topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ზეგაანის კომპლექსი - ი. ციციშვილი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია-მონასტრები>>>

ზეგანის ეკლესია - ციციშვილი ირ. // ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ., 1995.-გვ. 55-56.

VI საუკუნის მეორე ნახევრიდან, ბაზილიკის გვერდით ჩნდება სამეკლესიანი ბაზილიკები, რომლებიც იშვიათია სხვა რეგიონებში. ჩვეულებრივ ბაზილიკებისაგან მათ განასხვავებს სივრცის გრძივად დაყოფა არა ბურჯების რიგებით, არამედ კედლებით. მიჩნეულია, რომ აქ გვერდითი ნავები დამოუკიდებელ ეკლესიათა ფუნქციას ასრულებდნენ, რაც აუცილებელი იყო საეკლესიო - სარიტუალო პროცესისადმი გაზრდილი მოთხოვნილებებით. სამეკლესიანი ბაზილიკის ნიმუშს წარმოადგენს სოფ.ქვემო ბოლნისში მდებარე ეკლესია... ამავე ტიპს მიეკუთვნება ზეგანის ეკლესია დასავლეთის გამაერთიანებელი დერეფნით. საყურადღებოა ნასტაგისში აღმოჩენლი ბაზილიკა, რომელიც სამეკლესიანად გარდაიქმნა გარშემოსავლელის მოწყობის შედეგად. განხილულ პერიოდში კიდევ არსებობს ეკლესიის სახეობა - ცალნავიანი, დარბაზული ეკლესია, რომელიც არსებობს შუა საუკუნეების მთელ მანძილზე. მაგრამ წამყვან თემას მაინც წარმოადგენს ცენტრალური გუმბათოვანი ტაძარი. ზეგანის წმ.მარინეს ეკლესიაში (V ს.) გეგმაში გვაქვს თავისუფალი ჯვარი მიღებური ორი მკლავის გადაკვეთის შედეგად და უგუმბათოდ, მეორე შემთხვევაში, შიგნიდან ჯვარია ერთი აფსიდით და სამი სწორკუთხოვანი მკლავით - შიომღვიმის ეკლესია (VI ს) და ერელაანთ საყდარი (V-VI სს.), შესანიშნავია ძველი გავაზის ტეტრაკონქი (VI ს), სადაც ყველა აფსიდის ფორმა, თაღები და შესასვლელები ნალისებრი მოყვანილობისაა.