topmenu

 

ვარძია - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება

ვარძია (ასპინძის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ვარძია //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971.- გვ.263-267. - დახასიათებულია ვარძიის კლდეში გამოკვეთილი მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობა-"ვედრების" კომპოზიცია, მაცხოვრის "ვნებათა" ციკლი და ქტიტორთა გამოსახულებანი.

2. ამირანაშვილი შ. ვარძიის მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობა //ძეგლის მეგობარი.-1964.-N3.-გვ.10-13. - ვარძიის მთავარ ტაძარში გიორგი მესამისა და თამარ მეფის პორტრეტულ გამოსახულებათა აღწერილობა.

3. ბერიძე მ. ტოპონიმ "ვარძიის" ეტიმოლოგიისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ენის... სერია.-1977.-N2.-გვ.76-84. - მელიქსეთ-ბეგის, ი.მაისურაძისა და სხვათა მოსაზრებანი ვარძიის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით.

4. გაბაშვილი ც. ვარძია.-თბ.,1945.-გვ.40-73. - მოცემულია ვარძიის "ქვაბთა ქალაქის" შესახებ. აღწერილია გეოგრაფიული მდებარეობა, აგების ისტორია, ტაძრის მოხატულობის სტილისტურ-პალეოგრაფიული ანალიზი. მითითებულია ძეგლის აშენებისა და აღდგენის თარიღები.

5. გაბაშვილი ც. ზედა ვარძიის კიდურყვავილოვანი წარწერა //ძეგლის მეგობარი.-1967.-N10-11.-გვ.31-32. - ვარძიის ძირითადი კომპლექსიდან ორი კილომეტრით დაშორებული ტაძრის შესასვლელის ორნამენტული ჩარჩოს ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული და სტილისტური ანალიზი.

6. გამსახურდია ს. ვარძია.- 1961.- N1.- გვ.77-80. - ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსის აღწერილობა, მშენებლობის ეტაპები, ფრესკულ გამოსახულებათა დახასიათება, თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული ისტორიული წყაროები და ზეპირი გადმოცემები.

7. გამსახურდია ს. ვარძიის ტაძრის მხედრული მინაწერი //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.-1956.-ტ.XVII.-N10.-გვ.960-964. - ვარძიის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე გიორგი მესამისა და თამარ მეფის ფრესკათა ქვემოთ შემორჩენილი მხედრული წარწერის პალეოგრაფიული ანალიზი.

8. გაფრინდაშვილი გ. ვარძია.- 1976 - არქიტექტორული ანსამბლის ტაძრების მოხატულობის აღწერილობა. დართული აქვს მოხატულობისა და ფრესკების ფერადი სურათები.

9. გაფრინდაშვილი გ. ვარძიის ქვაბთა გეგმარების ტიპოლოგიისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.-1954.-ტ.XV.-N1.-გვ.56-64. - კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქის სამონასტრო კომპლექსის სადგომთა აღწერილობა. დახასიათებულია დამხმარე სათავსოები, წარმოდგენილია მათი აღდგენითი გეგმები.

10. მელითაური კ. ვარძიის გამოქვაბულთა არქიტექტურა //ძეგლის მეგობარი.-1977.-N45.-გვ.5-7. - ვარძიის გამოქვაბულთა გამოკვეთის თავისებურებანი.

11. მელითაური კ. ვარძიის გამოქვაბულთა კარების აღდგენის საკითხისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.-1955.-ტ.XVI.-N10.-გვ.837-840. - კლდის ნაკვეთობაში არსებულ კართა თავდაპირველი კონსტრუქციების აღდგენის შესახებ.

12. მელითაური კ. ვარძიის ნაგებობათა დანიშნულების საკითხისათვის // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.- 1961.- ტ.XXVI.- N3.- გვ.377-383. - ვარძიის სამხედრო-თავდაცვითი ნაგებობად მიჩნევის შესახებ.

13. მელითაური კ. ვარძიის სამშენებლო-ხუროთმოძღვრული შესწავლის საკითხები.- თბ., 1961. - განხილულია ვარძიის კომპლექსის დაგეგმარება, ხუროთმოძღვრება, წყალსადენი ნაგებობანი.

