topmenu

 

საორბისი (ფიცესი) - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება ... <<<ეკლესია - მონასტრები>>>

ფიცესი (გორის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ფიცესი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.110-111. - სოფლის სამხრეთ გარეუბანში ნაგები საორბისის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის შიდა და გარე სივრცის დახასიათება, მიშენების, კანკელისა და გალავნის აღწერილობა; ძეგლის თანადროული მოხატულობის (ვედრების კომპოზიცია, მაცხოვრის იერუსალიმს შესვლა, წმ.გიორგის ბრძოლა გველეშაპთან) თავისებურებისა და ძეგლის განსაკუთრებული მდებარეობის შესახებ. ასომთავრული წარწერის მიხედვით, ეკლესიის აღმშენებლად მოხსენიებულია კახა ერისთავთ-ერისთავი. მოცემულია ეკლესიის აღმ. და დას. ფასადების, გრძივი განაკვეთის სამხ.-კენ ნახაზები და გეგმა.

2. ფიცესი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. X. - თბ., 1986. - გვ.338. - მოკლე ცნობა 1152 წელს აგებული საორბისის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ

3. საორბისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX.-თბ.,1985.-გვ.92. - ერთნავიანი ეკლესიის მხატვრული ფორმების თავისებურებათა შესახებ. ტექსტს ახლკავს ძეგლის აღმ. ფასადის სარკმლის ფოტო.

4. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959.- გვ.36-37. - წმ.გიორგის სახ. ეკლესიის მხატვრობის ნაშთებისა და წმინდანთან დაკავშირებული ხატობის აღწერილობა.

5. საორბისის //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.151. - მოკლე ცნობა საორბისის ერთნავიანი ეკლესიის მაღალი ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმების შესახებ. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო (ტაბ.146).

6. გორდეევი დ. საორბისი //საბჭოთა ხელოვნება. - 1939. - N11. გვ.34-39. - პატარა, ერთნავიანი, ერთაბსიდიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა; მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი; აგების თარიღის დადგენა დეკორატიული გაფორმებისა და ფერწერული ნიმუსების მიხედვით. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები (ავტორი მ.კალაშნიკოვი).