topmenu

 

წმინდანად შერაცხული მგალობლები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ქართული საგალობლები//სახელოვანი ქართველები>>>

წმინდანად შერაცხული მგალობლები

ბერად აღკვეცილი ძმების კარბელაშვილების წყალობით ჩვენამდე, ათასობით უძველესი საგალობელი მოვიდა. ისინი საგალობლებს ამუშავებდნენ და ახალგაზრდა თაობას უცვლელად გადასცემდნენ იმ საგალობლებს, რომელთაც სამუდამო დავიწყება ემუქრებოდათ. ამ ძმებიდან ორი მათგანი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა და დახვრეტილ იქნა. მათ პროფესიონალი საოპერო მომღერლი ფილიმონ ქორიძე ეხმარებოდა. სინოდმა ისიც წმინდანად, ქართული ეკლესიის ისტორიაში პირველად ხუთ ძმა კარბელაშვილებთან ერთად შერაცხა. "ქართლ-კახური გალობა მეორენაირად „კარბელაანთ" კილოდ იწოდება, მგალობელი კარბელაშვილების ოჯახის მიერ ამ დარგში გაწეული უდიდესი ღვაწლის გამო." "ცხოვრება არჩევანს ყველას სთავაზობს, გზას ისტორიისკენ ერთეულები ირჩევენ", -ამ ადამიანების არჩევანიც მარადისობისკენ სწრაფვა იყო. XIX-XX საუკუნის ქართველ სასულიერო და საერო პირთა დიდი ძალისხმევით ქართული საეკლესიო გალობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩვენამდე მოაღწია. უმდიდრესი მემკვიდრეობა - ნოტებზე ჩაწერილი ათასობით უნიკალური საგალობელი, შესწავლილი და ასაღორძინებელია. გამოსაკვლევი და დასაფასებელია ღვაწლი ყოველი ადამიანისა, ვინც ქართული გალობის გადარჩენის საქმეს თავდადებულად ემსახურა. ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენისათვის ზრუნვა XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გაცხოველდა. ამ დროისათვის საქართველოს ეკლესიის მუსიკალური მემკვიდრეობის დაკარგვის გარდაუვალი საფრთხე აშკარად გამოჩნდა. საქართველოს ეკლესია - დაპყრობილი და დამორჩილებული, ვეღარ პატრონობდა საგანძურს. მისი უმდიდრესი ქონება რუსი ბიუროკრატების ხელში იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს უფლებააყრილი სამღვდელოება მაინც ახერხებდა მშობელი ერის გადაგვარების მოსურნეთათვის წინააღმდეგობის გაწევას. ქართული გალობის გადარჩენა ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი გახდა. არაერთმა მამულიშვილმა გამოთქვა შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ქართული გალობის შენარჩუნების საშუალებები უცნობი იყო. სწორედ ასეთ დროს გამოჩნდნენ ეკლესიის ერთული შვილები, რომელთაც დიდი მონდომებისა და შრომის ფასად შეძლეს ქართული გალობის გადარჩენის საქმის საიმედო გზაზე დაყენება. ასეთ ვითარებაში გამოჩნდა ფილიმონ ქორიძე, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ოპერის მომღერალი, რომელიც ქართული საგალობელის მოსმენისა და გაცნობის შემდეგ სამუდამოდ გამოემშვიდობა მსოფლიო სცენას და სიცოცხლის ბოლომდე ამ საგალობლების მოსაკრებად და მათ ნოტებზე გადასატანად დარჩა საქართველოში. ასევე არქიმანდრიტი მაკარი ბატატაშვილი (1818-1892). მან ბოდბის მონასტრის წინამძღვრად ყოფნის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქართული გალობის აღდგენის საქმეს. მისივე თაოსნობით 1862 წელს შედგა სიღნაღის მაზრის სამღვდელოების კრება, რომელმაც აღადგინა ბოდბის წმ. ნინოს მონასტერთან ძველთაგანვე არსებული სამგალობლო სკოლა. კრების გადაწყვეტილებით სასულიერო პირებმა პირადი სახსრებით ითავეს ყველა ხარჯის გასტუმრება. გორის მაზრის სოფელ ჭალიდან მოიწვიეს ცნობილი მგალობელი მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი (1812-1880), რომელმაც მცირე ხანში შეძლო სამგალობლო სკოლის სრულფასოვნად ამოქმედება. არქიმანდრიტ მაკარის წამოწყებული საქმის შედეგი რამოდენიმე თვეში გახდა თვალსაჩინო, იმდენად, რომ თბილისშიც კი მიიწვიეს ამ სკოლის აღზრდილი მგალობლები. არქიმანდრიტმა მაკარმა ქართული გალობის ყველა გულშემატკივარს გალობის პატრონობის რეალური გზა დაანახა - მონდომება, გადაუდებელი ქმედება და სიტყვა საქმესთან შეერთებული. ახლადშერაცხული წმინდანების ისტორიაზე, რამდენიმე წლის წინ ქართველმა რეჟიორსმა ნანა ჯანელიძემ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „გალობის რაინდები"გადაიღო, სადაც დაწვრილებითაა მოთხრობილი მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობოის დეტალები.

geotimes.ge

http://www.geotimes.ge/index.php?m=home&newsid=36922

2011.12.27 13:52