topmenu

 

შიომღვიმე - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება

შიომღვიმე (მცხეთის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ანდღულაძე ნ. შიომღვიმის მონასტერი //ძეგლის მეგობარი.-1972.-N30.-გვ.7-11 //ექო.-1973.-გვ. 28-29. - მტკვრის ხეობაში მდებარე შიომღვიმის ლავრის ისტორია, კომპლექსის აღწერილობა და გუმბათოვანი ტაძრის აგების თარიღი. ღვთისმშობლის მიძინების სახ. გუმბათიანი ტაძრის მშენებლობის ისტორია (ააგო დავით აღმაშენებელმა), კომპლექსის მშენებლობის ეტაპები (VI-XIX სს.)აღსანიშნავია იოანე ნათლისმცემლის, ჯვრის ამაღლების სახ. ეკლესიები. ტექსტს ერთვის შიომღვიმის ფოტო.მოხსენიებულია მონასტრის წინამძღვარი მიქაელი (XI ს.), ზევდგინიძე-ამილახორი (XIV ს.)

2. გამსახურდია ს. კლდეში გამოკვეთილი ქართული ძეგლები // დროშა.- 1957. - N10. - გვ.19. - შიომღვიმის კლდეში ნაკვეთ საცხოვრებელი და საკულტო ნაგებობის შესახებ.

3. ლომინაძე ბ. შიომღვიმე. - თბ.,1953. - ძეგლის დაარსების ისტორია და აქ მიმდინარე სამეცნიერო-მწიგნობრული მოღვაწეობის შესახებ.

4. "მამაო შიო, ასურო, მსურის შენდა". შიომღვიმე //საქართველოს სულიერი საგანძური.  წ.I. - თბ., 2005. - გვ. 196-199. - ასურელი მამის, წმინდა შიოს მოღვაწეობის შესახებ. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის (იოანე ნათლისმცემლისა და ზემო ეკლესიის-ღვთისმშობლის სახელობის, სატრაპეზოსა და სამლოცველოს) ხუროთმოძღვრული დახასიათება, მშენებლობის ეტაპები, კულტურულ-საგანმანათლებლო და მწიგნობრული მოღვაწეობა. მოხსენიებული არიან: კათალიკოსი ბასილ კარიჭის ძე (XI ს.), არსენ იყალთოელი, იონა ხელაშვილი, გერონტი სოლოღაშვილი, იოსებ სამებელი და სხვები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ძეგლის საერთო ხედისა და დეტალების ფოტოები.

5. მცხეთა-თბილისის ეპარქია: შიომღვიმის მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ. 58-61. - ასურელი მამის, შიოს მიერ VI საუკუნეში დაარსებული ანსამბლის (ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება, წარწერების ანალიზი. სამეცნიერო მწიგნობრული მოღვაწეობა, მოკლე ისტორია. ცნობა შიომღვიმის ბიბლიოთეკის შესახებ. სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები. მოხსენიებულნი არიან: არსენ იყალთოელი (XII ს.), კათალიკოსი მელქისედეკ I (XI ს.), გივი იოთამის ძე ამილახვარი (XVII ს.), გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი (XVIII ს.), მხატვარი ნ. ანდრეევი, ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე (XIXს.),არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე), მღვდელმონაზონი ლუკა (შაშტუკაშვილი), მღვდელმონაზონი გაბრიელი (ქაჯაია), რესტავრატორები: ტ.კიპაროიძე, ნ.ზაზუნიშვილი. ტექსტს ახლავს სამონასტრო კომპლექსის ფოტოები.

6. ზალიკანოვი გ. შიო მღვიმიდამ, 1 მარტს //დროება.- 1880 (16 მარტი). - N59. - გვ.3-4. - დიმ. ბარაძის მიერ მონასტრის კვლევის შედეგები.

7. თუთაევი ა. წერილი რედაქციის მიმარტ //ივერია.- 1904 (13 ივლ.). - N161. - გვ.3.  - მონასტრის ეკლესიის განახლების გამო.

8. კეთილის მსურველი. შიო მღვიმის მონასტერი და მისი დღეობა //ცნობის ფურცელი. - 1899 (6მაისი) .- N 812. - გვ.2.

9. მეტრეველი რ. დიდნი საქმენი.- თბ., 1978.- გვ.201 - 202. - ღვთისმშობლის სახელობის დიდი უგუმბათო ეკლესიის აგების ისტორია.

10. შიომღვიმის მონასტერი //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლების სტრუქტურა: IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა.-თბ.,1983.-გვ.31-33; 133. - მონასტრის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის ანალიზი; ძეგლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმირების კანონზომიერებათა შეასხებ. მოცემულია ძეგლის სქემატური ჩანახატები (ანაზომები: ნ.სევეროვი).

11. ტ[არასი] ა[რქიმანდრიტი]. უდაბნო ღირსისა და საკვირველთ-მოქმედისა მამისა ჩუენის შიო მღვიმელისა, ათცამეტთა სირიელთა მამათაგანისა // საქართველოს სასულიერო მახარობელი.- 1864.- NIX.- გვ.79-84. - შიომღვიმოს კომპლექსში შემავალ საკულტო და საერო ნაგებობათა (ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიების, ძველი პალატისა და მღვიმის, ჯვარცმის სახელობის ეკლესიის) მიმოხილვა. აღნიშნულია მონასტრის ბიბლიოთეკაზე.

