topmenu

 

ო. ჯაფარიძე, ა. ჯავახიშვილი - უძველესი სამიწათმოქმედო მოსახლეობის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე (2)
There are no translations available.

...<<<უძველესი კავკასია

 

<<უკან დაბრუნება (ნაწილი I)

ორი სამუშაო სეზონის განმავლობაში შულავერის გორაზე გამოვლენილ იქნა ოთხ ათეულზე მეტი ალიზის ნაგებობა, რომელთაგან საცხოვრებლად განკუთვნილი შეიძლება ყოფილიყო, დაახლოებით 24. ისინი დაშენებულია ერთმანეთზე რამდენიმე ფენად, რომლებიც მრავალ ადგილას იჭრება ერთიმეორეში და რომელთა მკვეთრად გამიჯვნა მეტად ძნელია. სამშენებლო ფენების გამოყოფას აქ კიდევ ორი გარემოება ართულებს: ზოგიერთი ნაგებობა რამდენიმეჯერაა განახლებული - თანდათანობით ამაღლებული, რაზეც ქვემოთ საგანგებოდ გვექნება საუბარი; სხვადასხვა ფენის ნივთიერ მასალაში არსებითი განსხვავება არ შეინიშნება. არა ჩანს ისეთი ცვლილება კულტურაში, რომელიც უფლებას მოგვცემდა ამის მიხედვით მაინც გაგვესხვავებინა ერთიმეორისაგან საცხოვრებელი შენობები. ჯერჯერობით იძულებული ვართ დავკმაყოფილდეთ იმის აღნიშვნით, რომ გათხრილი ფართობის რამდენიმე ადგილას აშკარად ჩანს ერთიმეორეზე დაშენებული ნაგებობების 5 ფენა; მაშასადამე, სოფელს რამდენიმეჯერ განუცდია მნიშვნელოვანი განახლება. რაკი გასათხრელი ფართობი ჯერ კიდევ ყველგან არაა შესწავლილი ბოლომდე, ე.ი. დედაქანამდე, და დანამდვილებით არ ვიცით არის თუ არა შენიშნული 5 სამშენებლო ფენის ქვეშ ნაგებობები; (48) ფენები დანომრილია პირობით, ზევიდან ქვევით: პირველი სამშენებლო ფენიდან მხოლოდ ორი შენობის ნაშთი იყო გადარჩენილი (კერა, ჩაჭრილი №1 შენობაში და №8 მოზრდილი, დიამეტრი 4,6 მ, წრიული შენობის კედლის ძირი). ეს ფენა ისევე, როგორც ნაწილობრივ ქვედა სამშენებლო ჰორიზონტები ადრევე ყოფილა დაზიანებული გვიანელინისტურ ხანაში აქ არსებული სამაროვანისა და ფეოდალური ხანის სამეურნეო ორმოების მიერ: გათხრილი იქნა, კერძოდ, 5 სამარხი და 5 ხარო. მეორე სამშენებლო ფენა შედარებით უკეთ იყო დაცული, თუმცა სოფლის გეგმაზე ისიც მეტად ზოგად წარმოდგენას იძლევა. შეიმჩნევა შენობების მნიშვნელოვანი შეჯგუფება ცალკეულ კომპლექსებად, რომლებიც შედგება საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებისაგან; ერთი ასეთი კომლექსია №1 სახლი. ძირითადად ასეთივე სურათს ვხედავთ ქვედა სამ სამშენებლო ჰორიზონტში, რომლებიც ჯერჯერობით მთელს გასათხრელ ფართობზე არაა გამოვლენილი. ამრიგად, შულავერის გორაზე მიღებული შთაბეჭდილების მიხედვით, ამ ადრეული ხანის ძირითად საცხოვრებელ ერთეულს შეადგენდა რამდენიმე ნაგებობის ჯგუფი: საკუთრივ საცხოვრებელი - შედარებით მოზრდილი, ალიზის, წრიული გეგმის გუმბათური შენობა, რომლის აუცილებელი ატრიბუტია თიხისაგან ნაძერწი (50) კვერცხისებური კერა, განკუთვნილი უქრობი ცეცხლისათვის; სამეურნეო დანიშნულების მომცრო წრიულივე შენობა, მიწაში სანახევროდ ჩასმული; სამეურნეო ღუმელი, გამართული ეზოში, საცხოვრებლის კედელთან; თიხალესილო ორმოები, სანოვაგისა და წყლის მარაგისათვის. საცხოვრებელი ნაგებობანი სხვადასხვა სიდიდისაა: ზოგიერთის (მაგალითად, N1 შენობა) ფართობი 4 კვ. მ-ს ძლივს აღწევს: ზოგისა კი - 12,5 (N11, 1 ფენა) და 16,6 (N 8, 1 ფენა) კვადრატული მეტრია; ყველა შემთხვევაში საცხოვრებელი ბინა დგინდება უქრობი ცეცხლისთვის განკუთვნილი კერის მიხედვით. რაკი არც ერთი შენობის გუმბათი მთლიანად არ შენახულა, საცხოვრებელი შენობის სიმაღლე მხოლოდ არაპირდაპირი ნიშნებით შეიძლება განისაზღვროს. შენობის კედელი ძირიდანვე თანდათანობით გადადის გადახურვაში და მისი სიმრუდის მიხედვით საკმაო სიზუსტით შეიძლება გამოითვალოს სიმაღლეც: უმრავლეს შემთხვევაში საცხოვრებელი შენობის სიმაღლე 2,5 მ-ზე ნაკლები არ გამოდის. საცხოვრებელი შენობა მარტივი სახისაა. გეგმაზე ის ან წესიერი წრიულია, ან დაგრძელებული - ელიპსური. მისი იატაკი, რომელიც თიხით ერთფენადაა მოლესილი, და ზოგჯერ ოქრით შეღებილი, მიწის პირთან შედარებით 50ოდე სანტიმეტრით დაბლაა, შენობა მცირედაა ჩამჯდარი მიწაში. 60-70 სმ სიგანის ხვრელისებური კარი გარედან მიწის პირზე მოდის. რაიმე კანონზომიერება კარის ორიენტაციაში არა ჩანს. სავარაუდებელია, რომ შენობებს სარკმლებიც ჰქონდა. N1 შენობაში, კარის ზღურბლის დონეზე SW მხარეს გაჭრილი იყო ორნაწილედი, ვერტიკალური ვიწრო სარკმელი, რომელსაც შემდეგში გარედან ღუმელი მიაშენეს. წრიული სარკმელი სავარაუდებელია გუმბათშიც.

სურ.14. შულავერის გორა. შენობა 1

კერის გარდა, რომელიც გამართულია კედლის ძირში და პირამდე ჩალესილი იატაკში, ზოგიერთ შენობაში მოწყობილია პატარა ღრმული - თახჩა, შესაძლოა ჭრაქისათვის; კედლებშივე ზოგჯერ შეინიშნება მილისებური ღრმულები, რომლებიც მასში ჩარჭობილი ჩამოსაკიდებელი ჯოხების ნაკვალევი შეიძლება იყოს. კედლის ნალესობა შიგნიდან ხშირად შეწითლებულია ცეცხლის მოქმედების შედეგად, ხოლო იატაკი ყველგან დაფარულია ნაცრის სქელი ფენით. სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები სამეურნეო იარაღისა და სურსათის შესანახად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. (52) საცხოვრებლისაგან ისინი ერთი შეხედვით, მხოლოდ ზომებით გამოირჩევა. ჩვეულებრივად მათი დიამეტრი 1,5 მ არ აღემატება. გეგმით ისინიც წრიულია და კონუსური ტანი აქვთ, მაგრამ, რაკი საკმაო სიმაღლეზე შემორჩენილ მათ კედლებში კარი არა ჩანს, უნდა ვიფიქროთ, რომ შენობა ზემოდან გუმბათის ნაცვლად ასახდელი ხუფით იქნებოდა დახურული. მომცრო, ნახევრად მიწაში ჩასმული თიხალესილი ორმოები, მრავლად გამართული შენობების ირგვლივ, წყლისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. შულავერის გორა საკმაოდაა დაშორებული წყალს და მისი მარაგის შენახვა უთუოდ საჭირო იქნებოდა. იმირის გორაზე კი, რომელიც წყლის პირას მდებარეობს, ასეთი ორმოები არ არის. ალიზისაგან აგებული სამეურნეო კერისა თუ ღუმელის ნაშთები შულავერის გორაზე მხოლოდ N1 შენობასთანაა გამოვლენილი. სხვა შემთხვევებში შეინიშნება ცეცხლის მოქმედების კვალი შენობის გარეთა კედლებზე. იმირის გორაზე, ამას გარდა, ეზოში, შენობის კედელთან გაითხარა ღრმული, სავსე ნაცრითა და ნახშირით. ამრიგად, უეჭველია, სამეურნეო კერა ეზოებში იმართებოდა. შულავერის გორაზე გამოყენებული სამშენებლო მასალა და ხერხები, თვით ნაგებობის ტიპი მსგავსად, მარტივად გამოიყურება. ძირითადი სამშენებლო მასალაა მოყვითალო-ნაცრისფერი – ნაცრისფერი თიხა. ამ თიხისაგან დამზადებული, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ალიზი, რომელიც კედლების ამოსაყვანად გამოიყენება, მათ დასაწყობად განკუთვნილი ხსნარი, ნახმარია კედლებისა და იატაკის შესალესად და მოსაპირკეთებლადაც. საამისოდ თიხა გულდასმითაა დამუშავებული. საალიზე თიხა გამჭლევებულია როგორც არაორგანული, ისე ორგანული (მსხვილი ქვიშა, ნამჯა) მინარევებით და კარგადაა მოზელილი. მცირე ზომის ნაგებობებში უფრო ხშირად გამოყენებულია მოგრძო – გუნდისებური, ძირბრტყელი ალიზი, დაყალიბებული მარტივად - ხელით, ზომით 30X20X8, 25X15 სმ; საცხოვრებელ და სხვა მოზრდილ შენობებში ნახმარია აგრეთვე არასტანდარტული, მაგრამ უფრო გულდასმით, შესაძლოა ფიცრის გამოყენებით დაყალიბებული ალიზები, ხშირად ზომით 50X??X8 სმ და, ამიტომაც ლეკალური. ნაგებობის კედლები დაწყობილია ცალპირად, ჰორიზონტულ რიგებად, რასაც უზრუნველყოფს როგორც ალიზის, ისე ხსნარი

სურ.15 შულავერის გორა ალიზის წყობა

(53) ფენის თანაბარი, თითქმის სტანდარტული სისქე. კედლები იდგმება უშუალოდ მიწაზე, საძირკვლის გარეშე. როგორც ითქვა, შენობის იატაკი მიწის პირთან შედარებით ორმოცდაათიოდე სანტიმეტრით დაბალია ხოლმე. ჯერჯერობით სავსებით ნათელი არაა წინასწარ ითხრებოდა შენობისთვის ორმო, თუ იატაკისა და მიწისპირის დონეთა განსხვავება გამოწვეულია ამ უკანასკნელის საგანგებო აწევით? საქმე ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში შენობის კედლის ძირი გამაგრებულია საკმაოდ მძლავრი (50 სმ სიგანისა და 70 სმ სიმაღლის) თიხატკეპნილი სარტყლით, რომელიც ერთიანად კრავს, აწონასწორებს მასში მოქმედ გამბჯენ ძალებს, სწევს საძირკველის მაგივრობას: შესაძლოა, რომ მშენებლობის დამთავრების შემდეგ ხდებოდა ფართობის ეზოს მოსწორება, აწევა სარტყლის სიმაღლემდე. კედლის წყობის სიმტკიცეს, პირველ ყოვლისა უზრუნველყოფს წმინდა სტრუქტურის, კარგად მოზელილი პლასტიკური თიხის ხსნარი, ბევრად უფრო მკვრივი, ვიდრე ალიზი. წყობის რიგებს (54) შორის ხსნარის სისქე უდრის 2-3 სმ; ის მთლიანად ავსებს გვერდიგვერდ დადებულ ალიზებს შორის დატოვებულ 2-3 სმ არესაც. წყობა თავისუფალია და, ამიტომ, ზოგჯერ გადაუბმელიც,  როგორც ეს ბუaნებრივად მოსალოდნელი იყო ამ ტიპის ნაგებობებში, კედლის თანდათანობითი გადასვლა გადახურვის სიმრუდეში თითქმის ძირიდანვე შეიმჩნევა; აშკარად იგრძნობა შენობის ერთიანი კონუსურობა. შენობის ტანის თანაზომიერი დავიწროება და მისი დამაგვირგვინებელი გუმბათი მიღებულია კედლის წყობის ყოველი ახალი ფენის 2–3 სმ წინ წამოწევითა და, მაშასადამე, წრიული ან ოვალური შენობის დიამეტრის თანდათანობითი შემცირებით. კარის ღიადის თავზე, როგორც ჩანს, გაიდებოდა ხოლმე მოკლე, თხელი ფიცარი, რომელიც დროებით, შენობის მთლიანად ამოყვანამდე, აკავებდა წყობის ზედა რიგებს; ვიწრო სარკმლების ღიადებს, ცხადია, ასეთი რამ არ ესაჭიროებოდა. შენობის კედლები როგორც გარედან, ისე შიგნიდან მთლიანად შელესილია თიხის ხსნარით, რომლის სისქე ორ სანტიმეტრამდე აღწევს; ნალესობა ფარავს კედლის უსწორმასწორობას, გამოწვეულს წყობის ზემოაღნიშნული თავისებურებითა და, გარდა ამისა, სიმტკიცესაც მატებს მას. ამრიგად, შულავერის გორის შენობები აგებულია ერთი გარკვეული წესით, ჩამოყალიბებული - ტრადიციული გეგმითა და კონსტრუქციებით, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მათ მონოლითურობასა და გამძლეობას; ეს შენობები, როგორც ჩანს, ერთხანს მაინც აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნილებას. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ცალპირად დაწყობილი ალიზის გუმბათური შენობები თავისთავად საკმაოდ სუსტი იქნებოდა და პერიოდულად საჭიროებდა გამაგრება - განახლებას. ამის აშკარა კვალი მრავალ ადგილას შეინიშნება. ამის მაგალითად შულავერის გორის შენობათა N1 კომპლექსიც გამოდგებოდა. შენობათა ეს კომპლექსი ექცევა, დაახლოებით, გათხრილი ფართობის ცენტრალურ ნაწილში, შედგება სულ ცოტა 3 ცალკეული ნაგებობისაგან: საცხოვრებელი, ღუმელი და სამეურნეო "ორმო", და უჭირავს 20 კვ.მ ფართობი. გათხრების დროს სადღეისოდ მიღწეულ უკიდურეს ქვედა (V) სამშენებლო პერიოდში ამ ადგილას მდგარა ალიზის მოზრდილი შენობა, რომლიდანაც გადარჩენილია კედლის პატარა ნაწყვეტი და კვერცხისებური მოყვანილობის თიხის კერა. მომდევნო სამშენებლო (55) პერიოდში (IV) ეს შენობა გაუქმებულა; აქ სხვა შენობის ეზოა სავარაუდებელი. N1 კომპლექსის მთავარი ნაგებობა პირველად ჩნდება III სამშენებლო ფენაში; ეს არის 4 კვ.მ. ფართობის მქონე უწესო წრიული ალიზის შენობა, იატაკში ჩალესილი "კვერცხისებური" კერით კედლის ძირთან, SO მხარესა და მოპირდაპირე NW მხარეს გაჭრილი ოთხკუთხა კარით, რომლის თავზეც გადებული ყოფილა ფიცარი. ეს შენობა W მხრით ნაწილობრივ დაშენებულია იქვე მდგარ (N10) შენობაზე, რომელიც მასზე ადრეა აგებული, მაგრამ შესაძლოა ამ დროსაც მოქმედებდა. N1 კომპლექსის ამ თავდაპირველ შენობას SW მხრიდან, გარედან მიდგმული ჰქონდა თიხალესილი ღუმელი. სამხრეთით შორიახლოს უნდა მდგარიყო წრიული გეგმის პატარა სამეურნეო სათავსი, მიბმული ძლიერ მორკალული კედლის (N6) W ბოლოზე, რომლის მეორე O ბოლოსთან ასეთივე წრიული პატარა შენობის ნაშთი ჩანს; მათ შორის მოტკეპნილ და მომწვარ იატაკში ოვალური კერის ღრმულია გადარჩენილი. გარდა ამისა, ამ სამშენებლო ფენაში გამოვლენილია 8 საცხოვრებელი და მთელი რიგი სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა - "ხარო" და წყლის რეზერვუარი. N1 კომპლექსის პირვანდელი შენობის იატაკი რამდენიმეჯერ ყოფილა განახლებული, მკაფიოდ ჩანს 4 თიხატკეპნილი შრე, 20-30 სმ სიმძლავრის ნაცრიან ფენებზე; ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მუდმივი ცეცხლისთვის განკუთვნილი კერიდან ამოღებული ნაცარი (მეტად წმინდა, სუფთა, თეთრი ფერისა,- იქნებ წივისა?) ოთახიდან არ გაჰქონდათ, რის გამოც იატაკის დონე თანდათანობით მაღლდებოდა და დროგამოშვებით ხელახლა ილესებოდა თიხით, თანაც თითოეულ იატაკთან ახალი კერა იმართებოდა. ამ გზით იატაკის დონემ თითქმის 1 მეტრით აიწია, რის გამოც შენობის შინაგანი სივრცე საგრძნობლად უნდა შემცირებულიყო. საჭირო გახდა შენობის განახლება; მთავარი კი უნდა ყოფილიყო როგორც ამ, ისე სხვა შენობების მოძველება, პერიოდული განახლება, რის გამოც თანდათანობით მაღლა იწევდა შენობების მიერ დაკავებული ფართობის საერთო დონე; განუხრელად მაღლდებოდა ხრამის სანაპირო ველის დონეც. ამჟამად მეტად ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენ ხანს იარსება თავდაპირველი სახით N1 კომპლექსის საცხოვრებელმა (56) შენობამ. II სამშენებლო პერიოდში მას მნიშვნელოვანი გადაკეთება განუცდია. ამ დროისათვის იატაკის დონე ორჯერ მაინც უნდა ყოფილიყო განახლებული; თითქოს დაზიანებული ჩანს კედელი S მხარეს; ყოველ შემთხვევაში, საჭირო გამხდარა რადიკალური ცვლილებები, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ შეცვლილი ყოფილა გარემო სიტუაციაც: ძველი კარი გაუქმებული იქნა, გუმბათი მოშლილი და ხელახლა აგებული უფრო მაღლა; ახალი კარი გაიჭრა ძველის საპირისპიროდ - NO მხარეს, მოეწყო ახალი "კვერცხისებური" კერა და მოილესა იატაკი. კერის გვერდით, SW მხარეს კედელში გაჭრილი იქნა ორნაწილედი, ვიწრო, ვერტიკალური სარკმელი, რომელიც სწორედ იქ მოდის, სადაც გარედან ადრე კერა იყო გამართული. ამ ადგილას, საცხოვრებელ შენობასა და მის სამხრეთით 70 სმ მანძილზე მდგარ სამეურნეო შენობას შორის, ამოყვანილი იქნა ალიზის ნახევარცილინდრული თაღი; NO ბოლოთი ის დაუკავშირდა მთავარი შენობის კედელში გაჭრილ სარკმელს, მის SW ბოლოში კი, ზემოდან დატოვებული იქნა პატარა ხვრელი - საკომური. ასე გაიმართა ღუმელი, ძველი კერის ალაგას, რომელიც წინასწარ დაფარეს და გადალესეს თიხით. თუმცა ღუმელში, რომლის კედლები შიგნიდან ძლიერ იყო გამომწვარი და გაჭვარტლული ცეცხლის მოქმედებისაგან, აღმოჩნდა სანახევროდ დამწვარი ცხვრის ძვლები, მისი დანიშნულება სავსებით ნათელი მაინც არ არის, რადგან ღუმელის ყოველდღიური ხმარება მეტად გაძნელდებოდა "სარკმლის" სივიწროვის გამო. II სამშენებლო პერიოდში სხვა ცვლილებაც მომხდარა. N1 კომპლექსის ირგვლივ აიგო რამდენიმე ახალი შენობა (NN 7, 9, 2, 13, და სხვა), რომლებმაც დაფარა წინა სამშენებლო დონის შენობები (NN 4, 10, 14, და სხვა), განახლებული იქნა N3 შენობა, რომელიც ამის გამო ახალი სამშენებლო დონის სიმაღლეზე ამოვიდა. ამ დონის საერთო დაგეგმარება ისევე, როგორც წინა ხანის დონეებისა, თითქოს რაიმე წესს არ ემორჩილება - შენობებს არ ემჩნევა გარკვეული წესის მიხედვით განაწილება, ორიენტაცია ან დაჯგუფება; მკაფიოდ არა ჩანს ეზოები, საცირკულაციო არეები და სხვა. ყოველივე ეს ერთგვარი უწესრიგობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასეთი შთაბეჭდილება სწორი არ უნდა იყოს; იგი, საფიქრებელია, იმიტომ იქმნება, რომ ჯერჯერობით გათხრილია ნასოფლარის მეტად მცირე ნაწილი, სადაც, ამასთანავე, სხვადასხვა სამშენებლო ფენების კუთვნილი (57) შენობების დარწმუნებით გამოყოფა ვერ ხერხდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ შულავერის გორა და ამ ტიპის სხვა ნასოფლარები წარმოებითი მეურნეობის განვითარების შედარებით დაწინაურებულ საფეხურს განეკუთვნება და ზოგიერთ შორეულს, მაგრამ უთუოდ ანგარიშგასაწევ ანალოგიასაც გავიხსენებთ, მაშინ შულავერის გორაზე დამოწმებულ უწესრიგო დაგეგმარებას შეიძლება ახსნა მოეძებნოს. ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი წარმოებითი მეურნეობის სხვადასხვა კერის, კერძოდ, შუა აზიის ადრემიწათმოქმედი სამოსახლოების შესახებ; სწორედ მათ მიხედვით საგანგებოდაა შესწავლილი, საზოგადოების სამეურნეო და სოციალური წყობის განვითარების შედეგად, მშენებლობის თავისებურებათა და დასახლების აგებულების თანდათანობითი ცვალებადობა. იქ სრულიად გარკვევით არის დადგენილი საცხოვრებლის კანონზომიერი ევოლუცია ადრეული პერიოდის ერთოთახიანი სახლებიდან მრავალოთახიანი სახლების მასივებისაკენ, რომლებიც გვიანი ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანისათვისაა დამახასიათებელი. შუა აზიის უადრესი სამიწათმოქმედო კულტურის, ე.წ. ჯეითუნის კულტურის სამოსახლოების გამთხრელებს დადგენილი აქვთ გარკვეული გეგმის მიხედვით აგებული ოთხკუთხა ერთოთახიანი სახლები, რომლებსაც ჰქონდათ პატარა ეზო, მეტად მცირე ზომის დამხმარე სათავსებით. ვარაუდობქნ, რომ ყოველი სახლი (საშუალო ფართობი 23,5 კვ.მ) 5-6 სულისაგან შედგენილი წყვილადი ოჯახის საცხოვრებელი იყო. სახლებთან აგებული დამხმარე სათავსები ოჯახის წევრთა პირადი ქონების (ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, შრომის იარაღები, სამკაული და სხვა) შესანახად გამოიყენებოდა. საცხოვრებელი სახლების გარდა არსებობდა შენობები, განკუთვნილი სურსათის მარაგისათვის, თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი მოედანი, რომლებიც საერთო იყო მთელი სოფლისათვის. ამრიგად, მიაჩნიათ, რომ შუა აზიის ნეოლითური ხანის სამოსახლო ეკუთვნოდა ერთ საგვარეულო კოლექტივს, რომელიც საერთო მეურნეობას ეწეოდა. ტექნიკის დაბალი დონე ერთიანი, დიდი სახლების აგების საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომ წყვილადი ოჯახები ერთოთახიან შენობებში ცხოვრობდნენ. ასეთი სურათი ჩანს, კერძოდ, ჯეითუნის ნასოფლარზე. დასახლების ასეთი დაგეგმარება და საცხოვრებლის ტიპიური ერთოთახიანი სახლი შუა აზიის სამიწათმოქმედო ცენტრში დიდი (58) ხნის განმავლობაში ძირითადად უცვლელად დარჩენილა; ჯეითუნის მომდევნო ანაუ I, ნამაზგა I, შემდეგ ნამაზგა II (იალანგაჩის) ხანის ყველა შესწავლილ ნამოსახლარზე (დაშლიჯი–დეფე, იალანგაჩ–დეფე, მულალი-დეფე და სხვა) ერთოთახიანი საცხოვრებელი სახლი სამოსახლოს სტანდარტული ერთეული იყო. არსებითი ხასიათის ცვლილება ხდება განვითარების მომდევნო საფეხურზე. ერთოთახიანი საცხოვრებლების ნაცვლად, დასახლებას შეადგენს მრავალოთახიანი სახლების მასივები - უბნები, რომელთა შორის დატოვებულია ვიწრო გასასვლელები - შუკები და შესახვევები. მრავალოთახიანი სახლები შედგება რამდენიმე საცხოვრებელი სათავსისაგან, საერთო სამეურნეო ეზოსაგან, სადაც სურსათის შესანახი ნაგებობაა მოთავსებული და საერთო სამლოცველოსაგან -ასეთ კომპლექსში ცხოვრობდა რამდენიმე ოჯახი, რომელსაც გააჩნდა საერთო სამზარეულო და სამლოცველო. ანალოგიური სურათი, ცხადია სხვადასხვა ვარიაციით, დადგენილია გეოკსიურის ოაზისის არაერთ ნამოსახლარიხე (ყარა–დეფე, გეოკსიური 1, ჩონგ-დეფე და სხვა). მრავალოთახიანი ბინის საცხოვრებელი ოთახისა და უფრო ადრეული ერთოთახიანი სახლის ფართობები შუა აზიის ნასოფლარებზე დაახლოებით ერთნაირია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ  ერთშიცა და მეორეშიც წყვილადი ოჯახი ცხოვრობდა. რადგან (59) მრავალოთახიან სახლში 6–8 საცხოვრებელია გაერთიანებული, ხოლო მათში მოსახლე წყვილადი ოჯახის შემადგენლობაში 5-6 სული ივარაუდება, მისი მცხოვრებლების, ე.ი. დიდი ოჯახის რაოდენობას 35-45 სულით განსაზღვრავენ.

