topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ბეშთაშენი - მელიქსეთ ბეგი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება ... <<<საქართველოს მეგალითები>>>

ბეშთაშენის "დაშლეხ"-ი // ლ.მელიქსეთ - ბეგი  - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 42

"ბეშთაშენ" - ახალი სახელწოდებაა იმ სოფლისა, რომელსაც წინათ "ბეშკენაშენ" ეწოდებოდა. თვით ამ სახელწოდებას განმარტავენ როგორც თურქულს, ვითომდა ხუთი (ბეშ) ქვისაგან აგებულ ობიექტს Бешташен означает по татарски «пять камней», სწერს ა.ნ.გრენი, და განაგრძობს: «Жители говорили мне, что при переселении их туда они нашли в этой местности пять камней и потому и назвали так селение. Очевидно, тут был какой - нибудь менгир, или вообще мегалитический памятник». ასეთი განცხადება თუ ფილოლოგიური ნაწილის მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს, მეგალითზე მითითების მხრით სიმართლესთან მაინც ახლოს დგას, რამდენადაც ს.ბეშთაშენის მახლობლად, 1 კილომეტრის მანძილზე, ხევში მოიპოვება საკმაოდ დიდი მეგალითური სადგომი, რომელიც უმეტესად შემდგარია კარკნალისებრი ნაპრალ-გვირაბებისაგან, ნაწილობრივ კი ხელოვნურ ნაგებობათაგან დოლმენებისა და ბლინდაჟების ყაიდისა გალავნებითურთ.

ბეშთაშენის "დაშლეხ"-ი // ლ.მელიქსეთ - ბეგი  - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 54

ბეშთაშენის „დაშლეხი“. „დაშლეხ" || „ტაშლეხ", როგორც უკვე ნათქვამი გვქონდა, თურქული სიტყვაა, რაც ლოდოვანს აღნიშნავს. ასე ეწოდება საკმაოდ დიდ მეგალითურ სადგომს სოფელ ბეშთაშენის მახლობლად, 1 კილომეტრის მანძილზე, ხევში, რომელიც, კარკნალისებრ ნაპრალ - გვირაბებს გარდა, დოლმენ - ბლინდაჟისებურ ნაგებობათაგანაც შედგება. ეს ნაგებობანი ადგილ-ადგილ ზღუდე-გალავნებითაც არიან შემორტყმული. უთუოდ, ერთ ერთ პრიმიტიულ სადგომთაგანია ციკლოპურ ნაგებობათა შორის. თურქული სახელწოდება, რომელიც ქართული "ლოდოვანი"ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანია, იმის მაჩვენებელია, რომ იგი ამ ადგილის ძველი მოსახლეობისაგან მომდინარეობს, იმის ანალოგიით, როგორც ესევე სახელწოდება დღემდე შენახულია ბედენის კალთაზე ღრმა ღელეში მდებარე სადგომისათვის. იმავე ხეობაში, სადაც „დაშლეხ"-ი მდებარეობს, აუარებელი გამოქვაბულებია, შესაძლებელია, პალეოლითის ადამიანის სადგომები.

გ.ნარიმანიშვილის ფოტო