topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თხაბა-ერდი (ტყობა ერდი)

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები // ჩრდ. კავკასია>>>

ფოტოს წყარო: http://givargi.blogspot.com/2012/01/blog-post_16.html

თხაბა - იერდი, ტყობა - ერდის ეკლესია (ინგუშ.: ТкъобIა–Ерды) - მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ინგუშეთში. იგი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართულ ტაძარს ინგუშეთში, ჯეირაჰ-ასინის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე. ნასოფლარ ხაირახიდან 200-300 მეტრის დაშორებით. ნანგრევები მოიცავს ოთხ ძირითად სამშენებლო ფენას, რომელთაგან პირველი მე-9-10, ხოლო უკანასკნელი მე-15-16 საუკუნეებს განეკუთვნება. თხაბა-იერდი ერთ-ერთია იმ ტაძართაგან რომელიც ქართველმა მისიონერებმა ააგეს ვაინახურ ტომებში ქრისტიანობის გასამტკიცებლად. იგი თავდაპირველად სამეკლესიიანი ბაზილიკა იყო, ტიპური შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისთვის. გვიანდელ დეტალებში შეინიშნება აგრეთვე ადგილობრივი ხუროთმოძღვრული ტრადიციის კვალიც. შემორჩენილია რელიეფური გამოსახულებების, ორნამენტების და ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.

http://ka.wikipedia.org/wiki/

ფოტოს წყარო: diaspora.gov.ge

ნ.შოშიტაშვილი - თხაბა - ერდის ეკლესია //"ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.14, თბილისი, გამ."ციცინათელა", გვ.88 - 90.

ინგუშეთის ტერიტორიაზე, მდინარე ასას ხეობასა და თარგიმის ქვაბულში დღესაც შემორჩენილია მატერიალური კულტურის ძეგლები და მათი ნაშთები. აქ საუკუნოვანი კოშკების გვერდით თავისი დიდებულებით ყურადღებას იქცევს ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი თხაბა-ერდი. ეს არის დარბაზული ტიპის ერთნავიანი ბაზილიკა, რომელიც დაახლოებით X-XII საუკუნეებს განეკუთვნება. თხაბა-ერდის ეკლესია ქართველთა მიერ ასას ხეობაში აგებული ეკლესიებისაგან, როგორებიცაა ალბი-ერდი, გალი-ერდი, მაგი-ერდი და სხვ., გამოირჩევა ორიგინალური დეკორითა და ჩუქურთმებით. სახელწოდება თხაბა-ერდის სხვადასხვანაირად ხსნიან. ერთი ვერსიით, იგი ნიშნავს "ორი ათასი წმინდანს", მეორე ვერსიით "ორი ათასის სამლოცველოა". ორივე ვერსია ეყრდნობა იმას, რომ ინგუშურად თხაბა ნიშნავს "ოც ასს", "ოც ასეულს", ხოლო სიტყვის მეორე ნაწილი არ ითაგმნება და ყოველთვის სამლოცველოას აღნიშნავს. საკმაოდ სარწმუნოა მესამე ვერსია, რომლის მიხედვით თხაბა (თხობა) დამახინჯებული პირველი თანხმოვანი ბგერებია ქართული სიტყვისა ღვთაება (ხვათაება), ე.ი. ესაა ხვთაების სამლოცველო, ხვთაების ტაძარი. ამ სახელწოდებისაა მრავალი ეკლესია - მონასტერი საქართველოში. მათ შორის შესანიშნავია ნორიო-მარტყოფის წმინდა სავანე. თხაბა-ერდის ტაძარში დასვენებული ყოფილა ხატები, ინახებოდა ხელნაწერები. ტაძარი აუგია მის პატრონს და მფლობელს ვინმე დავითს და ქართული წარწერების მიხედვით, ეპისკოპოსს გიორგის სამრევლო იყო. ტაძრის მშნებელობაში გამოყენებული ქვების ნაირსახეობა ამ არემარეში არ არის და უეჭველად საქართველოდანაა მიტანილი, საქართველოშივეა დამზადებული ტაძრის ბარელიეფები: მოისარი, წმინდანი, ტახტზე მჯდარი მამაკაცი, რომლის მაღლა ეკლესიის მდელოა, ფეხზე მდგარი მამაკაცი, რომელსაც ცალ ხელში ჯვარი უჭირავს, მეორეში - მახვილი, სამშენებლო ქვებზე შესრულებული ჩუქურთმები, რომელთა ერთი ნაწილი ბოლო დრომდე ამშვენებდა ტაძარს. აქ ჯერ კიდევ 1939 წ. რუს მკვლევარს ვ.კრუპნოვს ფრესკების წითელი ფერის ნაშთები უნახავს. თხაბა-ერდი არ არის ერთადერთი ეკლესია, რომელიც ქართველებს აუგიათ ჩრდილოეთ კავკასიაში. გადმოცემებისა და ისტორიული წყაროების მიხედვით, მათ ასეთივე  ტაძრები უშენებიათ ოსეთში, ბალყარეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და სხვაგან.

