topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გლეხური საცხოვრებელი სახლები - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ... <<<ციხე - ქალაქები და სხვა ნაგებობები>>>

 

გლეხური საცხოვრებელი სახლები// ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.186-198

აქ წარმოდგენილია გლეხური საცხოვრებლის ტიპები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

1. „დარბაზი“ - ტიპი, რომლის არსებობა დადასტურებულია წერილობით უკვე ჩვენი წეღთაღრიცხვის მიჯნაზე, ხოლო მისი ცალკეული ელემენტები (ზემო სარკმელი შუა ცეცხლის კვამლის გასაშვებად და შუქისთვის) ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში. ბოლო დროს გავრცელებული იყო ისტორიული ქართლისა და მესხეთის ტერიტორიაზე. დარბაზივე იყო - გვიანა ფეოდალურ ხანაში მაინც - საქალაქო საცხოვრებელი სახლის ყველაზე გავრცელებული სახეც (თბილისში, ახალციხეში). იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში.

2. „ოდა“, გავრცელებული დასავლეთ საქართველოს ვაკე რაიონებში ე.ი. კოლხეთის დაბლობში. ცალკეული ადგილობრივი ვარიანტების მიუხედავად, არსებითად ტიპი ყველგან ერთნაირია. ეს შენობები, რა თქმა უნდა, უკვე XIX ს-ისაა, და ბევრი რამ, რაც მას ახასიათებს, XIX ს-შივე უნდა იყოს შემუშავებული. უფრო ადრინდელი ნიმუშები არ დარჩენილა. ყოველ შემთხვევაში, წერილობითი და მცირეოდენი გრაფიკული მასალის მიხედვით (არქანჯელო ლამბერტის სამეგრელოს აღწერა", იტალიელი კასტელის ნახატები, XVII ს.), კარ-მიდამოს ხასიათი ადრევეც ასეთი უნდა ყოფილიყო - ფუნქციების მიხედვით დიფერენცირებული ცალკეული შენობები (საცხოვრებელი, სასიმინდე, სამზარეულო და სხვ.), გარკვეული ინტერვალით განლაგებული ფართო ეზოში. ყურადღებას იპყრობს ოდების, აივნებისა და ინტერიერების  მხატვრული დამუშავება (აივნების რიკულები და ხის ბოძები, შიგნით - კედლები განჯინებითურთ, ბუხრის ქვები და სხვ.).

3. სვანეთი: აქ ნაჩვენებია სვანური საცხოვრებლის ორი ტიპი, თუმცა სინამდვილეში მეტი სახეობა არსებობს: ა) მურყვამიანი, ანუ კოშკიანი სახლი - სვანური საცხოვრებლის ყველაზე უფრო განვითარებული და დასრულებული სახეა. უმთავრესი ელემენტებია ორსართულიანი (იშვიათად ერთსართულიანიც) საცხოვრებელი სახლი, სახლის გვერდით აღმართული კოშკი (მურყვამი) და ეზო. ეზოს ზოგჯგრ გალავანი არტყია და მის შიგნითა კალო, ფარდულები და სხვ... საცხოვრებელ სახლში ქვემოთ ე.წ. მაჩვიბია, ზემოთ დარბაზი. მაჩვიბს (მისი ზომაა საშუალოდ 10X12 მ.) მიწის იატაკი აქვს. ეს საცხოვრებელიც არის საქონლის სადგომიც. სარკმლები არ არის, შუაში კერაა. საქონლისთვის განკუთვნილია ადგილი სამი კედლის შემოყოლებით; აქ გაკეთებულია ხის ტიხარი საქონლისათვის თავის გამოსაყოფებით, მის წინ კი თივის დასაყრელი. დარბაზი უმეტესად მაჩვიბის თავზეა. აქაც არის კერა, ცალ მხარეს კი ღია ტერასა. დარბაზი მხოლოდ ადამიანთათვისაა განკუთვნილი. საინტერესოა სვანური სახლების ინტერიერები -  ხის ნაწილთა და ავეჯთა „დაჭრელება“ ხალხური შემოქმედების თავისებური მაგალითია. კოშკებში მთელი ოჯახი აფარებდა თავს საშიშროების დროს, მაგრამ მათ რაიმე კეთილმოწყობა არ გააჩნდათ, არის მხოლოდ იატაკში ჩაკირული ქვევრები წყლისათვის

