topmenu

 

ბეთანია - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ბეთანია //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ.153

XII -XIII საუკუნეთა მიჯნა

ტაძარი დასახლებულ ადგილთან მოშორებითაა, მდ.ვერეს ღრმა ხეობაში, თბილისიდან 18 კმ-ის მანძილზე. ეს ერთი საუკეთესო ძეგლთაგანია თავისი დროისა, რომელშიაც ახალი ტიპი ეკლესიისა სავსებით ჩამოყალიბებულია (იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში). ფასადთა მორთულობაც უკვე შორდება მანამდე შემუშავებულ სისტემას (დეკორაციული თაღებით დანაწევრებას). აქ ცალკეული, ინტენსიური ორნამენტული მახვილები კედლის გლუვ ზედაპირს უპირისპირდება. დამახასიათებელი მოტივია დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადთა შეწყვილებული სარკმლები დამატებითი მრგვალი სარკმლით მათ ზემოთ, ან გრძელი მოჩუქურთმებული ჯვრით მათ შუა. ტაძრის შიგნით საინტერესო კედლის მხატვრობაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული პორტრეტები - გიორგი III, თამარ მეფისა და გიორგი ლაშას გამოსახულებანი ჩრდილოეთ კედელზე. დიდი ეკლესიის დასავლეთით, იქვე, დგას ერთნავიანი სამლოცველო, აგებული 1196 წელს. ბეთანია დიდი ხნის მიტოვებული და დავიწყებული იყო, როცა XIX ს-ის შუა წლებში კვლავ აღმოაჩინეს. აღდგენილ იქნა XIX ს-ის ბოლოს. ეკლესიის გარეთა ზომები: სიგრძე - 20,5 მ., სიგანე - 14,5 მ., სიმაღლე შიგნით - 22,5 მ.

1. Р.Шмерлинг, В.Долидзе, Т.Барнавели. Окресности Тбилиси. Тб., 1960, გვ.83-86

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე...