topmenu

 

კვირიკეწმიდა

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ფოტოს წყარო: https://www.facebook.com/Rachvelebi

კვირიკეწმინდა (ყოფ. კორტი) - სოფელი ამბროლაურის რაიონში, (ველევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხოტეურის ხეობაში. ზღვის დონიდან 1040 მეტრი, ამბროლაურიდან 8 კილომეტრი.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V, გვ. 681, თბ., 1980 წელი.

http://ka.wikipedia.org/wiki

კვიტაშვილების ციხე: ფოტოს წყარო: https://www.facebook.com/Rachvelebi

კვირიკეწმიდა - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.156-157

კვირიკეწმიდის წმ.კვირიკე და ივლიტეს ეკლესია ნავიანი ბაზილიკაა, 9,25 (საკურთხევლამდე 5,7) X 6,4 მ. ნაგები თლილი ქვისა (ნაწილობრივ შირიმი) და კირისაგან. ხურავს ყავარი. თაღი დაბჯენილია ორ სვეტზე. მთავარი აფსიდი საკურთხევლისა აღმოსავლეთით გამოწეულია გარეთ ხუთ წახნაგად; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. სარკმელი - აღმოსავლეთით - 4. სამხრეთით - 1 და დასავლეთით - 1. 1924-1925 წწ. შემდეგ ეკლესია დაცარიელებულია მთლად. ეკლესიას აქვს წარწერები.

I. დასავლეთის კედლის სარკმლის თავზე ოდნავ ჩრდილოეთით, მხედრულად:

".:. ამისა.: ამშე

ნებელსა. ცოდ~ლსა

გაიანეს: შეუნდოს.:

ღ~თმან ამინ:."

წარწერა პალეოგრაფიულად ეკუთვნის XVI-XVII სს...

II. სამხრეთი კარის თავზე ჩუქურთმით გამოსახული ჯვრის გარშემო არის ხუცური წარწერა გაკრული ხელით, რომელიც ძნელად  იკითხება. დროის უქონლობის გამო იგი გასარკვევი და ამოსაკითხი დამრჩა. მოვიყვან მხოლოდ რამდენიმე ადგილს:

დასავლეთის კედლის წარწერის მიხედვით ეკლესია აშენებული უნდა იყოს XVI-XVII სს. ეკლესიის აღმოსავლეთ-სამხრეთით, 50 მ დაშორებით, არის ციხის ნანგრევი, რომელიც უნდა იყოს ვახუშტის მიერ მოხსენიებული კვიტაშვილის ციხე. (გეოგრ. 374). ეკლესიიდანვე დასავლეთ-სამხრეთით ძირს, 1 ვერსის დაშორებით კლდის წვერზე არის სხვა ციხისა თუ კოშკის ნანგრევი.

 

კვირიკეწმინდა (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.156-157. - წმ. კვირიკესა და ივლიტეს სახ. სამნავიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, წარწერების აღწერილობა. მოხსენიებულია ეკლესიის მახლობლად მდებარე კვიტაშვილის ციხის ნანგრევები.

2. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. კვირიკეწმინდა //საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.VII. - ტფ., 1933. - გვ.232-233. - კვირიკეწმინდის წმ. კვირიკესა და ივლიტეს სამნავიანი ბაზილიკური ეკლესიების აღწერილობა, დათარიღება.

3. კორტი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.V. - თბ., 1980. - გვ.681. - მოკლე ცნობა სოფ. კორტში (ძველი სახელწოდება-კვირიკეწმინდა)შემორჩენილი კვირიკეწმინდის ეკლესიისა და კოშკის შესახებ.

4. ბერაძე თ. რაჭა. - თბ., 1983. - გვ.130-131. - მოკლე ცნობა, სავარაუდოდ, IX-X საუკუნეებში აგებული ეკლესიის შესახებ.

5. საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები (1991 წლის 29 აპრილისა და 15 ივნისის მიწისძვრის შედეგად): კორტი. - თბ., 1991. - გვ.42. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მოკლე ცნობა IX-X საუკუნეებში აგებული სამნავიანი ბაზილიკის - კვირიკეწმინდის შესახებ. მოცემულია ძეგლის გეგმა და ფოტოები სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ.

6. კვირიკეწმინდა //რაჭა 1991: მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები. - თბ., 2008. - გვ.25-26. ტექსტი ქართ. ინგლ. ენებზე. - მოკლე ცნობა XI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის შესახებ. მიწისძვრის შემდეგ ჩამოინგრა კამარის დიდი ნაწილი. ტექსტს ერთვის 1991 წელს გადაღებული ფოტო.

7. ჩაჩხუნაშვილი ც. წმ.კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია სოფ. კვირიკეწმინდაში // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი ს/ს სამმართველო. სამეცნიერო შრომების წელიწდეული. - II. - 1996. - გვ.15-25.

8. ჯინჭარაძე დ. კვირიკეწმინდის ეკლესიის რესტავრაციის პრობლემები // საქართველოს ისტორიისა და ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი ს/ს სამმართველო. სამეცნიერო შრომების წელიწდეული. II. - 1996. - გვ.88.

9. მოგზაურობა რჭა-ლეჩხუმში. სოფელი კვირიკე წმინდა // მწიგნობრობა ქართული. მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა. ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წიგნი 1. - გვ.221-246. - ძეგლის გეოგრაფიული მდებარეობა; ხატებისა და შემორჩენილი ხელნაწერების მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულია მღვდელი ალექსი მესხი.

10. კვირიკეწმინდას წმ. კვირიკეს და ივლიტეს ეკლესია //კეზერაძე მ. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.20.