topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ფშაველის ძეგლები (ფშაველის კოხტა ღვთისმშობელი და სხვ..)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია მონასტრები // თელავის რ-ონის ძეგლები>>>


ფშაველი - სოფელი თელავის რაიონში, მდებარეობს მდინარე სტორის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე. ზ.დ.-დან 460 მ., თელავიდან 35 კმ., თბილისიდან 186 კმ. სოფელზე გადის თელავი-ომალოს საავტომობილო გზა. სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით: წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია, კოხტა ღვთისმშობლის კომპლექსი, წმინდა ევსტატეს ეკლესია, ტალის ციხე, იოანე მახარობლის ეკლესია, ზვარელის წმინდა გიორგის ეკლესია. ერთ ერთი ვერსიით, სოფელს სახელი "ფშაველი" ეწოდა იმის გამო, რომ ფშავლებს (მთიანი ფშავის) ამ ტერიტორიაზე ჰქონდათ სახატე ზვრები (ვენახები)... ჯერ კიდევ არიან სოფელში მცხოვრები მხცოვანი ადამიანები, ვისაც კარგად ახსოვთ ფშავლების ნავენახარი ადგილები, (მათ ვენახები ჰქონიათ დღევანდელი საკრებულოს, ამბულატორიისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. წყაროებში ფშაველი პირველად იხსენიება XVIII საუკუნეში. სახელწოდება მიიღო ფშაველი მოახალშენეებისაგან. სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილ ეკლესიათა ნანგრევები ცხადყოფენ, რომ ფშაველი გაცილებით უფრო ძველი სოფელია. გვიან საუკუნეებში სამეფო - სახასო საკუთრება იყო, შედიოდა თორღის საციხისთავოში. XVIII საუკუნეში მიეკუთვნებოდა რუსთაველის სადროშოს. ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია XVIII საუკუნის ციხესიმაგრე. სოფლის მახლობლად დგას ადრინდელი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ანსამბლი - "კოხტა ღვთისმშობელი", რომელშიც შედის გალავანი, ღვთისმშობლის ეკლესია, შედარებით მომცრო მეორე ეკლესია, სასახლე და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობანი.

გამოყენებული წყაროები:

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. X, გვ. 436, თბ., 1985 წელი.

http://ka.wikipedia.org/wiki/ფშაველი


ფშაველის ძეგლები (თელავის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ციხე-გალავნები: ფშაველი //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი. - თბ., 1962. - გვ.126 - 128. რეზ. რუს. ენაზე. - ალაზნის აუზის მარცხენა მხარეს მდებარე ფშაველის მცირე ზომის ციხე -გალავნის შესახებ. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXX/1).

2. ჯაჭვაძე ი. ლეგენდად ქცეული ძეგლები //დროშა. - 1976. - N8. - გვ.15-16. - კახეთის სოფელ ფშაველის ისტორიული ძეგლები:ტადის ციხე, კოხტა ღვთისმშობლის, წმ.ესტატეს, მარიამ ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის, იოანე მახარებლის სახელობის ეკლესიები და მათთან დაკავშირებული თქმულებები.

3. ციხე - გალავნები: ფშაველი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. - თბ., 1988., - გვ.153 - 154. მცირე ზომით გამორჩეული სოფ.ფსაველის ციხე-გალავნის მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულია მოგზაური ი.გიულდენშტედტი.

4. სოფ.ფშაველი //ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. - თბ., 1961. - გვ.131-132. - სოფ.ფშაველის "კოხტა ღვთისმშობლის" სახელობის ეკლესიის მრგვალ კრამიტებზე შემორჩენილი წარწერების მოკლე მიმოხილვა.

5. რჩეულიშვილი ლ. კოხტა ღვთისმშობელი //ქართული ხელოვნება. - 1979. - N8. - გვ.9-26. - ჭიჭაკვის ხეობაში აგებული კოხტა ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის აღწერილობა, აგების სავარაუდო თარიღი.

 

ელ-რესურსები:

1. ფშაველის "კოხტა ღვთისმშობელი" - http://geoah.ge/index.php?do=full&id=89