14. მელითაური კ. ვარძიის საცხოვრებლის ტიპობრივი გეგმა //ძეგლის მეგობარი.- 1976-77.-N43-44.- გვ.42-46. - დახასიათებულია ვარძიის საცხოვრებელთა დაგეგმარების გადაწყვეტის სამი მთავარი სახე. მოცემულია საცხოვრებელ უჯრედთა სქემები.

15. მელითაური კ. იაკობის სავანე ანანურის ეკლესიასთან //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია.-1977.- N1.-გვ.49-52. - ანანურის ვარძიის მოკლე აღწერილობა.

16. სალუქვაძე ს. 800 წლის წამლების სახლი // საბჭოთა ხელოვნება.- 1978.- N12.- გვ.66-70. - კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქი ვარძიის ტერიტორიაზე არსებული წამლების სახლის შესახებ.

17. სიდამონიძე ვ. კლდეში ნაკვეთი ქალაქები //განთიადი.-1982.-გვ.168-172. - ვარძიისა და უფლისციხის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულნი არიან: რატი სურამელი, გიორგი მესამისა და თამარ მეფის პორტრეტების ავტორი გიორგი.

18. ტატიშვილი თ. მიწისქვეშა ნაგებობანი მტკვრის ხეობის ზემო წელზე //ძეგლის მეგობარი.- 1970.- N21.- გვ.18-22. - 1954-55 წლებში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციის მიერ ვარძიის ნაკრძალ-მუზეუმის ტერიტორიაზე გამოვლენილი წინაქრისტიანული ხანის მიწისქვეშა ნაგებობის-"დარნების" აღწერილობა.

19. ფირფილაშვილი პ. ვარძიის "თახჩიანი გამოქვაბულის" დანიშნულების შესახებ //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.-1958.-ტ.XXI.-N3.-გვ.377-383. - მოსაზრება ვარძიის თახჩებიანი გამოქვაბულის უძველეს სააფთიაქო სათავსოდ მიჩნევის გამო.

20. ალელიშვილი ნ. ვარძია //კოჟორაძე დ. ალელიშვილი ნ. მესხეთ-ჯავახეთი ძველად და ახლა.-თბ.,1963.-გვ.22-24. - მოკლე ცნობები ვარძიის კომპლექსზე.

21. ალიბეგაშვილი გ. ვარძიის მოხატულობა //საბჭოთა ხელოვნება.-1990.-N51.-გვ.51-57. - XIII საუკუნის ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მოხატულობის შესახებ.

22. ალიბეგაშვილი გ. თამარ მეფის ოთხი პორტრეტი //ძეგლის მეგობარი.კრ.VII.-თბ.,1966.-გვ.13-17. - ვარძიის, ყინწვისის, ბერთუბნისა და ბეთანიის ტაძრების კედლის მხატვრობაში შემორჩენილი თამარ მეფის პორტრეტების განხილვა.

23. ალხაზიშვილი ი. ვარძია ინგრევა! //ივერია.-1897(12მარტი).-N46.-გვ.1-2.

24. ალხაზიშვილი ი. ორიოდე დღე ბორჯომში //დროება.-1877(23იანვ.).-N9.-გვ.2-3. - მოკლე ცნობა ვარძიის მონასტრის შესახებ.

25. ახალი ამბავი //ივერია.-1886(31 იანვ.).-N24.-გვ.2. - ვარძიის მონასტერი-მოკლე ცნობა.

26. გაბაშვილი ც. ვარძია. გზამკვლევი.-თბ.,1945.-გვ.40-75. - ვარძიის კომპლექსის ვრცელი დახასიათება.

27. გამრეკლოვი გ. წერილი რედაქტორთან //დროება.-1880(6 აგვ.).-N165.-გვ.4. - მოკლე ცნობა ვარძიის შესახებ.

28. გამრეკლოვი გ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი //დროება.- 1876 (2 ივნ.).-N54.- გვ.3. -ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.

29. [გვარამაძე ივანე] ვინმე მესხი. ჯავახეთის ამბები //დროება.-1881(30 სექტ.).-N203.-გვ.1-3. - ვარძიის სიძველეთა დაცვის შესახებ.

30. [გვარამაძე ივანე] ვინმე მესხი. ახალციხის მაზრაში //დროება.-1878(6 დეკ.).-N250.-გვ.1-3. - თქმულება ვარძიის შესახებ.

