topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ლეგენდა საფარის მონასტერზე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ფოტოს ავტორი ი.ნაზღაიძე

საფარაში ცხოვრობდა ორი ძმა, ათარბეგეები. ლეგენდის თანახმად, მათ დაუწყიათ საფარის მონასტრის მშენებლობა. უფროსი ოსტატი იყო და ეკლესიას ის აშენებდა, უმცროსი კი მხოლოდ შეგირდი იყო, ქვებს თლიდა და უფროს ძმას უგზავნიდა. ხარი ჰყავდათ "ინდუშა", ქვებს მხოლოდ ეს ხარი ზიდავდა.

საძირკვლის ჩაყრის შემდეგ, უფროსმა ძმამ დაიანგარიშა, რამდენი ქვა იყო საჭირო მონასტრის ასაშენებლად. მშენებლობის დამთავრებას ერთი ქვაღა აკლდა, რომ უფროსმა ძმამ უმცროსის გამოცდა გადაწყვიტა და შეუთვალა, მშენებლობა მორჩა, მეტი ქვა საჭირო არ არისო, რაზეც უმცროსმა შეუთვალა, დამთავრებას ერთი ქვაღა აკლია, ამასაც გამოგიგზავნი და მოთავდებაო.

უფროს ძმას ძლიერ სწყენია და შეშინებულა კიდეც, - ჩემი უმცროსი ძმა შეგირდი რომ ასეთია, ალბათ მალე მეც მაჯობებსო და უმცროს ძმას შესთავაზა - ბოლო ქვა სახურავზე შენ თვითონ ჩააჯინეო. უმცროსი რომ სახურავზე ავიდა, უფროსმა კიბე გადაუგდო და ზევით დატოვა. რაღა უნდა ექნა ზევით დარჩენილ შეგირდს - ხელები გაუშლია და საფარის მონასტრის სახურავიდან კლდეზე გადავარდნილა.

"ინდუშა" ხარზეც არის ერთი ლეგენდა.

ამ ხარს გაყოლა არ სჭირდებოდა, ქვებს რომ დაუდებდნენ, მარტო მიდი-მოდიოდა. ერთხელ გზაზე დათვი გადაეყარა და ცალი მხარი მოაჭამა. ხარს ქვა დავარდნია. ამ ქვას "ინდუშას ქვას" ეძახიან და სოფლების ანდრიაწმინდისა და ანდასის საზღვარზე მდებარეობს. ქვა ამოჭრილია, ამბობენ, საცეცხლური უნდა ჰქონდესო.

საფარის ეკლესიის კარების ზემო კუთხეში კედელში დატანებულია ქვა, რომელზეც ხარის სახეა გამოსახული, უთაო და უცალფეხო, იქვე, კარის მეორე მხარეს, კი დათვის გამოსახულებაა.

სპეციალურად საუნჯესთვის - ნატო დავითაშვილი