თორნიკე დიასამიძე - ტყობა-ერდის ეკლესია (საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხის ურთიერთობა ტყობა-ერდის ეკლესიის მაგალითზე)

სტატიის წყარო: http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/tyoba_erdi.html

კავკასიური ერთობის, თარგამოსისაგან კავკასიის მთელი მოსახლეობის წარმომავლობის იდეა ქართველთა ცნობიერებაში "ქართლის ცხოვრებით" მკვიდრდება. რვა ღვიძლი ძმის შთამომავალთ, რომლებიც კავკასიონის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნაწილში დასახლებულან, მთების სიმაღლე ხელს ვერ უშლიდათ, არა მხოლოდ კეთილად ემეზობლათ, არამედ მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ძალით გამოსულიყვნენ. ამ ხანგრძლივი ურთიერთობის კვალი შთამბეჭდავადაა ასახული ტოპონიმიკაში, ეთნოლოგიაში, ფოლკლორში და სხვა[ჯანელიძე,2003,22]. ბედის თანაზიარებლობასთან ერთად, ქართველებისა და კავკასიელი ხალხების დამახასიათებელი თავისუფლების სიყვარული, ვაჟკაცობა, სიტყვის გაუტეხლობა, ძმადშეფიცვის ტრადიცია იყო ის განსაკუთრებული ფენომენი, რომელიც კავკასიურ ერთობას მაცოცხლებელ იმპულსს სძენდა. თავისი მოხერხებული მდებარეობის გამო საქართველოს იმთავითვე ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილო კავკასიის ხალხებთან. ჯერ კიდევ ქართული სახელმწიფოებრიობის ადრეულ ეტაპზე, ფარნავაზის ეპოქაში, წყაროებით დასტურდება ქართველთა კავშირი ჩრდილო კავკასიელ ოსებთან და დაღესტნელებთან. თანდათან ეს კავშირი მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხასიათს იძენდა [კარალიძე, 2009, 24]. XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე საქართველომ კავკასიური სამყაროს გამაერთიანებლის როლი იკისრა და დავით IV აღმაშენებელმა შექმნა კიდეც კავკასიური სახელმწიფო "ნიკოფსიითგან დარუბანდისა ზღუამდე და ოვსეთითგან სპერად და არეგაწამდე". საქართველოს ჰეგემონობით კავკასიის გაერთიანების საქმეში სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა კულტურულ-სარწმუნოებრივ პოლიტიკას. შეიძლება ითქვას ეს უკანასკნელი უფრო მნიშველოვანიც იყო, ვინაიდან ამ გაერთიანების იდეოლოგიური დასაბუთება უნდა მოეხდინა. საგულისხმოა, რომ XI საუკუნის ლეონტი მროველისეული კავკასიის ხალხთა საერთო წარმომავლობის კონცეფცია, რომელიც თავისთავად ეპოქის სულისკვეთებას გამოხატავდა გაცხადდა შავსა და კასპიის ზღვებს შორის საერთო კავკასიური სახელმწიფოს ფორმირების ისტორიულ ეპოქაში. [კარალიძე, 25] ახლადშექმნილი "კავკასიური სახელმწიფოებრიობის რელიგიურ-კულტურულ საფუძვლად ქრისტიანული რელიგია და კულტურა გვევლინება, რაც უფრო აახლოებდა საქართველოსა და იმიერკავკასიის ხალხებს ერთმანეთთან და აძლევდა საშუალებას გადაეწყვიტათ მათ წინაშე არსებული ისტორიული პრობლემები. ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ვრცელდებოდა. აღმოსავლეთით კახეთი, დასავლეთით აფხაზთა სამეფო აქტიურობდა, ეგრის-აფხაზეთის მეფე გიორგი II უშუალოდ მონაწილეობდა ალანთა მთავრისა და მისი ახლობლების მონათვლაში. [საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.II,1973, 443] ქრისტიანობის საშუალებით ქართული ენა აქტიურად ვრცელდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ქართულ ანბანს იყენებდნენ ოსები, ვეინახური და ავარიული ტომები, დაღესტანში სოფელ დათუნასთან შემონახულია ქართული ხალხური ხუროთმოძღვრული სტილით ნაგები ქრისტიანული ეკლესია, ხოლო ხუნძახში აღმოჩენილია ქვის ჯვარი, რომელზეც ქართული ასოებით ქართულ-ავარიული სიტყვებია ამოკვეთილი, [ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, 1969, 69] ჩანს აქ ადგილი ჰქონია დამწერლობის შექმნის ცდებს ქართული ანბანის ბაზაზე. ქართული ეკლესიის როლი ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად გამოიკვეთა, მაგრამ ეს გავლენა ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რეგიონზე ერთნაირი არ ყოფილა. ეკლესია და სახელმწიფო ერთობლივად მოქმედებდა. XI საუკუნეში ქართულ ეკლესიაში შემოდიოდა ჩრდილოეთ კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი - ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ოსეთი, ავარეთი. საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრების დასადგენად მეტად საყურადღებოა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I "აღმოსავლეთის პატრიარქად" მოხსენიება, რომელიც დასტურდება ინგუშეთში ტყობა-ერდის ტაძრის წარწერაში. "საქართველოს საპატრიარქოში შედიოდა: 1) ქართლის საკათალიკოსო, 2) აფხაზეთის საკათალიკოსო, 3) სომხეთის სამიტროპოლიტო, 4) ჩრდილოეთ კავკასიის ქრისტიანები". [ანანია ჯაფარიძე, 1998, 213] გარდა ტყობა-ერდის ტაძრისა ისევე როგორც ინგუშეთში მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში ქართველთა ძალისხმევით არაერთი ეკლესია და სამლოცველო აიგო: ალბი-ერდის (სოფ. თარგიმთან) და პამეტის ეკლესიები: ითაზ-ერდის, გალ-ერდის, მაგერდის სამლოცველოები. მდინარე არდონის ხეობაში შემორჩენილია ტუფით ნაგები ეკლესიის - "ხოზიტა მად მაირამის" ნანგრევები, რომელიც XI საუკუნის I ათწლეულით თარიღდება. [ღამბაშიძე,1987, 5] სრულად და მრავალმხრივად ქართული გავლენა იკვეთება ჩრდილოეთ კავკასიაში, ინგუშეთში, ასას ხეობაში მდებარე ტყობა-ერდის ეკლესიაზე, ეს ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ქართულ ძეგლებს შორის. მისი უეჭველი ქართული წარმომავლობა იკვეთება არამარტო ქართულ არქიტექტურულ კონცეფციაში, არამედ მრავალრიცხოვან მხატვრულ-არქიტექტურულ დეტალებში, ქართულ წარწერებში და ბოლოს იმ სახალხო ლეგენდებსა და გადმოცემებში, რომლებიც შემონახულია ადგილობრივ მოსახლეობაში. [დიდებულიძე, 1973, 72] ამ ტაძრის მშენებლობას ადგილობრივი ტრადიცია თამარ მეფეს მიაწერს, ასვე მეტად საინტერესოა ხალხური თქმულება ლეგენდა, რომელშიც მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია. ამ ლეგენდის მიხედვით მუჰამედმა მოისურვა ჩეჩნეთ-ინგუშეთში ისლამის გავრცელება, აქ მცხოვრებმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს წინააღმდეგობა გაეწიათ და ამ მიზნით მოკლეს მუჰამედის ძმა. ამის შემდეგ მუჰამედმა დატოვა ეს ადგილი და წავიდა, მაგრამ წასვლისას აქ მიწაში ყურანი ჩაფლა, როდესაც ქრისტიანებმა გაიგეს სად იყო ჩაფლული ყურანი იმ ადგილას ეკლესია ააგეს, ეს იყო ტყობა-ერდის ეკლესია, ის ააგეს ქრისტიანმა ქართველებმა, მათ ქვებიც კი საქართველოდან ჩამოიტანეს, ამის შემდეგ აქ დასახლდა ქართველი მეფე. [დიდებულიძე,72] რა თქმა უნდა ეს ლეგენდა ვერ ჩაითვლება ისტორიულ ჭეშმარიტებად, მაგრამ მასში სიმბოლურად ჩანს ქრისტიანობის გამარჯვება და სახელდობრ ქართული ქრისტიანობის გამარჯვება. თავდაპირველად ტყობა-ერდის ტაძარი, რომელიც ნაშენი იყო ტუფით, ქვიშაქვითა და ფიქლით კირის ხსნარზე, წარმოადგენდა "სამეკლესიიან" ბაზილიკას (ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრულ-კომპოზიციური ფენომენი) გარშემოსავლელით სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან. [ღამბაშიძე, 8] ეკლესიას ახლო ანალოგიები მოეძებნება როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე საქართველოში. ქართულ ტაძრებთან სიახლოვე ვლინდება პირველ რიგში ტაძრის გეგმარებით, განსაკუთრებით გადახურვაში და ასევე სხვა მრავალ არქიტექტურულ დეტალში, ყველაზე მეტად მასთან სიახლოვეს ავლენს სავანის ბაზილიკა საჩხერეში. [დიდებულიძე, 73]. ეკლესიის ქართულ წარმომავლობას ადასტურებს ასევე აქ ნაპოვნი XI-XII საუკუნეების ქართული ფსალმუნი. ტყობა-ერდის