topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

აკურა

<უკან დაბრუნება...<<<თელავის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

აკურა - სოფელია თელავის რაიონში. თელავიდან დაშორებულია 12 კილომეტრით, თბილისიდან - 60-ით. აკურას მიდამოებშია მამადავითის მონასტერი - სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც აშენებული 855 წ. და ილარიონ ქართველის მოღვაწეობას უკავშირდება. სოფელში დგას ასევე წმ.ილია წინასწარმეტყველის და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები.

გამოყენებული ბმულები: http://ka.wikipedia.org/wiki/აკურა

http://fereidani.ge/103_amuza/103_amuza.html

 

 

 

 

************************************************************************

აკურის ეკლესიის მოხატულობა- ტ.ს. შევიაკოვა.// „საქართველოს ადრეული შუასაუკუნეების მონუმენტური მხატვრობა“, თბილისი, გამომც. „ხელოვნება“, 1983 წ.

ამ ადრეული პერიოდის (VIII–IX საუკუნეები) ფერწერის მესამე ძეგლია წმიდა დავით გარეჯელის პატივად აგებული სამნავიანი ბაზილიკის აღმოსავლეთის ფასადის გარე მოხატულობა კახეთის სოფელ აკურაში (წარსულში – დავით გარეჯის ლავრის მეტოქიონი). ეს ტაძარი 855 წელს აუშენებია თავისი დედისა და დისათვის IX საუკუნის გამოჩენილ მოღვაწეს ილარიონ ქართველს.... <<ტექსტი სრულად აქ <<

************************************************************************

აკურის მონასტერი // ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გამ „ციცინათელა“, თბ., 2006 წ., გვ. 30-31

აკურის მონასტერი (სამნავიანი ბაზილიკა). მდებარეობს თელავის რაიონში, სოფელ აკურდან 1,5 კმ-ზე ტყეში. იგი 855 წ. დააარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ ილარიონ ქართველმა (822 – 875 წწ). მთავარი ნაგებობაა რიყის ქვითა და აგურით ნაშენი დიდი სამნავიანი ბაზილიკა მამადავითი. გეგმისა და ფასადების დამუშავების ხასიათით ქართული ხუროთმოძღვრების ე.წ. გარდამავალი ხანის (VII ს-ის II ნახევარ-X ს-ის I ნახევარი) ძეგლია.... << ტექსტი სრულად აქ <<

************************************************************************

აკურა. მამადავითის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.312-313.

სოფ. აკურა (თელავის რ-ნი). სოფლიდან 1,5 კმ. მანძილზე, ტყეში, ვანთის-ხევის წყლის ნაპირზე, მდებარეობს მამადავითის (დავით გრეჯელის) მონასტერი, რომლის მთავარი ეკლესია წარმოადგენს IX ს-ის ბაზილიკას. მასზე შემორჩენილია X –XI სს-ის 4 ასომთავრული წარწერა, რომელთაგან ერთი საღებავითაა შესრულებული, ორი შელესილობაზეა ამოღადრული და ერთიც - ლაპიდარულია....<<ტექსტი სრულა აქ.. <<