12. ღამბაშიძე დ. ყოვლად სამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსის ლეონიდისაგან დღესასწაულობითი წირვა შიო მღვიმის მონასტერში 21 წარსულ თებერვალს ყველიერის ხუთშაბათს // მწყემსი. - 1902. - N1-2.- გვ.6-8; N4. - გვ.10 - 11. - N7. - გვ. 9 - 11; 1903. - N7 - 8. - გვ. 8 - 12; N 15 - 16.- გვ. 9 - 10; N 17. - გვ. 4 - 6; N 19. - გვ. 7 - 8.

13. შიომღვიმე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. XI. -თბ., 1987.- გვ.6. - სამონასტრო კომპლექსის ისტორია, ხუროთმოძრვრული დახასიათება. აღნიშნულია წყალსადენის სისტემის არსებობა.

14. შიომღვიმის წიგნსაცავი //გურგენიძე ვ. ძველი წიგნსაცავები საქართველოში.-თბ.,1969.-გვ.25-36. - მონასტრის ბიბლიოთეკის წიგნსაცავის 1872 წელს შედგენილი ნუსხა.

15. შიო მღვიმის უდაბნო // საქართველო.-1918.- N204. - გვ.2.

16. შიო მღვიმის მონასტერი // მწყემსი.-1898.-N20.-გვ.11. - ხუროთმოძღვრული კომპლექსის სამი ტაძრის მოკლე აღწერილობა.

17. შიო - მღვიმის მონასტერი // მწყემსი.- 1889. - N3. - გვ. 6-8. - იოანე ნათლისმცემლის, ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა შიოს სახელობის ეკლესიების მოკლე აღწერილობა.

18. შმერლინგი რ. შიო-მღვიმის სვეტის ფრაგმენტი //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის IX სამეცნიერო სესია 1955 წლის 17-18 ივნისი მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1955.-გვ.6-7. - იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესიაში აღმოჩენილი გაურკვეველი დანიშნულების მწვანე ფერის ქვის ორნამენტებისა და წარწერების გამოსახვის სტილის შესახებ.

19. ხახანაშვილი ალ. შიომღვიმის მონასტერი ..კვალი.-1896.-N51.-გვ.907-909. - სამონასტრო კომპლექსის შენობა-ნაგებობების შესახებ.

20. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.- გვ. 27 - 28; გვ 99 - 100. - შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შემავალი საკულტო და საერო დანიშნულების ნაგებობების აღწერილობა, VI საუკუნის გუმბათოვანი ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ტაბ.21,22, გეგმა და განაკვეთი ნ.სევეროვის ანაზომების მიხედვით.

21. შიომღვიმის კომპლექსი // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ. 5.- თბ., 1990. - გვ. 318 - 325. - შიომღვიმის დამაარსებლის-შიო მღვიმელის, დაარსებისა და შემდგომი სამეცნიერო-მწიგნობრული მოღვაწეობის შესახებ. მოცემულია კომპლექსში შემავალი სხავდასხვა დროისა და დანიშნულების ნაგებობათა (იოანე ნათლისმცემლის სახ. VI საუკუნით დათარიღებული ეკლესია, სამწირველო, კარიბჭე, სამრეკლო, ეგვტერი, შიოს სასაფლაო-ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესია, კოშკი, სატრაპეზო, კარიბჭე-სამლოცველო, სამლოცველო-ეგვტერი, საცხოვრებელი სახლები, წყალსადენი, წყარო, გალავანი, ჯვრის ამაღლების სახ. ეკლესია)ვრცელი ხურომოძღვრული დახასიათება და მხატვრობის სტილისტური ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე, გივი ამილახვარი, თაყა ზევდგინიძე. ტექსტს დართული აქვს მდიდარი საილუსტრაციო მასალა.

22. შიომღვიმე //კოზმანაშვილი ვ. ღმერთის სავანე. მცხეთა; 2009.- გვ. 43-46. - მოკლე ცნობა შიომღვიმის (მღვიმე-ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესია, სამრეკლო, შიოს სასაფლაო-ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარი, სატრაპეზო, ბერთა სადგომი ნაგებობები, წყარო, წყალსადენი, გალავანი, ჯვრის ამაღლების ეკლესია) აგების ისტორიის შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

23. შიომღვიმის მამათა მონასტერი // გუნია ირ. მცხეთა-თბილისი ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ.,  2002. - გვ. 58 - 60. - VI საუკუნეში, წმ შიოს სიცოცხლეშივე აგებული სამონასტრო კომპლექსის ("თავისუფალი ჯვრის" ტიპის იოანე ნათლისმცემლის, ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესიების მშენებლობის ეტაპები, ცნობები მხატვრობის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: კათალიკოსი მელქისედეკ I (1010-10330) თაყა ზედგენიძე, გივი იოთამის ძე ამილახვარი, (აღ,დგენელი), გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი, ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე (1890 წ.), მხატვ. ნ. ანდრეევი (1901, 1903), ეპისკოპოსი ლეონიდე, არქიმანდრიტი მიქაელ გაბრიჭიძე.

24. შიომღვიმე: ჯვართამაღლების ეკლესია, XIII ს. // ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში.-თბ., 2006. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - VI საუკუნეში ასურელი მამის შიო მღვიმელის მიერ დაარსებული მონასტრის ჯვართამაღლების ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების სედეგები. ტექსტს ერთვის ფოტომასალა.