topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თიღვა - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


თიღვა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ. 151

1152 წ.

სოფ.თიღვაში (შიდა ქართლი, ფრონეს ხეობა, ზნაურის რაიონი) დარჩენილია თავისებური გუმბათოვანი ტაძარი, მთავარი ნაგებობა სამონასტრო კომპლექსისა, რომელიც დავით აღმაშენებლის ასულმა შარვანის დედოფალმა თამარმა ააშენა მას შემდეგ, რაც იგი მონაზვნად აღიკვეცა. ტაძრის გეგმა ერთიან სწორკუთხედს შეადგენს. აფსიდი მხოლოდ საკურთხეველს, მის გვერდით მდებარე სადიაკვნესა და სამკვეთლოს აქვს. ჯვაროვანი სივრცის სხვა მკლავები სწორკუთხაა. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებს და ორ თავისუფლად მდგომ ბოძს ეყრდნობა.

ძეგლის თავისებურებას შეადგენს დასავლეთის მხარეს პირველ სართულში მოთავსებული ნართექსი და პატრონიკე, რომელიც ისევე, როგორც ოდესღაც წრომში იყო (VII ს.), სამ მხრივ ეკვრის დასავლეთის მკლავს. წრომიდან მომდინარე თემა ახლა, სხვა ეპოქაში, განსხვავებულ სივრცობლივ ინტერპრეტაციას ჰპოულობს. კლასიკური ეპოქის მკაფიო, მშვიდი, გაწონასწორებული სივრცე - აქ უფრო ცხოველხატულ, დინამიკურ სახეს ღებულობს. თავისი დროის ძეგლთაგან თიღვის ეკლესია მკვეთრად გამოირჩევა ფასადთა მორთულობის განსაკუთრებული სიძუნწით. შიშველი კედლების ასკეტურ სიმკაცრეს მხოლოდ ერთი შესასვლელის, კარიბჭის თაღისა და ერთი სარკმლის ჩუქურთმიანი სამკაულები არღვევს. თვით გუმბათის ყელის სარკმლებიც კი სრულიად შეუმკობია. ეს, როგორც მკვლევარნი ფიქრობენ, მონასტრის დამფუძნებლის ასკეტური მიდრეკილებებით შეიძლება აიხსნას, მაგრამ არსებული მცირერიცხოვანი მოჩუქურთმებული საპირეები XII ს-ის ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტის საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს შეიძლება მიეკუთვნოს. ძეგლის თარიღი საბუთების შეჯერებით დადგინდა (თვით ეკლესიის წარწერაში ნახსენებაა თამარი, მაგრამ თარიღი მითითებული არ არის). შენობის გარეთა ზომები: სიგრძე - 24 მ., სიგანე - 14,5 მ., სიმაღლე შიგნით - 22 მ.

1. ლ.რჩეულშვილი - თიღვა. შარვანის დედოფლის თამარის აღმშენებლობა თბ., 1960