ტაძრიდან მომდინარეობს მნიშვნელოვანი ძველი ქართული წარწერები. მათში მოხსენიებულნი არიან საქართველოს საეკლესიო მოღვაწენი: ეპისკოპოსი გიორგი (X ს.), კათალიკოსი არსენ II (955-980) და პატრიარქი მელქისედეკ I (XIს. I ნახ.). როგორც აღვნიშნეთ მელქისედეკ I წარწერაში "აღმოსავლეთის პატრიარქად" იწოდება. ეჭვგარეშეა, რომ ტყობა-ერდის აშენების ინიციატივა საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფალთ უნდა მიეწეროს. კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ I თანამედროვის კახეთის მთავრის კვირიკე III (1010-1037) ადმინისტრაციული რეფორმით, ინგუშეთი შედიოდა კახეთის სამთავროს ერთ-ერთ საერისთაოში. აღნიშნული გარემოება, ტაძრის კრამიტებზე კათალიკოს არსენ II სახელის არსებობის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ X ს. II ნახევრის საქართველოს კათალიკოსი არსენ II და ეპისკოპოსი გიორგი, კახეთის ხელისუფლებთან: კვირიკე II (929-976), დავითთან (976-1010), ანდა მათ ერისთავებთან ერთად იყვნენ ტყობა-ერდის ტაძრის მშენებლობის ინიციატორები. [ღამბაშიძე,9] ზემოთქმულის დასტურად შეიძლება გამოვიყენოთ ეკლესიის დასავლეთის კედელზე დატანილი ბარელიეფი. ბარელიეფზე გამოსახულია სამი მამაკაცის ფიგურა, ცენტრალური ფიგურა ტახტზე ზის, ერთ-ერთ ფიგურას რომელიც გვერდში უდგას ცალ ხელში ჯვარი უჭირავს, მეორეში ხმალი, მეორე გვერდში მდგომი ფიგურა საეკლესიო სამოსში არის გამოწყობილი, მას მხრებით ყურძნის ორი მტევანი მოაქვს. ამავე ბარელიეფის ორ ფილაზე ამოკვეთილია ქართული წარწერები, დ.ბაქრაძე ამ წარწერების შინაარსის მიხედვით წერდა: "ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ეკლესია აშენებულია ვინმე მეუფე პატრონის დავითის მიერ, ხოლო ოლქს სადაც აშენდა ეკლესია, განაგებდა ეპისკოპოსი გიორგი". არ არის გამორიცხული, რომ ტახტზე მჯდომი პიროვნება, რომლის თავს ზემოთ გამოსახულია ეკლესიის მოდელი არის სწორედ "პატრონი დავითი", ვისი ბრძანებითაც აიგო ეკლესია, ხოლო მის გვერდით დგანან გავლენიანი სასულიერო პირი ალბათ ეპისკოპოსი გიორგი და მთავარსარდალი ვისი ძალისხმევითაც ქრისტიანობა ვრცელდებოდა წარმართებში არა მხოლოდ დარწმუნებით არამედ ხმლითაც. [დიდებულიძე,73] ამრიგად, ტყობა-ერდის ტაძარი არის ქართველთა მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელების დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, როგორც არქიტექტურულად ასევე თავისი აგების ისტორიითაც. ტაძრის სახელწოდებასთან დაკავშირებით საინტერესოა გ.ღამბაშიძის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომელიც ტყობა-ერდის სახელს ასე განმარტავს: "ერდი ითარგმნება, როგორც ღმერთი, სული, წმინდა, ხოლო ტყობა დაკავშირებულია წმინდა თომას სახელთან, ანუ თომაწმინდა, რომელმაც შემდეგ პერიოდებში სახეცვლილება განიცადა, საქართველოში მრავლად არის სახელები გიორგიწმინდა, ელიაწმინდა, ნინოწმინდა და სხვ. გიორგი ღამბაშიძის განმარტებით ტყობა-ერდა უნდა ყოფილიყო ძველი თომა-ერდა, ანუ იგივე წმინდა თომას ეკლესია" [ღამბაშიძე,1974,120-129]. მართლაც საქართველოში მრავლად გვხვდება წმინდანის სახელზე აგებული ეკლესიები. ამრიგად ტყობა-ერდის ტაძარი ჩრდილოეთ კავკასიაზე ქართული გავლენის უტყუარი დასაბუთებაა. წინათ ქართველთა მონათესავე ჩრდილო-კავკასიური ტომები სახელმწიფოებრივად ქართველებთან იყვნენ დაკავშირებულნი და კულტურულად და სარწმუნოებრივადაც მათი ქვეყანა უცილობლად ქართული გავლენის სფეროს ეკუთვნოდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ზ. დიდებულიძე – საქართველოსა და ცენტრალური წინაკავკასიის კულტურული ურთიერთობის შესახებ X-XII სს, მაცნე, ისტორიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების სერია, 1973წ, #1

