topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ალვანი (ზემო და ქვემო ალვანი)
There are no translations available.

ალვანი, ალონი, ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით - ველი კახეთში (ახლანდელი ახმეტის რაიონში). XVI საუკუნის შუა წლებში კახეთის მეფე ლევანმა ალვანის ველი თუშებს უწყალობა საზამთრო საძოვრებად. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ თუშებისათვის 1757 ნაბოძები სიგელიდან ირკვევა, რომ იმხანად ველს მხოლოდ საძოვრებად იყენებდნენ. თუშების მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იგი XIX საუკუნის დასაწყისიდან გადაიქცა. იმ დროს გაჩნდა სოფ. ალვანიც  -  - ახლანდელი ზემო ალვანი და     ქვემო ალვანი.

 

ზემო ალვანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი (სოფელი: ხორბალო). ზღვის დონიდან 420 მეტრი, ახმეტიდან 8 კილომეტრი. სოფელში არის კახეთის მეფე ლევანის (1520-1574 წწ.) აგურით ნაშენი სასახლე „ცხრაკარა“.

ზემო ალვანის ისტორიული ძეგლებია:

  • ბზიანის საყდარი
  • ეფროსის ეკლესია
  • იახსარის ეკლესია
  • კვირაცხოვლის ეკლესია
  • ნათლისმცემლის  ეკლესია
  • სამარხი
  • სამების  ეკლესია
  • ღვთაების ეკლესია
  • ღვთისმშობლის ეკლესია
  • ცხრაკარა - სასახლე
  • წმ გიორგის ეკლესია
  • წმ მარიამის ეკლესია

 

 

ქვემო ალვანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი (სოფელი:ბაბანეური). ზღვის დონიდან 460 მეტრი, ახმეტიდან 15 კილომეტრი.

ქვემო ალვანის ისტორიული ძეგლებია:

  • სასახლე
  • ეკლესია