topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

კუშჩი - ვ.ბერიძე, ენციკლოპედია, ბიბლიოგრაფია

<უკან დაბრუნება....<<<ეკლესია - მონასტრები>>>


კუშჩი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI. - თბ., 1983. - გვ.91

კუშჩი (ძვ. გველფარეხა), სოფელი წალკის რაიონში, მდინარე ქციის მარჯვენა ნაპირზე. სოფსაბჭოს ცენტრი (სოფლები: კუშჩი, ბურნაშეთი, ოზნი, ოლიანგი, ყიზილქილისა, ჯინისი) ზღვის დონიდან 1540 მ, წალკიდან 24 კმ... კუშჩი უწოდეს XIX ს. 30-იან წლებში ახლად ჩამოსახლებულმა ბერძნებმა. 1939 წ. კუშჩში გაითხარა (ხელმძღვ. ბ.კუფტინი) ორმოსამარხი. რომელშიც აღმოჩნდა ძვ.წ. VII ს. ნივთები (ბრინჯაოს მასიური კვერთხისთავი, ორფრთიანი ყუნწიანი ისრისპირები და სხვ.), მ.შ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ტიპის რკინის მახვილი ბრინჯაოს ორკაპა კოტით. 1947 წ. იქვე გაითხარა ქვაყუთი და ქვებშემოწყობილი 4 ორმოსამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა ადრინდელი ანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი მასალა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს და ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები, ბრინჯაოს და რკინის ზურგშეზნექილი სამაჯურები, ვერცხლის ფარაკიანი ბეჭედი, ფერადი ქვებისა და მინის მძივები და სხვ.). ქვაყუთში (ძვ.წ. IV ს. I ნახ) სხვა ნივთებთან ერთად ნაპოვნია შავი მინის ცილინდრული უნიკალური სანელსაცხებლე, აგრეთვე მოყვითალო ანგობით დაფარული და წითელი წერნაქით მოხატული 2 თიხის დოქი, რომლებიც საქართველოში აღმოჩენილი ადრინდელი ანტიკური ხანის უძველესი მოხატული ჭურჭლებია. 1940 - 47 წწ. კუშჩის მახლობლად გაითხარა შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. XVIII - XVII სს.) 2 მდიდრული გორასამარხი, ე.წ. თოფქარი I და თოფქარი II. ორივე გორასამარხს ქვით ნაგები დასაკრძალავი დარბაზები ჰქონდა. მათში აღმოჩნდა მოყვითალო ანგობის ფონზე ყავისფრად მოხატული დერგები და ჭდეული ორნამენტით შემკული შავპრიალა კერამიკა, ობსიდიანის ისრისპირები, ბრინჯაოს მახვილის ნატეხი. ოქროს და მინისებრი პასტის მძივები, ოქროს და ვერცხლის გარსაკრავები და სხვ. პირველ გორასამარხში ნაპოვნი გავარსითა და ფერადი ქვების ინკრუსტაციით შემკული ოქროს სფერულთავიანი ვერცხლის საკინძი ძვ. ქართული ოქრომჭედლობის ერთ - ერთი საუკეთესო ნიმუშია. სოფლის განაპირას ჩრდილო - დასავლეთით მდებარეობს VI-VII სს. წმ.გიორგის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია. ნავს სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა, რომელიც ორი ღია თაღით უკავშირდება გარე სივრცეს, მრგვალ მასიურ ბოძზე დაყრდნობილი თაღები ნალისებრი მოხაზულობისაა. დამახასიათებელია წვრილი თაღებით შედგენილი ლავგარდანი და ორნამენტული დეტალები, რომელთა პარალელები VI-VII სს. ძეგლებში მოიპოვება, კედლები ტლანქად დამუშავებული ქვისაა, მხოლოდ კუთხეების, თაღებისა და სარკმლებისათვის ნახმარია კარგად გათლილი კვადრები.

ი. გაგოშიძე

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

კუშჩის ეკლესია - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-  თბ., 1974. - გვ.98.

VI-VII სს.

სოფელი კუშჩი, ძველი ოლთისი, ახლა წალკის რაიონშია. მისი მინიატურული ეკლესია კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიმუშია ადრინდელი ხანის ერთნავიანი სამლოცველოებისა. საკუთრივ ნავს სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის სტოა, რომელიც ორი ღია თაღით უკავშირდება გარე სივრცეს. თაღებს, რომლებიც მრგვალ მასიურ ბოძს ეყრდნობა, მკაფიოდ გამოკვეთილი ნალისებრი მოხაზულობა აქვს. დამახასიათებელია წვრილი თაღების მწკრივით შედგენილი კარნიზი და ორნამენტული დეტალები, რომელთა პარალელები VI-VII სს. ძეგლებში მოიპოვება. კედლები ტლანქად დამუშავებული ქვისაა, მხოლოდ კუთხეებისა, თაღებისა და სარკმლებისათვის ნახმარია კარგად გათლილი კვადრები. ეკლესიის გარეთა ზომებია. სიგრძე - 7,7 მ., სიგანე - 6,5 მ.