2. ჯ. კარალიძე - საქართველოს სახელმწიფოს საეკლესიო პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში XI-XIII საუკუნეებში, ჩვენი სულიერების ბალავარი, ტ.I, ბათ., 2009წ

3. მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტII, 1998წ

4. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.II, 1973 წ

5. გ. ღამბაშიძე – საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კულტურულ-ისტორიული ურთიერთობა, ფეოდალური ხანის საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, ტ.V, 1987 წ

6. გ. ღამბაშიძე – ტყობა-ერდას ტაძრის სახელწოდების ახსნისათვის, მაცნე, ისტორიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების სერია, 1974წ, #2

7. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ტ.I, 1968წ

8. ო. ჯანელიძე – ქართულ-ჩრდილოეთ კავკასიური ურთიერთობის ისტორიიდან, საისტორიო შტუდიები, ტ.IV, 2003წ

თხაბა-ერდი, ტყობა-ერდი, ბიბლიოგრაფია:

1. ღამბაშიძე გ. ტყობა-ერდი ქართული კულტურის ძეგლი ინგუშეთში // ლიტერატურული საქართველო. - 1971 (4 ივნისი). - მთიანი ინგუშეთის ტერიტორიაზე არსებული ქრიატიანული ეკლესიის აგების თარიღის დადგენა.

