topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

რუისპირი, ადამაანთ ციხე - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება ...<<<ციხე - ქალაქები და კოშკები>>>

რუისპირი, ადამაანთ ციხე // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.184

XVIII ს. - ის ბოლო მესამედი

რუისპირი კახეთშია, თელავის რაიონში, ამ ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე. ე.წ. ადამაანთ ციხე გამაგრებული საცხოვრებლის, ანუ მცირე ციხე-დარბაზის საინტერესო ნიმუშია: მთლიან კორპუსში (სწორკუთხედი, ოდნავ მომრგვალებული კუთხეებით) გაერთიანებულია სამ და ოთხსართულიანი ნაწილები (თუ ბანებსაც სართულებად ჩავთვლით): აქ თავმოყრილია საცხოვრებელი, სამეურნეო (საწნახელი, მარანი I სართულში) და სათავდაცვო ფუნქციის სადგომები (კბილანებიანი კედლით გარშემორტყმული ბანები, სათოფურეებისა და სალოდეების სისტემა). ოთხსართულიან (კოშკურ) ნაწილში კამაროვანი გადახურვებია, სამსართულიანში - ბრტყელი, ხის კოჭებით. შენობა რიყის ქვითაა ნაგები, გარედან მთლიანი, დაუნაწევრებელი მასის სახე აქვს. ძაღინისა და მისი ტიპის სასახლეთაგან განსხვავებთი, აქ მკაფიოდ გამოყოფილი და ინდივიდუალიზებული კოშკი არ არის, მის ფუნქციას ოთხსართულიანი ნაწილი ასრულებს. ამის მსგავსი გამაგრებული საცხოვრებლებია კახეთშივე, სოფ.ახმეტაში ("ჯანდიერაანთ ციხე") და სოფ.ზემო ხოდაშენში (ახმეტის რაიონი). ორივე XVIII ს-ის ბოლო მესამედს მიეკუთვნება, უკანასკნელის თარიღი 1760 - 1784 წლებს შუა ექცევა. რუისპირის ადამაანთ ციხის ზომებია დაახლ. 12X9 მ., კოშკურა ნაწილის სიმაღლე კედლის კბილანების წვერამდე დაახლოებით - 12 მ.