topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება: ხელნაწერთა მინიატურები, ხატები - ი. ციციშვილი

< უკან დაბრუნება

მირქმა, ნათლისღება, 1673. წ.  კ. ხიმშიაშვილის ფოტო

გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება: ხელნაწერთა მინიატურები, ხატები - ი. ციციშვილი // ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი, 1995 წ., გვ. 136-137

XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნეში თანდათან ინერგება ქაღალდი, რომელმაც შეცვალა პერგამენტი. შეიმჩნევა ხელნაწერთა მინიატურების გამარტივება და ოსტატობის გარკვეული დაქვეითებაც. 1300 წელს შექმნილ „მოქვის ოთხთავში“ ბიზანტიური ხასიათის მდიდრულსა და საზეიმო ხელნაწერში ჩნდება მცირე დეტალები, რომლებიც ამცირებენ მის მთლიანობას, ფეხს იკიდებს დეკორატიული ელემენტების ასიმეტრიულობა, ახალი მოტივები, როგორც წარწერიანი მედალიონები ფრინველების გამოსახულებანი და სხვ. XV ს. ყველაზე საყურადღებო ნიმუშია „ჯრუჭის დავითნი“ მორთული 1443-1445 წლებში. ხელნაწერში 132 მინიატურაა, რომელთა თემატიკა ფართო დიაპაზონისაა - ხატების სახისა, სახარების ციკლი და ბატალური სცენები. ჯრუჭის მინიატურები ბიზანტიური რიგისაა და ახასიათებთ სიმშრალე და სქემატურობაც. როგორც ვხედავთ, მკვიდრდება ის ნიშნები, რომლებიც ჩაისახა წინა პერიოდის მინიატურებში.

"ნახეს უცხო მოყმე ვინმე" // მამუკა თავაქარაშვილით (თავაქალაშვილი)

XVI -XVII სს. განვითარდა საერო ლიტრატურის ილუსტრაციებიც. მინიატურების ერთი ნაწილი დაკავშირებულია ადგილობრივ ხალხურ ტრადიციებთან. ასეთია „ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერის მინიატურები შექმნილი მამუკა თავქარაშვილის მიერ 1646 წ. მათ შორის არის შოთა რუსთაველის ერთ-ერთი უძველესი პორტრეტიც. მინიატურების კომპოზიცია პირობითია, ფერადოვანი აქცენტები ანიჭებენ კომპოზიციას მდგრადობას, სახეებიც უახლოვდება ქართულ ფრესკულ ფერწერის გამოსახულებებს. მეორე ჯგუფის მინიატურებში მექანიკურად გამოყენებულია ირანული მინიატურების ტრადიციული ხერხები. მესამე ჯგუფს შეადგენენ მინიატურები, სადაც ირანის მინიატურების გავლენასთან ერთად ასახულია ტრადიციული ქართული მინიატურების ნიშნები. აქ სახეზეა უფრო მშვიდი და რბილი კოლორიტი, დამახასიათებელი ნახატი და ეროვნული ტიპებიც. ასეთებია „როსტომიანის" 104 ილუსტრაცია, „ზილიხანიანის" მინიატურები. „ქალილა და დამანას“ ხელნაწერში, რომელიც შექმნილია XVII საუკუნის 30-იან წლებში. მინიატურების ერთი ნაწილი ასახავს იმ მხატვრულ ხერხებს, რომლებიც საქართველომდე აღწევენ დასავლეთ ევროპიდან. XVII ს. რელიგიური ხელნაწერები გვიჩვენებენ, რომ დასავლეთის გავლენებმა ვერ შეცვალეს ადგილობრივი მხატვრული. ტრადიციები. ცნობილია, რომ ქართველიმ ინიატურისტები მუშაობდნენ საქართველოს გარეთაც. ასე, ირანის შაჰის კარზე XVI ს. ცნობილი იყო ქართველი მხატვარი სიაუში, ხოლო XVII ს. მხატვარი ჯაბადარი. XVII ს. ბოლოს მინიატურული ფერწერა დაეცა, რასაც პირველყოვლისა, ხელი შეუწყო წიგნის ბეჭდვის განვითარებამ. XIV საუკუნის ოქრომჭედლობის ნაწარმოებებში ჩანს წინა პერიოდთან შედარებით, გარკვეული დაქვეითება - სიმშრალე და უმეტყველობა. ისპობა ზღვარი გამოსახულებისა და მოჩარჩოებას შორის, ცალკეული დეტალები და თვით ნაკვთებიც გამოდიან არეს ფარგლებიდან და გადადიან მოჩარჩოებაზე. XV საუკუნიდან თითქოს იწყება ერთგვარი გამოცოცხლება. XVI ს. დასაწყისში მოღვაწეობდა ოსტატი მამნე, რომლის შესრულებულია საკურთხევლის წინამდებარე ჯვრები სადგერიდან და ბარაკონიდან. აქ ყველა კომპოზიციები მწყობრად განლაგებულია გლუვ არეზე. განსაკუთრებული ოსტატობა ჩანს მრავალფიგურიან კომპოზიციებში "წმ.გიორგის ცხოვრების" ციკლიდან. XVI ს. ვითარდება აგრეთვე ახალი ტექნიკური და მხატვრული ხერხები, ფეხს იკიდებს ხატების შემკობა მინანქრებით და პატიოსანი თვლებით. განსაკუთრებით, კახეთისათვის დამახასიათებელია ხატის ფონის დამუშავება მცენარეული ორნამენტით ზედ დაბნეული ლალისა და ფირუზის წვრილი მარცვლებით (ახალი შუამთის „ღვთისმშობლისა" და „მაცხოვრის" ხატები, აწყურის ხატი „ღვთისმშობელი ყრმით", ჩხოროწყუს ოქროს თასი). ხშირია ხატებზე ქტიტორთა ფიგურების გამოსახგა (შემოქმედის და ზუგდიდის ხატები). XVII -XVIII სს. მეორდება ძველი მოტივები, მაგრამ ნაკვთები უკვე ულაზათო პროპორციებისაა, ნახატი დარღვეულია და პლასტიკურობაც დაბალია. მაგალითად კორცხელის ხატი ოდიშის მონასტრის ლევან დადიანისა და მისი მეუღლის ნესტან -დარეჯანის მუხლმოდრეკილი ფიგურებით.

 

http://burusi.wordpress.com/2009/06/28/mamuka-tavaqarashvili/