topmenu

 

ალვანი - ქართული ენციკლოპედია

 

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.1, თბილისი,1975., გვ. 304,

ალვანი, ალონი, ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით - ველი კახეთში (ახლანდელი ახმეტის რაიონში). XVI საუკუნის შუა წლებში კახეთის მეფე ლევანმა ალვანის ველი თუშებს უწყალობა საზამთრო საძოვრებად. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ თუშებისათვის 1757 ნაბოძები სიგელიდან ირკვევა, რომ იმხანად ველს მხოლოდ საძოვრებად იყენებდნენ. თუშების მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იგი XIX საუკუნის დასაწყისიდან გადაიქცა. იმ დროს გაჩნდა სოფ. ალვანიც  ახლანდელი ზემო ალვანი და     ქვემო ალვანი.

 

 

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.  ტ. 4., თბილისი,1979 წ., გვ. 506

ზემო ალვანი - სოფელი ახმეტის რაიონში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. სოფსაბჭოს  ცენტრი (სოფელი: ხორბალო). ზღვის დონიდან 420 მეტრი, ახმეტიდან 8 კილომეტრი, თელავიდან (უახლოესი რკინიფზის სადგური) 42 კმ. აღმოსავლეთით დგას  სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - გალავნით შემოზღუდული იოანე ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ბოძები და თაღები ამოყვანილია აგურით. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. კამარით გადახურული შუა ნავი  დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით, გვერდის ნავები კი სწორკუთხა სათავსებით. ბაზილიკის კედლები მოხატულია.  საუკუნეში ბაზილიკაზე სამხრეთით აგურის ორსართულიანი სამრეკლო მიუდგამთ. ავეა ლეონ მეფის ( 1520 - 74) აგურით ნაშენი სასახლე ცხრაკარა.

ტ. საყვარელიძე

 

 

 

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.10.,   გამ. თბილისი, 1986 წ., ., გვ. 512

ქვემო ალვანი - სოფელი ახმეტის რაიონში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი (სოფელი:ბაბანეური). ზღვის დონიდან 460 მეტრი, ახმეტიდან 15 კილომეტრი.