topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

პარხალი - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე (ტაო-კლარჯეთი) <<<ეკლესია-მონასტრები>>>

პარხლის მონასტერი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.43-44

ძალიან ახლო დგას ოთხთა ეკლესიასთან პარხლის მონასტრის ეკლესია - ესეც სამხრეთ საქართველოშია, ტაოში. პარხალი აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე, როდესაც შესანიშნავმა კალიგრაფმა („მწერალმა“) იოანე ბერაიმ შატბერდის მონასტერში გადაწერა და პარხალს შეწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში ცნობილია პარხლის ოთხთავის სახელით. სახარების ერთ ერთ მინაწერში ნათქვამია: "წინაშე ახალსა ეკლესიასა, ახალსა საკურთხეველსა ზედა დაიდვა სადიდებლად ღმრთივ გვირგვინოსნისა მეფეთა მეფისა.. დავით მაგისტროსისაო" (ეს იგივე დავით კურაპალატია, მაგრამ 973 წელს მას მაგისტროსის წოდება ჰქონდა). პარხლის პროპორციები კიდევ უფრო "ციცაბოა“ ვიდრე ოთხთა ეკლესიის შუა ნავი კიდევ უფრო მკვეთრად გამოიყოფა და დეკორაციული თაღებიც მეტი ძალითაა მისწრაფებული ზემოთკენ. ორსავ ეკლესიაში, განსაკუთრებით პარხალში, ფასადთა ჩუქურთმა უკვე გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ ცალკეულ მახვილთა მნიშვნელობას ვერ სცილდება. პარხალში ეს სამკაულია სარკმელთა სათაურები და გრეხილით მორთული ჯვრები. არის ცხოველთა რელიეფური გამოსახულებებიც, რომლებიც საერთოდ დიდად პოპულარულია სამხრეთ საქართველოს X ს-ის საფასადო ქანდაკებაში. მაგრამ პარხლის მორთულობას კიდევ ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს. შუა ნავის სიგრძივი კედელი, რომელიც აგრეთვე დეკორაციული თაღებითა და შეწყვილებული შვეული ლილვებითაა დანაწევრებული, დამატებით შემკულია საღებავით შესრულებული გამოსახულებებით - მარაოსებრი სათაურებით სარკმლებს ზემოთ, ჯვრებით, დისკოებით და სხვ.. ამას გარდა, მთელი ეს კედელი აჭრელებულია საინტერესო შინაარსის წარწერებით, რომლებშიაც მოხსენებულნი არიან ის პირები, ვინც იღვაწა ტაძრის შესამკობად. ეს თავისებური ex voto - ებია.