სურ.17. ჯეითუნი. ერთოთახიანი სახლები (მასონის მიხედვით)

საყურადღებოა, რომ ყარა-დეფეს ზედა სამშენებლო ფენაში, რომელიც შედარებით მომცრო ნასოფლარს წარმოადგენს, დაახლოებით 25 მრავალოთახიანი სახლი მდგარა; მაშასადამე, სოფლის მოსახლეობის რიცხვი 1000-1100 სულს აღწევდა. გავიხსენოთ, რომ ნეოლითურ ჯეითუნში 35-40 ერთოთახიანი შენობის მოსახლეობის რაოდენობა 240 სულს არ აღემატებოდა და ნათელი გახდება, რა დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები მომხდარა საზოგადოების ეკონომიურ, სოციალურსა და კულტურულ ცხოვრებაში. ძველი აღმოსავლეთის ზოგიერთი ოლქის უძველესი ნასოფლარების გათხრების მონაცემებზე დაკვირვება უფლებას აძლევს ზოგიერთ მკვლევარს დაასკვნას, რომ იქაც ასახულია მრავალოთახიანი თემის ჩამოყალიბების პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები სამოსახლოს აგებულებასა და დაგეგმარებაში. იერიქონის წინაკერამიკული ნეოლითის ხანის სოფლის ორივე სამშენებლო (60)

სურ.18. გეოქსიურ 1. მრავალოთახიანი სახლი (მასონის მიხედვით)

ფენაში (VII-VI ათასწლ. ძვ.წ.) გამოვლენილია ჯერ ოვალური, ხოლო შემდეგ ოთხკუთხა საცხოვრებლები, რომელთა ფართობი 28-32 და 21-28 კვ.მ უდრის, პატარა სამეურნეო სათავსებითურთ, ე.ი. ერთოთახიანი საცხოვრებელი კომპლექსები. მცირე აზიის სამხრეთის ნეოლითურ ნასოფლარებზე ჰაჯილარსა და ჩათალ-ჰუიუკზე დადგენილია სრულიად გარკვეული სახის დაგეგმარება. ჰაჯილარის III ფენაში, გალავნით გარშემორტყმულ არეზე მდგარა 8-10 შენობა - 20-50 კვ.მ ფართობის ოთახი, პატარა დერეფნით (შენობის ეს ტიპი სამართლიანად ითვლება მცირე აზიისა და ეგეოსის ზღვის აუზისთვის დამახასიათებელი ორსათავსიანი ნაგებობის, ე.წ. მეგარონის პროტოტიპად). ჰაჯილარის VI ფენაში გათხრილი იქნა 11 ასეთივე ორსათავსიანი ნაგებობა. ჩათალ-ჰუიუკზე აღმოჩნდა ანალოგიური სახის ოთხკუთხა საცხოვრებლები - 20-30 კვ.მ ფართობის ოთახი კერითა და თიხატკეპნილი საწოლი მოედნით, და 1 ან 2 დამხმარე სათავსი. მაგრამ ჰაჯილარისაგან განსხვავებით, ეს შენობები მჭიდროდ იყო ერთიმეორეზე მიდგმული, საერთო ეზოს გარშემო, ჯგუფებად. მიაჩნიათ, რომ შეიძლება ამაში იყოს არეკლილი მრავალოთახიანი საცხოვრებლის ჩამოყალიბების პროცესი. ამ მხრივ გამონაკლისს არ უნდა წარმოადგენდეს ჩრდილო მესოპოტამიის ადრეული ნასოფლარები.ჰასუნას 1C ფენაში, მაგალითად, გამოვლენილია ორი ერთოთახიანი, დამხმარე სათავსებიანი სახლისა და ერთი წრიული შენობის ნაშთი; მათ შორის მოთავსებული იყო მარცვლეულის; შესანახი ხაროები. II ფენაში დაახლოებით ასეთივე, მხოლოდ ბევრად უფრო რთული დაგეგმარებაა; III და IV ფენებში ყალიბდება ეზოს გარშემო შეჯგუფული სახლების მასივები, რომელთაც ვიწრო გასასვლელები ყოფს, ხოლო V ფენა ნათლად წარმოადგენს მრავალოთახიანი სახლების მწყობრ დაგეგმარებას. მრავალოთახიანი შენობებისაგან შედგენილი სოფლები გამოვლენილია აგრეთვე თეფე - გავრას სხვადასხვა ფენაში. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ყველგან, სადაც ძველ სამყაროში წარმოებითი მეურნეობის ჩასახვისა და პირვანდელი განვითარების პროცესი მიმდინარეობდა, დასახლების ევოლუცია ძირითადად ერთნაირი გზით მიდიოდა; ცხადია, ამა თუ იმ მხარის ბუნებრივი პირობები, სამშენებლო მასალები და ტრადიციები თავისებურ დაღს ადებდა როგორც (61) ცალკეულ შენობებს, ისე მთელ სოფელს. რა ედო საფუძვლად იმ პროცესს, რომელმაც გამოიწვია გვარის, სისხლითი ნათესაობითა და საერთო მეურნეობით შეკავშირებული ამ ორგანიზაციის შიგნით ახალი სამეურნეო უჯრედის - დიდოჯახიანი თემის წარმოშობა და თავდაპირველი საგვარეულო სოფელი, შედგენილი ერთოთახიანი სახლებისაგან, მრავალოთახიანი სახლი-ბლოკების ჯგუფად ექცია? მკვლევართა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი იყო მოსახლეობის რიცხვის სწრაფი ზრდა და საერთო საგვარეულო მეურნეობის წარმოების გართულება; ამის შედეგად უნდა გამოყოფილიყო გვარიდან საგვარეულო თემები. ზოგის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა საწარმოო ძალების სწრაფ განვითარებას, შრომის ნაყოფიერების ზრდას; თუ წინათ საკვების მინიმუმის მოსაპოვებლად აუცილებელი იყო ადამიანთა გაერთიანება დიდ საგვარეულო კოლექტივებად, ამიერიდან მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას სავსებით შეეძლო უზრუნველეყო საკვებით ადამიანთა ბევრად უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფი - საგვარეულო თემი. ეს პროცესი თანდათანობით გაღრმავდა ტექნიკისა და წარმოების დაწინაურების შედეგად, ნატურალური მეურნეობის პირობებში, თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეეძლო უკვე ინდივიდუალურ ოჯახებს. აშკარაა, რომ ორივე ფაქტორი - საწარმოო ძალთა განვითარება და მოსახლეობის რიცხობრივი ზრდა მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული და ერთობლივად მოქმედებდა დასახლების ხასიათსა და სახეზე; საფიქრებელია, რომ სოციალ-ეკონომიურმა და დემოგრაფიულმა ცვლილებებმა აუცილებელი გახადა ცვლილებები მშენებლობაშიც. მართალია, დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია საკმარისი მასალა იმისათვის, რომ დამაჯერებლად აღვადგინოთ ქვემო ქართლის ადრეული სოფლების სახე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ზოგად კანონზომიერებას, რომელსაც ემორჩილება დასახლების ევოლუცია ძველ სამყაროში, შეიძლება ვიფიქროთ, რომ შულავერის გორის გათხრილ ფართობზე, II ფენაში დადგენილი დაგეგმარების "უწესოება" შემთხვევითი არ არის. შესაძლოა, ამ უწესრიგობის შთაბეჭდილებას ის ქმნიდეს, რომ გათხრილ ფართობზე მოექცა რამდენიმე "ერთოთახიანი" საცხოვრებლისაგან შედგენილი "მრავალოთახიანი სახლი -

ბლოკის" ნაწილი. ამ შემთხვევაში (62) მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ერთეული ნაგებობის გეგმის თავისებურება - წრიულობა, რაც არსებითად გამორიცხავს ერთი კომპლექსის შემადგენელი შენობების ორგანულად შერწყმის შესაძლებლობას.

სურ.19. იმირის გორა (ტოპოგრაფიული გეგმა)

როგორც ვნახეთ, ჩვენ მიერ ერთეულ საცხოვრებელ კომპლექსად გამოყოფილ ნაგებობაშიც (N1 კომპლექსი) მისი შემადგენელი ნაგებობანი ორგანულად კი არ ებმის ერთიმეორეს, არამედ დამოუკიდებელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ახლო-ახლო დგას ერთმანეთთან. გასათვალისწინებელია საერთოდ ყველა ნაგებობის, განსაკუთრებით დამხმარე-სამეურნეო შენობების ფართობის სიმცირე; დამხმარე სამეურნეო შენობები იმდენად მცირე ზომისაა, რომ მხოლოდ წყვილადი ოჯახის სამეურნეო-საოჯახო ინვენტარის, პირადი ნივთებისა და საყოველდღეო სურსათის შესანახად თუ გამოდგებოდა. სამეურნეო ეზოებიც, რომლებიც საცხოვრებელ სახლებთან შეინიშნება, საოჯახო სამზარეულოები უნდა იყოს. აქ ჯერჯერობით არ არის მიკვლეული ისეთი შენობები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს საკვების საერთო მარაგის შესანახად, მაგრამ უეჭველია მარცვლეულისა და სხვა პროდუქტებისათვის განკუთვნილი ხაროები თუ საგანგებო შენობები სოფელში უნდა არსებულიყო. შულავერის გორაზე გამოვლენილი ნაგებობების ზომები და დანიშნულება უფლებას (63)

სურ.20 იმრის გორა. (გათხრების საერთო ხედი)

გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ისინი მრავალოთახიანი სახლი-ბლოკის ნაწილია და ისეთ საზოგადოებას ეკუთვნის, სადაც უკვე დაწყებულია გვარიდან მრავალოჯახიანი თემის გამოყოფა და მიმდინარეობს შესაბამისი ცვლილებები ბინათმშენებლობაშიც. უეჭველია, კერძოდ, ისიც, რომ ასეთ ვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უხდა ყოფილიყო წრიული გეგმის შენობის სასარგებლო ფართობის გაზრდა. რადგან ზემოთ განხილული საკითხების გასაშუქებლად ჯერ-ჯერობით საკმაოდ მწირს, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ მასალას გვაძლევს ქვემო ქართლის კიდევ ერთი ნასოფლარი - იმირის გორა, რომლის გათხრა 1966 წლიდან დაიწყო, ამიტომ, მოკლედ აღვწერთ და დავახასიათებთ ამ ძეგლს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმირის გორა შედის ქვემო ქართლის ადრეული ნასოფლარების ქვემო - შულავერის ჯგუფში და მდებარეობს შულავერის გორის აღმოსავლეთით, 2 კილომეტრის მანძილზე. იმირის გორა დგას უშუალოდ შულავერის ღელის მარცხენა ნაპირზე, რომლის სიმაღლე აქ 6 მეტრს აღწევს. თუმცა (64) მდინარის კალაპოტი საკმაოდ ღრმაა; პერიოდული წყალდიდობის დროს წყალი ძლიერად აწვება ნაპირებს და რეცხავს მათ - კლაკნილი კალაპოტი თანდათანობით სწორდება სწორედ ამის შედეგადაა სანახევროდ მორღვეული ე.წ. გადაჭრილი გორა, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. იმირის გორის ჩრდილო–აღმოსავლეთი ნაპირიც მცირედ არის მორეცხილი. ჩრდილოეთისაკენ ხრამის ძველი კალაპოტის ნაპირი სულ 600-ოდე მეტრითაა მოცილებული. თვით ნასოფლარ ბორცვს მცირედ ელიპსური მოყვანილობა აქვს. ის ძლიერაა გადარეცხილ-გადაშლილი. მისი სიგრძე უდრის 90 მ, ხოლო სიმაღლე, ველის დონიდან - 4 მ. შულავერის გორისაგან განსხვავებით, იმირის გორა, შეიძლება ითქვას, დაუზიანებილია. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ნასოფლარმა მართლაც ხელუხლებლად მოაღწია ჩვენამდე, ათასწლეულების მანძილზე აქ მიდიოდა ინტენსიური ეროზია, გადარეცხვა, გადაქარვა, ნაპირის გამორეცხვა და დაჯდომა. გარდა ამისა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მოგვიანო ხანებში შემაღლება გამოყენებული ყოფილა სასაფლაოდ. მაგრამ იმირის გორას არ განუცდია ისეთი ნგრევა, როგორც შულავერის გორას ან ზოგიერთ სხვა ნასოფლარ ბორცვებს, რომლებიც ამჟამად მიწასთანაა გასწორებული. ეს იმის იმედს იძლეოდა, რომ აქ მაინც მოხერხდებოდა ნასოფლარის ყველა სამშენებლო ფენის შესწავლა და ამით შეგვექმნებოდა წარმოდგენა შულავერის გორის ზედა, წაჭრილი სამშენებლო ფენების, ე.ი. ამ კულტურის განვითარების შემდგომი საფეხურის შესახებ. რაკი პირველ რიგში აუცილებელი იყო ნასოფლარის ხასიათისა და სტრატიგრაფიის, ე.ი. ფენათა მონაცვლეობის დადგენა, იმირის გორაზე თავდაპირველად გაჭრილი იქნა ერთი რადიალური თხრილი, ბორცვის ცენტრიდან აღმოსავლეთის მორღვეული ნაპირისაკენ, სადაც გაშიშვლებული იყო სამშენებლო ფენების ნაწილი, მათ შორის ერთი ძლიერ გადამწვარ - გაწითლებული ხანძრისაგან. სწორედ აქ იყო მოკრებილი დაზვერვების დროს ისეთი არქაული ნიშნების მქონე კერამიკული ფრაგმენტები და ძვლისა და ობსიდიანის ვულკანური წარმოშობის მინისაგან დამზადებული იარაღი, რომელიც ამ ძეგლის დიდ სიძველეზე მეტყველებდა. სტრატიგრაფიული თხრილის სიგრძე 50 მეტრს აღწევდა, სიგანე 5 მ; შემდეგში თხრილის დასავლეთი ბოლო (65) გაფართოებული იქნა 208 კვ.მ.-მდე, ხოლო აღმოსავლეთ ნახევარში ის გადიდებული იქნა ჩრდილოეთისაკენ 800 კვ.მ-მდე; ამრიგად, ჯერ-ჯერობით აქაც მეტად მცირე ფართობია შესწავლილი. გათხრილი ფართობის ზედა ფენები საშუალოდ 1,5 მ სიღრმეზე ძლიერ დაზიანებული აღმოჩნდა სხვადასხვა ხანაში აქ გათხრილი საფლავებით. აღმოჩნდა, ორმოცდაათამდე სამარხი და სამარხის ნაშთი, რომელთა მეტ ნაწილში მიცვალებულებს არავითარი ნივთები არ ჰქონდათ ჩატანებული. უინვენტარო სამარხები, დამხრობისა და ჩონჩხის მდებარეობის მიხედვით, ამ მხარის გვიანი ფეოდალური ხანის ქრისტიან და მაჰმადიან მოსახლეობას უნდა ეკუთვნოდეს; მხოლოდ 2 უინვენტარო სამარხი, მოქცეული ალიზის შენობების კედლების ქვეშ, უნდა განეკუთვნოს ნასოფლარის არსებობის ხანას. იმ სამარხებიდან, რომლებშიც ჩონჩხთან ერთად სხვადასხვა ნივთები - კერამიკა, იარაღი, სამკაული და სხვა აღმოჩნდა, ერთი ფეოდალური ხანისაა, ოთხი - ადრეფეოდალური - გვიანი ანტიკური, ერთი - ადრე ელინისტური, სამი გვიანი ბრინჯაოს ადრეული საფეხურისა. ამას გარდა ბორცვის ცენტრში აღმოჩნდა ადრე ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი და ბორბალი, რომლებიც შესაძლოა განადგურებული სამარხისა იყოს, და თითქმის მთლიანად დაშლილი ქვაყრილიანი ყორღანის ღრმა ორმო, რომელიც მასში მოპოვებული შავად გაპრიალებული ჭურჭლის მიხედვით ადრე ბრინჯაოს მოგვიანო ხანით უნდა განისაზღვროს. ამრიგად, ადრე ბრინჯაოს ხანიდან მოკიდებული, ვიდრე გვიან ფეოდალურ ხანამდე იმირის გორა თითქმის უწყვეტლივ ყოფილა დაკავებული სამაროვნებით. ცხადია, მათ საგრძნობი ზიანი მიაყენეს ნასოფლარის ზედა ფენებს. იმირის გორაზე გაჭრილი სტრატიგრაფიული თხრილის მიხედვით, რომლის საშუალო სიღრმე მიწის ზედაპირიდან 2 მ უდრის, ჯერჯერობით დადგენილია ალიზის წრიულ-გუმბათური შენობების 6 სამშენებლო ჰორიზონტი. გრუნტი, ე.ი. უძრავი დედაქანი მიღწეული იქნა მხოლოდ აღმოსავლეთ ნაპირთან, სადაც ის გორის უმაღლესი წერტილიდან 6 მ, ხოლო მდინარის პირიდან 5 მ აღწევს. როგორც აღვნიშნეთ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნაპირი აქ მორღვეულია მდინარის მიერ. გამორეცხვა ადრეც მომხდარა, რის გამოც ნაპირი დაბზარულა, რამდენიმე საფეხურად დამჯდარა და გრუნტი (66) დაახლოებით 1,5-2 მეტრით დაწეულა.

სურ.21. იმირის გორის გათხრილი ფართობის აღმ.ნაწილი

რადგან ითხრება იმირის გორის აღმოსავლეთი ფერდობის ნაწილი, რომელიც საგრძნობლადაა გადარეცხილი და დაქანებული, ზედა სამშენებლო ჰორიზონტები ნაპირისაკენ თითქმის მთლიანად გამქრალია. უკიდურესი ზედა სამი ჰორიზონტის კუთვნილი შენობების რამდენიმე ნაწყვეტი ფიქსირებულია მხოლოდ სტრატიგრაფიული თხრილის დასავლეთ ბოლოში, ე.ი.  გორის ცენტრალურ ადგილას (NN 1, 2, 4, 5. 6, 3, 7, 11) და ნაწილობრივ ფერდობზეც (NN.25, 26, 32). მათ ქვეშ მდებარე IV, V და VI ჰორიზონტები გამოჩენილია უკვე უშუალოდ ფერდობზე (NN. 15, 27-29, 13, 14, 16, 8). სამწუხაროდ, საკუთრივ სტრატიგრაფიული მონაცემებით არ ხერხდება იმირის (68) გორაზე გამოვლენილი რამდენიმე ფრიად საყურადღებო შენობის მიკუთვნება ამა თუ იმ სამშენებლო ფენისადმი - ისინი უშუალოდ ნასოფლარის მორღვეულ და დამჯდარ ნაპირთან ექცევიან და ჯერჯერობით მათი შესატყვისი ფენის შენობები არა ჩანს. ესენია შენობები NN9-10 და 8. იმირის გორაზე ზემოაღნიშნულ ჰორიზონტებში გათხრილი სხვადასხვა ზომის ორმოცზე მეტი ნაგებობა ერთი შეხედვით არ განსხვავდება შულავერის გორის შენობებისაგან. ისინი აქაც წრიული ან ელიპსური გეგმისაა და, ძირითადად, ორი ზომის: მოზრდილი საცხოვრებელი დიამ.3-4 მ და მომცრო დამხმარე, მასთან ახლოს მიდგმული, დიამ. 1,5 მ მათთან შეინიშნება დაბალი მორკალული კედლები, რომლებიც ეზოს უნდა ფარგლავღეს. შენობები კონუსური და გუმბათით გადახურულია. არც მშენებლობის ხერხებში ჩანს არსებითი განსხვავება. შენობები აგებულია წინასწარ მოსწორებულ ფართობზე, საძირკვლის გარეშე; მხოლოდ ერთგან (N13 შენობა) კედლის ძირში დაწყობილი იყო ერთ ფენად ბრტყელი, ოთხკუთხა ალიზები, ცოტათი უფრო ფართო, ვიდრე ჩვეულებრივად გამოყენებული ძირბრტყელი, ამოზურგული ალიზები (ზომა - 32X20X7 სმ.) (69)

სურ.23. იმირის გორა. შენობა N8

თვით გუნდისებური (პლანოკონვექსური) ალიზების ზომები არაა სტანდარტული და მერყეობს 38X15X10 და 35X16X10 სმ შორის. კედლები დაწყობილია გადაბმით, მეტად მკვრივ თიხის ხსნარზე. კედლის ძირებს გარშემო შემოუყვება მიტკეპნილი თიხის სარტყელი. ტრადიციულია გუმბათის ამოყვანის წესიც და ნაგებობის ერთიანი, ორმხრივი შელესვა თიხის სქელი ხსნარით და იატაკების მსუბუქად მოლესვა. დაგეგმარებისა და მშენებლობის ტრადიციულ წესებთან ერთად, იმირის გორაზე ზოგიერთი თავისებურება და მნიშვნელოვანი სიახლეც ჩანს. ჯერ ერთი, არ არის დადასტურებული გუმბათის ამაღლებით ნაგებობის განახლების არც ერთი შემთხვევა. ზოგან იატაკი რამდენიმეჯერ არის შეკეთებულ - მოლესილი, მაგრამ მისი დონე საგრძნობლად არაა აწეული შემდეგ ჯგუფად შეკრულ შენობებს შორის თითქოს უფრო მეტი ფართობია დატოვებული, ვიდრე შულავერის გორაზე და ისინი დაფარულია მკვრივად დატკეპნილი, მრავალშრიანი, მძლავრი ნაცრიანი ფენებით. ასეთი ნაცრიანი ფართობი აკრავს, მაგალითად, IV ფენაში გამოვლენილ საცხოვრებელს (N27, 29), რომელიც შედგება ეზოს ირგვლივ შემორტყმული ალიზის კედელში ჩართული მოზრდილი საცხოვრებლისა (დიამ. 3 მ) და პატარა დამხმარე (დიამ. 1 მ) წრიულგუმბათიანი ნაგებობისაგან.

სურ.24. იმირის გორა. შენობა N8 (რეკონსტრუქცია)

ეზოში, შენობის კედელთან გამართული იყო სამეურნეო კერა და ეწყო ძვლისა და ქვის იარაღები. მჭიდროდ შეკრული ასეთი უჯრედების ჯგუფი შეადგენს, როგორც ჩანს, ერთიან საცხოვრებელ კომპლექსს. ჯერ-ჯერობით არ შეგვხვედრია მომცრო, თიხალესილი ორმოები - წყლის რეზერვუარები, რომლებიც ასე მრავლადაა შულავერის გორაზე და წყლის სიახლოვის  გამო ზედმეტიც იქნებოდა. მაგრამ უთუოდ ყველაზე მეტად საყურადღებოა ცვლილებები, რომლებიც ჩანს სხვადასხვა სამშენებლო ფენის ორ შენობაში; ის ასახავს ნაგებობის ახალი (70) გეგმისა და კონსტრუქციების ძიების პროცესს, რომლის უმთავრესი მიზანი თითქოს შინაგანი სივრცის გადიდება უნდა იყოს. საჭიროდ მიგვაჩნია ამ შენობების უფრო დაწვრილებით განხილვა. პირველი ამ შენობათაგანი, VI ფენის №8 სახლი, მდებარეობს ნასოფლარის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს არის საშუალო ზომის, ოვალური მოყვანილობის გეგმის წრიულ-გუმბათური ნაგებობა, დაგრძელებული N0-SW მიმართულებით, რომელსაც ჩრდილო - დასავლეთიდან მიდგმული აქვს 3/4 წრიული გეგმის მომცრო დერეფანი, მასთან კარით დაკავშირებული; დერეფნის ჩრდილო კედელში გაჭრილია კარი, ხოლო დასავლეთ კედელში - ვიწრო, ვერტიკალური სარკმელი. ოთახის ზომა უდრის 4,25X3,60 მ, ხოლო დერეფნის დიამეტრი - 2,25 მ. შენობის კედლები გადარჩენილია 75 სმ სიმაღლემდე და მათ უკვე ემჩნევა გუმბათური გადახურვის სიმრუდეში გადასვლა; ეს საშუალებას იძლევა დაახლოებით მაინც იქნეს გამოთვლილი ნაგებობის სიმაღლე, რომელიც 2,25 მ ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. დერეფანში გასასვლელი 80 სმ სიგანის კარის ორივე გვერდთან, შენობის შიგნიდან პერპენდიკულარულად მიდგმულია ორი, თითქმის პარალელური კედელი, რომელიც ქმნის ვიწრო, 1,2 მ სიგრძის "კორიდორს", გამოწეულს ინტერიერში თითქმის შუაგულამდე. მსუბუქად მოტკეპნილი იატაკის ცენტრში გამართულია ოვალური (80 სმ) ჩაღრმავება, მომწვარი და ნაცრით სავსე ცენტრალური კერა. როგორც მთავარი შენობა, ისე დერეფანი აგებულია ერთნაირი ალიზით და მათი კედლების სისქე თანაბარია. ორმხრივ ნალესობასთან ერთად კედლების სისქე 20 სმ არ აღემატება. ამის მიუხედავად, ჩანს, რომ დერეფანი შენობასთან შედარებით დაბალი ყოფილა, რასაც მოწმობს მისი კედლის დასავლეთის მხარის მნიშვნელოვანი სიმრუდე. საფიქრებელია, რომ დერეფანს არ უნდა ჰქონოდა მთლიანად შეკრული გადახურვა და ის ნახევარგუმბათის სახით ებჯინებოდა მთავარი ნაგებობის კორპუსს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან. ცხადია, ამის შედეგად შენობის კედელი და გადახურვა განიცდიდა მნიშვნელოვან გადატვირთვას, რაც განსაკუთრებით საგრძნობი უნდა ყოფილიყო იმის გამო, რომ ნაგებობის სიმტკიცე სწორედ ამ მხრიდან იქნებოდა შესუსტებული ფართო და, საფიქრებელია, მაღალი კარის ღიადის დატოვებით. ყოველივე ეს კი შენობის (71) გადატვირთული ნაწილის გამაგრებას საჭიროებდა, რისთვისაც კარის ორივე მხარეს კედლის პერპენდიკულარულად ამოიყვანეს თითო მოკლე კედელი, რომელიც უეჭველია, შიგნიდან აკავებდა შენობის გადახურვას. ასეთი მძიმე და არარაციონალური კონსტრუქციის გამოყენება შეიძლება აიხსნას მხოლოდ შენობის ფართობის გადიდების უკიდურესი საჭიროებით; ამ ამოცანის გადაჭრა აქ ნაცადია ორი სათავსის - ოთახისა და დერეფნის ორგანულად ურთიერთდაკავშირებით, რაც ტრადიციული წრიულ -გუმბათური არქიტექტურის პირობებში დიდ სიძნელეს წარმოადგენს. საკუთრივ წრიული ნაგებობის ზომები მეტად შეზღუდულია სამშენებლოდ გამოყენებული მასალის - ალიზის, თიხის ხსნარისა და გადახურვის კონსტრუქციის - წრიულ კედელზე ამოყვანილი ცრუ გუმბათის მექანიკური თვისებებით. ამ მასალისა და მშენებლობის ხერხის ყველა შესაძლებლობა აქ, როგორც ეტყობა, უკვე ამოწურული იყო. საყურადღებოა, რომ ანალოგიური მდგომარეობა შეინიშნება წინა აზიის ზოგიერთ სხვა ნასოფლარზეც, სადაც წრიული გეგმის შენობებია აღმოჩენილი. ასე, მაგალითად, ჰასუნას 1 C ფენაში სწორკუთხა შენობების გარდა გათხრილია ერთი ოვალური საცხოვრებელი ნაგებობა, რომლის დიამეტრი 5,5 მ უდრის. შენობის შიგნით, წრიულ კედელთან პერპენდიკულარულად მიდგმულია 3 მოკლე კედელი. ამ კედლების დანიშნულების შესახებ დანამდვილებით არაფერია ცნობილი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ შენობის სიდიდეს (მისი ფართობია 25 კვ.მ) შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ისინიც წარმოადგენდა გუმბათის დამჭერ საბჯენებს; ასეთივე სურათია გავრას XVII ფენაში, სადაც შენობათა დიამეტრი 4,25-5,51 მ უდრიდა. იმირის გორის N8 შენობის ფართობი დაახლოებით 14 კვ.მ-ია და ამიტომ გუმბათს არავითარი საყრდენი არ დასჭირდებოდა, ზედ მიშენებული დერეფნით რომ არ ყოფილიყო გადატვირთული. დერეფნიანად ნაგებობის ფართობი უკვე 28 კვ.მ უახლოვდება. N8 ნაგებობა ძირითადად საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. აქ პირველად ვხედავთ ოთახის შუაგულში გამართულ სტაციონარულ კერას. ამ კერის გარდა, ჩრდილოეთ მხარეს, კედლის ძირში გამართული იყო კიდევ ერთი, ტრადიციული, კვერცხისებური მოყვანილობის თიხის კერა, სანახევროდ იატაკში ჩალესილი. კერის ძირი მოკირწყლული იყო წვრილი ბრტყელი კენჭებით; იგი (72) სავსე იყო წმინდა, მოთეთრო ნაცრით, რომელიც ოთახის იატაკზეც სქელ ფენად იდო.

