topmenu

 

ბეჭისციხე (თურქეთი)

<უკან დაბრუნება

ფოტოების ავტორია ნიკა იაკობიძე - (+) გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

ბეჭისციხე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.2, გვ.351, თბ., 1977 წელი.

ბეჭისციხე - ციხესიმაგრე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში (ამჟამად თურქეთშია). პირველად იხსენიება XI საუკუნეში. ვახუშტის მიხედვით, ეს შესაძლოა არის ქუმურლუს ციხე კოლას პროვინციაში (მდებარეობს მტკვრის სათავეებთან).

გამოყენებული ბმულები: http://ka.wikipedia.org/wiki/ბეჭისციხე

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=276

(+)

ბეჭის ციხე

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=276

(ქც 4: 674,22). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 674,22), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 300,10).

ლოკალიზდება მდ.მტკვრის სათავეებთან, ყანლუს მთის ძირთან. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

ვახუშტი ბაგრატიონი ბეჭის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „მტკურის სათავეს ზეით, ყანლუს მთის ძირზე, არს ციხე შენი ქუმურლუსი, მაგარი და შეუვალი (ვგონებ ბეჭის ციხედ). აწ ცალიერ არს. მას ზედა გარდავალს გზა ბანას და ფანასკერტს“ (ქც 4: 674,22).

ლიპარიტ კლდეკარის ერისთავმა ანისთან დაატყვევა მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072) მომხრე დიდებულები, რომელთა შორის იყო გუარამ გოდერძის ძე, ბეჭის ციხის პატრონი (ქც 1: 300,10).

ეს ძეგლი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ბიბლიოგრაფია: ქც 1: 300,10; ქც 4:674,22.

ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი/ გელა გამყრელიძე, ზურაბ ბრაგვაძე, დავით მინდორაშვილი, მარინე კვაჭაძე; რედ. და პროექტის ხელმძღვ. გ. გამყრელიძე; [წინათქმა დავით ლორთქიფანიძე]; საქ. ეროვნ. მუზეუმი, ოთ. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.: ილ.; 24 სმ.. – ISBN 978-9941-15-896-4

(+)

ბეჭისციხე (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:

1. ბეჭისციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II. - თბ., 1977. - გვ.351. - მოკლე ცნობა ბეჭისციხის (ვახუშტის მიხედვით - ქუმურლუს ციხე) შესახებ.

2. ბეჭისციხე //საქართველო: ენციკლოპედია. - 1990. I. - გვ.420. - კოლას პროვინციაში მდებარე ბეჭისციხის მოკლე დახასიათება.

3. ბეჭისციხე //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია - მონასტრები. - თბ., 2012.- გვ.133. - ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.

4. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი/ გელა გამყრელიძე, ზურაბ ბრაგვაძე, დავით მინდორაშვილი, მარინე კვაჭაძე; რედ. და პროექტის ხელმძღვ. გ. გამყრელიძე; [წინათქმა დავით ლორთქიფანიძე]; საქ. ეროვნ. მუზეუმი, ოთ. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.: ილ.; 24 სმ.. – ISBN 978-9941-15-896-4

(+)