topmenu

 

ქოროღო - მის შესახებ სტატიები, ფოტოგალერეა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ქოროღო (დუშეთის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ადრე და შუაფეოდალური ეპოქების კოშკები (V-XV სს.): ქოროღო // ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.190-191. - სოფ.ქოროღოს ისტორია, ქოროღოს კოშკისა და წარწერის აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (ტაბ.68,69).

2. ანანური-მლეთი //ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა. - თბ. 1972. - გვ.32-34. - ქოროღოს ზურგიანი კოშკი და ეკლესია - კონსტრუქციული დახასიათება.

3. გვასალია ჯ. არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. V. - თბ., 1975. - გვ.69-70. - მოცემულია ადრეფეოდალური ხანის ძეგლის, ქოროღოს ეკლესიის მოკლე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი.

4. ქოროღო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X. - თბ., 1986. - გვ.550. - მოკლე ცნობები სოფ.ქოროღოს ორი ხუროთმოძღვრული კომპლექსის შესახებ.

5. ქოროღო //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2. - თბ., 2004. გვ.327-331 - სოფ.ქოროღოს ხუროთმოძღვრული ძეგლების: მაგარციხის (კოშკი ზურგიანი და ხუთსართულიანია), მინდელაურების ეკლესიის (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დარბაზული ტიპის, შიგნით და გარეთ შელესილია), ორციხის ზედა და ქვედა კოშკების (განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეების, ზურგიანი), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის კომპლექსის (შედგება: X-XI საუკუნეების, დარბაზული ტიპის, ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის, სამრეკლოს, ზურგიანი კოშკისა და სამლოცველოსაგან), ცეცხლისჯვრის კომპლექსის (შედის: IX-X საუკუნეებით დათარიღებული დარბაზული ტიპის, ძლიერ დაზიანებული ეკლესიის, X-XI საუკუნეებში აგებული ექვსსართულიანი კოშკისა და საცხოვრებელი ნაგებობებისაგან) ვრცელი აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.

6. ბედუკაძე ი. წინაპართა ნაკვალევზე //გაზ. "კომუნიზმის გზა" (დუშეთი). - 1970 (24 თებ.). - ქოროღოს ტაძროს ისტორიიდან.

 

ფოტოგალერეა