სურ.25. იმირის გორა. №8 შენობა

კედლის ნალესობას ზოგან ემჩნეოდა ცეცხლის მოქმედების მკრთალი კვალი. კვერცხისებური კერის მახლობლად, კედელთან ეწყო ობსიდიანის იარაღი, ნუკლეუსები, ანატკეც - ანამტვრევები, ქვის გახეხილ-გაპრიალებული პატარა ცულები, ქვის გრდემლები, კვერები და საპრიალებლები, აგრეთვე ძვლის იარაღი. უეჭველია, აქ უნდა ყოფილიყო გამართული სახელოსნოც. აღსანიშნავია, რომ N8 შენობას გარედან, ჩრდილოეთის მხრიდან ებმება ალიზის მორკალული კედლის ნაწყვეტი, რომელთანაც ისევ ობსიდიანის რამდენიმე ნუკლეუსი და ლამელა აღმოჩნდა. შესაძლოა, ესეც ამ შენობის მინაშენის ნაშთი იყოს. კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა იმირის გორის მეორე შენობა N9-10. სამწუხაროდ, ის ჯერ-ჯერობით ვერ უკავშირდება ნასოფლარის რომელიმე გარკვეულ სამშენებლო ფენას. როგორც ჩანს, იგი №8 შენობის შემდეგაა აგებული, რადგან ნაწილობრივ ჩამოჭრილი აქვს როგორც ამ უკანასკნელის კედლის აღმოსავლეთი მხარე, ისე N8 შენობის გაუქმების შემდეგ აქვე გამართული სამარხის ნახევარი. N9-10 შენობა მდებარეობს უშუალოდ მდინარის ნაპირას. შენობის აღმოსავლეთი ნაწილი მონგრეულია წყლის მიერ. როგორც ზემოთ აღინიშნა, შულავერის ღელის კალაპოტი აქ საკმაოდ ღრმა და ვიწროა და მისი მნიშვნელოვანი გადაადგილება (73) გამორიცხულია, ამრიგად, შენობის აღმოსავლეთი ნაწილი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ამ მხრიდან მას რაიმე მინაშენი არ ჰქონდა და ბუნებრივად შევკრავთ გეგმაზე მორღვეულ კედელს, ძალიან ახლოს, სულ მეტი 10 მ მანძილზე მოდის მდინარის შვეულ ნაპირთან, რომელსაც გამუდმებით ემუქრება გამორეცხვის საფრთხე. მართლაც, გათხრებმა დაგვანახა, რომ ნაპირი ამ ადგილას ერთხელ უკვე ყოფილა გამორეცხილი და, ამის გამო, დამჯდარი. ეს მომხდარა №9-10 შენობის აგებამდე - ის აგებულია ძლიერ დახეთქილსა და საფეხურებად დამჯდარ ადგილზე. ადრე აქვე მდგარა მომცრო წრიული შენობა (N28), სანახევროდ მიწური, რომლის დონეც სწორედ ამის გამო უნდა იყოს ძლიერ დაწეული. ბზარები მდინარის ნაპირის პარალელურად მიდის. ზოგიერთი მათგანის სიგანე 60 სმ უდრის, დონეებს შორის სხვაობა კი 50 სმ-ია. შენობისათვის ასეთი არასაიმედო და მოუხერხებელი ადგილის შერჩევა შეიძლება აიხსნას მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებით, ან რაიმე ტრადიციით, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლებოდა. N9-10 შენობა ჯერ-ჯერობით ერთადერთი ისეთი ნაგებობაა იმირის გორაზე, რომელიც ხანძრის დროს დაიღუპა; მისი ცენტრალური ნაწილი დაფარული იყო თიხატკეპნილი სახურავის ძლიერ დამწვარი ნატეხებით, რომელთაც შერჩენილი ჰქონდათ დამწვარი წნელებისა და ტოტების ანაბეჭდი, და პირბრტყელი გუნდისებური ალიზებით. იატაკს ფარავდა ნაცრისა და ნახშირის ფენა. იატაკი და კედლები ძლიერ იყო დამწვარი. შენობა დაგრძელებულია O-W მიმართულებით და შედგება ორგანულად გადაბმული ორი სათავსისაგან: მთავარი, გეგმით ოვალური (დაახლოებით 4,5X3,8 მ) და მასზე დასავლეთიდან მიბმული მომცრო წრიული ოთახისაგან (დიამ. 3,2 მ). ინტერიერში ისინი არაფრით არაა გაყოფილი და ქმნიან ერთიან, საკმაოდ თავისუფალ (დაახლოებით 28 კვ.მ) სივრცეს. მხოლოდ მათი იატაკია სხვადასხვა დონეზე - მთავარი სათავსის იატაკი დაწეულია 50 სმ-ით, რაც ბუნებრივად აიხსნება ადგილის რელიეფით, რაზეც ზევით გვქონდა საუბარი. გადასვლა იატაკებს შორის მკვეთრი, მაგრამ ტალღისებურია. მცირე სათავსს გარედან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მიბმული აქვს წრიული ნაგებობის (დაახლოებით 2 მ დიამ.) კედლის ნაწყვეტები. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია სრული დარწმუნებით (74) მივაკუთვნოთ ისინი №9-10 შენობას. შენობის კედლები გადარჩენილია საშუალოდ 45 სმ სიმაღლემდე, მაგრამ მათში არ შეინიშნება კარის რაიმე ნიშანკვალი. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის გაჭრილი იქნებოდა გრძივ ღერძზე, შენობის დასავლეთის, ამჟამად მორღვეული ნაწილის კედელში. შენობას საძირკველი არ გააჩნია - ის დგას მსუბუქად მოტკეპნილ უსწორმასწორო მოედანზე. მხოლოდ კედლის ძირში, გარედან შემორტყმულია თიხატკეპნილი სარტყელი. კედლები ამოყვანილია ცალპირად, პლანოკონვექსური ალიზების წყობით თიხის ხსნარზე და ორივე მხრიდან შელესილია თიხის ბათქაშის სქელი ფენით. მათი სისქე უდირს 18-20 სმ. ამის მიუხედავად კედლები მონოლითურია, დაბზარვის არავითარი ნიშანკვალი მათ არ ეტყობათ იმ ადგილებშიც კი, რომლებიც გრუნტის ბზარების თავზე მოდის. მთავარი სათავსის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების შუაში. ჩართულია ალიზისავე კვადრატული კვეთის (40X40 სმ) ბოძები, რომლებიც გამოწეულია კედლის სიბრტყიდან როგორც შიგნით, ისე გარეთ პილასტრების სახით. ასეთივე, მხოლოდ მომცრო ბოძი მიდგმულია მთავარი და წრიული შენობების ჩრდილო კედლების შესაყართან. მთავარი სათავსის თიხალესილი იატაკის შუაგულში მოთავსებულია წრიული, ღრმა კერა (75) (დიამ 65, სიღრმე 40 სმ) ფართო (20 სმ), ბრტყელი გამომწვარი თიხის საპირით.

სურ.26. იმირის გორა. NN9-10 შენობა

სურ.27. იმირის გორა. NN8 და 9-10 შენობები

მისგან აღმოსავლეთით, 40 სმ მანძილზე იატაკშივე ამოღებულია წრიული ორმო (დიამ.30, სიღრმე 25 სმ) რომელშიც იდო ხის სვეტის საყრდენი ბალიში - სფერული რიყის ქვა, ორმხრივ გაბრტყელებული ქვის უროთი. ორმო და იატაკი მის ირგვლივ სავსე იყო ნახშირის ნატეხებით, ნაცრითა და თიხატკეპნილი სახურავის გადამწვარი ფრაგმენტებით. ეჭვგარეშეა, რომ ორმოში მდგარ ხის ბოძს ეჭირა სახურავის მთავარი კოჭი, რომელიც ბოლოებით ეყრდნობოდა კედლებში დატანებულ ალიზის ბოძებს, მაგრამ ცენტრალური ბოძი კედლის ბოძების შემაერთებელ წარმოსახვით ხაზზე კი არ მოდის, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, არამედ გადაწეულია მისგან 30 სმ–ით. კედლის სვეტები ოდნავ შებრუნებულია პირით მისკენ. როგორც ჩანს, მთავარი კოჭი ანუ თავხე შედგებოდა ორი, შედარებით მოკლე (სიგრძით 2,4 მ) ძვლისაგან, რომლებიც გადადებული (76) იქნებოდა კედლის სვეტებიდან ცენტრალურ დედაბოძზე, სადაც ბლაგვი კუთხით ერთდებოდა. გადახურვის მთავარი ელემენტების - დედაბოძისა და თავხის ასეთი წყობა არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ მათი დაუხვეწაობითა და ტექნიკური სიძნელეებით (ოთხიოდე მეტრის სიგრძის ძელის გათლა არ უნდა ყოფილიყო იმ დროს რთული საქმე). გასათვალისწინებელია, რომ ნაგებობის შუაში, ცენტრალურ სვეტთან ამოღებულია სტაციონარული კერა და სამი სვეტის ასეთი განლაგება შესაძლებლობას იძლეოდა გამართულიყო მის თავზე სარკმელი, რომლის კონსტრუქციასა და მოყვანილობაზე მსჯელობა ამჟამად ძნელია. ამრიგად, საკმაო საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ N9-10 შენობის მთავარ სათავსს ჰქონდა ბრტყელი, თიხატკეპნილი ბანური სახურავი, ერდოთი. სახურავის ხის ძელური კონსტრუქცია ძირითადად ეყრდნობოდა ცენტრალურსა და კედლის სვეტებს. თუმცა №9-10 შენობის მომცრო, წრიული ნაწილის გადახურვის წესი ასევე ნათლად არ დგინდება, აქაც მოიპოვება იმის ნიშნები, რომ ისიც ბრტყელი სახურავით იყო დახურული ჯერ ერთი, ხანძრის კვალი (ნახშირისა და ნაცრის სქელი ფენა იატაკზე, ცეცხლისგან გაწითლებული იატაკი და კედლები) აქაც სრულიად აშკარაა, თანაც უფრო ნათლად ჩანს, რომ გადამწვარი ფენა ზემოდან დაფარული იყო კედლის ნანგრევებით. მაშასადამე, იწვოდა ხის შიგნითა კონსტრუქცია. შემდეგ სათავსის ცენტრში იდო ბრტყელი, ოთხკუთხა ქვა - მსუბუქი ხის სვეტის საყრდენი. გარდა ამისა, ერთიანი ფართობის ორი სხვადასხვა სახურავი (ბანითა და ცრუ გუმბათით) დახურვა ტექნიკურად მეტისმეტად მოუხერხებელი, რთული და სრულიად გაუმართლებელია. ბრტყელბორდიურიანი სტაციონარული კერის გარდა, რომლის ქვეშ დაფენილი იყო ხორბლის მარცვლები, ამ ნაგებობაში ყურადღებას იქცევს თიხატკეპნილი ოთხკუთხა ბაქანი (1,10Х0,90 მ), იატაკიდან მცირედ აწეული და წრიული სათავსის დასავლეთ კედელთან ცერად მიდგმული (ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს თიხა ჩატკეპნილი იყო ხის ჩარჩოში, რომელიც მთლიანად დაიწვა). სტაციონარული, ცენტრალური კერის და დედაბოძის გარშემო ეწყო სამი ნავისებური ხელსაფქვავის ზედა ქვა (კურანტი) და დიდი, სქელკედლიანი ტლანქი თიხის ჭურჭლის (77) ფრაგმუნტები. შედარებით თხელკედლიანი კერამიკის მცირეოდენი ნაშთები და ობსიდიანისა და ძვლის რამდენიმე ნივთი აღმოჩნდა შენობის ნანგრევებში, სხვადასხვა ადგილას კედლების გასწვრივ იატაკზე ეწყო საგანგებოდ შერჩეული მრგვალი კენჭები, შესაძლოა, შურდულის ქვები. როგორც ვხედავთ, იმირის გორის N9-10 შენობა როგორც გეგმითა და კონსტრუქციით, ისე მოწყობილობით, არსებითად გამოირჩევა დანარჩენი ნაგებობებისაგან. ორი სათავსის გაერთიანება, ოვალური გეგმის ძლიერი დაგრძელება ცენტრალური კერა ხორბლის მარცვლებზე მოლესილი საპირით და მის ირგვლივ დალაგებული ხელსაფქვავები და ჭურჭელი, ოთხკუთხა ბაქანი - პოდიუმი აფსიდასავით მიდგმულ სათავსში, ყველაფერი ეს მოწმობს, რომ უცდიათ შეექმნათ ერთიანი დიდი სივრცე, რომელშიც გაერთიანებულია საცხოვრებლისა და სხვა, განსაკუთრებული, იქნებ საკულტო დანიშნულების შენობის ელემენტები. №8 შენობისგან განსხვავებით, ეს ამოცანა გადაჭრილია მანამდე უცნობი, პრინციპულად ახალი ხერხის გამოყენებით. პირველად აქ ვხედავთ თავისუფლად მდგარ სვეტზე დამყარებულ, დაზეპილი თიხით დაფარულ ბრტყელ სხურავს, რომელშიც დატანებულია ცენტრალური სარკმელი, ე.ი. ბანურ გადახურვას, დამახასიათებელს სამხრეთ კავკასიასა და ზოგიერთ სხვა რაიონში ძვ.წ. IV ათასწლეულიდან მაინც გავრცელებული საცხოვრებლის გარკვეული ტიპისათვის. ასეთი შენობები დღეს ყველაზე უკეთ ცნობილია საქართველოს ტერიტორიაზე, ურბნისში (ხიზანაანთ გორა, ქვაცხელები) გუდაბერტყას ნასოფლარზე. მართლაც მრავალი ანალოგია შეიძლება მოიძებნოს ზემოაღნიშნულ შენობასა და ქვაცხელების შენობათა შორის. ამასთანავე, ამ უკანასკნელთა ზოგიერთი თავისებურებაც - ოთხკუთხა გეგმის მიდრეკილება ოვალისაკენ, კუთხეების მომრგვალება, შემაღლებული ბაქანი უკანა კედლის გასწვრივ, - აქ პოულობს ახსნას. ბრტყელბორდიურიანი ორმოსებური კერები დადასტურებულია ხიზანაანთ გორაზე, ოზნიში, გუდაბერტყაზე. მთავარი, რა თქმა უნდა, არის ბანური გადახურვა, ე.წ. დარბაზული საცხოვრებლის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ნიშანი, რომელიც ასე ტიპიურია მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების ზოგიერთი რაიონისათვის (კერძოდ, შიდა ქართლისათვის) და ასე სრულყოფილი სახით შემორჩა ათასწლეულების მანძილზე ქართველი (78) ხალხის ყოფაში, გლეხის დარბაზის სახით.

სურ 28. 1. იმირის გორა. N9-10 შენობა. 2.ქვაცხელები. №5 შენობა (რეკონსტრუქციები). 3.ქვაცხელები. N5 შენობა (გეგმა)

აღსანიშნავია, რომ ძვ.წ. IV-III ათასწლეულების ე.წ. მტკვარ-არაქსის კულტურის მთელ რიგ ნასოფლარზე, რომლებიც ლოკალიზებულია ამ კულტურის გავრცელების სამხრეთ აღმოსავლეთ ზონაში, საცხოვრებლის ძირითად ტიპს წრიული ნაგებობა წარმოადგენს. ასეა, მაგალითად, ნახიჭევანის ქიულ-თეფეზე შენგავითზე, იანიკ-თეფეზე. წრიული გეგმის შენობების ოთხკუთხათი შეცვლის პროცესი აქ არ ჩანს ხდება მხოლოდ წრიული და ოთხკუთხა სათავსების შერწყმა - წრიულ სახლებზე ოთხკუთხა დერეფნების მიბმა, მსგავსად არპაჩიას თოლოსებისა. საცხოვრებელი ნაგებობის ტიპის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესწავლას უაღრესად (79) დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კულტურის ეს ელემენტი მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებაში მიმდინარე ეკონომიურ - სოციალურ და ეთნიკურ პროცესებთან. თუმცა უამრავი მაგალითია იმისა, რომ განვითარების სათანადო საფეხურზე ერთი ეთნიკური ჯგუფი ითვისებს მეორის მიერ შექმნილი საცხოვრებლის ტიპს, მაინც უეჭველია, რომ ტრადიციები აქ ძალიან მყარი და ძლიერია და მათი გადალახვა ადვილად არ ხდება. წინა აზიაში გამოვლენილია დიდძალი ფაქტობრივი მასალა საცხოვრებლის განვითარების ადრეული საფეხურების შესასწავლად, მაგრამ კანონზომიერება, რომელიც ამ პროცესს განსაზღვრავდა ჯერ-ჯერობით მეტად ზოგადად ვლინდება. შესამჩნევია, კერძოდ, რომ  სამოსახლოებზე, რომლებიც წინ უძღვის სამიწათმოქმედო სოფლებს, როგორც წესი, წრიული საცხოვრებლებია ყველაზე ადრეულები, მათ შორის პალესტინაში (ეინანი), ჩრდილო მესოპოტამიაში (მალეფაატი) წარმოადგენს წრიულ, ნახევრადმიწურ ქოხებს. იერიქონის უძველეს ფენაშიც ალიზის წრიული შენობებია. მხოლოდ შემდეგ, ზედა ფენებში მათ ცვლის სწორკუთხა სახლები. ასეთივე მდგომარეობაა სავარაუდებელი ჰასუნაში, სადაც უძველეს ფენაში ოვალური და სწორკუთხა შენობები თანაარსებობს. მცირე აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისთვისაც ადრეულ ხანაში წრიული ნაგებობები მეტად დამახასიათებელია, მაგალითად, ხიროხიტიაში როგორც ვხედავთ, ამ მხრივ არც ამიერკავკასია წარმოადგენს გამონაკლისს. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ალიზის ნაგებობის წრიულ-გუმბათური ტიპი წარმოდგება პრიმიტიული წრიული ნახევრადმიწურებისა და წნული ქოხებისაგან. საკუთრივ თიხატკეპნილი და ალიზის არქიტექტურისთვის რომ ასეთი გეგმა და კონსტრუქცია შეუფერებელია, უეჭველია, წრიულ გუმბათური არქიტექტურის საწყისები პრიმიტიულ ქოხებშია საძებარი. მაგრამ ამგვარი ტიპის ფართო  გავრცელება ალიზის არქიტექტურის აყვავების ხანაში მოწმობს, რომ არც სამშენებლო  მასალა და არც მისი ფორმა უცხო არ იყო ამ ტრადიციული ტიპის შენობისათვის. გასათვალისწინებელია, რომ თავდაპირველად ალიზი წარმოადგენდა გამამჭლევებელ მასალასთან ერთად მოზელილ თიხის გუნდას, დაყალიბებულს მარტივად ხელით. ბრტყელ საფუძველზე მხოლოდ თანდათანობით მიეცა მას დაკუთხული ფორმა, რომელიც (80) მართლაც უფრო შეეფერება სწორკუთხა შენობებს. სამაგიეროდ ალიზის გუნდებისაგან ამოყვანილი ცრუ გუმბათი, თიხის მონოლითური ნაგებობა, შედარებით ადვილად წყვეტდა მეტ-ნაკლებად დიდი ფართობის ერთიანად გადახურვის ამოცანას, ცხადია, საკმაოდ შეზღუდულ ფარგლებში. საყრდენი სვეტის გაჩენამდე დიდი ფართობის ერთიანი ბრტყელი სახურავით დახურვა არანაკლებ რთული საქმე უნდა ყოფილიყო, რითაც აიხსნება სწორკუთხა შენობების ვიწრო სათავსებად დაქუცმაცება. ამის მიუხედავად, სამიწათმოქმედო კულტურის წარმოშობის ზოგიერთ ცენტრში თავიდანვე სწორკუთხა შენობებია და წრიული შენობები იქ შედარებით მოგვიანო ხანაში იჩენს თავს. ასეა, კერძოდ სამხრეთ-დასავლეთ შუა აზიის სამიწათმოქმედო კერაში, სადაც წრიული შენობები მხოლოდ ქალკოლითური ხანის ნასოფლარებზეა აღმოჩენილი. სამართლიანად მიაჩნიათ, რომ წრიული შენობები - აქ წინააზიური, ჩრდილო ობეიდური კულტურის გავლენის ერთ-ერთ ანარეკლს წარმოადგენს. თვით წინა აზიის ჩრდილო მხარეში წრიული შენობები ამ დროს შემორჩენილი უნდა იყოს ძველი ტრადიციის სახით, კულტის სფეროში (მაგალითად, არპაჩიას თოლოსები, რომლებიც საცხოვრებელი შენობები არ იყო). ამიერკავკასიაში, სადაც ალიზის წრიული არქიტექტურა გაბატონებული ჩანს IV ათასწლეულის ბოლომდე, მას ან დამოუკიდებელი ადგილობრივი ფესვები უნდა ჰქონდეს, ან დაკავშირებული უნდა იყოს უძველეს მცირეაზიულ - სირია-პალესტინურ სამშენებლო ტრადიციასთან. ამ თვალსაზრისით უთუოდ საყურადღებოა, რომ პრინციპულად ისეთივე ტიპის ნაგებობა, - სვეტზე დამყარებული ერდოიანი ბანით დახურული სწორკუთხა, ორნაწილედი შენობა, როგორიც განვითარდა წრიულ-გუმბათური შენობებიდან ამიერკავკასიაში, ე.წ. მეგარონი, ყალიბდება დასავლეთ მცირე აზიაშიც (მაგალითად, მეგარონის პროტოტიპები ჰაჯილარის II ფენაში, ტროა II მეგარონი, ძვ.წ. III ათასწლეული), საიდანაც ის ფართოდ გავრცელდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვეთში. როგორც ვნახეთ, შულავერისა და იმირის გორა ძირითადად ერთნაირი ნასოფლარებია. განსხვავება, რომელიც შენიშნულია შენობის ტიპსა და, ნაწილობრივ, დაგეგმარებაში, ერთი კულტურის შიგნით მიმდინარე პროგრესულ მოვლენებს უნდა გამოხატავდეს და არა რაიმე რადიკალურ ცვლილებებს. ანალოგიურ (81) დასკვნამდე მივყავართ ორივე ნასოფლარზე აღმოჩენილი ნივთიერი მასალის განხილვას. ის ძირითადად ერთგვაროვანია, მაგრამ განვითარების გარკვეული ნიშნები აქაც შეიძლება დავინახოთ. ორივე გორაზე მოპოვებულ მასალას ქვემოთ ერთად დავახასიათებთ. ნივთიერი მასალები ნამოსახლარებზე მოპოვებულია როგორც შენობებში, ისე მათ ირგვლივ, კულტურულ ფენებში ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ობსიდიანისაგან გაკეთებული იარაღი, შემდეგ - ძვლისა და რქის ნაწარმი, გახეხილ-გაპრიალებული ქვის ნაკეთობა და, ბოლოს, თიხის ჭურჭელი. ძირითადად გამოყენებულია შავი გაუმჭვირვალე, უფრო კი გამჭვირვალე - ბოლისფერი ობსიდიანი, რომლითაც მდიდარია თრიალეთი. გვხვდება თითო-ოროლა წითელძარღვიანი ობსიდიანი, დამახასიათებელი სომხეთის მთიანეთისათვის. ობსიდიანის იარაღები ადგილზევე მზადდებოდა, რასაც უამრავი ანატყეც–ანამტვრევების გარდა მოწმობს სხვადასხვა ზომის (ნამზადები - ნუკლეუსები, საიდანაც დარტყმით აიტკეცებოდა სხვადასხვა ზომის ფირფიტები. ამ ფირფიტებისაგან დამატებითი დამუშავების შედეგად მზადდებოდა ნაირგვარი იარაღი.

