topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

კვარა ციხე (კვარის ციხე)

<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს ციხე - ქალაქები>>>

კვარას ციხე, კუარას ციხე, ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე საქართველოში, რაჭაში, მდინარე კრიხულის მარჯვენა ნაპირზე, სოფ.ზემო სხვავიდან 1,5 კმ დაშორებით (ამბროლაურის რაიონი). ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში სამეფო სამფლობელო იყო. XVI საუკუნის 90-იან წლებში დაეუფლა ქართლის მეფე სიმონ I, XVIII საუკუნის დასაწყისში - იაშვილთა ფეოდალური საგვარეულო. 1769 წლიდან კვლავ სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. 1786 წელს კვარის ციხეს თავს აფარებდა იმერეთის მეფის დავით გიორგის ძის მოწინააღმდეგე ბატონიშვილი დავით არჩილის ძე (მეფობაში სოლომონ II). 1802 წელს კვარას ციხეში თავი მოჰკვეთეს ახალციხის ფაშას საბუდს. 1810, იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების დროს, კვარას ციხე გარკვეული წინააღმდეგობის შემდეგ დანებდა რუსეთის ჯარს. შემდეგ ხანებში კვარას ციხემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: "სხოვის სამხრეთით და კრიხის პირისპირ, აღმოსავლეთის კიდურს, მაღალს, კლდიანს გორასა ზედა არს ციხე კუარასი მტკიცე (აშიაზე - კვარას ციხე). კვარას ციხე ტიპური ციხე-დარბაზია, გარს უვლის 6-7 მ სიმაღლის გალავანი. საერთო ფართობი დაახლოებით 2000 მ. შესასვლელი მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს. გალავნის შიგნით შემორჩენილია ორსართულიანი მრგვალი საცხოვრებელი კოშკი, მცირე ზომის ეკლესია, აუზი და სხვა შენობათა ნანგრევები.

ლიტერატურა:

ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ., ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.4, თბ., 1973

ბერაძე თ., ქსე, ტ.5, გვ.489, თბ., 1980

საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ.IV,თბ.1973.

გიორგი ბოჭორიძე, რაჭა–ლეჩხუმის ისტორიული სიძველეები, შემდგენელი ლევან ფრუიძე, თბ., 1994.

გ.გასვიანი, დასავლეთ საქ. პოლიტიკური ვითარება და რუსეთთან შეერთება. XVI-XIX სს., თბ., 1988.

იაგო ქვათაძე, სხვავა და სხვაველები,თბ., 2005.

http://ka.wikipedia.org/wiki/კვარის_ციხე

კვარას ციხე (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ცინცაძე ვ. შუა საუკუნეების რეზიდენციების შესწავლისათვის (კვარას ციხე) //ძეგლის მეგობარი. XIV. - 1968. - გვ.31-34. - კვარას ციხის ხუროთმოძღვრულ ფორმათა თავისებურებანი, განსაზღვრულია ციხის აგების სავარაუდო თარიღი. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა.

2. ცინცაძე ვ. კვარას ციხე //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტუტის XXI სამეცნიერო სესია 1966 წლის 31 მაისსა და 1 ივნისს. მოხსენებათა თეზისები და მუშაობისა გეგმა. - თბ., 1966. - გვ.6-8. - კვარას ციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება. შედარება ადრეული და შუასაუკუნეების საქართველოს სხვა ძეგლებთან (გეგმარის მიხედვით). ციხის ანალოგის შესახებ იუგოსლავიაში, კერძოდ, შაგლიჩში(XIII საუკუნის დასაწყისი). ძეგლის სავარაუდო თარიღი.

3. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.130. - მოკლე ცნობები კვარას ციხეზე. ძეგლის დათარიღება.

4. ჭელიძე რ., ჭელიძე შ. რაჭა. - თბ., 1971. - გვ.22. - მოკლე ცნობები მდ. კრიხულას სანაპიროზე აგებული კვარაციხის შესახებ.

5. საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები (1991 წლის 29 აპრილისა და 15 ივნისის მიწისძვრის შედეგად): კვარას ციხე. - თბ., 1991. - გვ.43. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მოკლე ცნობა X საუკუნის, თითქმის პირვანდელი სახით შემორჩენილი ციხის შესახებ. მოცემულია ციხის გეგმა და ფოტოები სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ..