topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გიში - საქართველოს სულიერი საგანძური

<უკან დაბრუნება

გიში //საქართველოს სულიერი საგანძური. წI, თბ., 2005, გვ.138-139.

გიში, წუქეთის საერისთვოს ცენტრი, ფეოდალური საქართველოს - გიშელთა, იგივე გრიგოოლისძეთა რეზიდენცია, მდებარეობს გიშის წყალზე. (ახლანდელი მდინარე ქიშჩაი, აზერბაიჯანი). იქვე იყო საეპისკოპოსო კათედრალი. გიში პირველად XII საუკუნეში იხსენიება, თუმცა გაცილებით ძველი უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ იგი ”ეპისტოლეთა წიგნის ქართული საეპისკოპოსოთა ნუსხებში VI საუკუნეში უნდა იხსენიებოდეს. ”განგება დარბაზობისას” მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსთა შორის გიშელი რიგით 35-ე იყო. XVI საუკუნეში გიში ელისუს სასულთნოს შემადგენლობაში შევიდა. გიშში შემორენილია X-XI სს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - შირიმის ქვით ნაშენი მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესია. გუმბათის ყელი მრგვალია. შესასვლელი, როგორც სჩანს, XIX საუკუნეშია განახლებული. გადაკეთებისა და შელესილობის მიუხედავად, შინიშნება ძველი ეკლესიის კვალი - დეკორაციული ლილვები გუმბათქვეშა თაღებთან, შიგაგუმბათქვეშა კარნიზის თაროს ქვეშ და სხვ...