სურ.29. შულავერის გორა. ქვისა და ძვლის იარაღები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმირის გორის №8 შენობაში, რომელიც ხელოსნის სახლი უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა ობსიდიანის 8 ნუკლეუსი, მათ შორის 2 მოზრდილი და დანარჩენი - მოგრძო ძლიერ დალეული. იქვე იყო დიდი ზომის, მოგრძო ობსიდიანის ფირფიტები, ზოგი უკვე დამუშავებული, ნამგლის ჩასართები და უამრავი ანატკეც-ანამტვრევები. გარდა ამისა, N8 შენობაში ნაპოვნია ქვის გახეხილ-გაპრიალებული (82) 3 ცული, ქვის კვერები, გრდემლები და საპრიალებელი, აგრეთვე ძვლის სახვრეტები და საპრიალებლები. ასეთივე მასალებია ორივე სოფლის ზოგიერთ სხვა შენობებში და კულტურულ ფენებში. გარდა ზემოჩამოთვლილი იარაღებისა აქ გვხვდება ობსიდიანის საჭრისები და საფხეკები რომლებიც იხმარებოდა ტყავის, ძვლის, რქისა და ხის დასამუშავებლად. არის ტუფოლავისა და ასპიდის ფიქლის გახეხილ-გაპრიალებული ცულები, პორფირიტის  მომრგვალო - გახვრეტილი იარაღი. როგორც იმირის გორის გათხრებმა დაგვანახვა, ქვის გახეხილ - გაპრიალებული ცულები უფრო ზედა, მოგვიანო ფენისთვისაა დამახასიათებელი. შულავერის გორაზე ქვედა ფენებში ასეთი იარაღი არ გვხვდება. აღმოჩენილია აგრეთვე ძვლისა და ქვის იარაღის სახეხ-საპრიალებელი ქვები, შუაში ღარით. მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ ქვის იარაღებიდან, გარდა ზემოხსენებული ობსიდიანის ნამგლის ჩასართებისა და გრძელი დანისებური ფირფიტებისა, რომლებიც სამკალადაც შეიძლებოდა გამოეყენებინათ, მოპოვებულია სახრესი ქვები, სანაყები და ხელსაფქვავის ქვები. საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ ამ ნამოსახლარებზე ჯერ-ჯერობით არ არის აღმოჩენილი ქვის ისრისა და შუბისპირები. არ არის ისინი ცნობილი ამიერკავკასიის სხვა ამავდროინდელ ნამოსახლარებზე. ამის მიზეზი სავსებით ნათელი არ არის, მით უფრო, რომ ძვლის ნაკეთობაშიც სულ რამდენიმე ისეთი იარაღია ცნობილი, რომელიც ისრად ან ხელშუბისპირად შეიძლება იქნეს მიჩნეული. შესაძლოა, მშვილდ-ისარს რამდენადმე ენაცვლებოდა შურდული, რომლის ქვებიც შეიძლება იყოს საცხოვრებელ სახლებში დიდი რაოდენობით დაგროვილი, საგანგებოდ შერჩეული მრგვალი, მომსხო კენჭები. ნიშანდობლივია, რომ ისრისპირები არც სირო–კილიკიის უძველესი კულტურისთვისაა დამახასიათებელი. მართალია ზოგან გვხვდება ხელშუბისპირები, მაგრამ ბევრად უფრო ფართოდაა გავრცელებული შურდული როგორც  ჩანს, შურდული უნდა იყოს ძირითადი სასროლი იარაღი. (83)

სურ.30. შულავერის გორა. ქვის ცულები

ჰაჯილარში, სადაც არ არის აღმოჩენილი არც ისრისა და არც ხელშუბისპირები. ჰასუნასთვის ადრეულ ფაზაში დამახასიათებელია მოზრდილი ხელშუბისპირები, განვითარებულ საფეხურზე მათ თითქმის მთლიანად ცვლის შურდული, რომელიც ამიერიდან ძირითადი სასროლი იარაღი ხდება. თვალში საცემია ისიც, რომ შულავერისა და იმირის გორებზე ჯერ-ჯერობით შენიშნული არ არის მიკროლითური იარაღები - მცირე ზომის გეომეტრიული ფორმის ფირფიტები, რომლებიც გამოიყენება შედგენილი იარაღების ჩასართებად, ისრისპირებად და სხვა. მიკროლითური იარაღები არც სირო-კილიკიისთვისაა დამახასიათებელი. შულავერისა და იმირის გორების ქვის ინდუსტრია ერთგვარი თავისებურებით ხასიათდება. მასში ჯერ კიდევ ცოცხლობს ქვის დამუშავების ნეოლითური ტრადიციები და ჩანს განვითარების გარკვეული ტენდენცია. რქისა და ძვლის ნაწარმიდან პირველ რიგში ყურადღებას იქცევს მიწის დასამუშავებელი იარაღები: ირმის რქის ძირისაგან გაკეთებული თოხები, ტარის დასაგები ნახვრეტით მარგილის ტარები; ქვის ფირფიტებისაგან შედგენილი იარაღის ბუდეები; განსაკუთრებით მრავლად მოიპოვება წვრილფეხა საქონლის ლულოვანი ძვლის თავებისაგან (ეპიფიზებისაგან) დამზადებული სახვრეტები, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ტყავის დამუშავებასთან და მეტად ფართოდაა გავრცელებული ადრეულ კულტურებში. ტყავს აქ ჯერ კიდევ ძალიან ფართო გამოყენება უნდა ჰქონოდა; ამას თითქოს ისიც მოწმობს, რომ ჯერჯერობით აქ არაა ნაპოვნი არც ერთი კვირისტავი, რომელიც აუცილებელია ძაფისა და, მაშასადამე, ქსოვილის დასამზადებლად; თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროისათვის აქ კარგად ცოდნიათ დაწვნა, რასაც მოწმობს თიხის ჭურჭლის ძირებზე აღბეჭდილი საკმაოდ წმინდა წნულები. ძვლის დამუშავების ტექნიკა საკმაოდ დაწინაურებული იყო. ადრეული ძეგლებისათვის ჩვეულებრივი საპრიალებლების გარდა ორივე ნასოფლარზე აღმოჩენილია რამდენიმე მშვენივრად დამუშავებული ნივთი: მარტივად ორნამენტირებული პატარა კოვზი, რომელიც, სხვათა შორის, მოგვაგონებს ჩათალ-ჰუიუკის კოვზებს; გრძელტარიანი ისრები თუ ხელშუბისპირები, რომბისებური მოყვანილობის პატარა თავით; ძვლის მოზრდილი დანა ბრტყელი პირითა და ორი პატარა შვერილით (84) გამოყოფილი ტარით, რომელსაც თავში ნახვრეტი აქვს. დასასრულს უნდა აღვნიშნოთ იმირის გორაზე აღმოჩენილი ორი შესანიშნავად ნაკეთები ძვლის ხელ-შუბისპირი. მათ გააჩნიათ მოგრძო და ვიწრო პირი, რომელსაც ორივე მხრიდან შუაზე მკვეთრი ქედი გაუყვება. პირისგან მკვეთრად გამოყოფილი ყუნწი მოკლეა, ბრტყელი და ბოლოსკენ გათხელებული. ხელშუბისპირები ძალიან სუფთად და წმინდადაა გათლილ-დამუშავებული ძნელი წარმოსადგენია, მათ პრაქტიკული დანიშნულება ჰქონოდა; უფრო დასაშვებია, რომ ისინი საპარადოდ გამოიყენებოდა.

სურ.31. შულავერის გორა. N1 შენობა

კერამიკული წარმოება ამ ხანის ხელოსნობის მნიშვნელოვანი დარგია. ტექნიკურად და ფორმითაც ის ჯერ კიდევ შედარებით პრიმიტიულია, მაგრამ მტკიცედაა ფეხმოკიდებული  ყოფაში. შულავერისა და იმირის გორებზე თიხის ჭურჭელი უმთავრესად ნატეხების სახითაა აღმოჩენილი; მათ მიხედვით შესაძლებელი გახდა რამდენიმე ჭურჭლის მთლიანად, ზოგისა კი ნაწილობრივ აღდგენა ისე, რომ ამ ხანაში აქ გავრცელებული ჭურჭლის ფორმების შესახებ ჩვენ მაინც შეგვიძლია შევიქმნათ გარკვეული წარმოდგენა. კერამიკული მასალის ანალიზი იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ თვალი გავადევნოთ მისი განვითარების საფეხურებს. შულავერის გორა, რომლის ქვედა ფენები ამ მხარის ათვისების პირველ ხანაში უნდა იყოს წარმოქმნილი, წარმოდგენას გვაძლევს ადრეული კერამიკის შესახებ. აქ აღმოჩენილ თიხის ჭურჭელს არქაული იერი აქვს. ის გამოძერწილია ხელით, ტლანქად, ძლიერ გამჭლევებული თიხისაგან. თიხაში შერეულია მსხვილმარცვლოვანი ქვიშა ან დანაყილი ბაზალტი და

სურ.32. შულავერის გორა. 3 შენობაში ნაპოვნი ნივთები

(85) ობსიდიანი, რომელიც სიმტკიცეს აძლევდა მას და აადვილებდა ჭურჭლის ტანის გამოყვანას. როგორც ითქვა, ძერწვა ტლანქია, კეცი - სუსტი, კედლები არათანაბარი სისქის, ზედაპირი მოსწორებულია სველი ხელით, მაგრამ ხშირად მაინც ხორკლიანია. ჭურჭლის ძირებზე ზოგჯერ შეიმჩნევა სპირალურად დაწნული, საკმაოდ წმინდა ჭილობის ანაბეჭდი: როგორც ჩანს ჭურჭელს ძერწავდნენ მოქსოვილ ჭილობზე. გამოწვა არათანაბარია, რის გამოც ჭურჭლის კედლებს რუხი–მოშავო შეფერილობა და შავი ლაქები აქვს. ჭურჭლის ფორმები არ არის მრავალფეროვანი. ძირითადად გვხვდება მოზრდილი ქილები, მცირედ შებერილი ტანით, რომელიც ძირისკენ სწრაფად ვიწროვდება და მთავრდება მკვეთრად გამოსახული ფეხით; ხშირად ამგვარ ჭურჭელს პირთან მკვეთრად გამოსახული, წვეტიანი კოპები შემოუყვება, უმთავრესად ერთ ან ორ მწკრივად. ზოგჯერ მწკრივების რიცხვი მეტიცაა. კოპებს თავდაპირველად პრაქტიკული დანიშნულება უნდა ჰქონოდა - სახელურების მაგივრობას სწევდა, მაგრამ შემდეგში დეკორატიულ ელემენტად გადაიქცა ქალის მეორე სახე პირველისგან იმით განსხვავდება, რომ გამოხატული აქვს პირის გადაშლილობა და ფეხის ნაცვლად დაბალი ქუსლი გააჩნია. ასეთ ჭურჭელს პირი ზოგჯერ დაჭდეული აქვს და ამკობს მარტივი, ღრმად ამოკაწრული სახეები ფხური, ვერტიკალური ზოლები, წნული ტეხილი ხაზები და ტალღოვანი ვერტიკალური ხაზები. ამ სახის ქილები გამოყენებული უნდა ყოფილიყო უმთავრესად საჭმლის მოსახარშად. მათ ალბათ, იმისათვის უკეთებდნენ მაღალ ქუსლსა და ფეხს, რომ უშუალოდ ცეცხლში ჩადგმულიყო. შულავერის გორაზე მცირე რაოდენობით გვხვდება (87) ზემოაღწერილისაგან განსხვავებული ჭურჭლის ფრაგმენტებიც.

სურ.33. იმირის გორა. ძვლისა და რქის იარაღები

ერთი შემთხვევის გარდა ისინი ნაპოვნია ბულდოზერით მოჭრილ მიწაში და, მაშასადამე, ნასოფლარის ზედა, ბოლოდროინდელ ფენებს განეკუთვნება სამაგიეროდ ამ ტიპის ნაწარმი კარგადაა წარმოდგენილი იმირის გორაზე, სადაც არქაული კერამიკა ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ეს არქაული იერის ე.ი. ტლანქი, სუსტად გამომწვარი, რუხი ფერის კერამიკა აქ ფორმით ერთგვარად განსხვავებულია და უფრო უახლოვდება მოგვიანო ჭურჭელს - ქრება მაღალი ფეხი, შვერილები მცირდება და წმინდა დეკორატიული დანიშნულებისაა. ამგვარი ჭურჭლის ორიოდე ნატეხზე შეიმჩნევა ადამიანის სქემატური, რელიეფური გამოსახულება. არის რელიეფური, ნალისებური დანაძერწიც. იმირის გორაზე გვხვდება ღია მოვარდისფრო, მუქი კრემისფერი, თხელკედლიანი ჭურჭელი. ის გამოძერწილია ხელით, ოღონდ კარგად დაწმენდილი და მოზელილი პლასტიკური თიხისგან. თიხაში იშვიათად არის შერეული დაჭრილ-დაკეპილი მცენარეული - თივა ან ნამჯა. ზედაპირი სუფთადაა მოსწორებული სველი ხელით და ხშირად გაპრიალებულიც კი. ამ ტიპის კერამიკა ძირითადად სადაა. შვერილები მოგრძო, ვერტიკალურ დაბალ მინაძერწად იქცევა; ასეთი ჭურჭლის ერთ ნატეხზე აღმოჩნდა წითელი საღებავის 2 ფართო ზოლი. გაბატონებული ფორმაა კასრისებური ქილები ფართო, ბრტყელი ძირითა და სუსტად გამოხატული ქუსლით. ზოგჯერ ამ ტიპის ჭურჭლის ზედა ნაწილი მცირედ ვიწროვდება და მკრთალად გამოხატულ ცილინდრულ ყელში (88) გადადის.

სურ.34. დანგრეული გორა. რქის თოხები და კერამიკის ნიმუშები

სურ.35. იმირის გორა. ძვლის ხელშუბისპირი და დანა

ამგვარივე თიხისაგან გაკეთებული შულავერის გორის ზედა ფენების ბრტყელძირიანი სასმისი, დაბალი, სწორკედლიანი პირისკენ ოდნავ გაფართოებული ტანით; მას აქვს მუქი მოყავისფრო შეფერილობა და გაპრიალებული ზედაპირი - სავარაუდებელია, რომ აქ ეყრება საფუძველი თიხის ჭურჭლის დამზადების ზოგიერთ ისეთ თავისებურებას ზედაპირის გაპრიალება, სისადავე, რელიეფური და ამოკაწრული ორნამენტი, რომლითაც მერმინდელ ხანაში გამოირჩევა ამიერკავკასიის კერამიკული ნაწარმი.

სურ.36, 37 შულავერის გორა. კერამიკის ნიმუშები

(90) ბუნებრივია, რომ თიხის ჭურჭელს უკვე გააჩნია მხატვრული სახე, აღბეჭდილი სტილის თავისებური ნიშნებით - ფორმისა და შემკულობის სისადავე, სიმეტრიულობა, პლასტიკური და გრაფიკული დეკორაციული ელემენტების შერწყმა და სხვა. ასეთივე მხატვრული თვისებებით გამოირჩევა ტერაკოტის (გამომწვარი თიხის) საკულტო დანიშნულების პატარა ქანდაკებები - ქალის ფიგურები. საერთოდ, შიშველი ქალის ამგვარი ფიგურები მეტად დამახასიათებელია თითქმის ყველა მხარის ადრეული, განსაკუთრებით მიწათმოქმედი საზოგადოებისათვის, როგორც ნაყოფიერებისა და გამრავლების მფარველი ძალის განსახიერება. მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველას გააჩნია საერთო თვისება - სხეულის ფორმების სისრულე, ნაყოფიერების გამომხატველი ნიშნების ხაზგასმა, სქემატიზაციისკენ მიდრეკილება. ზოგ ადგილას, მაგალითად, როგორც აღვნიშნეთ, (92) ჰაჯილარსა და ჩათალ-ჰუიუკში ასეთი ფიგურები უტრირებული ნატურალიზმით ხასიათდება, ზოგან კი სქემატურობით.

