთის ფასადის სარკმლის ზემოთ წითელი ფერის ჯვარია, რომელიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლსი საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე. ტაძღის სამკუთხა ნიშები საერთო კომპოზიციის საფუძველია. მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმების გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც. ტაძრის გუმბათი არ შენახულა, გუნბათის ყელი რვაწახნაგა ყოფილა, რომლიდანაც ახლა შემორჩენილია მხოლოდ ექვს საყრდენზე ამოყვანილი ფუძე. კუმურდოს ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც ყოფილა. ჩვენამდე მიაღწია კუმურდოს მთავარეპისკოპოსის იოვანეს ფიცის (ბრძანება ანუ ვედრება ფიცითურთ) წიგნმა.