topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ხცისი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ხაშურის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>


ა.ხანთაძის ფოტო

ხცისი - სოფელი ხაშურის რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 705 მ., ხაშურიდან 9 კმ. სოფელ ხცისში მდებარეობს შემდეგი ისტორიული ძეგლები:

  • სოფლის ცენტრში დგას ხცისის წმინდა გიორგის ეკლესია,
  • სოფლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ზე დგას ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია.
  • სოფლის სამხრეთ - დასავლეთით, 2 კმ-ზე დგას შლუყურის წმ.გიორგის ეკლესია
  • სოფლის განაპირას აღმოსავლეთით დგას თომა ციციშვილის სასახლე
  • სოფლის სამხრეთით 200 მ-ზე დგას ნაეკლესიარი - ღვთაების ეკლესია
  • სოფლის სასაფლაოზე, არაკაანთხევში ნასოფლარზე დგას წმ.ნიკოლოზის ეკლესიის ნანგრევები
  • სოფელში ნაპოვნია ასევე ქვაყუთი, არის ასევე ფეოდალური ხანის ნასახლარები

ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია -  სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე მდებარეობს. ტაძრის აშენება დაწყებულა ბაგრატ III-ის მეფობის დროს, რაზეც მიგვითითებს ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერა - ეკლესიის აშენება 1002 წელს დაუწყია გურანდუხტ დედოფლის დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს: "სახელითა ღმრთისაითა, მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმინდასა და ამას ეკლესიასა საყოფელსა წმინდაისა ნათლისმცემლისასა სალოცავად. ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩუენისადა სახსრად ცოდვილისა და მამათა ჩემთათვის, ქორონიკონი იყო ს კ ბ".

ხცისის წმინდა გიორგის ეკლესია -  დგას სოფელ ხცისის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით. ეკლესიის დასავლეთის მხრიდან თანამედროვე სამრეკლოა.

გამოყენებული წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ხცისის_იოანე_ნათლისმცემლის_ეკლესია


ხცისი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, თბ., 1987 წ., გვ.521

ხცისი - სოფელი ხაშურის რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს... ზღვის დონიდან 705 მ., ხაშურიდან 9 კმ... სოფლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ზე დგას ქართული ხუროტმოძღვრების ძეგლი - იოანე წინასწარმეტყველის დარბაზული ეკლესია. აღმოსავლეთ ფასადის წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესია აშენებულია ბაგრატ III-ის მეფობის დროს, 1002. ძეგლი ერთნავიანი ეკლესიები ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. განსაკუთრებით საინტერესოა ძალიან მდიდარი ორნამენტაცია (სარკმელთა საპირეები და სათაურები, შესასვლელის ტიმპანის სათაური), ბარელიეფები ცხოველთა ფიგურებით და სხვ. საკურთხევლის ჩრდილოეთით სამკვეთლოს გეგმით სწორკუთხა სადგომია, სამხრეთით კი ფასადის მთელ სიგრძეზე შენობას ეგვტერი მისდევს. ძეგლი დაზიანებულია, კამარები და კედლების ზედა ნაწილები ჩამოქცეულია.

 

 

 

 

***********************************************************************************

ხცისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ.146 1002 წ. სოფ.ხცისი ქართლშია, ხაშურის რაიონში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, რაიონის ცენტრიდან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. იოანე წინასწარმეტყველის ეკლესია მდებარეობს მთის კალთაზე (ეს თრიალეთის კალთებია), სოფლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მანძილზე. აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში, რომელშიაც ზუსტი თარიღია მითითებული, ნათქვამია "მე გლახაკმან ან...ნა ვიწყე შენებად წმიდასა ამას ეკლესიასა"....<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

ხცისი - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ.5, თბ., 1990 წ., გვ.460-463.

190. ნაეკლესიარი (ღვთაების ეკლესია), არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის სამხრეთით 200 მ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: სამხრეთის და დასავლეთის კედლები მთლიანად დანგრეულია, აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის - ნაწილობრივ...<<ტექსტი სრულად აქ...<<