topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სამღერეთის მონასტერი - ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

სამღერეთის მონასტერი - ი.ციციშვილი

სამღერეთის მონასტრის XIII საუკუნის სატრაპეზო ორსართულიანია. პირველ სართულში მოწყობილია მარანი, მეორეზე საკუთრივ სატრაპეზოა შესასვლელებით დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან და განათებულია ხუთი თაღოვანი სარკმლით. აღმოსავლეთის კედელში მოთავსებულია ორი ნახევარწრიული ნიში, ამათგან ცენტრალურში არის დაკიდული ქვის ტრაპეზი. სატრაპეზო აგებულია კარგად გათლილი, მომწვანო ფერის კვადრატით. ამგვარად სატრაპეზოებში გამოყენებულია ამავე პერიოდის საკულტო არქიტექტურისათვის ჩვეული ფორმები. სატრაპეზოების განვითარება საკულტო ხუროთმოძღვრების განვითარებას მიჰყვება, მაგრამ მათი დანიშნულება შენობას ეკლესიისაგან განსხვავებულ თავისებურ იერს ანიჭებს. სადგომთა ფორმა, მარტივი და უპრეტენზიო გაფორმება აახლოებს სატრაპეზოებს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლებთან. შეიძლება დავასკვნათ, რომ ყოველი სახისა და დანიშნულების შენობისათვის დამოუკიდებელი ამოცანები წყდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საერო და საკულტო არქიტექტურას ზოგჯერ საერთო ფორმები ახასიათებს, თითოეულს საკუთარი ტრადიციები ასაზრდოებდა.

 

Coordinates: 41°30'21"N   44°24'48"E

სამღერეთის კოორდინატი: lat - 41.49763126 long - 44.41498522

 

 

 

 

 

 

  • სამღერეთის მონასტერი - მთავარი გვერდი
  • სამღერეთის მონასტერი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა
  • სამღერეთის მონასტერი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
  • სამღერეთის მონასტერი - ფოტოგალერეა//ფოტოალბომის სრული ვერსია