topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

წუღრუღაშენი - საქართველოს სულიერი საგანძური, ვ. ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<< დაბრუნება პირველ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

წუღრუღაშენი //საქართველოს სულიერი საგანძური. - წ.I.- თბ., 2005.- გვ.291-292.

XIII საუკუნეში აგებული წუღრუღაშენის გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს ბოლნისის სიონიდან ორიოდე კმ-ზე, მდინარე ბოლნისის წყლის მარჯვენა ნაპირზე, მთის ფერდზე. ეკლესიის წარწერებში მოხსენიებული არიან მეფე გიორგი და ეკლესიის მშენებელი, ჰასან არსების ძე. რ.შმერლინგის აზრით, გიორგი მეფე ლაშა გიორგია, ესე იგი ძეგლი აშენებულია მისი მეფობის დროს (1213 - 1222 წწ). ტაძარი გეგმით მეთანია-ქავათახევი-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც აზიდული პროპორციებისაა. ნაგებობა გარედან მოქცეულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედში. შიდა სივრცე შექმნილია ჯვრის ოთხი მკლავისაგან, ამათგან მხოლოდ აღმოსავლეთითაა აფსიდით დასრულებული. საკურთხეველსი ორივე მხარეს, ორ სართულად განლაგებული სათავსების ქვედა ნაწილებში, სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანო ხანის მინაშენი - საგვარეულო საძვალე - ეგვტერი. ეკლესიაში განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ფერადი ქვები: თბილისი მოყვითალო-ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ტაძარი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით. განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოყენებული მუქი ყვითელი ფერის ქვის გუმბათის ყელის საპირეები და ბაცი მოყვითალო ქვის კარნიზი.

წუღრუღაშენი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.156

1213 - 1222 წ.

ბოლნისის რაიონშია, თვით ბოლნისის სიონიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით, მდ.ფოლადაურის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. აგრეთვე ბეთანია - ქვათახევ - ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელის ძლიერ აზიდული პროპორციით გამოირჩევა. მდიდრული ორნამენტაციის შესრულების ხარისხი თანაბარი არ არის: ზოგი რამ (განსაკუთრებით გუმბათის ყელის საპირეები და კარნიზი) დიდად ოსტატური ნახელავია, ზოგ რასმე უკვე ხელოსნური სიმშრალის ბეჭედი აზის. წარწერაში მოხსენიებულია გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ვინმე ჰასან არსენისძე, იქაური მამულის მფლობელი. ეკლესიის ზომები გარედან: სიგრძე - 12,5 მ., სიგანე - 9 მ., სიმაღლე შიგნით - დაახლ. 17 მ.