ბ) ციხე-სახლი სოფ. ჩაჟაშში. აქ სათავდაცვო ფურქცია სახლს ეკისრება. ცალკე გამოყოფილი კოშკი არ არის, თუმცა თვით სახლს კოშკისებრი სახე აქვს, მხოლოდ იგი უფრო დაბალი და მასიურია, ვიდრე ნამდვილი კოშკები. აქ სამი სართულია: პირველს იგივე ფუნქცია აქვს, რაც მაჩვიბს - აქ ადამიანებიც ცხოვრობენ და საქონელიც ჰყავთ; მესამე, არსებითად, ბანია,  რომელსაც სათავდაცვო დანიშნულება აქვს. განაკვეთში ჩანს სართულის დამახასიათებელი "სამკუთხა კამარა“, უფრო ზუსტად - ორფერდა კონსტრუქცია ქვისა. კიბე კედლის სისქეშია

4. ხევსურეთი. ნაჩვენებია ორგვარი სახე საცხოვრებლისა: ა) კალოიანი სახლი სოფ. ბარისახოში (უმეტესად გავრცელებულია პირაქეთა ხევსურეთში, თუმცა აქა-იქ პირიქითაშიაც გვხვდება). სამსართულიანია. ხშირად ფერდზე დგას და ზურგით მიწაშია შეჭრილი. I სართულს საკუთრივ სახლი ეწოდება, იგი ჯალაბობისა და პირუტყვისთვისაა განკუთვნილი. აქ არის: კერა („ყვერფი“) - საკუთრივ საცხოვრებელ ნაწილში; დაწნული კედლით გამოყოფილი საძროხე; პროდუქტების დასამზადებელი ოთახი სენე; სხვა სამეურნეო დანიშნულების ოთახები. მეორე სართული ჭერხო - მამაკაცთა სადგომია, მესამე - მაღალი ბანი, სადაც ზამთარში ყინულზე პურს ლეწავენ; და ბანის უკან - დაფარული კალო - ფარდული ბარგის (საჭურვლის, იარაღის) შესანახად. სახლისათვის დამახასიათებელია ტერასული განლაგება. ბ) ციხე-სახლი „ქვითკირი“ - ს კოშკური სახლია, გავრცელებული პირიქითა ხევსურეთში. ოთხი სართულია (სართულები ერთმანეთს მისადგმელი კიბეებითა და ჭერში დატოვებული ასაძრომებით უკავშირდება). I სართული ბოსელია, II სართული - „შუა თვალი“ - საცხვარე, III სართული - საცხოვრებელი, აქაა კერა („ყვერფი“). სართულშუა გადახურვებიც და სახურავიც ბრტყელია (შეად. სვანეთს, ზემო რაჭას, თუშეთს, სადაც ორკალთიანი სახურავია). სპეციფიკურია ე.წ. ჩარდახი - ზემო სართულია გადმოშვერილი მაშიკულები, ჩვეულებრივ, თითო ან ორ-ორი ყოველ მხარეს. ასეთი ციხე-სახლებისაგან (ქვითკირებისაგან) შედგება მთლიანად სოფელი შატილი.

5. ხევი. სახლები სნოსა და ყაზბეგში. ნახაზზე ნაჩვენებია ერთ-ერთი ორსართულიანი ბანიანი სახლი ყაზბეგში. I სართული საქონლისთვისაა განკუთვნილი, II - საცხოვრებლად. წინა მხარეს მინაშენია - ცხვრების სადგომი - ამისი სახურავი II სართულის ბანს შეადგენს. საშენი მასალა ტლანქად ნატეხი ქვიშაქვა და ფიქალია.

6. მთიულეთი. სახლი სოფ. ხოზში - ესეც ტეარსებიანი სახლია, ხევსურული კალოიანი სახლის ანალოგიური.

XIX ს-ის ქალაქური საცხოვრებელი სახლები

გარდა თბილისური სახლებისა აქ ნაჩვენებია ანაზომები ერთი თელავური და ერთი სიღნაღური სახლისა. თბილისისა და სხვა ქალაქების სახლებში, რომლებიც XIX ს-ის შუა ათეულ წლებს მიეკუთვნება (უმეტესად - 30-70-იან წლებს, თუმცა, შეიძლება. პროვინციის ქალაქებში ზოგი უფრო გვიანდელიც იყოს), გვხვდება საერთო ელემენტები, ნასესხები კალსიკური არქიტექტურის რეპერტუარიდან (პროფილები, ორდერის ტრანსფორმაცია), მაინც ყოველი ქალაქის სახლები ინარჩუნებს გარკვეულ ინდივიდუალობას