topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

იყალთო - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე..<<<მონასტრები და ციხე-კომპლექსები>>>

იყალთოს აკადემია //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.- გვ.129

იყალთოში (კახეთშია, თელავიდან 7-8 კმ. დაშორებით) შუა სუკუნეების სამონასტრო ანსამბლია: VI ს. პატარა გუმბათოვანი ეკლესია, მეორე გუმბათოვანი ეკლესია IX ს-ისა: ერთნავიანია სამლოცველო XII -XIII სს-სა და თავის დროზე სახელგანთქმული აკადემიის   ნანგრევები. აკადემიის აყვავება XI - XII სს. მიჯნის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის არსენ იყალთოელის სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ თვით შენობა VIII - IX საუკუნეთა ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც დაახლოებით მაშინ უნდა იყოს. ეს ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა, რიყის ქვით ნაშენი (მას დასავლეთით სხვა შენობებიც ებმის). პირველი სართული ორ ოთახადაა გაყოფილი, ზემოთ კი ერთი მთლიანი, ფრიად ვრცელი დარბაზია (24,5X9 მ. შიგნით, ე.ი. 220 კვ.მ - მდეა), ალბათ ეს იყო სამეცნიერო შეკრებათა ადგილი. ყველაზე საინტერესო ხუროთმოძღვრული ელემენტი აღმოსავლეთი კედლის ორი (შეწყვილებული) თაღოვანი მალია, მათ შუა მოქცეული რვაწახნაგა ბოძით. შენობა ძლიერ დაზიანებულია - აღარც სართულშუა გადახურვებია, აღარც მონასტრის ეზოსკენ მიმართული ჩრდილოეთის კედელი.