topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

აბულის ციხე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება ...<<საქართველოს მეგალითები>>>

აბულის ციკლოპური ციხე — მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე, სოფელ აბულის სიახლოვეს მდებარეობს. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები. გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც მცირე აბულის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1670 მ–ის სიმაღლეზე. აქ მთელი ქედი მორენებითაა დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ დარნების შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია, კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლოებით 60×40 მ.

დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა - მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი - ოთხკუთხა. შესასვლელი ორია - სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ციხის შიგნით კედლებსა და ბურჯებზე მიშენებული 40-მდე სადგომია, ზოგან ორ-სამ სართულად. აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები, ისევე, როგორც გალავნის შიგნითა სათავსები, სხვადასხვა გეგმისანი არიან: 1. წრიული, დიამეტრით 2 მ. 2. მოგრძო დარნები, რომლებსაც ერთი ბოლო მომრგვალებული აქვთ, მეორე — სწორკუთხა, ფართობით 4×2მ. 3. მოზრდილი, სწორკუთხა ოთახები. პირველი ორი ტიპის სადგომებს გადახურვა ერთნაირი აქვთ: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მზგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია, შესაძლოა მათ ბანური გადახურვა ჰქონდათ. აბულის სიმგრის სამხრეთით, ქედზე წყარო გამოდის, რაც გააძლიერებდა თავდაცვისუნარიანობას. საერთოდ, აბულის დღევანდელი „ქორ-ოღლი“ ძლიერ წააგავს შაორის სიმაგრეს — ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები. მაგრამ აბულის სიმაგრე მაინც გამორჩეულია. იგი ერთი უპირველესი ცენტრთაგანი უნდა იყოს უძველესი დროიდან. თვალში საცემია მისი სიდიდე, სიძლიერე, მიუვალობა, სტრატეგიული მდებარეობა: მის სამხრეთით გადის გზა ფოკა-ხოსპიო-ხერთვისისაკენ.

http://ka.wikipedia.org/wikii/აბულის_ციკლოპური_ციხე

 

 

 

 

 

************************************************************************************

აბულის ციხე // ლ. მელიქსეთ ბეგი  - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბილისი 1938 წ., გვ.67-70

ამ ადგილზე ი.როსტომაშვილი 1898 წელს სწერდა: „მცირე აბულზე აქამომდე დაცულია კარგა მოზრდილი ციხე, უქვიტკიროთ დიდი ლოდებით ნაშენი“. ესევე ნაციხარ ნაქალაქევი დაწვრილებით აღწერილია იმავე ი. როსტომაშვილის რუსულ ნაშრომში...<<ტექსტი სრულად აქ...<<