2. გ. ღამბაშიძე - "არსენაი მ"-ის სამშენებლო კერამიკული წარწერა ტყობჲა-ჲერდას (ინგუშეთი) ქრისტიანული ტაძრიდან // ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, VI, თბილისი,"მეცნიერება", 1998 წ.

3. გობეჩია მ. ქართული სალოცავი ათასი წლისაა //გაზ. "ახალგაზრდა ივერიელი" - 1997. - N3. - გვ.7. - ინგუშეთის ტერიტორიაზე X საუკუნეში აგებული ქართული ეკლესიის თაობაზე.

4. ხიმშიაშვილი ლ. ანთაძე მ. ტყობა-ერდის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები //ძეგლის მეგობარი. კრ. 26. - 1971. - გვ.65-75. - მთიან ინგუშეთში, სოფ. ხაირახის მახლობლად, ნანრევების სახით შემორჩენილი ქართული ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული და სამეცნიერო წყაროები; მოკლე აღწერილიობა; 1968 წელს ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები. ტექსტს ერთვის ფოტოები, გეგმა, დეტალების ჩანახატები. მოხსენიებულნი არიან: შტედერი, ვ. მილერი, სემიონოვი, გ. ჩუბინაშვილი, დ. ბაქრაძე, რ. რამიშვილი, გ. ღამბაშიძე.

5. ასლანიშვილი ა. "ვინ დააბრმავა ჩვენი ღმერთები?" //საქართველოს რესპუბლიკა. - 2001 (22 სექტ.). - გვ.1,3. - ტყობა-ერდის დაზიანება რუსეთის სამხედრო ძალთა მანევრების დროს. ტაძრის ისტორია და დღევანდელობა.

6. Гамбашидзе Г. Г., К объяснению названия храма Ткобя-Ерда //გ. ღამბაშიძე - ტყობა - იერდას ტაძრის სახელწოდების ახსნისათვის. // ”მაცნე“, ისტორიის... სერია. თბ., №2, 1974, გვ.120-129. // ტაძრის მთავარი რელიგიური დღესასწაულის, სახელწოდების ეტიმოლოგიის და "აერდაზე“ დამთავრებული ინგუშეთის სხვა ტაძრებისა თუ სამლოცველოთა სახელთწარმოებითი მოდელის გათვალისწინებით გამოთქმულია მოსაზრება, რომ ტაძარი ნაკურთხი იყო კვირაცხოვლობისა თუ წმ.თომას სახელზე.

7. ჯორბენაძე ბ. მივხედოთ მთიანი ინგუშეთის ქართულ ეკლესიებს //ლიტერატურურლი საქართველო. - 1989 (10 ნოემბ.). - გვ.10. - ტყობა-ერდისა და ალბი-ერდის ეკლესიების მდგომარეობა.

8. ქალდანი ა. ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში - Калдани А. Христианские памятники грузинского происхождения в горной Ингушетии //ძეგლის მეგობარი. - 1988. - კრ.79. - გვ.35-43. - ტყობა-ერდისა და ალბი-ერდის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. ტექსტს ერთვის ძეგლების გენგეგმები და ფოტოები.

10. ღამბაშიძე გ. შუასაუკუნეების საქართველოსა დაჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობათა საკითხისათვის //ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები. V. - თბ., 1987. - გვ.5-15. რეზ. რუს. ენაზე. - ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე - დვალეთში, ინგუშეთსა და ავარეთში არსებული შუასაუკუნეების არქიტექტურული ძეგლების ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება (ნანგრევების სახით შემორჩენილი ”ხოზიტა მად მარიამი”, სოფ. თლისთან ნაგები, ამჟამად დანგრეული დარბაზული ტიპის ეკლესია, სოფ. ნარის წმ. გიორგის სახ. სამლოცველოს ნანგრევები, სოფ.ფალლაგ-ქომსა და რეგახთან აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები-”ღვთაების სამლოცველო”, ნანგრევების სახით შემორჩენილი ”ძლესი ძუარის” -ძლევის ჯვარი, ნუზალის სამლოცველო, ტყობაი-იერდას ტაძარი, ალბი-იერდას ეკლესია, სოფ. დათუნასთან აგებული დარბაზული ტიპია ეკლესია, სოფ. თარგემთან ნაგები მომცრო ეკლესია); ინფორმაცია შემორჩენილ ქართულ წარწერათა შესახებ. მოხსენიებულნი არიან:ლ.რჩეულიშვილი, მ.ლორთქიფანიძე.

