topmenu

 

დევები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ქართული მითოლოგია>>>


დევები

ზ.კიკნაძე //ანდრეზები (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ - მითოლოგიური გადმოცემები), გვ.37-38, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2009

დევები სახით ადამიანს ღგვან. ტანად უფრო დიდებია და მთელ ტანზე ბარდღლი ასხია, ლექსშიაც ასე ამბობენ: "მეც ვნახენ იმის ძუძუნი, ბარდღლ ესხა როგორც მელასა. წელთ თაობას კი სრუ ესხა. ვინ შინჯავს, იმის ქვენასა." ღონე ძალიან დიდი აქვს, მაგრამ კაცს როცა შაემბის, ძალს უწონს. დამბადებელისაგან ნება არა აქვს, ვისაც შაემბის იმაზე მეტი ღონე იხმაროს. დევისთვის შემბმელ კაცს რაც ღონე აქვს, დევმაც იმდენი ღონე უნდა გამოიყენოს, რომელსაც ებრძვის, რამდენი ღონეც ამ კაცსა აქვს. დევები ეშმაკებთან შედარებით უფრო დინჯი და მშვიდი არსებანია. კაცისათვის გაფიცვა გაძმობილებაც იციან და მოსისხლეობაც ძალიან იციან. თუ დევი მოკლა კაცმა, მერე იმის გვარს ყოველთვის ეშინიან, დევის სისხლი გვმართებს და არ შეგვრჩებაო. მარტოები და ნამეტნავად ღამით არსად წავლენ. დევები თავის მოსისხლეს ბანზე გაეყრებიან ღამით  და სახლი სულ დაიძვრის. დევი თოფიან კაცს ვერ ებრძვის. თუ თოფიანმა კაცმა დევი შორს დაინახა, ტყუილადაც რომ გაისროლოს თოფი, ტყვია მაინც დევს მოხვდება და მოკლავს. დევი ტყვიისათვის უკლო არისო, იტყოდენ და ამიტომაც ეშინიან იარაღიანი კაცისაგანაო. დევმა კაცთან ბრძოლაში, მისი მოპირდაპირის ძალით უნდა იბრძოლოს, მაგრამ დევის ნაბრძოლს მისი ნახელრები ლურჯად ეტყობოდა, სადაც ის ხელს მოკიდებდა, ნათითრები სულ გალურჯდებოდა. ან თუ სილას შემოკრავდა, ისაც კარგად დაეტყობოდა დევმა კაცისათვის გაფიცვა, გაძმობილებაც იცოდა. თუ დევი კაც გაუძმობილდებოდა, კაცისათვის სასარგებლო იყო. ბევრ რამეს გააგებინებდა და ხელს შეუწყობდა ცხოვრებაში. დანდობაც ძალიან იცოდა, რომ თავის ძმობილს თავის დღეში არ უღალატებდა და მის თვის თავს დასდებდა.

ალექსი ოჩიაური, თქმულებები ხევსურულ ღვთებათა და ღვთისშვილთა შესახებ,

1938, (ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ეთნოლოგიის არქივი).


დევი. მხატვარი - ელდარ ქავშბაია

ძმადნაფიცი დევი - ზ.კიკნაძე //ანდრეზები (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები), გვ.36-37, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2009

როგორც ანგელოზივ ღვთის წინაშე, ეგრევ ეშმაკივ. ისინივ თანაბარ უფლებით მიდიანავ. ღვთით აქვ ნება და მიდიანავ. სოლომონ ბრძენმ თქვისავ. ლოცვითავ სამჯერ გავათაენივ ეგენივ. სამჯერავ თითოივ გადამირჩავ. მესამედაც რო გავათაენივ და ერთ კიდე გადამრჩავ, მაშინავ ღმერთს შავსცოდევ მეავ: ეგენიცა ღმერთის გაჩენილ ყოფილანავ. ჰოდა, ეს არ უნდა გამეკეთავ. დევ რო კაცს შეებმის, იმას უფლება არა აქვ, რო მეტის ძალით შეებას, რაც კაცს ძალი აქვ. ხოლოდ თავად თვალში თვალ უნდა გაუყარასავ და ისრ შეებასავ. არ შაიძლების, არ უნდა იხმარ იარაღი. დევს ხკვლენ, როგორ არ ხკვლენ, ხოლო თავ ედების იმათაი და არც მეეშობისავ, იმათაში მაინც მახკვლენ ვის. ერთ კაცს დევი გასძმობილებივ და ძმად გახფიცვია და უთქმავ, რო წეედივ ეეხლადავ, შენ დიაცს ხავიწ ადუღებიევ და ის წამამიტანევ. ხოლო თუ გკითხასავ, რაად გინდავ, სად მიგაქვავ, არც უკუღმ მიხედავ და არც ის უთხრავ. გამასდგომივ ე ცოლ, რო ადუღებივ ი ხავიწი, აი ეშმაკ როა დიაცი. "სად მიგაქვავ, რაად მიგაქვავ, მაბრუნდიო" და მაბრუნებულ და "თავი დამანებეო", უძახებავ ემ კაცს. წასულა და, მე რო მივედივ, საცა პირობა გვქონავ, აიქიდანავ იქითაივ გორზე გავარდავ. "დადღო დადღის ძეო!" მიძახავ, კალთაში დამალულ სახნის-საკვეთელ გამაიღავ: "დიაცის ენამავ აეს სახნის - საკვეთელ დაგაცდინავ". დაიმალავ აისივ და დაიკარგავ. ალბათ ის სახნის-საკვეთელ ისეთა იყვავ, რო იმით დახნულ-დათესულ აღარ მათავდებოდ. იქნებოდ და იქნებოდ.

მთხრობელი აპარეკა ალუდაური,
ჩამწერი გოდერძი არაბული, ხახმატი, 1985 წ. თსუფა 27106

მადლობას ვუხდით ბატონ ზ.კიკნაძეს და ილია-უნ.-ის გამომცემლობას თანაშრომლობისათვის

გამომცემლობა:

http://ligamus.iliauni.edu.ge/ ტელ: (+995 32) 229 47 13

წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზია ლიგამუსში

შემდეგ მისამართებზე:

1.ცენტრალური ფილიალი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, ჭავჭავაძის გამზირი 32. სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი: 10:00 - 21:00, კვირა: 12:00 - 20:00. ტელ: (+995 32) 223 27 70

2.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F კორპუსი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 16:00; შესვენება: 14.00-დან 14.30-მდე.

ან ინტერნეტ-მაღაზიით:

http://ligamus.iliauni.edu.ge/index.php?route=product/product&product_id=78

მუხურის წმ.გიორგი და დევი

ერთხელ, როცა წმ.გიორგი ხორციელად მიწაზე ცხოვრობდა, იმერეთში მუხურას სტუმრობდა. იმ ადგილებში ბევრი დევი ცხოვრობდა. წმ.გიორგის დიაკვანი გაუფრთხილებია, მე სანადიროდ მივდივარ და კარი მანამ არ გაუღო არავის, სანამ ჭუჭრუტანაში ნეკს არ შემოაყოფინებო. დიაკვანიც ასე მოქცეულა და ეკლესიაში მოსული დევის ბანჯგვლიანი ნეკი რომ უნახავს, მისთვის კარი არ გაუღია და წმ.გიორგისთვის შეუძახია - მიშველეო. ამ დროს წმ.გიორგი ზღვაზე ბრძანდებოდა. დიაკვანის ხმა რომ მოესმა, დიდ ლოდს მოჰკიდა ხელი და დევს ესროლა. მაგრამ ძლიერად მოუვიდა, ლოდმა მუხურას გადაუფრინა და რაჭაში სოფელ ბარაკონთან დაეცა. როგორც ამბობენ, მე არ მინახავს, ის ლოდი დღესაც იქ გდია და წმ.გიორგის ნასროლს ეძახიანო....<<ტექსტი სრულად აქ...<<