topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

აკაურთას ეკლესია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ბოლნისის რაიონის ძეგლები // ეკლესია - მონასტრები>>>

აკაურთა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.1. - თბილისი, 1975. გვ.248.

აკაურთა - სოფელი  ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). შუა ხრამის მთისწინეთში, მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს... ზღვის დონიდან 720 მ., ბოლნისიდან 12 კმ-ზე. ზღვის დონიდან 720 მ-ზე... აკაურთაშია მსხვილი თლილი კვადრებით ნაშენი ეკლესია (V-VI სს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ - წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება. აკაურთა სამნავიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). ეკლესიის ზომებია გარედან: სიგრძე - 15,5 მ, სიგანე 10 მ, სიმაღლე შიგნით 8 მ. ძეგლი რეაბილიტირებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2007 - 2008 წლებში.

 

 

 

 

 

*************************************************************************

ბერიძე  ვ. აკაურთა, აკვანება // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.96-97.

ეს ადრინდელი ფეოდალური ხანის ერთნავიანი ეკლესიების ნიმუშებია. ორივე ბოლნისის რაიონში მდებარეობს.სოფ.აკაურთა ბოლნისის დასავლეთითაა, შვიდიოდე კმ. მანძილზე, მდ.მაშავერას მარცხენა ნაპირზე. ეს არის მშვენივრად გათლილი ქვის დიდი კვადრებით მოპირკეთებული შენობა, რომელიც ერთადერთი ფართო სწორკუთხა ნავისა და შვერილი აფსიდისაგან შედგება. აფსიდი გარედან წახნაგოვანია... <<ტექსტი სრულად აქ ..<<

***********************************************************************************

თ. საყვარელიძე - მივხედოთ ბოლნისის რაიონის ძეგლებს // ძეგლის მეგობარი, 1969, კრ.18., გვ. 38 -43

უკვე დიდი ხანია ჩვენში ფართო მუშაობაა გაჩაღებული ხუროთმოძღვრული ძეგლების დაცვისა და რესტავრაციის ხაზით. არა ერთ ძეგლს უკვე დაუბრუნდა თავისი პირვანდელი სახე, ბევრიც აღდგენა-გამაგრების პროცესშია... <<ტექსტი სრულად აქ<<

***********************************************************************************

აკაურთა - ლ. რჩეულიშვილი //ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ. 13, გვ.27, "ციცინათელა", თბ., 2006 წ.

აკაურთა - სოფელი  ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). შუა ხრამის მთისწინეთში, მდინარე მაშავრის მარცხენა მხარეს, ბოლნისიდან 7 კმ-ზე. ზღვის დონიდან 720 მ-ზე. აკაურთას ეკლესია (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). აღმოსავლეთ შვერილს ხუთწახნაგა აფსიდი აქვს. ძეგლი აღდგენილი და შეკეთებულია XX ს-ის დამდეგს.... << ტექსტი სრულად აქ .. <<

***********************************************************************************

აკაურთას ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთი საქართველო.- თბ., 1980.- გვ.-71-72.

აკაურთას ეკლესია - ერთდარბაზიანი ეკლესია, სოფ. აკაურთაში (ბოლნისის რ-ნი): მდ.მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ქ.ბოლნისიდან დასავლეთით 7 კმ მანძილზე. ეკლესია, ხუროთმოძღვრული ნიშნებით, თანადროულია ბოლნისის სიონისა, მაგრამ განუცდია გვიან გადაკეთება (ლ.რჩეულიშვილი). ეკლესიის ფასადზე შემორჩენილია აშენების თანადროული (წარწერის მცირე ფრაგმენტი და რამდენიმე გვიანდელი ასომთავრული წარწერა. ეკლესიას მიაკვლია და შეისწავლა ლ.რჩეულიშვილმა. მანვე გამოაქვეყნა პირველი ცნობა ძეგლის უძველესი რელიეფური წარწერის ფრაგმენტის შესახებ... << ტექსტი სრულად აქ..<<