11. Гамбашидзе Г. К вопросу о культурно-исторических связях с народами Северного Кавказа. - Тб. - 1977. - 21 с. (Алби-Ерди)

12. В. И. Марковин В стране вайнахов // изд. "Искусство", Москва, 1969 г., Храм Тхаба Ерды, Селение Таргим - стр.45-53, Петроглифы, стр.102-107

13. ნ.შოშიტაშვილი - თხაბა - ერდის ეკლესია ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.14, გვ.88-90

14. ტყობა-ერდის ეკლესიაhttp://www.dzeglebi.ge/dzeglebi/t/tyoba_erdi.html

15. ტყობა-ერდის ეკლესია - (საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხის ურთიერთობა ტყობა-ერდის ეკლესიის მაგალითზე) - თორნიკე დიასამიძე - http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/tyoba_erdi.html

16. Г.Г. Гамбашидзе - Из истории связей Грузии Ингушетии в средние века

17. Ткоба-иерди: (К вопросу о культурных связях Ингушетии и Грузии) // Вопросы истории искусства: Исследования и заметки: Т.2 / Георгий Чубинашвили - Тбилиси, 2002

18. Гиви Гамбашидзе - Надпись «Патриарха Востока Мелкизедека» из грузино-ингушского христианского храма Ткобя-Ерда (Ингушетия) // გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი, შრომათა კრებული, N7, 2014 წ.

19. Г. Г. Гамбашидзе - Несколько ингушских фольклорных и этнографических парадигм, касающихся храма Ткоба-Ерда (Ингушетия) // Материалы международной конференции, Ереван, 17-18 ноября, 2003

20. Г.Г. ГАМБАШИДЗЕ - ИЗОБРАЖЕНИЕ ЕПИСКОПА ГЕОРГИЯ (Х В.) ИЗ ХРАМА ТКОБЯ-ЕРДА (ИНГУШЕТИЯ) //

21. Крупнов Е.И. - Грузинский храм Тхаба-Ерды на Северном Кавказе // Краткие сообщения Института истории материальной культуры им. Н.Я.Марра, вып.XV, 1947, стр.116-125

22. В. Б. Виноградов - Храм Святого 2 тысяч // кн. "Тайны минувших времён", изд. «НАУКА» Москва, 1966,  стр.127- 135

23. И. Дахкильгов - Глаз бога - «Ткъба иерда»

 

 

 

 

***********************************************************************************

ნ.შოშიტაშვილი - თხაბა - ერდის ეკლესია //"ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.14, თბილისი, გამ. "ციცინათელა", გვ.88 - 90.

ინგუშეთის ტერიტორიაზე, მდინარე ასას ხეობასა და თარგიმის ქვაბულში დღესაც შემორჩენილია მატერიალური კულტურის ძეგლები და მათი ნაშთები. აქ საუკუნოვანი კოშკების გვერდით თავისი დიდებულებით ყურადღებას იქცევს ქართული ქრისტიანული ხუროტმოძღვრების გამორჩეული ძეგლი თხაბა-ერდი....<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

Г.Г. Гамбашидзе - Из истории связей Грузии Ингушетии в средние века

Для освещения данной темы большую научную ценность представляет изучение христианского храма Тхаба-Ерды, находящегося в горной Ингушетии, в ущелье р. Ассы. Уже с конца ХVIII в. храм привлекает живой интерес исследователей, изучавших его с искусствоведческой и палеографической точек зрения (Д.З. Бакрадзе, В.Ф. Миллер, Е.И. Крупнов, Г.Н. Чубинашвили и др.)....<<ტექსტი სრულად აქ...<<