topmenu

 

კუმურდო - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება

კუმურდო (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერიძე ვ. კუმურდო. - თბ., 1959.  - ბუკლეტში მოცემულია კუმურდოს ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ცნობები ქტიტორისა და აგების თარიღის შესახებ.

2. ბერიძე ვ. კუმურდოს ტაძარს ათასი წელი შეუსრულდა //ძეგლის მეგობარი. - 1964. - N2. -გვ.25-27. - აღწერილია ახალქალაქის მახლობლად მდებარე კუმურდოს ტაძარი. ტაძრის ამგებად (ლეონ აფხაზთა მეფის დროს), იოანე ეპისკოპოსის დავალებით, მოხსენიებულია ხუროთმოძღვარი საკოცარი.

3. კუმურდო //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.49-50. - გვ.129-130. - ტაძრის სამშენებლო და რელიეფური წარწერების მიმოხილვა. ტექსტს ახლავს ნ.სევეროვის მიერ შესრულებული ტაძრის ნახატი და გეგმა.

4. ქანდაურაშვილი ა. კუმურდოს ტაძარი // საქართველოს ბუნება. - 1974. - N4. - გვ.20. - მოკლე ცნობები ტაძრის აგების, თარიღის, ამგების, მოხატულობისა და წარწერების შესახებ.

5. ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ., 2003. - გვ.20-22. - ძეგლის ისტორია, ამგებთა ვინაობა, ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება, არქიტექტურული მორთულობა და წარწერების ანალიზი.

6. ალხაზიშვილი ი. ვარძია მიძინების ღვთისმშობლის დღესასწაული // დროება. - 1877 (6 სექტ.). - N137. - გვ.2-3; N139. - გვ.2-3. - ცნობები კუმურდოს ტაძრის შესახებ.

7. ალელიშვილი ნ. კუმურდო //კოჟორიძე დ. ალელიშვილი ნ. მესხეთ-ჯავახეთი ძველად და ახლა. - თბ., 1963. - გვ.27-29. - მოკლე ცნობები კუმურდოს პერიოდის საქართველოს ისტორიულ-კულტურულ გარემოს, ტაძრის მშენებლობისა და არქიტექტურის შესახებ.

8. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები I. - თბ., 1964. - გვ.131-137. - ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების ანალიზი.

9. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971. - გვ.238-239. - ტაძრის ხუროთმოძღვრებისა და ორნამენტული შემკულობის აღწერილობა.

11. ბორჯომიდან ვარძიამდე //გაბაშვილი ც. ვარძია. გზამკვლევი. - თბ., 1945. - გვ.29-31. - ცენტრალურ-გუმბათიანი, X საუკუნით დათარიღებული კუმურდოს ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, აგების თარიღის განსაზღვრა ტაძრის წარწერის მიხედვით. აღნიშნულია მდიდარი დეკორატიული შემკულობის თაობაზე. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.

12. [გვარამაძე ივანე] ვინმე მესხი. ჯავახეთიდამ არხეოლოგიური შენიშვნები // დროება. - 1882 (20 ივლ.). - N150. - გვ.2-3; (22 ივლ.). - N151. - გვ.2-3. - კუმურდოს ეკლესიის მოკლე დახასიათება.

13. [გვარამაძე ი.] ვინმე მესხი ახალი შენიშვნანი // დროება. - 1880 (17 სექტ.). - N196. - გვ.1-3. - მოკლე ცნობა კუმურდოს ტაძრის შესახებ.

14. დავრიშაშვილი ი. ქართული ხუროთმოძღვრება // გუშაგი. - 1989. - N18. - გვ.68. - X საუკუნეში აგებული კუმურდოს ტაძრის, ფასადებისა და სარკმლების მორთულობის აღწერილობა.

15. ახალციხე-ვარძია //ზაქარაია პ. თბილისი.ბორჯომი. ვარძია. - თბ., 1977. - გვ.58-59. - კუმურდოს ტაძრის მოკლე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.მოხსენიებულია ეპისკოპოსი იოანე (X ს.), საკოცარი.

16. [მირიანაშვილი ესტატე] შილდელი ე. // ივერია. - 1895 (18 მაისი). - N103. - გვ.1-2. - კუმურდოს ტაძრის წარწერების შესახებ.

17.  კუმურდო //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო). - თბ., 1987. - გვ.39-40. - ტაძრის გეგმა, არქიტექტურა და მხატვრული გაფორმება, რელიეფური გამოსახულებები, შემორჩენილი წარწერების ანალიზი.

18. კუმურდო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI. - თბ., 1983. - გვ.71. - ტაძრის ხუროთმოძღვრების, შიდა სივრცისა და ჩუქურთმების შესახებ.

19. როსტომაშვილი ი. სოფელი კუმურდო და მისი დიდებული ნაშთი // მოგზაური. - 1901. - N2. - გვ.101-114. - მოკლე ისტორია, ტაძრის წარწერების განხილვა.

20. სხირტლაძე ზ. ღრმთისმშობლის მიძინების კომპოზიცია კუმურდოს ეკლესიაში //მეცნიერებათა აკადემიის მაცნე... ისტორიის სერია. - 1992. - N2. - გვ.143-159. - რეზ. რუს. და ინგლ. ენებზე.(გვ.159). - ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ აფსიდის ღვთისმშობლის მიძინების კომპოზიციის თავისებურებები.

21. სილოგავა ვ. კუმურდო. ბუკლეტი. ახალციხე. - 1957. - კუმურდოს ტაძრის ორგინალური არქიტექტურისა და დეკორატიული გაფორმების შესახებ.

22. სილოგავა ვ. სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ // მრავალთავი. X. - 1983. - 1980 წელს კუმურდოს ტაძარში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების დროს აღმოჩენილი სამი წარწერიანი ფილის განხილვა.

23. კუმურდოს საყდარი //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (X-XII.). - 1980. - გვ.262-267. - გაანალიზებულია კუმურდოს ტაძრის კედლებზე შემორჩენილი X საუკუნის წარწერები, მათი შესრულების თარიღი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.102-104).

24. ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.58-59. - X საუკუნის საეპისკოპოსო ტაძრის ხუროთმოძღვრება, მხატვრული გაფორმება. ძეგლის ამგებად მოხსენიებულია საკოცარი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XX/1,2).

25. განვითარებული ფეოდალიზმი: კუმურდოს ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.83. - ხუროთმოძღვარ საკოცარის მიერ აგებული კუმურდოს ტაძრის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ასხლავს ტაძრის ნანგრევების ფოტო.

26. ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპოგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო. - თბ., 1959. - გვ.10-25. - კუმურდოს კათედრალური ტაძრის კედლებზე შემორჩენილი ასომთავრული წარწერის ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: მ. ბროსე, ექვ.თაყაიშვილი, ი. როსტომაშვილი.

27. კუმურდო //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.134-135. - X საუკუნეში აგებული კუმურდოს საეპისკოპოო ტაძრის მსენებლობი ეტაპები, ხუროთმოძღვრული დახასიათება, რელიეფური გამოსახულებების აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის საერთო ხედის ფოტო.

28. ბერიძე ვ. ადრეფეოდალური ხანის ქართული ხელოვნება //საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.II. - თბ., 1979. - გვ.638-640. - 964 წელს ხუროთმოძღვარ საკოცარის მიერ აგებული კუმურდოს ტაძრის ზოგადი დახასიათება.

29. კუმურდოს ტაძარი // ჟღერს ქვის  ჰარმონია ნაკვეთი მესამე, ტ. 14., გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.154-156.