31. გაფრინდაშვილი გ. ვარძია //ჯვარი ვაზისა.-1986.-N2.-გვ.32-34. -ვარძიის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ისტორია.

32. გაფრინდაშვილი გ. ვარძია. ახალციხე.-1997. - ბუკლეტში მოცემულია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების დიდი ტაძრის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.

33. გაფრინდაშვილი გ. ვარძია და მისი მიდამოების ქვაბები. -თბ., 1957.- 48 გვ. - ვარძიისა და მისი მიდამოების აღწერილობა.

34. გაფრინდაშვილი გ. უცნობი წარწერა ვარძიაში // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.X.- 1951.- N4.- გვ.247-254. - ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღმოჩენილი უცნობი წარწერის ანალიზი.მოხსენიებულია ბაგრატ სურამელაშვილი.

35. გილგენდორფი ი. თამარ მეფის ფრესკული პორტრეტის კომპლექსური გამოკვლევა //საბჭოთა ხელოვნება.-1983.-N10.-გვ.123-129. - ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ტაძრებში თამარ მეფის შემორჩენილი პორტრეტის კვლევის მასალები.

36. გულისაშვილი ზ. სამცხე-საათაბაგოს ნაოხრები //ივერია.-1901(21 აგვ.).-N179.-გვ.1-3;N180-183. - მგზავრის შენიშვნები ვარძიის მონასტრის შესახებ.

37. ვარძიის მონასტრის წინამძღვარი //დროება.-1885(17 აგვ.).-N176.-გვ.1. - აღმოჩენა მონასტრის სამრეკლოს კედელში.

38. ვარძიის მონასტერი //მოგზაური.-1901.-N6-7.-გვ.533-536.

39. ვარძია, მაისის 25-ს //დროება.-1885(1 ივნ.).-N114.-გვ.2. - გიორგის მესამისა და თამარ მეფის საფლავების შესახებ.

40. ვარძია აგვისტოს 9-ს //დროება.-1885(18 აგვ.).-N177.-გვ.2. - კავკასიის მთავარმართებლის მიერ მონასტრის დათვალიერებისა და მონასტრის წინამძღვრის გამოსვლის თაობაზე.

41. ვარძია...მოთხრობად ძნელ არს... //ჯვარი ვაზისა.-1986.-N2.-გვ.28-31. - ვარძიაში შემორჩენილი მოხატულობის ანალიზი.

42. ვარძია //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.IV.-1979.-გვ.315-316.

43. ახალციხე-ვარძია //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია. -თბ., 1977.- გვ.62-63. - არქიტექტურულად რთული კომპლექსის - ვარძიის განსაკუთრებული მდებარეობა, ხუროთმოძღვრულ-მხატვრული აღწერილობა, გამოქვაბულების არქიტექტურა, ფრესკული მხატვრობის ანალიზი. ტექსტს ახლავს ფოტო.

44. ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ.- თბ., 1969. - ვარძიისა ციხისა და ეკლესიის აღწერილობა.

45. კალისტრატე. ვარძიის მონასტერი 1156-1212 წწ. //მწყემსი.- 1886.- N5.- გვ.5-7; N7.-გვ.7-9; NN11.- გვ.12-13. [ხელწერა წინამძღვარი ვარძიის მონასტერისა მღვდელ-მონაზონი კალისტრატე] - ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მდებარეობა, ხუროთმოძღვრება, მხატვრობა, ბერძნულ-ქართული წარწერები-მიმოხილვა. კომპლექსში შემავალი ე.წ. ზედა ვარძიის ეკლესიის აღწერილობა.

46. კალისტრატე. "ნება მიბოძეთ თქვენს გაზეთში.." //ივერია.-1889(30 სექტ.).-N206.-გვ.2. -ვარძიის დღეობის გამო.

47. კალისტრატე მღვდელ-მონაზონი. "მოგახსენებთ, რომ..." //ივერია.-1889(24 მაისი).-N106.-გვ.3. - ვარძიის მონასტერის განახლების თაობაზე. მოხსენიებულია გ. გაბაშვილი.

