topmenu

 

ალვანი - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება

 

ალვანის ძეგლები (ახმეტის რ-ნი) ბიბლიოგრაფია:

1. ალვანელი დ. ალვანის ძველი ნაშთები //კვალი.-1897.-N6.-გვ.128-130; N7.-გვ.145-148. - ალვანის ისტორია. აღწერილია ალვანის მოსაზღვრე ტყიან ქედზე მდებარე ღვთისმშობლისა და ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები.

2. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები .-თბ., 1962.-გვ.31.- ნათლისმცემლის ეკლ ესიის კედლის მოხატულობაზე ლეონ მეფის გამოსახულებასთან შემორჩენილი წარწერის ანალიზი.

3. ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.134-135. ალვანის სამების ტაძრის აღწერილობა. განხილულია სამშენებლო ტექნიკა, გეგმა, ფასადთა მორთულობა.დათარიღებულია XVI საუკუნით.

4. ბოჭორიძე გ. თუშეთი.-თბ.,1983.-გვ.63. - ალვანის მატერიალური კულტურის ძეგლების:ნათლისმცემლის ეკლესიის, ცხრაკარის, კაკლიანის სასახლის მახლობლად მდებარე კოშკის, ეკლესიისა და სამების ეკლესიის მოკლე აღწერილობები.

5. ვაჩნაძე მ. მოხატული კანკელი ალვანის ნათლისმცემლის ეკლესიიდან //ძეგლის მეგობარი.-1979.-N50.-გვ.56-62. - XVI საუკუნეში ლევან კახთა მეფის დაკვეთით მოხატული კანკელის მხატვრული ანალიზი.

6. ვაჩნაძე მ. კედლის მხატვრობის ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1973.-გვ.41-49. - ალვანის იოანე ნათლისმცემლის, გრემისა და ახალი შუამთის ეკლესიათა კედლებზე შემორჩენილი ლევან კახთა მეფისა და თინათინ დედოფლის პორტრეტულიგამოსახულებათა განხილვა.

7. ზაქარაია პ. XVI-XVIII საუკუნეების სასახლეები //საქართველოს მუზეუმის მოამბე, XXIV.B.-1963.-გვ.106-107. - მოცემულია ალვანში "ცხრაკარას" სახელით ცნობილ ნაგებობათა კომპლექსის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

8. ქადეიშვილი ი. ჟალეთის ხუროთმოძღვრული ძეგლი.-თბ.,1964.-გვ.71. - მოხსენიებულია ალვანის ნათლისმცემლის ეკლესია.

9. ალვანი //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.329-332. - ალვანის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ბაზილიკური ეკლესიის მდებარეობა, მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, კანკელზე და სვეტებზე შემორჩენილ ფრესკულ წარწერების პალეოგრაფიულ-ენიბრივი ანალიზი.

10. ალვანი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.316-319. - განხილულია იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკური ეკლესიის საკურთხეველში, დასავლეთის კედელზე, თაღებსა და სვეტებზე შემორჩენილი ბერძნული წარწერები.

11. შავხელიშვილი ა. თუშეთი.-თბ.,1987.-გვ.125-127. - ზემო ალვანში მდებარე ორი ეკლესიის: სამებისა და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება და კედლებზე შემორჩენილი წარწერების ანალიზი.

12. ხელაშვილი მ. საისტორიო მასალა //ივერია.-1890.- 8 ივნ.(N119).-გვ.2-3. - სოფ.ალვანში, "ტახტის გორზე" აგებული ძველი ეკლესიისა და პალატის შესახებ.

13. რჩეულიშვილი ლ. პართენოზ ხარჭაშნელის საგვარეულო საძვალე //ქართული ხელოვნება.-1987.-N9.-გვ.75-88. - სოფ.ალვანის კიჩხოვანის მიდამოებში აგებული ხუროთმოძღვრული კომპლექსის (საკულტო-ბაზილიკური, ცალნავიანი ეკლესია და მრავასართულიანი საცხოვრებელი ციხე-კოშკი)მხატვრულ-ხუროთმოძღვრული აღწერილობა.

14. ციცხვაია ხ. ლევან მეფის სასახლე //ბახტრიონი (ახმეტა).-1966 (22 დეკემბერი). - ალაზნის პირას, ალვანის ახლოს აშენებული, ცხრაკარას სახელით ცნობილი სასახლის აგების თარიღის განსაზღვრა.

15. საყვარელიძე თ. ზემო ალვანის ბაზილიკა //ჟღერს ქვის ჰარმონია.ნაკვ.II: საკითხავი ყმაწვილთათვის.-თბ.,2007.-გვ.48. - მოკლე ცნობა VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული, იოანე ნათლისმცემლის სახ. სამნავიანი ბაზილიკის შესახებ. ტექსტს ერთვის ბაზილიკის აღმ. ფასადის ფოტო.

16. სივსივაძე შ. ალვანის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია // "მადლი".-1991.-28 მაისი.-გვ.7.

17. ალვანი. ზემო ალვანი. ქვემო ალვანი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ 1.,ტ 4., ტ. 10., თბილისი, 1975 - 1986 წწ....,  გვ. 304. 506, 512.

18. ზემო ალვანი//საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.2, თბილისი 2008, გვ. 80 - 87.

19. ქვემო ალვანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.2, თბილისი 2008, გვ. 148-150.