სურ.38. 1, 2, 3, 4, 5. შულავერის გორა. თიხის ჭურჭელი, 2, 6, 7, 8, 9, 10 იმირის გორა. თიხის ჭურჭელი

ასეთია, კერძოდ, შულავერის გორის ზედა ფენის ფიგურა - წვრილი, კონუსური სხეული. ფართოდ გაშლილი მოკლე შესქელებული ფეხებით; არც თავი არც მკლავები, არც სხეულის სხვა რომელიმე ნაწილი და დეტალები გამოსახული არ არის. სამაგიეროდ, ბარძაყებზე ჰორიზონტალურად დატანილია მოკლე პარალელური ჭდეები, ხოლო მუცელზე - ლაჯებიდან ამოზრდილი თევზიფხური სახე (მსუქანი სხეულის ნაკეცები და მცენარე) - გრაფიკულად შესრულებული სიმბოლური დეკორი. მაშასადმე, სქემატიზაცია აქ უკიდურესობამდეა მიყვანილი. ამგვარი ფიგურის ორი ფრაგმენტი ნაპოვნია იმირის გორაზეც. ამ მეტად არქაული ხასიათის ქანდაკებების საწყისებისა და ანალოგიების ძიება რთული საქმეა და შორს წაგვიყვანდა. ზოგადად, ყველაზე მეტი საერთო ნიშანი მათ აქვთ ჰალაფის კულტურის ასეთივე ძეგლების ერთ ჯგუფთან. ტერაკოტის ფიგურების გარდა, ქვემო ქართლის ველის ადრესამიწათმოქმედო კულტურაში გამოვლენილია მცირე პლასტიკის მეტად საინტერესო სხვა ნიმუშებიც; მხედველობაში გვაქვს არუხლოს გორაზე აღმოჩენილი კენჭისგან გაკეთებული ადამიანის ორი თავი. პლასტიკის ნიმუშები მათ პირობით თუ შეიძლება, ეწოდოს, რადგან ორივე კენჭის თავდაპირველი ფორმა შეცვლილი არ არის, მხოლოდ შერჩეულია შესაფერისი მოყვანილობის ქვები, რომლებზეც სხვადასხვა სიღრმისა და სიგანის ჩაჭრილი და ნაკაწრი ხაზებით გამოყვანილია სახის ნაკვთები და თმის ვარცხნილობა. ერთი მათგანი სადაა, კვერცხისებური მოყვანილობის; მეორე კენჭის ერთ-ერთო ბოლო ცალმხრივ შებერილია და  გამოყენებულია ცხვირ–პირის გამოსაყვანად. ნაკვთები ლაკონური და  ექსპრესიულია და გაძლიერებულია ჭდეებში ჩალესილი წითელი საღებავით არუხლოს ქვის თავებისათვის უამრავი ანალოგიის მოტანა შეიძლება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმის აღნიშვნით დავკმაყოფილდებით, რომ უაღრესად არქაული იერით ისინი უნებლიედ გვაგონებენ ნეოლითის ხანაში ფართოდ გავრცელებულ ასეთსავე ქანდაკებებს. საფიქრებელია, რომ მათი სახით შემორჩენილია მიცვალებულის წინაპრის კულტის ძველთაძველი ტრადიცია. შულავერისა და იმირის გორების გათხრების დროს მოპოვებული ნივთიერი, ბოტანიკური და ოსტეოლოგიური მასალები ისევე, როგორც  თვით ამ ნასოფლარების აგებულება და შენობების ტიპები, საშუალებას გვაძლევს ზოგადად მაინც წარმოვიდგინოთ ეკონომიური საფუძველი, რომელსაც ემყარებოდა აქ მცხოვრები საზოგადოება და მისი სოციალური სტრუქტურა. უეჭველია, რომ მიწათმოქმედება მეურნეობის მთავარი დარგი იყო: თუმცა მიწა ხელით მუშავდებოდა რქის, ქვისა და ხის იარაღით, კვების ძირითად წყაროს მაინც ის წარმოადგენდა. ათვისებული იყო სოფლის ირგვლივ მდებარე ფართობები, რომლის ნაყოფიერების გასაზრდელად იყენებდნენ სხვადასხვა რაციონალურ საშუალებებს - განოყიერებას, დასვენებასა და შესაძლოა პრიმიტიულ რწყვასაც

სურ.39. შულავერის გორა. თიხის ქანდაკება

ძირითადად მოჰყავდათ ხორბლეული; უთუოდ მისდევდნენ მებოსტნეობასაც. ყოველივე ამას მოწმობს ნასოფლარებზე მოპოვებული მარცვლეულისა და სხვადასხვა მცენარის თესლი. მოსავალს იღებდნენ ძვლის ან ხის ტარში ჩასმული ობსიდიანის ჩასართებისაგან შედგენილი ნამგლებით. მარცვალს ფქვავდნენ (94) ხელსაფქვავებით. საკვების მარაგის გარკვეულ ნაწილს, ალბათ, შეგროვებითი მეურნეობაც იძლეოდა. მიწათმოქმედების გვერდით და მასთან მჭიდრო კონტაქტში ვითარდებოდა მესაქონლეობა. ნასოფლარებზე მოპოვებულ მრავალრიცხოვან ძვლებში (ნასუფრალში) აშკარად ჭარბობს შინაური ცხოველების, კერძოდ, მსხვილფეხა საქონლის ძვლები. შედარებით ნაკლებია ცხვრისა და თხის ძვლების ნაშთები. გვხვდება აგრეთვე ღორის ძვლები. ყოველ გვარს, რომელიც ერთი სოფლის მოსახლეობას შეადგენდა, საკუთარი, ერთობლივი მეურნეობა ჰქონდა - სათესი ფართობები, საერთო საქონელი და შინახელოსნობა, რომლებიც აკმაყოფილებდა მის წევრთა მოთხოვნილებას. თუ დავუშვებთ, რომ შულავერის და იმირის გორაზე გვარი უკვე დანაწილებული იყო მრავალოთახიან შენობებში მცხოვრებ საოჯახო ჯგუფებად, მაშინ შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ თითოეული ასეთი კოლექტივი საკუთარ სამეურნეო საქმიანობასაც ეწეოდა. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით გარკვევით ვერაფერს ვიტყვით სოფელში მდგარი (საცხოვრებელი სახლებისა და მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. მაგრამ შულავერის გორაზე გათხრილი ფართობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ საკითხზე შეიძლება ძალიან ზოგადი მოსაზრება გამოითქვას. უკვე აღვნიშნეთ, რომ შულავერის გორაზე გათხრილია 250 კვ.მ. ფართობი. II სამშენებლო ფენაში აქ მრავალოთახიანი სახლის წყვილადი ოჯახის კუთვნილი 2 საცხოვრებელი კომპლექსი მაინც უნდა ვივარაუდოთ. გათხრილი ფართობი სოფლის მიერ დაკავებული ტერიტორიის ოცდამეთორმეტედ ნაწილს შეადგენს, ამიტომ სოფელი შედგენილი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 60 ერთოთახიანი სახლისგან. თუ დავუშვებთ, რომ ყოველ ერთოთახიან სახლში ცხოვრობდა  საშუალოდ 5—8 სულისაგან შემდგარი ერთი ოჯახი, მაშინ გამოდის, რომ სოფლის მოსახლეობის საერთო რიცხვი 400-500 სულს უდრიდა. ნასოფლარების შულავერის ჯგუფს, რომელიც ოთხი გორისგან შედგება უჭირავს ბუნებრივი საზღვრებით შემოფარგლული 500 ჰა-მდე ფართობი. აქედან საყანედ და საძოვრებად გამოსადეგი იქნებოდა დაახლოებით ორი მესამედი, დანარჩენი კი, ალბათ, ტყეს ეკავა. როგორც ბორცვების ზომებიდან ჩანს, შულავერის გორა ამ ჯგუფის სოფლებს შორის ყველაზე დიდი იყო. ამიტომ, (95) იმირის გორის მოსახლეობა შეიძლება 300 სულამდე ვივარაუდოთ,  „გადაჭრილი“ და „დანგრეული" გორებისა კი - 200-250 -მდე. ამრიგად, ზემოხსენებულ ფართობზე მოდიოდა 1200-1300 სული. თუ გავითვალიწინებთ პურეულის ნორმებს, რომლებიც გამოანგარიშებულია ექსტენსიური სამიწათმოქმედო მეურნეობებისთვის - 16 კგ მარცვლეული თვეში ერთ სულზე, წლის განმავლობაში კი 200-მდე კილოგრამი, მაშინ გამოვა, რომ სოფლების შულავერის ჯგუფის მოსახლეობისათვის საჭირო იქნებოდა 200X1300, ე.ი. 260000 კგ ანუ 260 ტონა. იმ დროისათვის შესაძლებელი იქნებოდა ერთ ჰექტარზე დაახლოებით 1 ტონა მოსავლის მიღება. მაშასადამე, 260 ტონის - მისაღებად უნდა დამუშავებულიყო 260 ჰექტარამდე მიწა. მაშასადამე, თითოეულ სოფელში ერთი გვარის რამდენიმე თაობა იჯდა. ახლა ძნელია გარკვევით იმის თქმა, თუ  რამდენ ხანს ცხოვრობდა გვარი ერთ ადგილას, ზოგ სოფელში ცხოვრება ხანგრძლივი იყო, ზოგშიც - ხანმოკლე; მაგრამ საფიქრებელია, რომ თითოეულ სოფელში 10-12 თაობა მაინც შეიცვლებოდა, დაახლოებით 500-700 წლის მანძილზე. ჯერჯერობით ისე ჩანს, თითქოს შულავერის. გორაზე სოფელი უფრო ადრე წარმოიქმნა, ვიდრე მის მახლობლად მდებარე შედარებით მომცრო - გორებზე. ამ უკანასკნელებზე ცხოვრება იწყება. მაშინ, როცა შულავერის გორაზე რამდენიმე თაობა შეიცვალა. შულავერის გორაზე ცხოვრება ჩასახული უნდა იყოს მარნეულის ველის პირველი ათვისების ხანაში მასთან ერთად, აქ უნდა გაჩენილიყო რამდენიმე ისეთი სოფელი, რომლებიც საკმაოდ დაცილებული იყო ერთიმეორეს. შემდეგში მათ საფუძველზე წარმოიქმნა დასახლებების ცალკეული ჯგუფები. ეკონომიკის ახალ ფორმაზე - მიწათმოქმედებაზე გადასვლას მოსახლეობის სწრაფი ზრდა  მოყვა. მარნეულის ველის ადრეულ საგვარეულო სოფლებში, რამდენიმე. თაობის შეცვლის შემდეგ ისეთი პირობები შეიქმნა, რომ ისინი მოსახლეობის ნამატს ვეღარ იტევდა. ამ კრიზისიდან თავის დაღწევის საშუალება ნამატის ახალ ადგილზე გადასვლა იყო. ძველი სოფლის ირგვლივ ჩნდება ახალი სოფლები, რომლებიც შედარებით პატარები იყო და შემდეგში მათი სეგმენტაცია აღარ მომხდარა. შულავერის გორიდან მოსახლეობა სამჯერ-ოთხჯერ უნდა გადასულიყო ახალ ადგილზე საცხოვრებლად. თავდაპირველ და (96) ახლად წარმოშობილ სოფლებს შორის მჭიდრო ურთიერთობა არსებობდა, ისინი დიდხანს თანაარსებობენ და, საბოლოოდ მათზე ცხოვრება ერთდროულად ქრება. ასეთივე ნამოსახლარი ბორცვები გამოვლენილია მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ყაზახის რაიონში, რომელიც აღმოსავლეთიდან უშუალოდ ეკვრის საქართველოს და გარდაბნისა და მარნეულის ველების უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. როგორც ჩანს, ამ მხარეს და მარნეულის ვაკეს  ერთი კულტურის მატარებელი ტომები ითვისებენ. ყაზახის რაიონის ბორცვებიდან ნაწილობრივ გათხრილი და შესწავლილია სამი ძეგლი შომუ-თეფე, თოირე-თეფე და ბაბადერვიში. ბორცვი შომუ-თეფე სადგურ აღსტაფის მახლობლად მდებარეობს და დაახლოებით 0,5 ჰა ფართობი უკავია. სოფელი შედგებოდა წრიული შენობებისაგან, რომლებიც ამოზურგული ალიზებისაგან იყო აგებული. თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი შედგება წრიული საცხოვრებელი ნაგებობისა და რამდენიმე სამეურნეო სათავსისაგან; ერთ-ერთი ასეთი კომპლექსი შეიცავს წრიულ ორ საცხოვრებელსა და ორ სამეურნეო შენობას. საცხოვრებელი სახლის დიამეტრი 3 მ აღწევს, ხოლო სამეურნეოსი - 2 მ. შენობები მჭიდროდაა ერთმანეთთან მიდგმული და მათ იმორის მოქცეულია პატარა ეზოები. შომუ-თეფეზე რამდენიმე სამშენებლო ჰორიზონტი გამოიყოფა. ბორცვი თოირე–თეფე საკმაოდ მოზრდილი იყო. მისი დიამეტრი 100 მ, ხოლო სიმაღლე 6 მ აღწევდა ქვედა კულტურული ფენა, რომლის სისქე 5 მ უდრიდა, შეიცავდა 4 სამშენებლო პერიოდს. აქაც გამოვლენილი იყო ალიზისაგან აგებული წრიული შენობები. ყაზანიდან 3 კმ დაშორებით მდებარეობს ბორცვი ბაბადერვიში, რომლის ქვედა ფენაში გამოვლენილი იყო ადრეული პერიოდის ნასოფლარის ნაშთები. როგორც გამთხრელები აღნიშნავენ, აღმოჩნდა 3,8 მ დიამეტრის წრიული მიწურები. საფიქრებელია, რომ აქაც ისეთივე ალიზისაგან აგებული შენობები უნდა მდგარიყო, როგორც ამ პერიოდის სხვა ძეგლებზე. ყაზახის რაიონში შესწავლილ საცხოვრებელ ბორცვებზე გამოვლენილი მასალა თავისი ხასიათით თითქმის არ განსხვავდება მარნეულის ველის უძველესი ნამოსახლარების მასალებისაგან. აქაც გვხვდება უმეტესად ობსიდიანისაგან გაკეთებული იარაღი - დანები, ფართო და გრძელი ფირფიტები (97) და სხვა. ნაპოვნია ობსიდიანის ნუკლეუსები. კაჟისაგან დამზადებულია უმთავრესად ნამგლის ჩასართები. აღმოჩენილია ქვის გაპრიალებული ცულები, ხელსაფქვავები,  სასრესები და სხვა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს აქ აღმოჩენილი ნამგლები. მათი ქვის ჩასართებზე შერჩენილი იყო ბუდესთან შემაკავშირებელი მასის კვალი. როგორც ჩანს, ჩასართები თავსდებოდა ხის ან ძვლის ბუდეში და სპეციალური მასით მაგრდებოდა. ბევრია  ნამოსახლარებზე ძვლისა და რქის იარაღიც სახვრეტები, სადგისები, საპრიალებლები თოხები და სხვა. დიდი მსგავსებაა აგრეთვე კერამიკაში. აქაც გვხვდება ტლანქად ნაძერწი, სქელკედლიანი ჭურჭელი, ზოგჯერ შემკული რელიეფური ორნამენტითა და კოპებით. შედარებით მცირე რაოდენობით არის სხვაგვარი კერამიკა - მოყავისფრო - მოწითალო ფერისა. მცენარეული მინარევით, სუსტად გაპრიალებული. მოხატული კერამიკა ძალიან ცოტაა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, უფრო სამხრეთითაცაა ცნობილი ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლები ეს კულტურა პირველად აღმოჩნდა ნახიჩევანის მახლობლად მდებარე ქიულ-თეფეს ბორცვზე. ეს  არის მრავალფენიანი ძეგლი, რომლის კულტურულ ფენათა სისქე 22 მ აღწევდა. ძირი ქიულ-თეფე 1-ის ფენა 9 მ სისქისაა. მასში გამოვლენილი იყო წრიული (დიამ 7-7,7 მ) და სწორკუთხა (სიგრძე 4, სიგანე 3,3 მ) ალიზის შენობები ქვის საძირკველზე. ფენაში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ქვისა და ძვლის იარაღი, ბევრია ობსიდიანის ნუკლეუსები, ფირფიტები  ანატკეცები, ოვალური მოყვანილობის ქვის თოხები, ქვის ცულები და ურო, ლახტისთავი, სხვადასხვა ფორმის ხელსაფქვავები, სანაყები და სხვა. ძვლის იარაღში ჭარბობს სახვრეტები,  გვხვდება ძვლის ნემსები, საპრიალებლები, რქის თოხები და სხვა 1 ფენის კერამიკა ტლანქია, ბზენარევი, სუსტად და არათანაბრად გამომწვარი, ზოგჯერ გაპრიალებული, უმეტესად მოწითალო ზედაპირით. ჭარბობს კასრისა და ქილისებური ჭურჭელი, მაგრამ არის ჯამებიცა და ქვაბებიც. ამავე  ფენაში აღმოჩნდა მოხატული ჭურჭლის ნატეხები კეცის, ძერწვისა და  გამოწვის ხასიათის მიხედვით, მოხატულ კერამიკაში ორ ჯგუფს არჩევენ. პირველი ჯგუფის ჭურჭელი გამოძერწილია სილანარევი თიხისაგან, უკეთაა ნაკეთები და გამომწვარი და  აქვს მოწითალო-მოყავისფრო ან მონაცრისფრ შეფერილობა. ზედაპირი, რომელზედაც შავი, ყავისფერი (98) და წითელი ფერებით დატანილია რთული გეომეტრიული ორნამენტი, კარგადაა  გაპრიალებული.

