<უკან დაბრუნება ... <<<საქართველოს მეგალითები>>>
![](http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/normal_IMG_7793-saunje.jpg)
ბეშთაშენის "დაშლეხ"-ი // ლ.მელიქსეთ - ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 42
"ბეშთაშენ" - ახალი სახელწოდებაა იმ სოფლისა, რომელსაც წინათ "ბეშკენაშენ" ეწოდებოდა. თვით ამ სახელწოდებას განმარტავენ როგორც თურქულს, ვითომდა ხუთი (ბეშ) ქვისაგან აგებულ ობიექტს Бешташен означает по татарски «пять камней», სწერს ა.ნ.გრენი, და განაგრძობს: «Жители говорили мне, что при переселении их туда они нашли в этой местности пять камней и потому и назвали так селение. Очевидно, тут был какой - нибудь менгир, или вообще мегалитический памятник». ასეთი განცხადება თუ ფილოლოგიური ნაწილის მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს, მეგალითზე მითითების მხრით სიმართლესთან მაინც ახლოს დგას, რამდენადაც ს.ბეშთაშენის მახლობლად, 1 კილომეტრის მანძილზე, ხევში მოიპოვება საკმაოდ დიდი მეგალითური სადგომი, რომელიც უმეტესად შემდგარია კარკნალისებრი ნაპრალ-გვირაბებისაგან, ნაწილობრივ კი ხელოვნურ ნაგებობათაგან დოლმენებისა და ბლინდაჟების ყაიდისა გალავნებითურთ.
![](http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/normal_IMG_7791-saunje.jpg)
![](http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/normal_IMG_3656-saunje~0.jpg)
ბეშთაშენის "დაშლეხ"-ი // ლ.მელიქსეთ - ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 54
ბეშთაშენის „დაშლეხი“. „დაშლეხ" || „ტაშლეხ", როგორც უკვე ნათქვამი გვქონდა, თურქული სიტყვაა, რაც ლოდოვანს აღნიშნავს. ასე ეწოდება საკმაოდ დიდ მეგალითურ სადგომს სოფელ ბეშთაშენის მახლობლად, 1 კილომეტრის მანძილზე, ხევში, რომელიც, კარკნალისებრ ნაპრალ - გვირაბებს გარდა, დოლმენ - ბლინდაჟისებურ ნაგებობათაგანაც შედგება. ეს ნაგებობანი ადგილ-ადგილ ზღუდე-გალავნებითაც არიან შემორტყმული. უთუოდ, ერთ ერთ პრიმიტიულ სადგომთაგანია ციკლოპურ ნაგებობათა შორის. თურქული სახელწოდება, რომელიც ქართული "ლოდოვანი"ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანია, იმის მაჩვენებელია, რომ იგი ამ ადგილის ძველი მოსახლეობისაგან მომდინარეობს, იმის ანალოგიით, როგორც ესევე სახელწოდება დღემდე შენახულია ბედენის კალთაზე ღრმა ღელეში მდებარე სადგომისათვის. იმავე ხეობაში, სადაც „დაშლეხ"-ი მდებარეობს, აუარებელი გამოქვაბულებია, შესაძლებელია, პალეოლითის ადამიანის სადგომები.
![](http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/normal_8_Eli-Baba_cemetery2C_7th-6th_cc__B_C_.jpg)
გ.ნარიმანიშვილის ფოტო
![](http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/normal_beshtasheni-makena.jpg)
|