topmenu

 

გორისუბანი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გორისუბანი - სოფელი ამბროლაურის რაიონში, (ბუგეულის თემი), მდებარეობს მდინარეების შარეულისა (რიონის მარცხენა შენაკადი) და რიონის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ამბროლაურიდან 17 კილომეტრი. სოფელში დგას XI საუკუნის I ნახევრის წმინდა ბარბალეს ეკლესია.

 

გორისუბნის ეკლესია (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები //საქართველოს მუზეუმის მოამბე. VII.-1933.-გვ.206-207. - გორისუბნის წმინდა ბარაბარეს სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

2. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები//თბ., 1994. - გვ.126-127. - მოკლე ცნობები ეკლესიისა და აქ აღმოჩენილი წარწერის შესახებ.

3. გორისუბანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III. - 1978. - გვ.229. - მოკლე ცნობები გორისუბნის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის შესახებ.

4. გორისუბანი //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I. (IX-XIII სს.). - თბ., 1980. - გვ.75. - გორისუბნის წმ.ბარაბალეს სახ. ეკლესიის ნანგრევში აღმოჩენილ მოჩუქურთმებულ ქვაზე ამოკვეთილი წარწერის პალეოგრაფიული ანალიზი. მოხსენიებულია გ.ბოჭორიძე.

5. ბერაძე თ. რაჭა. - თბ., 1983. - გვ.129. - მოკლე ცნობა წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულია გ. ბოჭორიძე.

6. გორისუბნის წმ.ბარბალეს ეკლესია. გორისუბნის წმ.სამების ეკლესია//კეზერაძე მ. ეგზარქოსობიდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. ქუთაისის., 2005. - გვ.15. - მოცემულია აღნიშნულ ეკლესიებში მოღვაწე მღვდლების სია.

ფოტოს წყარო: https://www.facebook.com/media/set/?set=a.296731324200.140135.291794199200&type=3

გორისუბანი - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994. - გვ.126-127.

გორისუბნის წმ.ბარბალეს ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 5,2X3,3 მ., ნაგები შირიმის თლილი ქვისა და კირისაგან; სახურავი სულ გადახდილი აქვს: თაღი კარგად არის შენახული: კედლები შიგნით და გარეთ გალესილია კირით; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით სარკმელი - აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 1, დასავლეთით - 1, ტრაპეზი მოშლილია, სამკვეთლო თახჩაშია გამართული. აღმოსავლეთ კედელს მაღლა დატანებული აქვს ორი ქვევრი ხმისათვის; სამხრეთ ნაწილში არის პატარა თახჩა. ეკლესია მოხატული ყოფილა; დღეს მხატვრობისა მხოლოდ ნაშთიღა არის: ჩრდილოეთ კედელზე დასავლეთ ნაწილში მოჩანს ქალის (?) თავი, დაზიანებული: შენახულია მარტო პირისახის მარცხენა მხარე და შუბლის ზევითი ნაწილი, სხვა გამქრალია. მხატვრობის კვალი შერეჩენილა აგრეთვე ეკლესიის გარეთაც, დასავლეთ კედელზე ჩრდილოეთ ნაწილში; აქ შენახულია მხოლოდ წითელი ფერი. ეკლესიას ჩრდილოეთით მიდგმული ჰქონია რაღაც შენობა; ახლა მისი მხოლოდ საძირკველიღა მოჩანს. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით არის ნანგრევი; აქ აღმოჩნდა ჩუქურთმიან-წარწერიანი ქვა, 27X87X14 სმ, რომელიც ძველად კარიბჭის თავზე უნდა დებულიყო; უკანასკნელი ახლა დანგრეულია; ქვა ნახევარწრის ფორმისა არის: ზევითა ნაწილში აქვს შესანიშნავი ჩუქურთმა, ხოლო ქვევითა ნაწილში კი ასომთავრული წარწერაა. სამწუხაროდ, ძველადვე ვიღაც უვიც ოსტატს მისთვის ძირა ნაწილი შეუჭრია და სხვა ფორმა მიუცია. ამ შეჭრისაგან წარწერა თითქმის სულ განადგურებულა: მოსპობილია მთავარი ადგილი მთლად (სტრიქონი მე-3 და მე-4); გარდა ამისა ქვას მარჯვენა გვერდი მოტეხილი და დაკარგული აქვს.

წარწერა:

"[იე]სოს(ა)ო, განმაცხოველებელო და მფლობელო ყოველთა საუკუნეთაო| [მღდელთ] მოძღუართა და ყოველთა წმიდათა [ლოცვი]თა, მადლიდა..."

(266 არა ჩანს, თუ რამდენი ასო უნდა აკლდეს მე-3 და მე-4 სტრიქონებში)

 

წარწერა პალეოგრაფიულად ეკუთვნის XI ს. იგი ძლიერ ემსგავსება ნიკორწმიდისა და პატარა ონის ეკლესიების დასავლეთი კარის წარწერებს. ეკლესიის დასავლეთ-სამხრეთ კუთხის გასწვრივ, ეზოში, 6-7 მეტრის მანძილზე დევს საფლავის ქვა, 60X29X27 სმ, რომელზედაც გამოსახულია ძველი ფორმის ჯვარი. ქვას ზევითა (თავის) ნაწილი მოტეხილი უნდა ჰქონდეს. ეკლესიის აღმოსავლეთ მხარეს არის კლდე გამოქვაბული.