სურ.40. ნახიჩევანის ქიულ-თეფე I, თიხის  ნაწარმი

მეორე ჯგუფის მოხატული ჭურჭელი ნაკეთებია ბზენარევი თიხისაგან, მოწითალო ფერისაა, გაპრიალებული და შემკულია შავი, წითელი და ყვითელი საღებავით დატანილი სადა გეომეტრიული ორნამენტით. ეს ჭურჭელი მასალით, ძერწვითა და გამოწვით უახლოვდება სადა, მოუხატავ კერამიკას და მას ადგილობრივ ნაწარმად მიიჩნევენ. პირველი ჯგუფის მოხატული ჭურჭელი შემოტანილი უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ ამავე ფენაში აღმოჩნდა ლითონის 7 ნივთი (დარიშხანიანი სპილენძის) - ოთხწახნაგა სადგისი, მძივები და სხვა. ქიულ-თეფეს I ფენაში რამდენიმე სამშენებლო პერიოდს გამოყოფენ, რაც იმას უნდა მოწმობდეს, რომ სოფელს დიდი ხნის მანძილზე უარსებია. ამ ფენაში შენობებს შორის და მათ ქვეშ აღმოჩნდა 73 სამარხი. სამარხებში ძირითადად თითო მიცვალებული ესვენა, თუმცა ზოგიერთში 2, 3 და 4 მიცვალებულიც იყო. ისინი ესვენა ოვალურ ორმოებში, მოხრილ მდგომარეობაში, გვერდზე ან ზურგზე, ზოგიერთი  ჩონჩხი წითლად იყო შეღებილი. ინვენტარი მხოლოდ 25 სამარხში აღმოჩნდა: ქვის მძივები, საკიდები, ობსიდიანის ლამელები და უხეში, ბზენარევი თიხის ჰურჭელი. ქიულ-თეფე I-ის კულტურა სამხრეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული. ამ დროის ნამოსახლარები გამოვლენილია მილისა და ყარაბაღის ველებზე. მართალია, არც ერთი ამ ძეგლთაგან ჯერ შესწავლილი არ არის, მაგრამ დაზვერვების შედეგად მოპოვებული მასალა აშკარად მოწმობს, რომ ნამოსახლარი ბორცვები წარმოადგენს ადრემიწათმოქმედო (99) ტომების ქიულ-თეფე I-ის დროინდელ ნასოფლარებს. აქაც ნაპოვნია იმავე ტიპის ბზენარევი კერამიკა, როგორიც ქიულ-თეფე I-იდანაა ცნობილი და აგრეთვე მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები. დასავლეთ აზერბაიჯანში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდინარეების ტაუზჩაისა და შამქორის აუზებშიც აღმოჩნდა ადრეული პერიოდის ძეგლები თოირე-თეფე II, ნამოსახლარი მენთეჟი, რუს-თეფესი და სხვა. ძეგლების ამ ჯგუფს ბევრი რამ აქვს საერთო შომუ-თეფეს, ბაბადერვიშისა და ჩრდილო-დასავლეთის სხვა ანალოგიურ ძეგლებთან, თუმცა მათ შორის გარკვეულ სხვაობასაც ამჩნევენ, (განსაკუთრებით, კერამიკაში. აქ მეტი რაოდენობითაა ბზენარევი კერამიკა, რითაც ის უფრო მეტად უახლოვდება სამხრეთში - მილისა და ყარაბაღის ველებზე გავრცელებულ ძეგლებს. ადრესამიწათმოქმედო კულტურა გამოვლენილია აგრეთვე არარატის ველზე. პირველ რიგში აღსანიშნავია ეჩმიაძინიდან სამხრეთით, 3 კმ დაშორებით, სოფ.თეღუთის მახლობლად მდებარე დაზიანებული ბორცვი. კულტურული ფენის სისქე აქ 1-1,5 მ უდრის. სოფელი შედგება სწორკუთხა ალიზისაგან აგებული  თიხალესილი იატაკიანი წრიული შენობეგბისაგან (დიამ 2,5-3,5 მ); ერთ-ერთი შენობის შუაგულში აღმოჩნდა ქვის 13 ცული. არის ობსიდიანისა და კაჟის დანისებური ფირფიტები, საჭრისები, საფხეკები, ძვლის სადგისები, სახვრეტები, თოხები. ნაპოვნია აგრეთვე დარიშხანიანი, სპილენძის (ერთი რომბისებური დანა და სადგისის 2 ნატეხი. თიხის ჭურჭელს 3 ჯგუფად ყოფენ: 1.ქვიშანარევი თიხისგან გამოძერწილი ჭურჭელი. 2.ბზენარევი თიხისგან ნაძერწი ჭურჭელი და 3.მოხატული ჭურჭელი. პირველი ორი ჯგუფის ჭურჭლის ზედაპირი გაპრიალებულია. არის დიდი ზომის  ჭურჭლის ნატეხები, ღრმა ჯამები, ლანგრები და სხვა.. მოხატული კერამიკა მაღალხარისხოვანი თიხისაა, კარგად ნაძერწი და გამომწვარი, ზედაპირგაკრიალებული, კრემისფერი, წითელი, ვარდისფერი. ყავისფერი და შავი საღებავით მასზე დატანილია ტალღოვანი და ტეხილი ხაზები, სამკუთხედები, რომბები და სხვა. საერთო ხასიათით, მოხატულობის მოტივებითა და სახეებით ის უახლოვდება გვიანი ჰალაფის კერამიკას. თეღუთის გარდა არარატის ველზე ცნობილია კიდევ რამდენიმე ძეგლი, სადაც აღმოჩენილია ადრესამიწათმოქმედო კულტურისთვის დამახასიათებელი (100) კერამიკა, მაგრამ არც ერთი მათგანი ჯერ-ჯერობით არ არის გათხრილი (მაშტოცი-ბლური, კღზიაკ-ბლური, სევ-ბლური I და სხვა). ადრეული სამიწათმოქმედო კულტურის არსებობის კვალი ამიერკავკასიის ზოგიერთ სხვა ადგილასაც არის დადასტურებული ან შენიშნული, მაგრამ მათ მიხედვით ჯერჯერობით ძნელია რაიმე დასკვნის გამოტანა. პირველ რიგში აღვნიშნავთ გინჩის ნამოსახლარის ქვედა ფენას, რომელიც ძვ.წ. IV ათასწლეულს ეკუთვნის და მოწმობს, რომ აქ ქიულ-თეფე I-ის ტიპის კულტურაა შემოჭრილი. ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში ამჟამად გამოვლენილია ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი - გამოქვაბული სამელე-კლდე.

სურ.41.სამელე–კლდე

ზოგიერთი ნიშნით, განსაკუთრებით კერამიკით, ის წააგავს ცენტრალური ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურას, მაგრამ ძლიერ განსხვავდება ქვის ინდუსტრიით. იყო თუ არა მათ შორის რაიმე კავშირი და, თუ იყო, რა ხასიათის, მომავალი კვლევის საგანია. ამ ადრეული კულტურის არსებობის ცალკეული ნიშნები არის აგრეთვე საქართველოს სხვა მხარეებშიც. ასეთია ზოგადად ამიერკავკასიაში გამოვლენილი ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნასოფლარები და მათზე მოპოვებული ნივთიერი ნაშთები. დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, ეს მასალა ჯერ კიდევ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საჭირო სისრულით იქნეს განსაზღვრული მისი განვითარების საფეხურები და ასაკი. ამიტომ უნდა დავვმაყოფილდეთ იმ ზოგადი მონაცემებით, რომლებიც ამჟამად გაგვაჩნია: კულტურის განვითარების ზოგადი დონე, ზოგიერთი ანალოგიები მახლობელი აღმოსავლეთის სამიწათმოქმედო ადრეულ კულტურებთან, თარიღის დასადგენად გამოსადეგი ცალკეული ნივთიერი მასალები და, ბოლოს, თარიღები, მიღებული თანამედროვე ზუსტი (101) მეთოდების გამოყენებით (რადიოკარბონული ანალიზი). ზემოთ, კულტურის დახასიათების დროს, ჩვენ შევეცადეთ გაგვესაზღვრა მისი დონე და ადგილი ძველ სამყაროში, რისთვისაც მივმართავდით სათანადო პარალელებს ეკონომიკის, სოციალური ვითარების, ყოფა-ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან. ამან მიგვიყვანა გარკვეულ დასკვნამდე რომლის მიხედვით ამიერკავკასიის ადრეულ ნასოფლარებსა და მათ კულტურაში ასახულია მიწათმოქმედი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის ბოლო საფეხური. ზოგიერთი ნიშანი ძვ.წ. V ათასწლეულში წინა აზიისათვის დამახასიათებელი ელემენტების გამოჩენა, - საშუალებას გვაძლევს ზოგადად შემოვფარგლოთ ამ კულტურის არსებობის ხანა ძვ.წ. V-IV ათასწლეულებით. პირველად ასეთი განსაზღვრა მიღებული იყო შომუ-თეფეს მაგალითზე. შემდგომმა მუშაობამ სავსებით დაადასტურა მისი სისწორე. ზემოაღნიშნულ თარიღს მხარს უჭერს აგრეთვე უკანასკნელ ხანებში ამ ტიპის ძეგლებზე აღებული ნახშირის ნიმუშების რადიოკარბონული (C14) ანალიზის შედეგები რაკი ორივე - არქეოლოგიური და რადიოკარბონული ანალიზის შედეგები ძირითადად ემთხვევა ერთიმეორეს, მიღებული თარიღი მეტნაკლებად სარწმუნოდ შეიძლება მივიჩნიოთ. ამიტომ, ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის მთლიანად IV ათასწლეულის მეორე ნახევარში მოთავსება, როგორც ამას ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს, მართებული არ უნდა იყოს. ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურისთვის სადღეისოდ რადიოკარბონული მეთოდით მიღებული 5 თარიღი გაგვაჩნია და ისინი შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კულტურის ქრონოლოგიურ განსაზღვრას. რადიოკარბონული ანალიზი ადრეული ხანებისთვის აბსოლუტური დათარიღების ერთ-ერთი საშუალებაა. მისი არსი მარტივად შემდეგში მდგომარეობს: ყოველი ცოცხალი ორგანიზმი სხვა ელემენტებთან ერთად ატმოსფეროდან იძენს რადიაქტიურ ნახშირბადს (C14), რომლის კონცენტრაცია ატმოსფერომში მუდმივია. ორგანიზმის სიკვდილის - სიცოცხლის შეწყვეტისთანავე, მასში დაგროვილი C14 იწყებს გარკვეული სიჩქარით დაშლას; რაკი დაშლის სიჩქარე მუდამ უცვლელია, საკმარისია განისაზღვროს საანალიზოდ აღებულ ნიმუშში დარჩენილი რადიონახშირბადის რაოდენობა იმისათვის, რომ გავიგოთ რა დროა გასული ორგანიზმში სიცოცხლის შეწყვეტის შემდეგ. C14 ანალიზი (102) ცხადია, აბსოლუტურად სწორ თარიღებს არ იძლევა. გასათვალისწინებელია სხვადასხვა ფაქტორები - რადიაქტიური ნახშირბადის კონცენტრაციის ერთგვარი ცვალებადობა ატმოსფეროში, დაშლის პერიოდის მცირედი ვარიაციები და სხვა. რადიონახშირბადის მეთოდით დათარიღებისათვის შეიძლება აღებული იქნეს ორგანული ნაშთები - ძვალი, ხე, ნახშირი, რომელიც მოპოვებულია არქეოლოგიურ ძეგლზე თავდაპირველ ადგილას. არქეოლოგიაში საამისოდ უმთავრესად ნახშირის ნაშთებს იყენებენ. ხუთი განსაზღვრიდან, რომელიც ჩვენ ამ კულტურისათვის გაგვაჩნია, ორი შულავერის გორას ეკუთვნის. მისი ძირა ფენიდან აღებული ნახშირის ანალიზმა აჩვენა ძვ.წ. 4660+-210 წელი. ზედა სამშენებლო ფენის ნიმუშმა კი 3955+-300 წელი. თოირე-თეფედან ცნობილია ერთი რადიოკარბონული თარიღი - 4295+-125 ძვ.წ. ქიულ-თეფე  I აგრეთვე ერთი - ძვ.წ. 3820+-90 წელი. ერთგვარად განსხვავებულ თარიღს იძლევა შომუთეფე - ძვ.წ.5560+-70 წელი. ამრიგად, ოთხი ნიმუში იძლევა ძვ.წ. V-IV ათასწლეულს. ამ თარიღებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს კულტურა უნდა ჩამოყალიბებულიყო ძვ.წ. V ათასწლეულის შუახანებში. ამჟამად ცნობილი ნასოფლარებიდან უადრესი ჩანს შულავერის გორა და შომუ-თეფე, შემდეგ მოდის თოირე-თეფე და IV ათასწლეულის დამდეგის იმირის გორა. ქიულ-თეფე I ამავე დროისა უნდა იყოს. ამრიგად, შულავერის გორაზე ცხოვრება დაწყებულა ძვ.წ. V ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. IV ათასწლეულიდან მის  გვერდით არსებობს იმირის გორა. ამ კულტურის დასასრული IV ათასწლეულის შუახანებზე უნდა მოდიოდეს. ამ ათასწლეულის მეორე ნახევრიდან უკვე ჩნდება მტკვარ–არაქსის კულტურის ელემენტები. როგორც ვნახეთ ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში ამიერკავკასიაში ისახება ადრემიწათმოქმედო კულტურის ორი ლოკალური რაიონი, რომელსაც ადგილობრივი და საერთო ფესვები უნდა ჰქონოდა. განსხვავება, რომელიც მათ შორის შეინიშნება, მათი ერთგვარი ქრონოლოგიური სხვაობითა და წინა აზიასთან ურთიერთობის ინტენსივობით შეიძლება აიხსნას. ამიერკავკასიის სამხრეთ–აღმოსავლეთ ზოლში ჩამოყალიბებული ადრესამიწათმოქმედო კულტურა (მილისა და ყარაბაღის ველი, ნახიჩევანის მხარე, არარატის ველი) რამდენადმე უფრო გვიანდელია ფოშუ-თეფე-შულავერის კულტურასთან შედარებით. განსხვავება ვლინდება პირველ რიგში კერამიკული ნაწარმის ხასიათში. სამხრეთ ზოლში ჭარბობს ბზენარევი კერამიკა, იგი უფრო სრულყოფილია და თვით ჭურჭლის ფორმებიც თავისებურია; მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე მოხატული კერამიკა, რომელიც გვხვდება ამ კულტურის სადღეისოდ ცნობილ ყველა ძეგლზე. ეს მოხატული კერამიკა წინააზიურ, უფრო კი აღმოსავლურ - წინააზიურ-ირანულ წრესთან არის დაახლოებული. აქვე არის ჰალაფური და ჩრდილო ობეიდური ტიპის კერამიკაც. როგორც ჩანს, ამიერკავკასიის ეს ნაწილი წინა აზიის კულტურების გარკვეული გავლენის სფეროში ექცევა. ამ დროს მთელს წინა აზიაში ფართოდ ვრცელდება ხალაფისა და ობეიდის ტიპის მოხატული კერამიკა. მისი გავლენა ვრცელდება ვანისა და ურმიის ტბების მიდამოებამდე და ნაწილობრივ ამიერკავკასიის სამხრეთ რაიონებამდეც აღწევს. უფრო ჩრდილოეთით ეს გავლენა არ შეინიშნება. წინა აზიასთან ახლო ურთიერთობის შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გავრცელებულ ადრესამიწათმოქმედო კულტურაში იწყება ძველი ტრადიციებიდან თანდათანობით გადახვევა და ის გარკვეულ აღმავლობას განიცდის. ჩნდება ლითონის პირველი ნივთები, რის გამოც ქვა და ძვალი კარგავს პირვანდელ მნიშვნელობას. ამიტომაა, რომ უკვე საგრძნობი სხვაობაა შომუ-თეფე-შულავერის კულტურისთვის დამახასიათებელ ქვისა და ძვლის ნივთებთან შედარებით და აღარ გვხვდება კარგად დამუშავებული ქვისა და ძვლის იარაღები. ამრიგად, ამიერკავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებული ადრესამიწათმოქმედო კულტურა, წინა აზიის გავლენით, თანდათანობით თავისებურ ელფერს იძენს და ამ მხარეში ადრესამიწათმოქმედო კულტურის ორი ვარიანტი ყალიბდება, რომლებიც ძვ.წ. V ათასწლეულში და IV-ის დასაწყისში თანაარსებობს. როგორც აღვნიშნეთ. მდ.თაუზ–ჩაისა და შამქორ-ჩაის აუზებში გამოვლენილ ძეგლებზე რომლებიც შომუ-თეფე-შულავერის კულტურის გავრცელების  სამხრეთ-აღმოსავლეთის რაიონი უნდა იყოს, უკვე ჩნდება ქიულ-თეფე I კულტურისთვის დამახასიათებელი კერამიკა. ეს ბზენარევი კერამიკა, ალბათ, ამ გზით შემოდის შომუთეფე-შულავერის კულტურაში. თიხაში ბზის შერევის ტრადიცია სამხრეთ ამიერკავკასიის ადრეულ კულტურაში უნდა (104) შემოსულიყო წინა აზიიდან, სადაც კარგადაა ცნობილი ბზენარევი კერამიკა. ის გვხვდება ურმიის ტბის მიდამოებში, ირანის აზერბაიჯანში შესწავლილ ძეგლებზე გეო–თეფე M-ის პერიოდში და იანიკ–თეფეზე, ბორცვ ფიზდელი-თეფეზე და ვანის ტბის სანახებში - თილკი-თეფეზე. ვანის ტბის დასავლეთით, მუშის ველზე იგი შედარებით ნაკლებია. ასეთი მსგავსების მიუხედავად, სამხრეთ ამიერკავკასიის ადრეული კულტურა მაინც თავისებურია და განსხვავდება გეო–თეფე M-ის პერიოდის, თილკი-თეფესა და აღმოსავლეთ ანატოლიის კულტურებისგან. დაახლოებით IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ამიერკავკასიაში და მის სამხრეთით, მეზობელ ოლქებში გავრცელებულ სამიწათმოქმედო კულტურებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, რომლებიც საერთო მოვლენით - ახალი, უფრო განვითარებული სამიწათმოქმედო კულტურის, ე.წ მტკვარ-არაქსის კულტურის გამოჩენით იყო გამოწვეული. ამის შედეგად ამიერკავკასიის ზოგიერთ დასახლებაზე, მაგალითად, ქვემო ქართლში, ცხოვრება მთლიანად წყდება. მტკვარ-არაქსის კულტურა სამიწათმოქმედო კულტურის განვითარების შემდგომი, მაღალი საფეხურია. მას საფუძვლად ძირითადად ადგილობრივი ადრეული სამიწათმოქმედო კულტურები დაედო; მაგრამ მის ჩამოყალიბების პროცესში სამხრეთიდან ხალხის ახალი მასების შემოღწევასაც შეეძლო გარკვეული როლი ეთამაშა. მტკვარ-არაქსის კულტურა ძირითადად აგრძელებს მიწათმოქმედების ძველ ტრადიციას. ძველ ყოფას, ნივთიერ და სულიერ კულტურას და ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს ის. წინარე კულტურაშია მტკვარ–არაქსის კულტურისთვის დამახასიათებელი წრიული და მისგან განვითარებული სწორკუთხა საცხოვრებელი სახლების საწყისები. აქვეა საძებნელი მისთვის დამახასიათებელი - კერამიკის ნიშანი, კერძოდ, ჭურჭლის ზედაპირის გაპრიალება, რელიეფური და ნაკაწრი გრაფიკული ორნამენტი, კოპები და აგრეთვე კერამიკის მოხატვის ტრადიცია, რომელმაც არც აქ გაიდგა ღრმა ფესვები. იგივე შეიძლება ითქვას ქვის, ძვლისა და რქის იარაღზე. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჯერ-ჯერობით არ შეინიშნება ძველი კულტურის ახალში უშუალო გადაზრდა,შესაძლებელია სწორედ ამიერკავკასიაში ტომთა გადაადგილებასა და ახალი ტალღის შემოჭრას მოწმობდეს. როგორც ვნახეთ, ამიერკავკასიაში ნეოლითური რევოლუციის პროცესი ხანგრძლივი და რთული იყო; ის რამდენიმე ათას წელს უნდა გაგრძელებულიყო ჩვენთვის უკეთაა ცნობილი მისი დასასრული ხანა, რომელიც ძვ.წ. V-IV ათასწლეულზე მოდის. ძნელია გარკვევით იმის თქმა, თუ ვინ მონაწილეობდა ამ უდიდესი მოვლენის მსვლელობაში; მაგრამ საკმაო საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ ნეოლითური რევოლუციის მომზადებაში მონაწილეობას იღებენ კავკასიური ენობრივი და კულტურული ერთობის შემადგენელი ტომები. ამ ხანგრძლივი პროცესის მანძილზე თანდათანობით იშლება კავკასიური ენობრივი და კულტურული ერთობა; V-IV ათასწლეულებისათვის იგი ძირითადად დაშლილი უნდა იყოს. ისახება კავკასიურ ენათა უმთავრესი ჯგუფები. ხურიტულენოვანი და მასთან რამდენადმე დაახლოებული ჩაჩნურ-დაღესტნურენოვანი ტომები იკავებენ ამიერკავკასიის სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ ოლქებს. ამიერკავკასიის ცენტრალური ნაწილი ძირითადად ქართველურენოვანი ტომების ადგილსამყოფელი იყო; მათვე ეკავათ, ალბათ, დასავლეთ ამიერკავკასიის გარკვეული ტერიტორია. აქვე ბინადრობდნენ დასავლურ–კავკასიური ტომები. კავკასიური ენობრივ-კულტურული ერთობის დაშლის ანარეკლი შეიძლება იყოს ძვ.წ. V ათასწლეულის ბოლოსა და IV ათასწლეულის დასაწყისში ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურაში ლოკალური თავისებურებების ჩამოყალიბება, რაშიც გარკვეულ როლს თამაშობდა ეთნო-კულტურული ურთიერთობის გაძლირება წინააზიასთან. IV ათასწლეულის მეორე ნახევარში ხდება ხურიტული ტომების ერთი ნაწილის გადაადგილება სამხრეთით, ჩრდილო მესოპოტამიასა და ტიგროსის სათავეებში. ეს პირველი ტალღა ამიერკავკასიაში მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებამდე უნდა წასულიყო; ამიტომაცაა, რომ ამ ოლქებში მტკვარ-არაქსის კულტურის ნიშნები არ ჩანს. ხურიტული ტომების ამიერკავკასიიდან სამხრეთით გადასვლა მომხდარა მტკვარ–არაქსის კულტურის ჩამოყალიბებას შემდეგაც და სწორედ მათ უნდა გაევრცელებინათ იგი წინა აზიაში. ნიშანდობლივია, რომ აქ მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არე ემთხვევა ხურიტული ტომების ადგილსამყოფელს. თუ რამ გამოიწვია ამ ტომების მოძრაობა სამხრეთით III ათასწლეულის დასაწყისში ძნელი სათქმელია. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქართველურენოვანი ტომების გაძლიერება-დაწინაურება ყოფილიყო. შეიძლება ამითვე აიხსნას ჩაჩნურ-დაღესტნური ტომების გადაადგილება ჩრდილოეთით, რაც ამავე ხანაში იგულისხმება. დასავლეთ საქართველოშიც მტკვარ-არაქსის კულტურა საკმაოდ ღრმად იჭრება. ამრიგად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძვ.წ. V-IV ათასწლეულის შომუ-თეფე–შულავერის ადრესამიწათმოქმედო კულტურა, ძირითადად ქართველურენოვანი ტომების კუთვნილება იყო. ეს იყო ერთერთი იმ ოლქთაგანი, სადაც ყალიბდებოდა ქართველური ეთნიკური ჯგუფი. ამ ტომებმა ამიერკავკასიაში მოსახლე სხვა მონათესავე ტომებთან ერთად საფუძველი ჩაუყარეს მაღალგანვითარებულ მტკვარ-არაქსის კულტურას. შემდეგში ამავე ტომების მონაწილეობით შეიქმნა თრიალეთის ბრწყინვალე კულტურა.