 

კუშჩის ეკლესია (წალკის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974. - გვ.98. - მოკლე ცნობები კუშჩის, ძველი ოლთისის მინიატურული, ერთნავიანი ეკლესიის შესახებ (VI-VII სს.). ტექსტს ერთვის ძეგლის გეგმა.

2. კუშჩი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI. - თბ., 1983. - გვ.91. - სოფ. კუშჩში (ძველი გველფარეხა)1939-1940 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მასალები. მოცემულია მოკლე ცნობები VI-VII საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ერთნავიანო ეკლესიის შესახებ.

ელ.რესურსები:

1. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000478/2009.pdf

ბორის კუფტინის მიერ კუშჩის ტერიტორიაზე ჩატარებული საველე არქეოლოგიური კვლევა - ძიების ისტორია:

  • კუშჩი - ყორღანი XXXII  ჯინისის ყორღანი.  წალკის რ-ნი. მდებარეობს სოფ. კუშჩიდან ჩრდილო -დასავლეთით 2,5კმ-ში. ძვ.წ. II ათასწ. პირველი ნახ. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Куфтин 1939:дн; Жоржикашвили, Гогадзе 1974:24]
  • კუშჩი - ყორღანი XXXIII (კუშჩის ოქროს მძივიანი ყორღანი). მდებარეობს ნარდევანის ჩრდილოეთით 1 - 2კმ-ში. ძვ.წ. II ათასწ. პირველი ნახ. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Жоржикашвили, Гогадзе 1974:24].
  • კუშჩი - ყორღანი XXXIV (ირმის ყორღანი). მდებარეობს სოფ. ნარდევანიდან 1-2კმ-ში. ძვ.წ. II ათასწ. პირველი ნახ. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Жоржикашвили, Гогадзе 1974:24].
  • კუშჩი - ყორღანი XXXV - ღარიბი ყორღანი. ძვ.წ. II ათასწ. პირველი ნახ. [Жоржикашвили, Гогадзе 1974:25].
  • კუშჩი - ყორღანი XXXVI «თოფ-კარ» I. მდებარეობს სოფ. კუშჩიდან 1 კმ-ში, სამხრეთით. ძვ.წ. II ათასწ. პირველი ნახ. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Жоржикашвили,  Гогадзе 1974:25].
  • კუშჩი - სამარხი. მდებარეობს სოფლის სკოლასთან [Куфтин 1939:дн]
  • კუშჩი - ორი სამარხი. წალკის რ-ნი. მდებარეობს სოფ. კუშჩიდან სოფ. გოლიანიკში მიმავალ გზაზე. უინვენტარო [Куфтин 1939:дн].
  • კუშჩი - სამარხები.  მდებარეობს ეკლესისთან, გალავნის ჩრდილოეთ მხარეს. რომაული ეპოქის [Куфтин 1939:дн].
  • კუშჩი - ყორღანები. წალკის რ-ნი.  მდებარეობს სოფელ კუშჩიდან ხარებისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს [Куфтин 1940:дн].
  • კუშჩი - მეგალითური ნაგებობა. მასზე მდებარეობს ეკლესია «პლადჟამი» თუ «პლატასი» [Куфтин 1940:дн].
  • კუშჩი - ყორღანი XLVI «მწვანე ყორღანი». წალკის რ-ნი. მდებარეობს სოფლიდან სამხრეთით. ძვ.წ. III ათასწ. მეორე ნახ. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Куфтин 1947:дн; Жоржикашвили, Гогадзе 1974:13]
  • კუშჩი - ყორღანი XV «თოფ-კარი» №2. პატარა. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 1 კმ-ში. ძვ.წ. II ათასწ. პირველი ნახ. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Куфтин 1947:дн; Жоржикашвили, Гогадзе 1974:27].
  • კუშჩი - სამაროვანი. მდებარეობს სოფ. კუშჩის სკოლის ჩრდილო - დასავლეთით. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Куфтин 1947:дн; Куфтин :1948:7].
  • კუშჩი - სამაროვანი. მდებარეობს სოფლის სკოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით. გვიანბრინჯაო ადრერკინის ხანის [Куфтин 1947:дн; Куфтин 1948:10].
  • კუშჩი - მეგალითური სახლი «დაშდაში». მდებარეობს ეკოპსარის ფერდთან, სოფელ კუშჩის მაღალმთიან საძოვრებზე [Куфтин 1947:дн]