topmenu

 

წყურვეთი (საღირეთი)
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ...<<<საქართველოს მეგალითები>>>

 

წყურვეთი //ლ. მელიქსეთ ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 59

13. წყურვეთი

ავრანლო-თეძის ზევიდან, ქციის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ხანდოს სამხრეთით, ცნობილია ადგილი, რომელსაც "წყურვეთი" ან  "საღირეთი" ეწოდება. (ამ სახელწოდებას (წყურვეთი), უთუოდ საფუძვლად უდევს ტერმინი "წყურ" ("ყურ" || "კურ") წყლის მნიშვნელობით, რომელიც თავს იჩენს აგრეთვე სხვაგანაც, მაგ.: 1) ქციის სათავესთან - "ტაბაწყური" ანუ "ტბა-აწყური" (და არა "ტბის-ყური"), აგრეთვე 2) „აწყური“. სახელწოდება საღირეთი მოგვაგონებს "საღირაშენ"-ს ალგეთის ხეობაში). აქ ჩვენამდე მოუღწევია  გამოქვაბულთა კომპლექსს ქციის პირას, აგრეთვე ციკლოპურ ნაციხარ-ნაქალაქევს პატარა და ბრტყელ ბორცვზე. უკანასკნელი შესდგება ზღუდეებისა და ცილინდრული კოშკებისაგან, რომლებიც განადგურების გზაზე არიან. როგორც ეტყობა, იგი გამოყენებული ყოფილა უკანასკნელ საუკუნეებამდე, რამდენადაც აქ პატარა ნასაყდრევიცაა ქრისტიანული სასაფლაოთი, სადაც, სხვათა შორის, ყურადღებას იპყრობს ერთი ლოდი, რომელიც თითქოს ნა"ვეშაპ"არი უნდა იყოს.