 

Зарождение и развитие производящих форм хозяйства-земледелия и скотоводства, начавшееся еще на заре неолитической эпохи, - явление исключительной важности в истории человечества, вызвавшее колоссальные изменения в жизни общества; недаром, оно получило наименование неолитической революции. В этом процессе ведущая роль принадлежит земледелию и естественно, что вопросы становления и развития раннеземледельческого общества вызывают особый интерес. Экономическая революция, коренным образом изменившая весь уклад жизни, должна была произойти там, где имелись благоприятные природные условия и соответствующий уровень общественного развития. В настоящее время в мире выделено несколько самостоятельных очагов возникновения земледелия. Среди них, одним из древнейших был переднеазиатский: очаг, где устанавливается ряд самостоятельных областей раннеземледельческих культур: Анатолия, Сиро-Киликия, Палестина, Северный Ирак, Иран, Закавказье; с ними связаны раннеземледельческие культуры Средней Азии. Переход на новый тип экономики процесс сложный, долгий и не одновременны; возникновению оседлоземледельческих культур здесь предшествовал длительный период зарождения земледелия и скотоводства (культура Натуфа, Кярим-Шахмр, Зави-чами-Шапи-дар; X-VII тысячелетия до н.э.). Новейшие археологические открытия в Передней Азии по-новому осветили этот важный этап истории. Раскопки таких поселений, как Иерихон в Палестине, Джармо и Хассуна в Северном Ираке, Мерсии, Джудеиде, Амук в Сиро-Киликии, Хаджилар и Чатал-гуюк в Южной Анатолии, давшие огромный материал, характеризующий уровень развития земледелия и скотоводства, разных отраслей ремесла, строительного искусства и т.д., а также - духовной культуры, позволили проследить основные этапы становления раннеземледельческого общества. Археологические исследования, проводимые в Средней Азии вскрыли один из древнейших очагов раннеземледельческой культуры; широкая постановка полевых исследований на таких, поселениях как, например, Джейтун позволили поставить и разрешить важнейшие вопросы социально-экономического развития древнейшего оседлого населения этой области. Самостоятельный очаг новой, прогрессивной формы хозяйства существовал и в северной полосе Переднеазиатского мира, в Закавказье. На данном этапе изученности мы пока не имеем возможности с необходимой полнотой представить процесс неолитической революции в Закавказье; однако, за последние годы здесь раскопан ряд поселений, отражающих определенный, поздний этап развития раннеземледельческого общества. Процесс перехода на новые формы экономики в Закавказье, по-видимому, несколько запаздывает, но сравнению с южными областями Передней Азии; одной из причин этого следует считать исключительно благоприятные природные условия для ведения присваивающего хозяйства. Закавказье и Передняя Азия значительно отличаются друг от друга природными условиями, что отражалось и в характере хозяйства. Само Закавказье многообразно в природном отношений; естественно, это влияло на темпы развития и характер раннеземледельческой культуры в разных ее областях: Западная Грузия, Квемо-Картлийская долина, Мильско-Карабахская и Муганская степи, Араратская долина. Зарождению и развитию земледелия в Закавказье должно было способствовать то, что здесь в обилие имелись дикорастущие предки культурных растений. Большая группа древнейших земледельческих поселений выявлена в центральной части Закавказья, по среднему течению р.Куры, в частности, в бассейнах правых ее притоков Храми, Дебеда и Агстафа, в соседних Казахском, Марнеульском и Болнисском районах Азербайджанской и Грузинской республик. В настоящее время эти поселения представляют собой искусственные холмы; они расположены на равнинных местах, небольшими группами. Одна из таких групп жилых холмов находится недалеко от железнодорожной станциц Шулавери, в Марнеульском районе Грузинской ССР, на правобережье р, Храми, в пятистах метрах от ее поймы, вблизи речки Шулаверис-геле; это - «Шулаверис -гора», «Дангреули-гора», «Гадачрили-гора» и «Имирис-гора»; на двух из них, «Шулаверис-гора» и «Имирис-гора», - с 1964 года ведутся археологические раскопки. Шулаверис-гора представляет собой холм размером 100X80 м, высотой около 6 м. Мощность культурных остатков достигала 7 м; ныне он значительно поврежден в результате проводившихся здесь земляных работ. Холм образован последовательным наслоением остатков построек из сырцового кирпича (сред. разм. - 30X20X8, 25X15X8 см); в результате раскопок было вскрыто пять строительных горизонтов. На раскопанной площади выявлено около сорока построек, из которых лишь немногим больше двадцати могло быть жилищем, остальные имели хозяйственное назначение. Жилища состоят из одного круглопланного купольного дома, а так же хозяйственных построек меньшего размера (хранилища припасов, печь, резерв, для воды), объединенных низкой оградой круглого дворика; несколько таких строений составляли жилой комплекс. В жилых домах, имеющих по одному дверному проему и круглому светодымовому отверстию в куполе, устроены глиняные очаги для хранения неугасимого огня. Площадь домов колеблется между 4 и 16,5 м2, высота же достигала 2,5 м. Недостаточная прочность построек вызывала необходимость их частого обновления и перестройки, чем и было вызвано постепенное повышение площади, занятой поселением. Имирис-гора, находящееся в двух км к востоку от Шулаверис гора, на левом берегу Шулаверис-геле, несколько меньшего размера (диам. около 90 м, высота - 4 м); оно так же состоит из остатков сырцовых построек шести строительных горизонтов. В одном из них раскопано несколько жилых комплексов, состоящих из круглопланных, купольных жилищ, хозяйственных построек и дворика. Особо следует отметить две сырцовые постройки, несколько отличающиеся от остальных; из них, №8, условно названная мастерской, так как здесь найдены обсидиановые нуклеусы, пластинки, отщепы, отходы и т.д., имеет переднюю и две подпорные стенки для укрепления перегруженного перекрытия здания; №9-10 представляет собой удлиненное здание, состоящее из органически слитых двух помещений - круглого и овального плана, перекрытое плоской кровлей, опирающейся на центральном (деревянном) и Двух пристенных (сырцовых) столбах. Обе конструкции преследовали цель увеличения внутреннего пространства. Здание №9-10, по-видимому, имело особое, возможно культовое назначение. Примененная здесь система, видимо, получила дальнейшее развитие в жилой архитектуре Куро-араксской культуры (Хизанаант-гора, Квацхелеби, Гудабертка и др.) и сохранилась в народном жилище типа «Дарбази». Планировка Шулаверис-гора и, в особенности Имирис-гора позволяет предполагать, что здесь уже наблюдается тенденция образования т.н. много комнатных домов, состоящих из четырех-пяти помещений, объединенных вокруг одного дворика, огражденного низкой, сырцовой стеной; однако, округлость плана зданий, исключающая их органическое слияние, затрудняет точное определение границ отдельных жилых комплексов. Вещественный материал, обнаруженный на обоих поселениях, как в самих помещениях, так и вокруг них, в культурных слоях, состоит из обсидиановых, каменных, костяных и роговых орудий и керамических изделий. В наибольшем количестве найдены обсидиановые нуклеусы, ножевидные пластинки, вкладыши от серпов и т.д. Имеются каменные шлифованные топоры, тёсла, тёрочники, зернотёрки и ступки. Здесь пока нет каменных наконечников стрел и дротиков; возможно, что это объясняется широким применением пращи, снарядами которых должны быть круглые камушки, в большом количестве находящиеся почти в каждом доме. Нет также здесь микролитических орудий. Каменная индустрия вышесказанных поселений отличается ахаичностью, в ней еще живы неолитические традиции, хотя намечался определенная тенденция развития. Из роговых и костяных изделий Обращают на себя внимание, первым долгом, орудия, предназначенные для обработки земли - мотыги из оленьего рога, обоймы для пластинчатых вкладышей. Много костяных проколок, связанных с производством кожаных изделий, все еще широко применявшихся, о чём говорит так же полное отсутствие пряслиц. Искусство обработки кости было на высоком уровне - найдено несколько прекрасных предметов: ложечка, два наконечника стрел, плоский ножик и, наконец, два замечательных наконечника дротика. Большой интерес вызывает керамика этих поселений; она несколько примитивная, однако несомненно, что прочно укоренилась в быту. Глиняные сосуды Шулаверис-гора весьма архаичны - ручной, грубой лепки и довольно простой, в основном, баночной формы; часто они имеют четко выраженную высокую пятку с отпечатком спиральной плетенки. Вдоль края некоторых сосудов имеются один, или несколько рядов, иногда группы, конусовидных налепов. Наряду с подобными, встречаются сосуды со слабо выраженным венчиком и низкой пяткой, которые украшены насечкой на крае венчика и нарезными геометрическими узорами. Редко встречаются фрагменты иной керамики, происходящие из верхних строительных горизонтов; это - тонкостенные, розовато-кремового цвета черепки с залощенной поверхностью, иногда с примесью рубленной соломы, в тесте. Подобная керамика типична: для Имирис-гора, где грубые, архаичные сосуды, характерные для Шулаверис-гора встречаются значительно реже. Это, в основном, сосуды бочковидной формы, плоскодонные, иногда со слабо выраженным, низким цилиндрическим горлом. Обычно, подобные сосуды лишены нарезного орнамента; иногда их украшают, вертикально удлиненные шишки, рельефные кружки, дугообразные и волнистые налепы. Имеется несколько черепков с остатками налепов, изображающих, по-видимому, человеческие фигуры; на одном обломке заметны следы двух, широких полосок красноватой росписи. На обоих поселениях найдено несколько сильно схематизированных, терракотовых женских фигурок. Вещественные, ботанические и остеологические материалы, добытые раскопками позволяют нам представить в общих чертах экономическую основу и социальную структуру проживающего здесь общества. Несомненно, основной отраслью хозяйства было мотыжное земледелие. На обрабатываемых площадях, прилегающих к поселениям, возделывались, в основном, хлебные злаки. Для поддержания плодородия земель, по-видимому, применялись разные рациональные меры - удобрение, возможно даже примитивное орошение и т.д. Наряду с земледелием было развито скотоводство, в котором преобладало разведение крупного рогатого скота. Каждое родовое поселение имело свое общее хозяйство - посевные площади, скот, общеродовое ремесленное производство, удовлетворяющие потребности членов рода. Некоторые предварительные расчеты позволяют также высказать общие соображения о численности населения, размерах необходимой для его существования земли и объёме всего хозяйства. Учитывая, что во втором строительном горизонте Шулаверис-гора, по крайней мере два жилых комплекса занимают площадь в 250 м2, т.е. примерно одну тридцатую часть территории всего населения, следует думать, что оно состояло приблизительно из 60 однокомнатных домов; если же за численность семьи, проживающей в каждом из них, принять 5-8 душ, то получится, что общее число жителей поселения достигали 400-500 человек. Исходя из таких же расчетов население Имирис-гора следует оценить в 300, а двух остальных холмов - по 200-250 душ. Следовательно, население - холмов шулаверской группы составляло, примерно, 1200-1300 человек. Эти четыре поселения, образовавшиеся в результате возрастания численности населения, вызванного новой экономикой, занимают около 500 га, в пределах естественных границ; из них лишь около двух третей должны были быть пригодны под пашин и пастбища, остальную часть занимали леса. Могла ли эта земля прокормить своих жителей? В условиях экстенсивного земледелия месячной нормой зерна на душу принято 16 кг, т.е. около 200 кг в год. Для населения всех четырех сел Шулаверской группы она составила бы 260 тонн (260Х1000). Урожайность одного га, в то время могла достигать одной тонны; следовательно для получения 260 т, необходимо было обработать 260 га. Пока что трудно с уверенностью говорить о продолжительности существования каждого из этих поселений; несомненно, что они возникали в разное время. Наиболее долго существовало Шулаверис-гора, где по-видимому, сменилось 10-12 поколений, примерно за 500-700 лет. Затухание жизни на всех поселениях происходит одновременно. Эта культура, как было сказано, выявлена также в Азербайджане, на поселениях Баба-Дервиш, Шому-тепе, Тойре-тепеи др. Поселения ранне-земледельческой культуры известны и в других областях Азербайджана - среди них особо следует отметить Кюль-тепе близ Нахичевана. На Араратской долине пока что известно: поселение Тегут. Точное определение времени существования раннеземледельческих культур Закавказья в настоящее время довольно затруднительно; однако, учитывая данные аналогичных культур Передней: Азии, а такте ряд радиоуглеродных дат имеющихся для некоторых закавказских памятников, хронологические границы ее можно определить V-IV тысячелетиями до н.э. В частности Для Шулаверис-гора имеются две радиоуглеродные датировки: нижний слой - 4660 ±210. до н.э. верхний слой - 3955±300 дон. э.; Тойре-тепе дает - 4295±125 до н.э,; Кюль-тепе I - 3820±90 до, н.э.; Шому-тепе - 556О±70 до н.э. Исходя из вышеуказанных дат, возникновение этой культуры надо отнести к середине V тысячелетия до н.э.; наиболее ранними среди поселений следует считать Шулаверис-гора и Шому-тепе; затем - Тойре-тепе. К началу IV тыс., до н.э. относится Имирис-гора и Кюль-тепе 1; достигают они до середины IV тыс. до н.э. Отдельные области распространения раннеземледельческой культуры в Закавказье отличаются и локальными особенностями. На юго-востоке заметно значительное влияние Переднеазиатских культур, которое севернее менее ощутимо; это выражается более всего в широким применении керамики с примесью соломы. Со второй половины IV тысячелетия до н.э. в земледельческих, культурах в Закавказье и прилегающих к нему с юга областей, происходят значительные изменения, вызванные появлением новой, более развитой земледельческой т.н. Куро-араксской культуры. Куро-аракская культура возникла, видимо, на основе местной раннеземледельческой культуры; однако, возможно, в ее становлении определенную роль сыграло проникновение с Юга новых масс населения. Она в основном, продолжает древние традиции земледелия, быта, материальную и духовную культуру и подымает ёе на значительно более высокую ступень. В предшествующей культуре следует искать истоки характерных для, нее круглопланных и развившихся из них четырехугольных жилых домов, традиции лощения керамики, нарезного и рельефного орнамента; то же самое можно, сказать о некоторых видах каменных и костяных изделий. Эти особенности наиболее ярко проявляются на ранних памятниках Куро-араксской культуры. Таким образом, процесс неолитической революции в Закавказье был весьма длительным и сложным; он продолжался несколько тысяч лет. Мы сравнительно лучше знаем ее заключительную стадию, которая приходится на V-IV тысячелетия до н.э. Пока что очень трудно сказать определенно, кто был участником этих величайших преобразований, но следует предположить, что в неолитической революции принимали участие племена, составляющие Кавказское языковое и культурное единство. Это единство, к V-IV тыс. до н.э., видимо, уже распадается и появляются зачатки главнейших групп Кавказских язьков. Отражением этого может считать появление локальных вариантов в раннеземледельческой культуре Закавказья к началу IV тысячелетия до н.э. В становлении одной из этих локальных культур в центральной части Закавказья принимали участие Картвельские пламена.