48. კალისტრატე მღვდელ-მონაზონი. ვარძია 19 აგვისტოს //ივერია.-1886(28 აგვ.).-N186.-გვ.3. - მხატვარ გაბაშვილის ნახატების შესახებ.

49. კალისტრატე მღვდელ-მონაზონი. ბატონო რედაქტორო! //ივერია.-1887(29 აგვ.).-N179.-გვ.3. - ვარძიის მონასტრის ხატების განახლება მხატვარ გიგო გაბაშვილის მიერ.

50. კალისტრატე. საისტორიო მასალა (1027-1071 წ.) //ივერია.-1891(9 სექტ.).-N239.-გვ.3. - ცნობები ზედა ვარძიის შესახებ.

51. კერესელიძე ი. ვარძიის მონასტერი //ცისკარი.-1869.-N5.-გვ.11-12. - მესხეთში-ლექსი.

52. ლორთქიფანიძე ო. ქართული ფერწერის ისტორიიდან //ქართული სახვითი ხელოვნების საკითხები.- თბ., 1982.- გვ.71-74. - თამარ მეფის ეპოქის ძეგლების: ვარძიის, ყინწვისის,ბეთანიის, დავით გარეჯის, ტიმოთესუბნისა და ახტალის მოხატულობათა ანალიზი.

53. მელითაური კ. ვარძიის გამოქვაბულთა არქიტექტურა // ძეგლის მეგობარი. კრ. 45.-1977.-გვ.5-7. - ვარძიის ხუროთმოძღვრული თავისებურებანი.

54. მელითაური კ. იაკობის სავანე ანანურის ეკლესიასთან //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია.- 1977.- N1.- გვ.49-52. - ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ანანურის პატარა ეკლესიისა და ათაბაგ მზეჭაბუკის მიერ ბერად აღკვეცის შემდეგ აშენებული სენაკის აღწერილობა.

55. მელითაური კ. და სხვ. ვარძია.- თბ., 1955.- 115 გვ. - მოკლე ცნობები ვარძიისა და ბორჯომ-ვარძიის გზაზე მდებარე მატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ.

56. მ-ძე : მოგზაურობა მისის მაღალყოვლად უსამღვდელოესის საქართველოს იგზარხოსის პალადისა ვარძიაში //ივერია.-1889(5 აგვ.).-N165.-გვ.2.

57. მგზავრი. ვარძია 15 ენკენისთვეს //ივერია.-1887(25 სექტ.).-N199.-გვ.3. - ვარძიის მონასტერის ისტორიიდან. ბერ კალისტრატეს მოღვაწეობის შესახებ.

58. მონასტრის გაცარცვა //დროება.-1866(4 ოქტ.).-N36.-გვ.2-3. - ცნობა ვარძიის მონასტრის გაძარცვის შესახებ.

59. ნ.მ. წერილი რედაქტორთან! //დროება.-1876(6 აგვ.).-N82.-გვ.2. - მოკლე ცნობა ვარძიის მონასტრის შესახებ.

60. ნაშრომი განძად დაშთების //ჯვარი ვაზისა.-1986.-N2.-გვ.28-34. - ვარძიის მონასტრის დაარსებიდან 800 წლისთავთან დაკავშირებით.

61. რაზმაძე ე. ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები ვარძიის შესახებ //მასალები საქართველოს მატერიალური კულტურისა და ეკონომიკის ისტორიისათვის.- თბ., 1982.- გვ.14-20.

62. როსტომაშვილი ი. ვარძიის მონასტერი მესხეთში //მოგზაური.-1901.-N67.-გვ.533-536. - ვარძიის მონასტრის მდებარეობა, თამარ მეფის ეკლესიისა და მისი მოხატულობის შესახებ.

63. სილოგავა ვ. სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის პალეოგრაფიული ექსპედიციის მიერ // მრავალთავი. X.- 1983.- გვ.277-278. - ვარძიის მთავარი ტაძრის XIV საუკუნის წარწერის განხილვა.

64. ფრონელი ალ. დიდებული მესხეთი. -გორი.- 1914.- გვ.67-111. - მასალები ვარძიის ხუროთმოძღვრების ისტორიისა და ბერძენი მღვდლის-პაპანდოპულოს მიერ წარმოებული აღდგენითი სამუშაოების შესახებ.

65. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. -თბ., 1951.- გვ.306-317. - ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა და ანანურის ეკლესიების მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, ფრესკებზე შემორჩენილი წარწერების ვრცელი პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.

66. ზედა ვარძიის წარწერა //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო.- თბ., 1959.- გვ.115-116. - მთავარი ტაძრის ასომთავრული წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი.

67. ციციშვილი ირ. კლდეში ნაკვეთი უკვდავება //ეკონომისტი.-1986.-N11.-გვ.3-7. - ვარძიის სამონასტრო კომპლქსის ისტორია, ხუროთმოძღვრება.

68. განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): ვარძია //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.68-69. - ისტორიული წყაროები ვარძიის მშენებლობის შესახებ, მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXX. სურ.2).

69. განვითარებული ფეოდალიზმი: ვარძია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1995.- გვ.102-104. - ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მოკლე ისტორია. ტექსტს ხალავს მღვიმეების კომპლექსის ფოტო.

70. წერეთელი გ. ვარძია //კვალი.-1893.-N7.-გვ.11-14. - ვარძიის მონასტრი მდებარეობა და სტრატეგიული მნიშვნელობა. ცნობა შაჰ-თამაზის მიერ მონასტრის დარბევის შესახებ. ტექსტს ერთვის ფრესკების ფოტოები.

71. ტფილისი, 9 ნოემბერი //დროება.-1866(11 ნოემბ.).-გვ.1-2. - ვარძიის მონასტრის ისტორია.

72. შატბერაშვილი გ. ვარძიის მონასტერი (ახალციხის მაზრა) //ივერია.- 1900 (6 სექტ.).- N194. -გვ.2. - მოკლე ცნობა კომპლექსის შესახებ.

73. ჩ[იტი]ძე ი[ოსებ]. ახალქალაქის მაზრა //ივერია.-1889(5 სექტ.).-N187.-გვ.3. - ვარძიის მოკლე აღწერილობა.

74. "ჩვენ ვნახეთ..." //ივერია.-1892(5 თებ.).-N28.-გვ.1. - ვარძიის მონასტრის აღწერილობა.

75. ბერძენიშვილი დ. ზედა ვარძიის წარწერების გამო //თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი. შრომების კრებული.-ახალციხე.-2000.-გვ.58-66. - ეკლესიაში შემორჩენილი წარწერების განხილვა.

76. ბერძენიშვილი დ. ზედა ვარძიის წარწერების გამო //ანალები.-1999.-N2.-გვ.33-38. რეზ. რუს. და ინგლ. ენებზე. - ზედა ვარძიის წარწერებთან დაკავშირებულ სამეცნიერო ლიტრატურის მიმოხილვა.

77. ზედა ვარძია //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV.- 1979.-გვ.294. - XI საუკუნის პირველი ნახევრის ზედა ვარძიის ღვთისმშობლის სახ. ეკლესია .

78. ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში.- თბ., 1992 - გვ.192-203. - ვარძიის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული ანალიზი, მხატვრობისა და წარწერების მიმოხილვა.

79. იამბე, ციხის ნაშალო....- 2007.- გვ. 59-61. - ვარძიისა და ვარძიის მონასტრის შესახებ გავრცელებული ლეგენდა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ორი ფოტო.

80. ციხესიმაგრეები: ვარძია //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები. - თბ., 2001. - გვ.91-92. - ვარძიის მდებარეობის, ისტორიისა და ხუროთმოძღვრების შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

81. ვარძია //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.- თბ., 2005.- გვ.216-223. - XII-XIII საუკუნეში კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლის მოკლე ისტორია,მშენებლობის ეტაპები, აღწერილობა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მოხატვის შესახებ. არქიტექტურულ-ტექტონიკური ელემენტი მონასტრის ფასადის გაფორმებაში, სამლოცველოთა კედლისა და ანანურის ეკლესიის მხატვრობა, მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობა,სიძველეები. მოხსენიებულნი არიან:ტაძრის მომხატავი გიორგი, ქართლის ერისთავი რატი სურამელი, ივანე ათაბაგი, ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელი, იოანე შავთელი, მეფე თამარი და სხვები. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართულია ვარძიის საერთო ხედისა და მოხატულობის ფრაგმენტების ფოტოები.

82. ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია: ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები. - თბ., 2005. - გვ.1921; ზედა ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (დედათა) //იხ. იგივე ნაშრომი.-გვ.21-22. - ძეგლის დაარსება, მოკლე ისტორია, აღწერილობა, სიძველეები, ტერიტორიაზე ჩატარებული გაწმედითი და სარესტავრაციო სამუშაოები-ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: ბერძენი კალატოზი გიორგი პოპონდოპულო (1857 წ.), კათალიკოს-პატრიარქი ილია II, მონასტრის წინამძღვარი იღუმენი ანტონი(მაჭარაშვილი). ტექსტს ახლავს ვარძიის კომპლექსის (XII-XIII სს.),ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის-ანანური(XII ს.), ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის (XI ს.-ის I ნახევარი) და ზედა ვარძიის მონაზონთა სენაკების ფოტოები.

83. ბერიძე ვ. რუსთაველის ეპოქის ხელოვნების ძეგლები //მეცნიერება და ტექნიკა.-1966.-N9.-გვ.15-19. - ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.

84. კლდიაშვილი ა. ვარძია ანანურის ეკლესიისა და მიმდებარე დასავლეთის სათავსოს მოხატულობატა შედარება // ძეგლის მეგობარი. კრ.73.- 1986.- გვ.31-39. - კედლის მხატვრობის სტილისტური ანალიზი.

85. გაფრინდაშვილი გ. X-XII სს. ანანურის კლდის სოფელი ვარძიის ქვაბთა ანსამბლი //საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები. ტ.1.- 1963.- გვ.91-45. - ორსართულიანი ქვაბ-საცხოვრებლის აღწერილობა, დახასიათება და ფუნქციურ-ქრონოლოგიური ანალიზი.

86. ვარძია //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.- გვ.65-66; გვ.169. - ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ისტორია მემატიანის გადმოცემის მიხედვით, მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.181-183).

87. ვარძია //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.- თბ., 2004.- გვ.233240. - ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრისა და ანანურის ეკლესიის ბერძნული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. წარწერათა შესრულების სავარაუდო თარიღი.

88. ელიზბარაშვილი ი. ზედა ვარძიის ეკლესია //ჟღერს ქვის ჰარმონია. ნაკვ.II: საკითხავი ყმაწვილთათვის.- თბ., 2007.- გვ.41-42. - აგებულია XI საუკუნეში, განეკუთვნება ორნავიან ეკლესიათა ტიპს. აღნიშნულია ჩუქურთმების სიუხვე და ასომთავრული წარწერა. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო.

89. გაფრინდაშვილი გ. მნიშვნელოვანი მოვლენა //გაზ. "კომუნისტი".-1981(24 ოქტ.).-გვ.4. - ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის კედლის მხატვრობის რენტგენოგრაფიული კვლევა-ძიების შედეგები.

90. გაფრინდაშვილი გ. ამ ქვებს უკან საქართველო დგას //დილის გაზეთი.-2000(1 ივნისი).-გვ.16. - ინტერვიუ ხელოვნებათმცოდნე გ. გაფრინდაშვილთან მის მიერ ჩატარებული კვლევით სამუშაოებზე ვარძიასა და ვანის ქვაბებში. ესაუბრა თ. იაკობაშვილი.

91. გაფრინდაშვილი გ. ვარძიის მონასტრის პროექტი და მშენებლობის ხანგრძლივობა //გაზ. "სოც. სოფელი" (ასპინძა).- 1952 (25, 28 აგვ.).

92. ზაქარაია პ. ეს მართლაც მერვე საოცრებაა //გაზ. "ლიტერატურული საქართველო".-1986(3 ოქტ.).-გვ.11-12. - ვარძიის კომპლექსის მოკლე ისტორიული მიმოხილვა.

93. ხიჯაკაძე ა. ვარძიის ეკლესია //გაზ. "ლენინელი" (ხარაგაული).-1968(8 აგვ.).

94. ვარძიის კლდეში ნაკვეთი მონასტერი; ზედა ვარძია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. - თბ., 2010.- გვ. 229-235. ტექსტები ქართ. და ინგლ. ენებზე. - ვარძიის მონასტრის, ზედა ვარძიის მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტებს ერთვის ძეგლთა ფოტოები.